უმაღლესში დასარჩენად

უმაღლესში დასარჩენად

   კვირის დამდეგს  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 1974 წელს, როცა საკავშირო სპორტ-კომიტეტმა მიიღო საეტაპო დადგენილება, ჩვენ კი ისე დავკნინდით, რომ ორ ბანაკად გაყოფილები, უმაღლესში დასარჩენად მთელი წელი ერთურთს ვეჯიბრეთ, ხოლო "საიუზის" ნაკრების შექმნა და ნათლობაც უჩვენოდ მოხდა.

1973 წელს ლოკომოტივმა და დინამომ ბოლოდან მესამე და მეორე ადგილებზე დააფინიშეს და გავარდნას გადაურჩნენ, მაგრამ შემდეგ სეზონში თურმე უარესი გველოდა. რკინიგზის კოლექტივმა ბოლო რაუნდამდე თვისტომთა გარდა ვერავის მოუგო, დინამოდან დათხოვნილი გუნდი კი შეიფარა განთიადმა, ვისაც რაგბის ბედად, ლოკომოტივში ნაამაგარი ავთანდილ "აბიბოვიჩ" გიორგობიანი თავკაცობდა.

"რეგბისტთა" პირველ თაობელი მწურთნელი ორივეგან მოქმედი მოთამაშით შეიცვალა. ლოკომოტივი გოგი ტონიასგან ჩაიბარა ზურაბ ხარშილაძემ, ვისაც მეორე მატჩშივე ყვრიმალი ჩაუტყდა და შეგირდები უგადიოდ დაურჩა, გივი მრელაშვილის დინამო კი დათო დავითაიას განთიადად იქცა, ოღონდაც გუნდს სპორტკლუბმა "ფეიქარმა" სათანადოდ რომ ვერ მიხედა, გაგანია პირველ წრეში "ივერიას" (მაუდ-კამვოლის კომბინატი) გადაეცა.

ბარი ბარში

ძველთაგან თამაშს თავი ანებეს თამაზ შარაშენიძემ, გოჩა აბაშიძემ, მურად თოფურიძემ და ჯუმბერ ცუხიშვილმა (დინამო). ჯარში გაიწვიეს რკინიგზელი თამაზ სალთხუციშვილი და მერე ავთო გიორგაძეც მიაყოლეს, გადასვლათა ფრონტზე კი ლოკომოტივი და განთიადი ბარი ბარში დარჩნენ: პირველმა კონკურენტისგან მიიღო თამაზ მგელაძე და ნუგზარ ბუგიანიშვილი, ხოლო მეორემ რამაზ სანებლიძე და ირაკლი ნაცვლიშვილი.

სანებლიძე უნივერსიტეტის მწურთნელადაც დაინიშნა. გეპეიში (პოლიტექნიკური) მიიწვიეს გელა მიქაბერიძე. ამეების გამო თსუ განთიადის რეზერვად იქცა, სპი კი ლოკომოტივისად. გადახალისდა სპარტაკი და ჩვეულად ყოჩაღად იასპარეზა ბაქოსა და ცეესზე, ქუთათურები კი, თბილისელთა დარად, ორ გუნდად - ლოკომოტივად (ვახტანგ შვანგირაძე) და განთიადად (დუგლას კავთელაშვილი) გადანაწილდნენ, მაგრამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.

მაღალ დონეზე

"ლელოში" სტატიებს ავტორად "ქ.ძიმისტარიშვილი" ეწერა. ახალი ეპოქის დადგომასთან დაკავშირებით გაზეთი შენიშნავდა, "საბჭოთა რეგბისტები დიდ საერთაშორისო სარბიელზე გადიან. ნაკრები (!) სხვა ქვეყნების კოლექტივებთან მატჩებს გამართავს არა საკლუბო (!) გუნდების, არამედ უფრო მაღალ დონეზე, მისი კანდიტატები კი ძირითადად (!) საკავშირო ჩემპიონატმა უნდა შეარჩიოსო".

მაგ ჩემპიონატში სტარტიდანვე ბოლო ორ ადგილზე რომ მოვკალათდით, ნაკრებში ჩვენგან აღარავინ აიყვანეს. საკდესის სპორტის რეფერენტი ვ.პიმენოვი რომ წერდა, საინტერესოა, საბჭოელებს თუ შეგვიძლია უცხოელებთან თანაბრად ბრძოლაო, ფედერაციამაც იფრთხილა და ორი გუნდი - ცალკე ქალაქებისა და ცალკეც მოსკოვის ნაკრები შეადგინა.

