ლოკომოტივი დაიძრა

ლოკომოტივი დაიძრა

   წინა კვირაში  ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით სანიშანსვეტო 1972 წელს, როცა საკავშირო ჩემპიონატის გამართვა, ვიდრე "საიუზის" დაშლამდე, მიმოსვლით დაწესდა. ჰოდა, "ლოკომოტივმა" პირველობის შანსი ხელილდან გაუშვა და მესამე ადგილს დაჯერდა, "დინამომ" კი ძველი, ტურობრივი სისტემით მოიგო ქვედა ლიგა და უმაღლესში დაბრუნდა.

თუ აქამდე "ოსტატთა გუნდი" წელიწადში ორჯერ გადიოდა რესპუბლიკიდან, ახლა ოთხ თვედ განაწილებულ 14 ვიქენდზე რაგბობდა შინ ან გარეთ. ამით ბიჭებს სულის მოთქმის, მწურთნელებს კი გეგმიურად მუშაობის საშუალება მიეცათ, მაგრამ ჩვენების ბირთვი მოყვარულად რომ დარჩა, პრობლემა გახდა სამსახურიდან მათი დახსნა, რაღაი სტუმრად თამაშის შემდეგ "რეგბისტი" ორშაბათს აცდენდა.

სიახლე იყო ისიც, რომ "საერთაშორისო ფედერაციის" დეკრეტის შესაბამისად, "თამაშით გატანილი ბურთი" (ლელო) ამიერიდან ოთხ ქულად ფასობდა უწინდელი სამის ნაცვლად. ეს წესი ჩვენში შემოვიდა "გაზაფხულის თასის" შემდეგღა, "რესპუბლიკის პირველობის" წინ, რომელიც რეგბისთვის ახალ ასპარეზზე, ნაძალადევში მდებარე "შრომით რეზერვებზე" ჩატარდა, "ქალაქის პირველობა" კი წლის ბოლოსღა მოეწყო უ-გასახდელ-საშხაპეებო "ისანზე".

ქაღალდზე არსებობდნენ

მიხეილ კაკაბაძისეულ "ლელოში" რაგბის გაშუქება "სავეცკი სპორტულზე" რამდენიმე თავით მაღლა იდგა. "რეგბის რეფერენტმა" ოთარ გელაშვილმა, "ლოკომოტივის" უფროსმა თემურ ჯაფარიძემ და ბურჯმა რეზო აიწურაძემ, თითო-ოროლას გამოკლებით, ყველა მატჩი წვრილად მიმოიხილეს. პირველად დაიხატა ოვალურ-ბურთა ლოგოც, ლოკომოტივი - ვევეას თამაში კი ცოცხლად გადასცა "საქართველოს ტელევიზიამ" ნუგზარ ჯუღელისა და ჯაფარიძის კომენტარით.

წლის განმავლობაში გამოითქვა საგულისხმო აზრები. გურუ გოგი ტონიამ "ლოკომოტივს" მიზნად დაუსახა "შემტევი რეგბის თამაში, ურომლისოდაც სანახაობრივი მხარე ძალიან ბევრს კარგავს". ჯაფარიძემ მოსწრებულად შენიშნა, რომ "წლები გადის, ფედერაციები კი ქაღალდზეღა არსებობენ", სპორტ-კავშირის მთავარმა მწურთნელმა, ფრენბურთელმა ედუარდ სანთელაძემ კი მოიფიქრა, "ლელობურთი ისე უნდა გარდავქმნათ, რომ რეგბს დაუახლოვდეს"; ამით იგი უკეთესი საცქერი ხომ გახდებოდა და რეგბსაც მოუმრავლდებოდა რეზერვი.

დინამოელები ითხოვეს

საკავშიროს გაცხოველების კვალად შინაური ასპარეზი დაკნინდა, მაგრამ მაინც შეიქმნა "სპარტაკის" ნაბარტყი "სინათლე" და აღდგა მუშური "განთიადი". "ლოკომოტივმაც" ორმაგი რევანში აიღო "დინამოზე": წინა, 1971 წელს მოპოვებული რესპუბლიკური და საქალაქო ტიტულები ჩამოართვა.

ოსტატთა გუნდებმა კადრები გაცვალეს: დინამოში ჩაეწერნენ დათო დავითაია და მიშა ბენიაშვილი, ლოკომოტივში გადავიდნენ ზურაბ რეხვიაშვილი და სერგო მირონოვი, არქიტექტორმა ტონიამ კი უმაღლესი ლიგისთვის უკანა ბეკი ნუკრი აბაშიძე და კვაჭი ვოვა აკოფოვიც ითხოვა, რაღაი გურამ მოდებაძემ ფეხი მოიტეხა.

