დეკემბერი 2008

 

2009 წელს იკითხეთ   >>>   მწვანე საითი

შემდეგი

50 წლიანი მატიანე
წინა

შაბ
10-01
20:
00

გამსხლტარი თასი

   კვირის დამდეგს  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 1976 წელს, რომელშიც "ლოკომოტივს" საკავშირო თასი ხელიდან გამოეცალა, საბჭოეთი "ერთა თასში" ჩაება, გურჯაანმა ორ ტურნირს უმასპინძლა, "ივერიის" ბიჭებმა კი მოსკოვში ი-მინი-რაგბეს  >>>

შემდეგი

50 წლიანი მატიანე
წინა

ოთხ
7-01
2
2:20

ივერია დაღვინდა

   შობა-ახალწლის წინ  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1975 წელს, რომელშიც "ივერია" დაღვინდა, "ლოკომოტივი" უმაღლესში გაჭირვებით შებრუნდა და დარჩა, პირველად მოეწყო ჭაბუკთა საკავშირო პირველობა, საბჭოეთი შევიდა ფირა-ში და ჩვენებიც მოხვდნენ ნაკრებებში  >>>

 

საითი განახლდება ოლიმპური არდადეგების
დასრულების კვალად, 2009 წლის 12 იანვარს

შემდეგი

წინა

კვი
28-12
22:
00

გაისად კიდევ უფრო უკეთ

   გასრულდა სეზონი და რაგბის კავშირმაც, ერთგულ მეოხ-სპონსორთა შემწეობით, წმინდა გიორგის საერო სკოლაში საკადრისად დააჯილდოვა თავგამოჩენილნი. როგორც მოსალოდნელი იყო, თემის გამოკითხულმა ნაწილმა წლის ქართველ მოთამაშედ ბორჯღალოსანთა მორკინალი, მამუკა "გულივერ" გორგოძე ცნო, შინ საუკეთესოდ კი მზარდი ვიტო კოლელიშვილი დაასახელა  >>>

შემდეგი

წინა

 

ზეპური რაგბი [ხუთ აბზაცად]  >>>

შემდეგი

50 წლიანი მატიანე
წინა

ხუთ
25-12
2
4:30

უმაღლესში დასარჩენად

   კვირის დამდეგს   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 1974 წელს, როცა საკავშირო სპორტ-კომიტეტმა მიიღო საეტაპო დადგენილება, ჩვენ კი ისე დავკნინდით, რომ ორ ბანაკად გაყოფილები, უმაღლესში დასარჩენად მთელი წელი ერთურთს ვეჯიბრეთ, ხოლო "საიუზის" ნაკრების შექმნა და ნათლობაც უჩვენოდ მოხდა  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
24-12
23:
05

გაგრძელდა ბაკეს ზეობა

   დეკემბრის პირველ ვიქენდზე პარიზში, "სოსიეტე ჟენეღალის" კოშკში გამართულმა ფირა აერ-ის საერთო კრებამ შეაჯამა არა-ზეპური ევროპული რაგბის სეზონის საშუალედო შედეგები და პრეზიდენტისა და დირექტორთა საბჭოს არჩევნებიც ჩაატარა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
23-12
22:45

გაჭირვება მიჩვენე ...

   გლობალური საფინანსო კრიზისი რაგბსაც შეეხო: ზელანდიასა და ავსტრალიაში უკვე შეიკვეცა სანაკრებო პროგრამები და ინგლისშიც გუნდებისა და ჯამაგირების შემცირებაზე ფიქრობენ. იტალია სწორ დასკვნამდე მივიდა და კელტურ მარაქაში სამხრეთული მოდელით, რეგიონებით აპირებს გარევას, შობაზე კი ბრიტანეთში სრული საშინაო პროგრამაა და მისი რჩეულის ხილვა "გლობალითაა" შესაძლებელი  >>>

შემდეგი

50 წლიანი მატიანე
წინა

სამ
23-12
01:
10

გაორმაგებული წანწალი

   წინა კვირაში  ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვილიეთ 1972 და ვუწიეთ 1973 წელს, როცა კვლავ ორი გუნდით წარვდექით უმაღლეს ლიგაში; შინაურ ასპარეზზე თითქმის არაფერი გაგვიმართავს, მაგრამ სამ უცხო ქვეყანას კი ვებურთავეთ, რაც იმ ხანაში მიღწევა იყო არა-ოლიმპიური სახეობის მიმდევრებისთვის  >>>

კვი
21-12
23:
05

"გულივერა" თვის საუკეთესოა!

