გაორმაგებული წანწალი

გაორმაგებული წანწალი

   წინა კვირაში  ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვილიეთ 1972 და ვუწიეთ 1973 წელს, როცა კვლავ ორი გუნდით წარვდექით უმაღლეს ლიგაში; შინაურ ასპარეზზე თითქმის არაფერი გაგვიმართავს, მაგრამ სამ უცხო ქვეყანას კი ვებურთავეთ, რაც იმ ხანაში მიღწევა იყო არა-ოლიმპიური სახეობის მიმდევრებისთვის.

სეზონის გახსნამდე "ლელოში" საგულისხმო ცნობა გამოქვეყნდა: ფედერაციის ძველმა შემადგენლობამ რომ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას, რეგბის მოყვარულებმა თურმე "სამართლიანად წამოჭრეს მისი გადარჩევის საკითხი". ჰოდა, საქმის გაძღოლა გადაიბარეს პირველი თაობის მორაგბეებმა: გია ჩეჩელაშვილმა, გოგი გუდაძემ, სანდრო მელითაურმა და 14-კაციანმა პრეზიდიუმმა.

იქვე, 25 თებერვალს, იმხანად უკვე 14-წლოვანი სპორტის ისტორიაში პირველად, დაიბეჭდა ვრცელი ხოტბა სათაურით "ასეთია რეგბისტის ცხოვრება", რომელიც აქამდეც, 35 წლის შემდეგ, გამოდგება სიტყვა-კაზმული ჟურნალიზმის ეტალონად. ავტორი, არჩილ გოგელია დინამოელ ირაკლი კიზირიაზე მოგვითხრობს, თამაშს ხატოვნად აღწერს:

"მწვანე მინდორი, ზონებად დაყოფილი სტადიონი, თხუთმეტ-თხუთმეტი რაინდი, ნევსის ფორმის ბურთი, ოჩოფეხებზე შემდგარი კარი, სისწრაფე, აზარტი - ეს რეგბია" და განვლილ გზასაც ახასიათებს:

"ათიოდე წელს ითვლის ქართული რეგბის ისტორია ... თუ ასე შეიძლება ეწოდოს მატჩებს, რომლებიც ახლახანს, ჩვენს თვალწინ გაიმართა... რეგბი იბადებოდა ტანჯვითა და ვაი-ვაგლახით, გაუგებარი გულგრილობისა და ცივი დამოკიდებულების ატმოსფეროში... მაგრამ ამის მიუხედავად, (იგი) ყინვა გამძლე მუხა გამოდგა და იხარა"

ვინ მისცათ უფლება?

ახალმა ფედერაციამ სამაისოდ 8-გუნდა და 12-დღიანი რესპუბლიკური პირველობის გამართვა ჩაიფიქრა, მაგრამ უცხოსთან გაჯიბრება მარად რომ გვენატრება (რაც ბუნებრივია), ლოკომოტივს მონინოში, საბჭოურ-ჩეხურ ტურნირზე მიეჩქარებოდა, პოლიტექნიკურს კი კალინინგრადში, ბურევესტნიკის ცეესზე. ამის გამო შედგა ორი სამ-გუნდა პული, შინ და გარეთ კი თითო უგონჯესი ჩხუბი მოხდა და გაჯანჯლებული შეჯიბრიც ნოემბერ-დეკემბერშიღა დასრულდა.

ნაძალადევში, გავერანებულ "შრომით რეზერვებზე", სპარტაკმა გალახა რეფერი, ქალაქის კოლორიტი კაცი, ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე. ამაზე "ლელოში" ოთარ გელაშვილმა მართლად დაწერა, "მსაჯმა იქნება რამდენიმე შეცდომა მართლაც გაუშვა, მაგრამ სპორცმენს ვინ მისცა უფლება, რომ არბიტრს ანგარიში გაუსწოროს, პასუხი მოსთხოვოს?! ამისთვის ესტეკა და ფედერაცია არსებობენო"

ვინიციდან გამოაძევეს

ლიტველი ალფონსას გრუმბინასის მსაჯობითა და ჩეხ სტუმართა თვალწინ, ვევეასთან უარეს, გუნდურ კრივში ჩაება ლოკომოტივი. გადმოცემის თანახმად, სვირიდოვი ისე გაილახა, რომ ცალ ნესტოში ბამბა ედო და მეორეში "იზვესწია", გაძევებათა შედეგად კი 34 უპასუხო ქულა გავუშვით და რამაზ სანებლიძესაც 7 მატჩი გაუცდა.