"ლოკომოტივი" საკავშიროზე მეხუთე რაუნდში (ტურში) გალიდერდა, წრეთა მიჯნაზე შინ დამარცხდა კონკურენტებთან (ფილი ვევეა), ბოლოს წინის წინა მატჩი კი ლენინგრადში წააგო და ჩემპიონობის თეორიული შანსიღა შერჩა. და მაინც, გუნდმა ბრინჯაო აიღო და ძაან გემრიელი თამაშითაც დააპურა პუბლიკა.

მუდმივი მეტობა

რკინგზელებმა შვიდიდან ექვსი საშინაო მატჩი "ლოკომოტივზე" გამართეს, ერთი კი, კიევის "დინამოსთან", ავჭალაში, "სინათლეზე", რაღაი იმხანად "დინამო" ჯერაც შენდებოდა, ფეხბურთელებს კი უეფას თასზე ელოდათ დებიუტი ჰოლანდიის ტვენტესთან".

"ლოკომოტივმა" სტარტზე, მონინოში, სანია გრიგარიანცის გაცილებაზე ძლია ჩემპიონი ვევეა. 10 ნომრად გაამართლა ყოფილმა ცხრამ, დათო კილასონიამ, ლელო კი რეხვიაშვილის რეიდის შემდეგ, ჯვარზე შეიტანა რამაზ სანებლიძემ. მერე გელა მიქაბერიძემ შებოჭა თამაზ მგელაძე, თემურ ბენდიაშვილი კი ჟერებკოს ბოლოსღა მიწვდა, მაგრამ იმან ჩაარტყა და ა.დანილოვმა გააგდო მხოლოდ "ბენდო".

მაისთან საშინაო პრემიერის წინ გუნდმა თეთრი ფორმა ფეხბურთის წაბაძვით, ბრაზილიურად, ყვითლად შეღება, მაგრამ ბოლო წუთზე, უხეირო მოგერიების გამო რომ წააგო, გადმოცემის თანახმად, კვართები დაწვა! ამას მოყვა ორი ვიზიტი კიევში და ორი თითო ქულიანი მოგება: სპარტაკთან ტონიამ შერკინებაში შვიდი (!) კაცი დააყენა და ბეკებში მუდმივი მეტობა მიიღო, დინამოსთან კი, წვიმაში, იმათ თავიანთ ლელოში დაკარგეს ბოლო წუთზე ბურთი.

ათი გააპამპულავა

თანა-ლიდერ ლენინგრადთან თენგიზ რუხაძემ იმხანად უიშვიათესი ჰეთ-თრიკი შეასრულა: პირველ და მესამე ლელოებზე მეტოქეს თავზე გადაუგდო ოვალი (ბოლოზე მოცელეს და საჯარიმო ლელო ჩაითვალა), მეორეზე კი მიქაბერიძემ წითელ ზოლში, მოკლე ფრთაზე უპასა.

მაჩანჩალა სპარტაკთან, 34 გრადუსში, ოღროჩოღრო მოედანზე შედგა ავთო გიორგაძისა და ირაკლი დოლიძის დებიუტი, ორი არეკნის გამტან ფილისთან წაგება კი გარკვეულ-წილად ლიტველი რეფის, ალფონსას გრუმბინასის სინდისზეა. ხალხი ნამატჩევს არენაზეც შეიჭრა, მაგრამ ბიჭებმა რეფი უვნებლად გააპარეს, ფედერაციამ კი რკინიგზელთა პროტესტი არ დააკმაყოფილა.

არდადეგების შემდეგ ვევეა ჩეხეთს რომ მიბრძანდებოდა, პარასკევს ვუმასპინძლეთ. ორი ლელოთი 10:0 ვიგებდით. ბოლო წუთზე ანგარიში 10:9 იყო, მაგრამ იმათი აბრაგანი ვერ ვიხელთეთ და წავაგეთ. მერე მოშლილი მაი გასვლაზე, კოკისპირულ წვიმაში ვძლიეთ, კიევის სპარტაკმა კი თუმც დაგვირეტიანა ზურაბ ხარშილაძე, "ვობლამ" ბოლოს მაინც გააპამპულავა ბარემ ათი.

ლვოვური მიმციობანა

ტონიას მაჩანჩალებთან ექსპერიმენტები უყვარდა, რაც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა მეორე კიევთან. ბოლო ხუთი წუთის დადგომისას 6:14 ვაგებდით, მაგრამ ჯერ ჯარიმა შევაგდეთ, მერე კი რუხაძემ სოლოზე გარისკა და ფრთიდან კარისკენ გაუტია.