15 ათასი მოსეირე

პირველში ცხრა კაცი მიავლინა ლენინგრადმა (გურუ ბორის ვარაკინი) რვა ვევეამ (ევგენი ანტონოვი) ექვსი კიევმა და ორიც პირველ ლიგაში მოთამაშე მაიმ, დედაქალაქის ღირსებას კი იცავდა ფილის (ბორის გავრილოვი) 16 ოსტატი, ლოკომოტივის (ვალერი სოკოლოვი) ხუთი და ავტომობილისტის ოთხი.

6-გუნდა საერთაშორისო ტურნირი მოსკოვში, აგვისტოში მოეწყო. გვეწვია მოძმე სოც-ბანაკის ოთხი სახელიანი კლუბი. შეჯიბრს მეოხად ტექნიკური ინტელიგენციის გაზეთი, "სოც ინდუსტრია" დაუდგა.

არა-მოსკოველთა ნაკრებმა სტარტზევე გააბურთავა რუმინეთის "გრივიცა", ვისაც თავზარი დასცა მეტოქის თამაშის ფრიადმა დონემ, გადამწყვეტ მატჩზე კი, დინამოზე, 15 ათასი მოსეირის თვალწინ, აზრზე მოსულ გრივიცასთან წინა საღამოს ნაბრძოლი მოსკოვი წაგების ტოლ ფრეს დაჯერდა ქალაქთა ალიანსთან.

შორი ჯარიმებით

საკავშირო ჩემპიონატში სიახლე ის იყო, რომ ორის ნაცვლად ოთხი შეცვლა დაუშვეს და დერეფანიც 15-მეტრა წყვეტილით მოიზღუდა. თბილისის გუნდები შინ მონაცვლეობით რაგბობდნენ, მაგრამ რუსებმა სექტემბერში ბითუმად რომ მოიწყვეს უცხოური ვოიაჟები და განრიგი აირია, ფინიშზე ჩვენს ორივე გუნდს მიღებამ უწია და თამაშები ერთსა და იმავე დროს გაიმართა ვაკესა და ავლაბარში.

სტარტი კატასტროფულად ავიღეთ. სამი ტურის შემდეგ ლოკომოტივს "ბურთებად" 4:44 ეწერა, განთიადს კი 13:66. ვევეამ ლოკომოტივთან ექვსი ჯარიმა დაახაია, ფილიმ კი განთიადთან ცხრა! გუნდი, ვინც სტარტზე ექვსი ლელო გაუშვა ლენინგრადთან და ქომაგთა ქილიკობის საგნად იქცა, წინა ორი წლის ჩემპიონს ორჯერ უგებდა ნუკრი აბაშიძის შორი ჯარიმებით, მაგრამ ბოლო წუთზე ფრე ვერ შეინარჩუნა.

კრახი ემუქრებაო

ლენინგრადს რიგიანად ერაგბა ლოკომოტივი, მაგრამ 6:9-ზე იმათ პასი ჩაგვიჭრეს და დაგვალელოვეს, რაზეც გაზეთში დაიწერა, დიდი ტრადიციის მქონე გუნდს კრახი ემუქრებაო. პირველი თბილისური შინაომი მეხუთე რაუნდში შედგა. აბაშიძემ ისევ დააწინაურა "ივერია", ვინც თავის შერკინებაში ექვსჯერ დაჯარიმდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში რკინიგზელებმა სამი ლელო შეიტანეს.

ამასობაში ფიცხელი ბრძოლა იყო ცხრილის კენწეროში. ოთხ ლიდერს (კიიგა ფილი ვევეა ლენინგრადი) ბალანსად 4-1 ეწერა, ტელევიზორში კი კრუიფის ტოტალურ ფეხბურთს ეწაფებოდა ფანობა. მსოფლიო პირველობის ფინალის დღეს ლოკომოტივმა უმწეოდ, 3:4 წააგო ავტომობილისტთან, ვისაც შემდეგ კვირასვე, მეორედ ჩამოსვლაზე, ირაკლი კიზირიას არეკნითა და ზურაბ რეხვიაშვილის ლელოთი სკაზე მოუგო განთიადმა და ქულებით კონკურენტს გაუტოლდა.

ორ-ქულიანი ფორით

მეორე წრის პირველი რაუნდი არდადეგებამდე გაიმართა. ხარშილაძე მოკეთდა, გია ჯაფარიძე კიდევ დაბრუნდა და რკინიგზელთა გამოცდილმა ბირთვმა მწურთნელობაზე დაითანხმა ნოდარ ყიფიანი, ვინც სამსახურეობრივი მოუცლელობის გამო 1970 წლის აქეთ რაგბს ჩამოშორებოდა. ამით გაჩნდა გადარჩენის იმედი, მაგრამ განთიადმა შემოდგომაზე მეტად ივაჟკაცა და უმაღლესში დამსახურებულად დარჩა.