პრესა დუმს, ძველები კი ყვებიან, რომ კიდევ უფრო უგვანო რამ მოხდა აგვისტოს არდადეგებზე, ვინიცაში, ბოლო "პროფკავშირთა პირველობაზე". ლოკომოტივი სათამაშოდ ხურდებოდა, როცა თამაზ სალთხუციშვილი კიევი - ლენინგრადის კონფლიქტში შემთხვევით გაერია. ბიჭებმა რომ შენიშნეს, ჩვენიანს სცემენო, უმალ გაშალეს ხელი, მაგრამ რაგბობა აღარ დასცალდათ: ტურნირიდან გამოაძევეს!

კომკავშირული საგზურით

რუმინეთში ლოკომოტივი ტურისტული საგზურით, კომკავშირის ცეკას (რევაზ აიწურაძე) შუამდგომლობით ჩავიდა და მოიხილა ოთხი ქალაქი, მაგრამ თამაშზე ორი მეტოქე ძლივს დაიყაბულა. გუნდი დაესწრო ფრანგული ჯარისა და სტეაუას მატჩს და ძაანაც ისიამოვნა. წლის ბოლოს, რკინიგზის "ხაზით", გვეწვივნენ მაშინაც არიფი ბულგარელები და ოთხჯერ დავალელოვეთ, აგვისტოში კი საბჭოეთში პირველი ოფიციალური ტურნე გამართა რუმინეთის მერვე გუნდმა.

სიბიუს კსმ (მუშათა სპორტული კლუბი) ჯერ დინამოს ეთამაშა, მერე კი ლოკომოტივს. სტუმრები პირველი, წაგებული მატჩის განსჯით უკმაყოფილონი რომ დარჩნენ, ლოკომოტივთან მათმა რეფმა ივაჟკაცა: დასარტყამი ჯარიმა ერთიც ვერ გამოიმეტა, გაგანია თამაშში კი ალამი გამოართვა და გადაუგდო მიშა ბენიაშვილს, ესაო და თემურ ბენდიაშვილმა კიდეზე რომ დააბიჯა ფეხი, რად არ აწიეო. სიბიუმ 77-ე წუთზე გატანილი ჯარიმით გაგვისწრო, ბოლოს კი არეკნიც დაკრა.

კატასტროფული სტარტი

საკავშირო პირველობაზე თბილისელ მაყურებელს ულუფა გაუორმაგდა - 14 მატჩი უნდა ეხილა, მაგრამ მოთამაშეებთან და რედაქციაში რეკვამ და სტადიონებზე წანწალმა დაღალა. დინამო მასპინძლის რანგში სამჯერ შეუშვეს ლოკომოტივზე და ოთხჯერ სკაზე გაამწესეს, ლოკომოტივს კი იმის შიშით, მოედანი არ დაითხაროსო, თითოჯერ მოუწია ავლაბარსა და ავჭალაში გასახლებამ.

წინა წლის ბრინჯაოს პრიზიორის, ლოკომოტივის სტარტი კატასტროფული იყო: უსიტყვო მარცხი კიევის კიიგა-სპარტაკთან, ვინც გავარდნილი დინამო შეიერთა და ვევეადან გენადი პეტრენკო დაიბრუნა, და ბოლო ხუთ წუთში მიღებული ორი ლელო სტუმარ ვევეასგან, ვისაც ჩვენებრ ცისფერი კვართები რომ ემოსა, მსაჯმა საყოფაცხოვრებო მაისურები მასპინძელს ზედ გადააცმევინა.