   საშობაო არდადეგები დაიწყო ფრანგულ რაგბში, რაიც უმეტეს ბორჯღალოსანთა საკლუბო ასპარეზია. ტოპ 14-ში ნოემბრის საუკეთესო მოთამაშე "მონპელიეს" მორკინალი მამუკა გორგოძე გახდა, პრო დ2-ის მაჩანჩალა "ბეზიემ" კი აიყვანა 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე და პირდაპირ ძირითადში დააყენა  >>>

შემდეგი

წინა

ხუთ
18-12
24:
30

სეზონი ჯეელთა გასინჯვისა

   "ბორჯღალოსნებმა" წლეულს ათი მატჩი გამართეს: ზედიზედ ექვსი გამარჯვებით მეორედ მოიგეს "ევროპის ერთა თასი" და ბუქარესტშიც, სამიდან ორი მეტოქის ძლევით, მეორე ადგილი დაიჭირეს 6-გუნდა "ირბ ერთა თასზე". ბოლოს იყო გულის მოსაკლავი ნადგურ-ცემა შოტლანდიაში, მაგრამ თქმულა, ერთი ალილუია მღვდელსაც შეცდებაო. ჰოდა, სადაც სამართალია, რაგბის ნაკრები ახლაც მობურთალთა საუკეთესო გუნდად უნდა გამოცხადდეს  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
17-12
23:
20

ფაფუ თბილისის შვიდკაცა!

   ქართულმა რაგბმა ომის აქეთ მესამე კულუარული მარცხიც იგემა: კენიაში გადატანილ ჭაბუკთა "მსოფლიო ალაფასა" და შოტლანდიის დუბლის ჩამოსვლის ნაცვლად ჩვენს კატასტროფულ ბრიტანულ ვიზიტს დაემატა გაქრობა "თბილისის შვიდკაცისა", რომელიც 2003 წლიდან რეგულარულად იმართებოდა და ევროპული სერიის ეტაპი იყო  >>>

შემდეგი

50 წლიანი მატიანე
წინა

სამ
16-12
[24:55]

ლოკომოტივი დაიძრა

   წინა კვირაში  ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით სანიშანსვეტო 1972 წელს, როცა საკავშირო ჩემპიონატის გამართვა, ვიდრე "საიუზის" დაშლამდე, მიმოსვლით დაწესდა. ჰოდა, "ლოკომოტივმა" პირველობის შანსი ხელილდან გაუშვა და მესამე ადგილს დაჯერდა, "დინამომ" კი ძველი, ტურობრივი სისტემით მოიგო ქვედა ლიგა და უმაღლესში დაბრუნდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
15-12
22:
00

კარტერი ფასს ამართლებს

   ევროპული რაგბის საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მეოთხე რაუნდში პირველმა დაძლია 1000 ქულიანი მიჯნა "მანსთერის" მგეზავმა რონან ოგარამ; "პერპინიანს" პირველსავე მატჩში არგო "ოლ ბლექმა" დენ კარტერმა; ამისმა დუბლიორ-ყოფილმა ნიკ ევანსმა ლონდონის "ჰარლიქვინზს" მეორედაც დაამარცხებინა პარიზის "სტადი", საშობაო არდადეგებს კი ოთხ-ოთხი მოგებით სამმა ლიდერმა უწია  >>>

შემდეგი

წინა

კვი
14-12
19:
10

"ლელოს" სამი ლელო

   შინაური სეზონის ფინიშზე "ლელომ" მეოთხე ცდით პირველად შემართა ქვეყნის თასი, 14 და 12 წლის ბიჭების ორმოცმა გუნდმა კი ორ ვიქენდად გაწელილ ფესტივალზე თითოჯერ ითამაშა  >>>

პარ
12-12
20:
50

ახალი თასისთვის

   საშინაო სეზონი შაბათს, დღის ოთხიდან, ვაკეში სრულდება თასის ფინალით, რომელშიც ჩემპიონატის ფინალში ძლეული "ლელო" პირველი ლიგიდან უმაღლესში ამის გაფართოებით შემოსულსა და უმალ მეოთხე ადგილზე შემხტარ "აკადემიას" ხვდება  >>>

შემდეგი

წინა

ხუთ
11-12
23:
15

ტრადიცია ცოცხლობს

   127-ე "ვარსითი მეჩი", ანუ ინგლისის ორი გამოჩენილი უნივერსიტეტის, ოქსფორდისა და ქემბრიჯის რაგბი, მოიგო პირველმა და მეტოქეს გამარჯვებათა წყება სამზე დაუსრულა  >>>

შემდეგი

50 წლიანი მატიანე
წინა

ხუთ
11-12
01:20

მარაო და კიდევ მარაო

   ორ თვე-ნახევრის წინ,  ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში შევჩერდით იმაზე, რომ ლოკომოტიველთა დუჟინმა სპორტის ოსტატობა მოიპოვა და დინამოც უმაღლეს ლიგაში ამოვიდა  >>>