მაუდელებმა (ნაცვლიშვილი თუშიშვილი) ორივე ტაიმის ბოლო წუთზე დაალელოვეს მეორე ადგილოსანი კიიგა, ვისაც სინათლეზე, პირველი ტაიმის ბოლოს წითლით გაუძევეს ფლანკერი. ივერიამ სკაზე გაასაღა მოსკოვის ლოკომოტივიც და თუმც მანამდე ლოკომოტივთან ისევ წააგო მერაბ ანთაძის არეკნისა და დათო კილასონიას გადაკიდების გადამკიდე, ბოლო ორ რაუნდს ორ-ქულიანი ფორით შეხვდა.

ულიულიუ, ფილი!

ლოკომოტივის ბოლოსწინა მეტოქე იყო ფილი, ვისაც წინა ორი მატჩი წაეგო და პირველობა სათუო გახდომოდა. მეტოქემ მოგვიგო ხუთი დერეფანი და თუმც სულ შვიდი (!) ჯარიმა დაახაია, ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ ორჯერ (46 78) დაგვალელოვა. ფილი ამ მოგებით ფაქტობრივად ჩემპიონი გახდა და "ულიულიუს" სკანდირებას მოყვა, ივერია კი ზვენიგოროდში ავტომობილისტს 6:3 უგებდა, მაგრამ რომ წააგებინეს, იჩხუბა და თურმე ოთხი (!) კაცი გაუგდეს.

ამით ლოკომოტივს მოცილის დაწევისა და ორი პირისპირ მოგებით ჯობნის შანსი შერჩა. მოსკოველ რკინიგზელებს ჩვენებმა 14 წუთში 14:0 გაუსწრეს და მერე ძლივს მიატანეს ბოლომდე. ივერია კარგა ხანს სანუკვარ ფრეს (0:0) ახერხებდა უმიზნოდ დარჩენილ ვევეასთან, მაგრამ მერე ათით ჩამორჩა.

და მაინც, ყველაფერი განთიადის სასარგებლოდ დასრულდა: თუშიშვილმა ლელო დადო, კიზირიამ ჯარიმა შეაგდო, შეცვლაზე შესულმა აბაშიძემ კი შორიდან არეკნი დაკრა და ლოკომოტივი გააგდო.

>>>     1974

<<    ტაშკენტის თასი
შუა აპრილი. ათი გუნდი

1#სპი - (პულში) კრასნოიარსკი 10:3, ყაზანი 34:4, ტაშპი2 50:7, ენერგეტიკი (ტაშ) 64:0; (ფინალში) ტაშპი 12:9

სპი (მაგ წლის) 15/10 ვალერი იმნაიშვილი; 14-11 თემურ ჩივაძე, ზურაბ ბოგველიშვილი, მერაბ ანთაძე, გივი ავლასტიმოვი, ვოვა ბერეკაშვილი, ირაკლი ხარშილაძე, ბორის კატომირი; 10 ზურაბ ბაქრაძე; 9 დათო მიქაბერიძე, გოგი ჯალაღონია / 1-3 ვახო კვახაძე, მერაბ აბდუშელიშვილი, შოთა ხარშილაძე, დათო მამისაშვილი; 4-5 მიხო ჯვარიძე, ირაკლი ხვადაგიანი; 6-8 ვალერი კოპაევი, საშა ცისკარიშვილი, თემურ კილაძე, მურმან გელაძე (მწ) გელა მიქაბერიძე

<<    ბაქოს თასი
აპრილის ბოლო

2#სპარტაკი თბილისი - სტროიწელი ხაჃკოვი 30:0, კაუნასი 13:10, დინამო ერევანი 26:6, ხიმიკი ფერღანა 8:3, 1#დინამო ბაქო 0:4

<<    სპარტაკის ცეესი
შუა მაისი. მელიტოპოლი (ზაპოროჟიე, უკრაინა)

4#თბილისი - 1#კიევი (კიიგა) 13:28, 2#მოსკოვი (ავტომობილისტი) 9:15, 3#ნალჩიკი 15:15, აეროფლოტი 12:0, ერევანი 10:0, მელიტოპოლი 25:4

<<    საქართველოს პირველობა
შუა მაისი. ქუთაისი

I პული

1#განთიადი (თბილისი) - ლოკომ (ქუთ) 26:6, განთ (ბათ) 56:8

2#ლოკომოტივი (ქუთაისი) - 3#განთიადი (ბათუმი) 58:3

II პული

1#ლოკომოტივი (თბილისი) - 2#განთიადი (ქუთაისი) 28:8, 3#სპი 32:3 ...