ვობლას სლალომი

დასჯილთა შემომატების კვალად გუნდი ათამაშდა. ფილის ფულბეკმა ისიანოვმა არეკნი ცენტრიდან რომ შეგვიგდო, სათამაშო 45 წამიღა რჩებოდა, მერე კი მზარდმა დათო კილასონიამ ორჯერ შორიდან ვერ უწია კარს. ავტომობილისტთან რიგელმა ფრიდმანმა ბოლო მეოთხედში გაგვიგდო ზურაბ კემულარია, მაგრამ ზურაბ ხარშილაძემ მოკლე ფრთაზე დაგეზა "ტოსტაო" სალთხუციშვილი; დინამოსთან კი ცენტრზე დანიშნული დერეფნიდან "ვობლამ" თავად მოაწყო სლალომი და კარში შევიდა.

მეორე წრეში, ბენდიაშვილის ძალისმიერი სოლოთი რკინიგზელებმა მაიღა ძლიეს და ფინიშზეც ძაან გარისკეს, დინამოს რომ დაუზავდნენ. ბედად, ვერცხლის მაძიებელმა ლენინგრადმა სტუმრად ძლია ეგ მაი და დააქვეითა, ჩემპიონი კი სულ მესამედ და ზედიზედ მეორედ გახდა ფილი, ვინც ფინიშამდე ორი რაუნდით ადრე მდევარ ვევეას მეორედვე მოუგო.

დინამოს უარი

უმაღლესში მეორედ ამოსულ დინამოს ვევეადან შეემატა თამაზ მგელაძე და ლოკომოტივიდანაც დაუბრუნდნენ ნუკრი აბაშიძე და ზურაბ რეხვიაშვილი. გუნდმა პირველ წრეში კინაღამ წააგო მაისთან მოგებული თამაში და ბოლო ადგილზე დააფინიშა, მაგრამ მეორეში სამჯერ გაიმარჯვა: სტუმრად, იმავე მაის აბაშიძემ გაუტანა ერთადერთი ჯარიმა, მაქამდე უძლეველი ფილის ბორისებმა, ივაშოვმა და გავრილოვმა კი სკაზე ექვსი დაახაიეს.

იქვე, ავტომობილისტთან დინამომ იმდენი აბრაგანი აწია, რომ რუსთა ფულბეკმა ბურთის დაჭერა ისწავლა. კიიგას ჯარიმა ირაკლი კიზირიამ გაუტანა და მედლის აღების იმედი გადაუწურა, მაის კი იმით გაუსწრეს ჩვენებმა, რომ ორივე პირისპირ ჯახი მოუგეს. ბოლოს იყო ავტომობილისტთან რამენსკოეში წაგებულის ზვენიგოროდში გადათამაშება და საქართველოს ჩემპიონობაც, მაგრამ დეკემბრის დამდეგს "დინამოს რესპუბლიკურმა საბჭომ" უარი თქვა გუნდზე, რომელსაც ათი წელი უპატრონა.

>>>     1973

<<    საქართველოს პირველობა

2-4/05   შრომითი რეზერვები
   4/11   ლოკომოტივის სათადარიგო
   2/12   ლოკომოტივის ძირითადი

I პული (ქვეჯგუფი)

დინამო 120:3   განთიადი
დინამო 41:9   თსუ
თსუ*   18:10   განთიადი

* წაგება ჩაეთვალა

II პული

ქუთაისი   14:6   სპარტაკი*
ლოკომოტივი   26:20   ქუთაისი

* ჩაიშალა მეორე ტაიმში

გადათამაშება (4/11)

ქუთაისი  

38:0  

სპარტაკი

ფინალი (4/11)

დინამო 3:3 ლოკომოტივი

ა: მენაბდე - ჯ: კილასონია წბ თემ.რუხაძე ბენდიაშვილი
რეფ მიშა ბენიაშვილი; ალაფებული თოვლი
3:0(15ა) 3:3(36) /
წბ(46) წბ(64)

