ცამეტი ოსტატი

ცამეტი ოსტატი

   აგვისტოს ბოლოს  ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა დავასრულეთ შეჯამებით პირველი ათწლეულისა, რომელშიც დავაფუძნეთ ექვსი სტაბილური კერა, მოვაწყვეთ ბლომად ვოიაჟი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და საკავშირო ასპარეზზე ოთხჯერ მოვხვდით უკეთეს სამეულში, რითაც მოსკოვის კვალად, მეორენი ვიყავით.

1970 წელს საბჭოთა რაგბში ორი სიახლე დაინერგა: უცხოეთიდან გამიჯნულობის მიუხედავად, მაინც შემოვიდა ახალი წესები, რომელთაგან მთავარი იყო ის, რომ 22-ის გარედან ბურთის აუტში პირდაპირ დარტყმით მოედანს ვეღარ მოიგებდი. ამით ბურთაობას თითქო მეტი გასაქანი უნდა მისცემოდა, მაგრამ შედეგიანობა არ გაზრდილა და ქულათა მეტი წილი კვლავაც ჯარიმა-არეკნებით მოიპოვებოდა.

საკავშირო ჩემპიონატიც პირველად მოეწყო ორ ლიგად, რომლებიც წინა სეზონის შედეგთა მიხედვით შედგა. ფეხბურთიც რომ ახალი გადასული იყო კლას-ჯგუფიდან ლიგაზე, პრესაში ხშირი იყო ტერმინთა აღრევა: რაგბში ელიტას ხან უმაღლესად მოიხსენიებდნენ და ხანაც პირველად, არსებითად კი, ზემოთ ერთ წრედ თამაშობდა რვა გუნდი, ხოლო ქვემოთ, სამ ზონადა და 6-გუნდა ფინალად - თორმეტი, რომელთა შორის პირველად ერივნენ მოლდავეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი.

"ლელოში" თვისობრივად გაუმჯობესდა რაგბის გაშუქება: მოქმედი "რეგბისტი" რევაზ აიწურაძე მსუყედ აღწერდა მოედანზე მომხდარს, სახეობაზე პასუხის-მგებელი ოთარ გელაშვილი კი იმდენად გათამამდა, რომ უკვე დაუფარავად წერდა მოსკოველ მსაჯთა მიკერძოებაზე. სრულად, ოქმებით გაირჩა "ლოკომოტივის" ყველა (!) საკავშირო მატჩი და ოთხჯერ დაიბეჭდა განიერი, 8-გუნდა ცხრილიც, რაც სხვა, ტრადიციულ სპორტებთან თანასწრობის უტყუარი ნიშანი იყო.

უ-კარის-ძელებოდ

თუ ვინ თავკაცობდა რესპუბლიკურ ფედერაციას, გაზეთიდან არ ჩანს, თბილისელებზე კი ზრუნვა იკისრა მიხეილ ლაზიშვილმა და ქალაქის პირველობა აღადგინა. შეჯიბრება აპრილში მოეწყო ორ (!) ჯგუფად, მაგრამ ვერკი დასრულდა, რადგან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსობამ სიტყვა გატეხა და მოედანზე აღარ შეუშვა მორაგბეები. ესენიც მოხეტიალე ყოფაზე გადავიდნენ და ზოგჯერ კარის ძელების გარეშეც (!) თამაშობდნენ.

სამ-გუნდა მეორე ჯგუფი მოიგო მუშურმა "განთიადმა" და საქართველოს პირველობაზე გავიდა. ლოკომოტივისა და დინამოს კვალად, მესამეზე დააფინიშა პირველის დუბლმა, ელმავალმა (თსუ 3:8, სპი 9:6, სპარტაკი 8:3), ხოლო პოლიტექნიკურმა 16:0 ძლია უნივერსიტეტი და პერსპექტივაში დააქვეითა. ბობოლათა თამაში უმოედნობით აღარ გამართულა, მაგრამ რესპუბლიკურზე წრიული რკენა ფრედ დასრულდა და ორი წლის წინდელის დარად, რე-მატჩი დაინიშნა.

ამჯერად დინამომ იმარჯვა 9:6. გამარჯვების ლელო მოთამაშე მწურთნელმა ზაურ მგელაძემ 71-ე წუთზე "თავგანწირული ნახტომით" დადო. ლოკომოტივს ვევეადან "სპორტის ოსტატად" დაუბრუნდა დათო დავითაია, დინამოში კი მიბრუნდნენ მიკა კვინიხიძე და რომეო ღვინიაშვილი, რომლებმაც "რკინიგზაში" ორი წელი (1968-69) დაყვეს. სანაცვლოდ, ლოკომოტივმა მიიღო 10 ნომერი ირაკლი კიზირია, ვინც მარტ-აპრილის მიჯნაზე პოლიტექნიკურს წინა წელს მოგებული "გაზაფხულის თასი" "აეროფლოტის" (სპარტაკი) ძლევით (11:3) შეანარჩუნებინა.