ფინალი

1#განთიადი (თბ) 22:4 2#ლოკომოტივი (თბ)
3#განთიადი (ქუთ)

<<    ლოკომოტივთა ამხანაგური
ნოემბერ - დეკემბრის შესაყარი

სოფია 7:9 თბილისი

<<    "სოც ინდუსტრიის" I ტურნირი

4-10/08  მოსკოვი
აკწიაბრი, ნაუკა, დინამოს ცენტრალური

I პული

1#ქალაქები (საბჭოეთი) - გრივიცა 31:10, პრაღა 18:4

2#გრივიცა როშიე ბუქარესტი (რუმინეთი) - 3#პრაღა (ჩეხეთი) 21:13

II პული

1#მოსკოვი (საბჭოეთი) - ნადა 32:0, სკრა 16:9

2#ნადა სპლიტი (ხორვატია იუგოსლავია) - 3#სკრა ვარშავა (პოლონეთი) 13:7

სანუგეშო

5#პრაღა 30:0 6#ვარშავა

ფინალი (ოქროს ქულებით)

1#ქალაქები (5 ქულა) - მოსკოვი 7:7, ნადა 32:7

2#მოსკოვი (4) - გრივიცა 6:6

3#გრივიცა (3) - 4#ნადა (0) 10:0

>>>     VIII საკავშირო ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგა
$ სკაზე, ! სინათლეზე

<<   პირველი წრე

2/06   კიიგა   23:4   ლოკომოტ
   განთიადი$   4:33   ლენინგრ
   ლოკომ(მ)   17:21   ფილი
   ვევეა   6:3   ავტომობ

9/06  

ლოკომოტ  

0:4  

ვევეა

   კიიგა   21:3   განთიადი
   ფილი   19:3   ლენინგრ
   ავტომობ   16:12   ლოკომ(მ)

16/06  

ლოკომ(მ)  

17:0  

ლოკომოტ

   განთიადი   6:12   ფილი
   ვევეა   6:7   კიიგა
   ლენინგრ   15:3   ავტომობ

23/06  

ლოკომოტ  

9:15  

ლენინგრ

   ვევეა   15:0   განთიადი
   კიიგა   30:0   ლოკომ(მ)
   ფილი   7:4   ავტომობ

30/06  

განთიადი  

6:20  

ლოკომოტ

   ფილი   9:18   ვევეა
   ლენინგრ   16:11   ლოკომ(მ)
   ავტომობ   28:12   კიიგა

7/07  

ლოკომოტ  

3:4  

ავტომობ

   ლოკომ(მ)   19:6   განთიადი
   კიიგა   12:21   ფილი
   ვევეა   9:13   ლენინგრ

14/07  

ფილი  

20:6  

ლოკომოტ

   განთიადი$   9:0   ავტომობ
   ლენინგრ   12:15   კიიგა
   ლოკომ(მ)   6:3   ვევეა

<<   მეორე წრე

21/07   ლოკომოტ   10:24   კიიგა
   ლენინგრ   17:9   განთიადი
   ფილი   7:6   ლოკომ(მ)
   ავტომობ   3:10   ვევეა

არდადეგებზე: 14 ფილი; 12 კიიგა ლენინგრადი; 10 ვევეა; 6 ლოკომოტივი (მ) ავტომობილისტი; 2 ლოკომოტივი (თბ) განთიადი

1/09   ფილი   25:3   განთიადი
   ავტომობ   6:3   ლენინგრ

8/09  

ვევეა  

25:0  

ლოკომოტ

   განთიადი!   13:10   კიიგა
   ლენინგრ   4:16   ფილი
   ლოკომ(მ)   3:3   ავტომობ

15/09  

კიიგა  

11:7  

ვევეა

22/09  

ლენინგრ  

13:9  

ლოკომოტ

   ლოკომ(მ)   17:12   კიიგა

29/09  

ლოკომოტ  

7:0  

განთიადი

   ვევეა   18:12   ფილი
   კიიგა   7:6   ავტომობ
   ლოკომ(მ)   4:3   ლენინგრ

6/10  

ავტომობ  

22:15  

ლოკომოტ

   განთიადი$   7:6   ლოკომ(მ)
   ფილი   0:18   კიიგა
   ლენინგრ   7:13   ვევეა

13/10  

ლოკომოტ  

0:10  

ფილი

   ავტომობ   12:6   განთიადი
   კიიგა   13:6   ლენინგრ
   ვევეა   6:0   ლოკომ(მ)