ფინალის რე-მატჩი (2/12)

დინამო 14:4 ლოკომოტივი

3ლ: ბუგიანიშვილი გვალია თუშიშვილი; გ: კიზირია წბ გვალია ბუგიანიშვილი - ლ: ჟღენტი წბ კაპანაძე

რეფ გოგი გუდაძე - 0:0 / 4:0(47) 8:0(51) 8:4(55) წბ(56) წბ*წბ(76) 14:4(80)

<<    იმედის თასი

ოქტომბრის ბოლო. ლოკომოტივის სათადარიგო

1#სპი - თსუ 16:9, სპარტაკი 22:10, განთიადი 44:0
2#თსუ - სპარტაკი 26:15

<<    ჭაბუკთა სერია

30/09 7,14,21/10 ლოკომოტივის სათადარიგო

ლოკომოტივი - სპარტაკი 3:0 6:6 0:14 4:4

<<    სტუმრობა რუმინეთში

9-18/04    ლოკომოტივი -

ჩფრ (რკინიგზა) ბრაშოვი   24:15
გრივიცა როშიე (დუბლები)   10:4

<<    "მეგობრულ არმიათა" თასი

მონინო - მოსკოვი - მონინო

6/05   ლოკომოტ 13:10   სლავია
   ვევეა   32:6   დუკლა

7/05  

ლოკომოტ

0:34  

ვევეა

   დუკლა   19:10   სლავია

8/05  

ლოკომო

6:15  

დუკლა

   ვევეა   36:6   სლავია

1#ვევეა მონინო 6 ქულა (102:12)
2#დუკლა პრშელოუჩი 4(40:48)
3#ლოკომოტივი თბილისი 2(19:59)
4#სლავია პრაღა 0(26:68)

<<    სიბიუს (რუმინეთი) ჩამოსვლა

ანგარიშში ჯერ საბჭოური მონაგარია!

  2/08   ფილი (მოსკოვი)   16:13
   ბურევესტ (ლენ)   6:16
  8/08   დინამო (თბილ)   @ 15:3
10/08   ლოკომოტივი (თბ)  $ 4:9
   კიიგა (კ)   13:12
14/08   დინამო (კ)   7:19

@    ლ: ეკალაძე; გ: ნ.აბაშიძე; 3ჯ: კიზირია 2, აბაშიძე - ჯ * რეფ გუდაძე
$    ლ: მოდებაძე - 2ჯ ა * რეფ ნიკულესკუ

<<   ლოკომოტივთა ამხანაგური

თბილისი 20:4 სოფია

4ლ: მოდებაძე 2, ცხვედიანი, თენ.რუხაძე; 2გ: კილასონია რუხაძე - ლ * რეფ სანდრო მელითაური

<<   პროფკავშირთა პირველობა

აგვისტოს მეორე ნახევარი. ვინიცა (უკრაინა)

1#ფილი, 2#კიიგა, 3#მაი ... ლოკომოტივი მოხსნეს

<<   ბაქოს თასი

აპრილი

1#სპარტაკი თბილისი (4 მოგება) - პოლიტეხნიკი კრასნოიარსკი, ხიმიკი ფერღანა, პენზა, დინამო ბაქო

<<   სპარტაკის ცეესი

ივნისის დასაწყისი (სად?)

1#კიევი (კიიგა) 22:9 მოსკოვი (ავტომობილისტი)

<<   ბურევესტნიკის ცეესი

მაისი. კალინინგრადი

1#მაი 9:0 2#ლენინგრადი ... სპი (სულ ცხრა გუნდი)

<<   დინამოს ცეესი

ქუთაისი. საზოგადოების ბოლო ჩემპიონი გახდა მოსკოვი

>>>     VII საკავშირო ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგა

$ სკაზე, ! სინათლეზე, % გადათამაშდა
კიიგა = სპარ (კ), ავტომობილისტი = სპარ(მ)