ლენინგრადში ისევ თემიდა მოგვდგა და ფილი - ვევეას დოღს ჩამოგვაცილა. ბოლო საშინაო მატჩში, ნაწვიმარზე რომ გავაბურთავეთ სპარტაკი, ბრინჯაო თითქმის დავიბევეთ, ფილიმ კი საჩემპიონო ომში თავიდანვე დაგვალელოვა და ჩვენი კაპიტანი მურად გეგეშიძე მსაჯს რომ აუმხედრდა, შემდეგ სეზონში ხუთი მატჩი გამოტოვა.

გავარდნილ დინამოს რაგბში დაბრუნებულმა გივი მრელაშვილმა სული ხელახლა შთაბერა და გუნდმაც გარეთ გამართულ სამივე ტურნირში წაუგებლად იპირველა. მთავარი წარმატება, რა თქმა უნდა, უმაღლესში მეორედ ასვლა იყო, მაგრამ ძველებს უყვართ კურიოზები.

ჰოდა, ლვოვში, დინამოს ცეესზე, ბაქოსთან ძაან ბევრით მოგება რომ გვჭირდებოდა, ხოლო მეტოქეს შინ ეჩქარებოდა, ვადამდე, ლაფში "მიმციობანა" (პადავკი) გაგვიმართა: ჩვენებს ზედიზედ გაჰქონდათ, ისინი კი ცენტრიდან უმალ ანახლებდნენ თამაშს!

<<<    1972

>>     გაზაფხულის თასი

მარტი - აპრილი. ფიზკულტურის ინსტიტუტი

1#დინამო (8 ქულა) - სპარტაკი 16:6, სპი 29:0, თსუ 30:3, სინათლე 14:5

2# სპარტაკი (6) - სპი 22:12, თსუ 22:6, სინათლე 29:9; სპი - თსუ 6:6 ...

>>     საქართველოს პირველობა

3-9/05 შრომითი რეზერვები

I პული (ქვეჯგუფი)

3/05   დინამო   78:3   სინათლე
  ქუთაისი   32:8   ელმავალი

4/05  

ელმავალი  

28:3  

სინათლე

  დინამო   36:13   ქუთაისი

5/05  

დინამო  

28:3  

ელმავალი

  ქუთაისი   17:0   სინათლე

დინ 6(142:19) ლოკ*ქუთ 4(66:44) ელმ 2(34:63) სინ 0(6:118)

II პული

3/05   სპი   25:0   სპარტაკი
   ლოკომოტ   70:13   თსუ

4/05  

სპი  

19:19  

თსუ

   ლოკომოტ   32:6   სპარტაკი

5/05  

თსუ  

45:15  

სპარტაკი

   ლოკომოტ   50:8   სპი

ლოკ*თბ 6(152:27) სპი 3(52:69) თსუ 3(77:104) სპარ 0(21:102)

სანუგეშო მატჩები

7/05 VII სპარტაკი   18:8 სინათლე
   V ელმავალი 18:4 თსუ

I - IV ადგილები (ოქროს ქულებით)

8/05   დინამო   40:20   სპი
   ლოკომოტ 30:23   ქუთაისი

9/05  

ქუთაისი  

25:6  

სპი

   ლოკომოტ   13:9   დინამო

1#ლოკომოტივი  

6

(93:40)

2#დინამო   4 (85:46)
3#ლოკომოტივი ქუთაისი   2 (61:72)
4#სპი   0 (34:115)

ნაკრები: 15 ვალტერ კაპანაძე (ლოკ); 14-11 ნუკრი ფურცელაძე (ლოკ) თ.გულვერდაშვილი (ქუთ) მურად გეგეშიძე (ლოკ) ვიტალი ზამიჩკინი (დინ); 10 ირაკლი კიზირია (დინ) 9 ზურაბ ხარშილაძე (ლოკ) / 1 ირაკლი ნაცვლიშვილი (ლოკ); 2-3 ზურაბ ანთაძე (სპი) მიშა თუშიშვილი (დინ); 4-5 ზურაბ კემულარია (ლოკ) დუგლას კავთელაშვილი (ქუთ); 6-8 ნუგზარ ბუგიანიშვილი (დინ) ჯუმბერ ცუხიშვილი (დინ) თემურ ბენდიაშვილი (ლოკ)

>>     ამხანაგური მატჩი

ოქტომბერ - ნოემბრის მიჯნა. ცენტრალური

ლოკომოტივი (ქუთ) 14:9 დინამო (თბ)