20/10  

ლოკომოტ  

14:9  

ლოკომ(მ)

   განთიადი$   10:10   ვევეა
   ავტომობ   0:10   ფილი

უმაღლესი 1974  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ფილი (მოსკოვი)  

22  

11-3  

189:115

კიიგა (კიევი)  

20  

10-4  

215:133

ვევეა (მონინო)  

19  

  9-4*1

150:  81

ბურევესტნ (ლენ)  

14  

  7-7  

160:140

ავტომობილ (მოსკ)

13  

  6-7*1  

110:118

ლოკომოტივი (მ)  

11  

  5-8*1  

127:144

განთიადი (თბილ)

7  

  3-10*1

  82:207

ლოკომოტივი (თბ)

6  

  3-11  

  97:192

ქულა: 97 ვლადიმირ ბობროვი (კიიგა)

<<    განთიადი (ივერია)

(ბეკ) 15 თამაზ ანდღულაძე (შეთავსებით #9) მალხაზ ჩოგოვაძე; 14-11 სპარტაკ ეკალაძე, ვიტალი თოფურია#7, მერაბ ნიჟარაძე, ნუკრი აბაშიძე, ბეგი გვალია, იუზა ნაცვლიშვილი#9, დათო სიკინჭილაშვილი (გამოვიდა <ლოკ) ვაჟა პაიჭაძე, ვოვა ბერეკაშვილი, თემურ კორძაია (სერგო მირონოვი); 10 ირაკლი კიზირია კაპ; 9 თენგიზ მენაბდე, გოგი კოჭლაშვილი /

(ფორ) 1-3 გიზო ურუშაძე#4, მიშა თუშიშვილი^ჰუქ, ვოვა აკოფოვი, ლანდერ ჯოხაძე, ალბერტ ნაცვლიშვილი, სერგო რამიშვილი, ნუკრი კორტიკაძე^ჰუქ; 4-5 რეზო კეთილაძე, ზურაბ რეხვიაშვილი, დათო დავითაია; 6-8 ალე მამულაშვილი#1, ირაკლი ნაცვლიშვილი<ლოკ, რამაზ სანებლიძე<ლოკ#3, საშა დადეშქელიანი#3, თემურ გორგოძე

(მწ) დავითაია

ქულა (რაც ცნობილია)

15 (4ჯ ა) აბაშიძე
13 (2გ ჯ 2ა) კიზირია
8 (2ლ) თუშიშვილი
4 (ლ) ნიჟარაძე რეხვიაშვილი ნაცვლიშვილი ურუშაძე
3 (ჯ) ეკალაძე

<<    ლოკომოტივი

(ბეკ) 15 ავთო გიორგაძე, ვალტერ კაპანაძე, მერაბ ანთაძე; 14-11 თემურ ჩივაძე, თამაზ მგელაძე<დინ#10, მერაბ ჟღენტი, მურად გეგეშიძე კაპ, ირაკლი დოლიძე#6, თენგიზ რუხაძე, თემურ ცინცაძე, გია ჯაფარიძე, ნუკრი ფურცელაძე; 10 დათო კილასონია#9, გელა მიქაბერიძე; 9 ზურაბ ხარშილაძე#10 კაპ /

(ფორ) 1-3 ზურაბ ანთაძე, გურამ მოდებაძე^ჰუქ, დემურ ცხვედიანი#5, ზურაბ ქელბაქიანი<დინ^ჰუქ, ვახტანგ ფეტვიაშვილი (ვახო ასლანიკაშვილი, დათო ჩუბინიშვილი^ჰუქ) 4-5 ავთო ღიბრაძე, ზურაბ კემულარია#6, კოკა ლაზიშვილი, კოტე აბულაძე, მიხო ჯვარიძე; 6-8 ნუგზარ ბუგიანიშვილი<დინ, თემურ რუხაძე#3, თემურ ბენდიაშვილი

(მწ) ხარშილაძე / ნოდარ ყიფიანი (შემოდგომაზე)

ქულა (რაც ცნობილია)

21 (3გ 5ჯ) კილასონია
16 (4ლ) მგელაძე
8 (2ლ) ცხვედიანი
6 (ლ გ) ფურცელაძე
4 (ლ) კემულარია გეგეშიძე ჯაფარიძე თენ.რუხაძე
3 მიქაბერიძე (ჯ), ანთაძე (ა)

<<< >>> 

Free Web Hosting