<<   პირველი წრე

16/06   მაი   3:6   ავტომობ
17/06   ლოკომოტ$   3:19   კიიგა
   ვევეა   22:9   დინამო
   ფილი   15:6   ლენინგრ

23/06  

დინამო  

19:14  

მაი

24/06   ლოკომოტ   0:14   ვევეა
   კიიგა   10:7   ლენინგრ
   ავტომობ   6:13   ფილი

  1/07  

მაი  

0:6  

ლოკომოტ

   ფილი   3:0   დინამო
   ვევეა   37:10   კიიგა
   ლენინგრ   21:3   ავტომობ

  7/07  

დინამო  

14:21  

ლენიგრ

   ვევეა   12:3   მაი
  8/07   ლოკომოტ   3:6   ფილი
   კიიგა   19:3   ავტომობ

14/07  

მაი  

10:6  

კიიგა

15/07   ლენინგრ   13:7   ლოკომოტ
   ავტომობ   23:7   დინამო%
   ფილი   22:3   ვევეა

21/07  

მაი  

6:31  

ფილი

22/07   ლოკომოტ   15:12   ავტომობ
   კიიგა   13:10   დინამო
   ვევეა   18:3   ლენინგრ

29/07  

დინამო  

6:10  

ლოკომოტ

   ფილი   15:7   კიიგა
   ლენინგრ   0:3   მაი
   ვევეა   3:0   ავტომობ

არდადეგებზე: 14 ფილი, 12 ვევეა, 8 კიიგა; 6 ლენინგრადი ლოკომოტივი; 4 ავტომობილისტი მაი; 2 დინამო

<<   მეორე წრე

  2/09   კიიგა   16:16   ლოკომოტ
   დინამო$   3:14   ვევეა
   ავტომობ   6:6   მაი
   ლენინგრ   6:9   ფილი

  9/09  

ვევეა  

16:6  

ლოკომოტ

   მაი   0:3   დინამო
   ლენინგრ   9:8   კიიგა
   ფილი   14:3   ავტომობ

15/09  

დინამო$  

4:3  

ფილი

   ავტომობ   12:16   ლენინგრ
16/09   ლოკომოტ!   8:4   მაი
   კიიგა   13:6   ვევეა

23/09  

ფილი  

12:4  

ლოკომოტ

   ლენინგრ   18:4   დინამო
   მაი   6:3   ვევეა
   ავტომობ   3:0   კიიგა

29/09  

დინამო$  

0:3  

ავტომობ

30/09   ლოკომოტ   3:10   ლენინგრ
   ვევეა   6:9   ფილი
   კიიგა   10:3   მაი

  6/10  

დინამო$  

3:0  

კიიგა

  7/10   ავტომობ   10:3   ლოკომოტ
   ფილი   7:9   მაი
   ლენინგრ   16:7   ვევეა

13/10  

კიიგა  

7:13  

ფილი

14/10   ლოკომოტ   9:9   დინამო
   ვევეა   4:4   ავტომობ
   მაი   9:12   ლენინგრ

21/10  

ავტომობ  

10:3  

დინამო

უმაღლესი  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ფილი (მოსკოვი)   24   12-2   172: 70
ბურევესტნ (ლენ)   18   9-5   158:122
ვევეა (მონინო)   17   8-5*1   165:104

კიიგა (კიევი)  

13  

6-7*1  

138:138

ავტომობილ (მოსკ) 12   5-7*2   81:120
ლოკომოტივი (თბ) 10   4-8*2   93:147
დინამო (თბილ)   9   4-9*1   87:140
მაი (მოსკოვი)   9   4-9*1   76:129

ქულა: 72 ნიკოლაი რუმიანცევი (ლენინგრ)

<<   ლოკომოტივი

15 ავთო გიორგაძე, ვალტერ კაპანაძე; 14-11 თენგიზ რუხაძე, გია ჯაფარიძე, ნუკრი ფურცელაძე, თამაზ სალთხუციშვილი, მერაბ ჟღენტი, დათო სიკინჭილაშვილი, გივი მიქაბერიძე, მურად გეგეშიძე (გელა მიქაბერიძე); 10 დათო კილასონია; 9 ზურაბ ხარშილაძე, ვახტანგ შვანგირაძე (ქუთ) /