შემდეგი

ყველა ტესტი
წინა

სამ
9-12
20:
10

სამხრეთი ისევ მძლავრობს

   ნოემბრის ბოლოს დასრულებულ ზეპური რაგბის სეზონში სამხრეთმა ნახევარსფერომ კიდევ დაუმტკიცა ჩრდილოეთს, რომ ბევრადა სჯობს, ბობოლა "სამი ერის" მედროშემ, 2011 წლის მსოფლიო თასის მასპინძელმა ზელანდიამ კი ისე შეასრულა "ბრიტული სლემი", რომ ლელო არც გაუშვია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
8-12
22:
40

ყეენობა მოკანკანეებით

   საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მესამე რაუნდში ფრანგულმა "კლერმონმა" დაამარცხა ირლანდიელი მფლობელი "მანსთერი"; სამგზის ჩემპიონმა "ტულუზმა" გააბურთავა უელსის "დრეგონზი"; "სტად დე ფრანსზე" გამართულ ყეენობაში კი ლონდონის "არლეკინებმა" გააბითურეს მაგზ გაზინის "სტად ფრანსეზი"  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
7-12
22:
25

"ბოკემ" ნავსი გატეხა

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეორე ეტაპზე ორმაგი ნავსი გატეხა სამხრეთმა აფრიკამ - პირველად გაიმარჯვა შინ და პირველადვე მოიგო ზედიზედ ორი ტურნირი, ჩვენმა ბიჭებმა კი, დუბაის დარად, ჯორჯშიც ხუთივე მატჩი წააგეს და ბოლოსწინა ადგილი გაიყვეს, ოღონდაც არა შოტლანდიასთან, არამედ ტუნისთან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
4-12
22:
50

მომავლის ნაკრები

   ჩრდილოური ტესტების ჩაროზად ავსტრალიის ჯეელებმა ზემტკიცე დაცვითა და შანსების გამოყენებით ახალ "უემბლიზე" ძლიეს მსოფლიოს უპირველესი წვეული კლუბი "ბარბაროსები", რომლის 15-ეულშიც ცხრა "ბოკე" და ოთხიც "ოლ ბლექი" ბურთაობდა  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
3-12
22:
40

საიდან სადაო

   აპრილში დაწყებული აზიური რაგბის სეზონი ნოემბერში უგვანოდ დასრულდა: ბუმბერაზი ჩინეთი ისე გამოეთიშა 2011 წლის მსოფლიო თასს, რომ ერთი შესარჩევიც არ გაუმართავს. სამაგიეროდ, საგაისო შეჯიბრებათა სტრუქტურა რომ დაისახა, ახალ, მესამე ჯგუფში მოხვდა ჩვენი ახლობელი ირანი, ვისაც პრომოციულ ხატად იტალიელ ფაშისტთა მიერ 1930-იან წლებში შექმნილი პლაკატი აურჩევია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
2-12
23:
20

ოლიმპიადის საიუბილეოდ

   ჩრდილოური ტესტების პროგრამა ტრადიციულად ჩაროზით სრულდება: ლონდონის სამიდან პირველი ოლიმპიადის 100 წლისთავის აღსანიშნად, მსოფლიოს უპირველესი წვეული კლუბი "ბარბაროსები", ჩვენებურად ოთხშაბათ ღამით, ახალ "უემბლიზე" ებურთავება ავსტრალიის "ვოლაბებს", ვისი წინამორბედიც საუკუნის წინ ჩემპიონი გახდა  >>>

შემდეგი

წინა

ორ
1-12
24:3
5

ნახევარფინალში შეიყრებიან

   ორშაბათს, შუა ლონდონში გამართული 2011 წლის მსოფლიო თასის წილისყრით შეჯიბრის 12 ცნობილი და რვა ჯერაც უცნობი მონაწილე ოთხ პულად განაწილდა. ჰოდა გაირკვა, რომ თუ "ბოორჯღალოსნები" 20 რჩეულში მესამედაც მოხვდებიან, ზელანდიის "ოლ ბლექსსა" და აფრიკის "ბოკეს" აცდებიან, სამხრეთული რაგბის ეს ორი ბუმბერაზი კი ერთურთს ნახევარფინალში შეებმება, თუკი მანამდე არ შეფერხდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

 

ფარიცა და სლემიც

   ჩრდილოური ტესტების დამატებით, მეოთხე ვიქენდზე ზელანდიამ მეორე ტაიმში გააბითურა უწესო ინგლისი, "ჰილარის ფარის" პირველი მფლობელი შეიქნა და ლელოს გაუშვებლად შეასრულა "ბრიტული სლემი", "ექვსი ერის" ჩემპიონმა უელსმა კი ეშხიან ბურთაობაში თვით ავსტრალიას აჯობა  >>>

Free Web Hosting