3ლ: გოგავა ფურცხვანიძე კავთელაშვილი; გ: კავთელაშვილი - ლ: დავითაია; გ ა: კიზირია

0:6(30) 4:6(31) / 8:6(55) 8:9(ა) 14:9(75)

>>     თბილისის პირველობა

დეკემბერი. ისანი

(24/12) ლოკომოტივი 21:9 დინამო

4ლ: ჯაფარიძე ხარშილაძე (2) თენ.რუხაძე; გ ჯ: კილასონია - 3ჯ: ნ.აბაშიძე * Iტ 4:6

3#სპი ... თსუ, განთიადი

>>     სპარტაკის ცეესი

მაის - ივნისის შესაყარი. სტარაია რუსა (ნოვგოროდი)

1#მოსკოვი - 2#კიევი 15:12 ...

4#თბილისი - 3#ნალჩიკი 4:23, აეროფლოტი 16:0, მოსკოვი 12:24, კიევი 9:27, ერევანი 32:0, ლენინგრადი 22:4

! საზოგადოების ნაკრებში მოხვდნენ ნუგზარ ქარქაშაძე და მალხაზ კოროშინაძე

>>     დინამოს ცეესი

აგვისტოს დასაწყისი. ლვოვი (დასავლეთი უკრაინა)

1#თბილისი (უკეთესი სხვაობით 349:12) - 2#კიევი 6:6, მოსკოვი 15:3, ერევანი 72:0, ლვოვი 99:0, ბაქო 157:3

>>>     V (1966-იანად VI) საკავშირო ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგა (პირველი ჯგუფი)

<<    პირველი წრე

10/06   სპარ(მ)   3:18   დინ(კ)
   ფილი   3:3   ლენინგრ
11/06   ვევეა   7:9   ლოკომოტ
   მაი   15:12   სპარ(კ)

18/06  

ლოკომოტ  

9:13  

მაი

 

სპარ(მ)  

3:18  

ფილი

   ლენინგრ   3:3   ვევეა
19/06   დინ(კ)   9:15   სპარ(კ)

24/06  

ვევეა  

45:3  

სპარ(მ)

25/06 სპარ(კ)   9:10   ლოკომოტ
  ფილი   31:0   დინ(კ)
   მაი   8:9   ლენინგრ

  1/07  

სპარ(მ)  

7:36  

მაი

  2/07   დინ(კ)   6:7   ლოკომოტ
   ლენინგრ   10:4   სპარ(კ)
   ფილი   6:15   ვევეა

  8/07  

მაი  

3:10  

ფილი

  9/07 ლოკომოტ   22:9   ლენინგრ
  ვევეა   6:3   დინ(კ)
   სპარ(კ)   29:3   სპარ(მ)

15/07  

ვევეა  

14:4  

მაი

16/07    სპარ(მ)   7:22   ლოკომოტ
  დინ(კ)   4:29   ლენინგრ
   ფილი   20:0   სპარ(კ)

22/07  

ლოკომოტ  

9:12  

ფილი

23/07   მაი   3:6   დინ(კ)
   ლენინგრ   7:10   სპარ(მ)
(?)   სპარ(კ)   3:6   ვევეა

არდადეგებზე: 11 ვევეა ფილი; 10 ლოკომოტივი; 8 ლენინგრადი; 6 მაი; 4 სპატაკი(კ) დინამო(კ); 2 სპარტაკი(მ)

<<    მეორე წრე

18/08   ლოკომოტ   10:13   ვევეა
19/08   დინ(კ)   6:12   სპარ(მ)
20/08   ლენინგრ   6:9   ფილი
   სპარ(კ)   38:0   მაი

26/08  

ფილი  

19:6  

სპარ(მ)

27/08    მაი   3:6   ლოკომოტ
  სპარ(კ)   22:13   დინ(კ)

  3/09  

ლოკომოტ  

16:7  

სპარ(კ)

  სპარ(მ)   20:18   ვევეა
   დინ(კ)   3:10   ფილი
   ლენინგრ   10:7   მაი

  9/09  

მაი  

3:3  

სპარ(მ)

10/09   ლოკომოტ   15:14   დინ(კ)
   სპარ(კ)   15:16   ლენინგრ
   ვევეა   14:9   ფილი

16/09  

ფილი  

6:0  

მაი

17/09   ლენინგრ   7:6   ლოკომოტ
  დინ(კ)   0:0   ვევეა
   სპარ(მ)   9:9   სპარ(კ)

24/09   

ლოკომოტ  

16:6  

სპარ(მ)

  მაი   10:19   ვევეა
   ლენინგრ   13:13   დინ(კ)
   სპარ(კ)   3:4   ფილი

30/09  

ვევეა  

10:3  

სპარ(კ)