1 (ჰუქ) გურამ მოდებაძე, ვახო ასლანიკაშვილი; 2-3 ვახტანგ ფეტვიაშვილი კაპ, დემურ ცხვედიანი, ზურაბ ანთაძე; 4-5 ზურაბ კემულარია, ავთო ღიბრაძე, კოკა ლაზიშვილი, დუგლას კავთელაშვილი (ქუთ) რამაზ სანებლიძე; 6-8 ირაკლი ნაცვლიშვილი, დათო ჩუბინიშვილი, თემურ ბენდიაშვილი, თემურ რუხაძე (ირაკლი დოლიძე) (მწ) გოგი ტონია

ქულა (რაც ცნობილია)

26 (4გ 5ჯ ა) კილასონია
12 (3ლ) სალთხუციშვილი
  8 (2ლ) ბენდიაშვილი ჩუბინიშვილი
  7 (2გ ჯ) გიორგაძე
  4 (ლ) ასლანიკაშვილი ხარშილაძე ჯაფარიძე
  3 კავთელაშვილი

<<   დინამო

15 ევგენი შვანდერი, თამაზ ანდღულაძე; 14-11 სპარტაკ ეკალაძე, ვიტალი თოფურია (ზამიჩკინი) თამაზ მგელაძე, ნუკრი აბაშიძე, თამაზ შარაშენიძე, მერაბ ნიჟარაძე (მალხაზ ჩოგოვაძე, თემურ გორგოძე, ბეგი გვალია, თემურ კორძაია); 10 ირაკლი კიზირია კაპ; 9 გოჩა აბაშიძე, იუზა ნაცვლიშვილი, თენგიზ მენაბდე /

1 (ჰუქ) ვოვა აკოფოვი, ზურაბ ქელბაქიანი; 2-3 მიშა თუშიშვილი, თამაზ ძამაშვილი, მურად თოფურიძე, სერგო რამიშვილი, ალბერტ ნაცვლიშვილი; 4-5 რეზო კეთილაძე, დათო დავითაია, ზურაბ რეხვიაშვილი; 6-8 ალე მამულაშვილი, ნუგზარ ბუგიანიშვილი, ჯუმბერ ცუხიშვილი, გიორგი კუჭავა (მწ) გივი მრელაშვილი

ქულა (რაც ცნობილია)

27 (3ლ 5ჯ) ნ.აბაშიძე
27 (9ჯ) კიზირია
  4 (ლ) ეკალაძე

<<   ფილი (ჩემპიონი)

ისიანოვი კულიბიაკინი ბელიაევი ივ.მირონოვი ნეკრასოვი (10-9) კაჩანოვი ივაშოვი / კოროლჩუკი კიანოვი მელნიკოვი; ლიხაჩოვი ლარინი; ბლინიკი ვანიუშკინი გავრილოვი კაპ*მწ

<<   მეორე ჯგუფის ფინალები

1#ლოკომოტივი მოსკოვი (6 ქულა) - ჟდანოვეცი 17:6, ვეფ 11:9, კიშინიოვი 10:3

2#ჟდანოვეცი ლენინგრადი (4) - ვეფ 14:3, კიშინიოვი 13:10

3#ვეფ რიგა (3) - 4#პოლიტეხნიკი კიშინიოვი (4) 19:0

5#პოლიტეხნიკი კრასნოიარსკი (4) - ალმათა 24:23, კაუნასი 6:9, ნალჩიკი 21:6

6#ბურევესტნიკი ალმათა (3) - კაუნასი 10:10, ნალჩიკი 14:10

7#ლოკომოტივი კაუნასი (3) - 8#სპარტაკი ნალჩიკი (2) 15:16

<<< >>> 

Free Web Hosting