  1/10  ფილი   12:0   ლოკომოტ
   დინ(კ)   0:4   მაი
   სპარ(მ)   10:10   ლენინგრ

  8/10  

ვევეა  

28:9  

ლენინგრ

ქულა: 75 იური ბირულია (სპარტაკი კიევი)

უმაღლესი  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ფილი (მოსკოვი)   23   11-2*1   169:065
ვევეა (მონინო)   22   10-2*2   198:092
ლოკომოტივი (თბ) 18   09-5   157:125

ბურევესტნ (ლენ)  

16  

06-4*4  

141:142

სპარტაკი (კიევი)   9   04-9*1   169:141
მაი (მოსკოვი)   9   04-9*1   109:149
სპარტაკი (მოსკ)   9   03-8*3   102:256
დინამო (კიევი)   6   02-10*2   095:170

ლოკომოტივი (^ მიენიჭა ოსტატობა) 15 ნუკრი აბაშიძე (დინ) ვალტერ კაპანაძე, ავთო გიორგაძე; 14-11 თენგიზ რუხაძე, გელა მიქაბერიძე, ნუკრი ფურცელაძე, მურად გეგეშიძე კაპ, სერგო მირონოვი, თამაზ სალთხუციშვილი, გია ჯაფარიძე^ 10 დათო კილასონია^ დათო ჩუბინიშვილი; 9 ზურაბ ხარშილაძე /

1 (ჰუქ) ირაკლი ნაცვლიშვილი^ ვოვა აკოფოვი (დინ) გურამ მოდებაძე^ 2-3 რევაზ აიწურაძე^ დემურ ცხვედიანი, ვახტანგ ფეტვიაშვილი, თამაზ გოგორიშვილი; 4-5 რამაზ სანებლიძე^ ზურაბ რეხვიაშვილი, კოკა ლაზიშვილი; 6-8 ზურაბ კემულარია, თემურ რუხაძე, თემურ ბენდიაშვილი^ ირაკლი დოლიძე (მწ) გოგი ტონია

ქულა [რაც ნაღდია]

53 (ლ 5გ 11ჯ 2ა) აბაშიძე
37 (4ლ 7ჯ) თენ.რუხაძე
12 (3ლ) მირონოვი ბენდიაშვილი
11 (4გ ჯ) გიორგაძე
  4 (ლ) სანებლიძე გეგეშიძე ხარშილაძე კილასონია

<<    მეორე ჯგუფი

  ?-23/07 პულები: გროდნო (ბელარუსი) ნალჩიკი (ბალყარეთი)
15-19/08 ფინალი: ვილნიუსი (ლიტვა)

1#დინამო თბილისი (10 ქულა) - ლოკ(მ) 15:6, ვეფ 29:3, ნალჩიკი 26:10, ალმათა 41:10, კაუნასი 9:3

2#ლოკომოტივი მოსკოვი (8) - ვეფ 15:9, ნალჩიკი 35:3, ალმათა 42:3, კაუნასი 19:7

3#ვეფ რიგა (6) - ნალჩიკი 22:15, ალმათა 20:0, კაუნასი 23:12

4#სპარტაკი ნალჩიკი (4) - ალმათა 24:15, კაუნასი 24:10

5#უნივერსიტეტი ალმათა (2) - 6#პოლიტეხნიკი კაუნასი (0) 9:4

დინამო - (გროდნოს პულში) დინამო ბაქო 42:9, ვეფ, ხიმკი მოსკოვის ოლქი 25:4, პოლიტეხნიკი კიშინიოვი 46:0, ლოკ(მ)

იქეთა პულში ჩარჩნენ: სპარტაკი ლენინგრადი, პოლიტეხნიკი ტაშკენტი, დინამო ერევანი

დინამო: 15 ევგენი შვანდერი, სერგო კეშელავა; 14-11 ვიტალი ზამიჩკინი, სპარტაკ ეკალაძე, თემურ ცინცაძე, თამაზ შარაშენიძე, იუზა ნაცვლიშვილი; 10 ირაკლი კიზირია, 9 გოჩა აბაშიძე /

1 (ჰუქ) მიშა ბენიაშვილი; 2-3 ალბერტ ნაცვლიშვილი, მიშა თუშიშვილი, თამაზ ძამაშვილი; 4-5 რეზო კეთილაძე, დათო დავითაია, გივი ფაჯიშვილი; 6-8 ალე მამულაშვილი, სერგო რამიშვილი, ჯუმბერ ცუხიშვილი, ნუგზარ ბუგიანიშვილი, მურად თოფურიძე (მწ) გივი მრელაშვილი

<<< >>> 

Free Web Hosting