ერევანსა და ბაქოში

ორი მწერლის ხელში ისანზე, მაისში გამართული რესპუბლიკური პირველობა ბარაქიანად, მაგრამ წყვეტილად გაირჩა. 21 შედეგიდან გაზეთში არ წერია ხუთი, რის გამოც ვერ დგინდება, თუ ვინ დაიკავა მესამე ადგილი. ყველა ანგარიში მარტო ელმავლისა გამოქვეყნდა. განთიადის მოთამაშეთაგან ნახსენებია მხოლოდ მოედნიდან გაძევებული თ.ერაძე, მიმოხილვათა ლაიტმოტივი კი ისაა, რომ წინა წლის ჩემპიონი, ქუთაისი უვარჯიშებლობით დასუსტდა.

ქუთათურებმა თამაშიდან თამაშამდე უმატეს, მაგრამ მაინც ბოლო, მეშვიდე ადგილზე დარჩნენ. აჭარელ ლელობურთელთა ნაცვლად შეჯიბრში ჩაება ქალაქში მეხუთე სპარტაკი, ვინც ტურნირის სტარტზე ერევანში იყო და იქ სომხეთის ღია პირველობაზე იმარჯვა. ივლისში გუნდი ბაქოსაც ეწვია და ამიერკავკასიის ტურნირის ბოლო მატჩი დასკვნით 20 წუთშიღა მოუგო მასპინძლებს: ლევან ქავთარაძემ ორი ლელო გაიტანა, ხოლო ბურჯმა დადეშქელიანმა არეკნი შორიდან შეაგდო.

საკავშირო პირველობის სიმწყობრის მიუხედავად, ჯერაც ეწყობოდა ამხანაგურები. აპრილში გვეწვია "საიუზის" ჩემპიონი ვევეა და დინამო რომ ბევრით გვიძლია, ლოკომოტივმა რუსთავში გადაუხადა სამაგიერო - თენგიზ რუხაძემ 53-ე წუთზე ცენტრიდან შეაგდო გადამწყვეტი ჯარიმა. ლოკომოტივი ივნისშიც, კიევში გადაეყარა გაგარინელებს და თუმც 70-ე წუთზე ერთ ქულამდეც (8:9) წამოეწია, ბოლოს კიდევ გაუშვა ლელო.

მერე ჩვენებმა მასპინძელთა ორივე გუნდს მოუგეს: სპარტაკი სამჯერ დავალელოვეთ (თემ.რუხაძე ინაური კიზირია), დინამოსთან კი, კრიტიკულ მომენტში, ზურაბ ხარშილაძემ ოთხი მბოჭავი გააცურა.

საცკოვმა აიშვა

ლოკომოტივმა უმაღლეს ლიგაში მოსკოვის ავტომობილისტთან (იგივე სპარტაკი) მეოთხე ადგილი გაიყო, რითაც 12 ვეტერანი ოსტატი გახდა. რკინიგზელებმა თბილისის ტურში ლელო ეგეც ვერ გაიტანეს: ელიტაში დაბრუნებულ ლენინგრადს ხარშილაძემ 77-ე წუთზეღა შეუგდო გადამწყვეტი არეკნი, სპარტაკთან კი თენ.რუხაძემ 70-ე წუთზე ცენტრიდან დაგვაწინაურა, მაგრამ მეტოქემ მსაჯთან კამათისთვის დანიშნული ჯარიმით აგვწაპნა ქულა.

ესა და ფილთან რკენა გაიმართა სკაზე, სადაც გაგანია ივლისში არ მუშაობდა გასახდელი და შხაპი. ჭირდა სასმელი წყალიც. ტურის მთავარი მსაჯი მაქსიმოვი მთვრალი რომ იყო, აიშვა საცკოვმა: შუა პირველ ტაიმში ბურჯი კირტავა გაგვიძევა; მერე დაინდო სლეპჩენკო, ვინც ფეტვიაშვილს დაარტყა; და წაუყრუა კიდის მსაჯ გოგი გუდაძეს, როცა ბლინიკი უწესოდ დაეუფლა ბურთს და დაგვალელოვა. ბოლო წუთზე გასატანი ჯარიმა დავახაიეთ, რასაც მოყვა აყალმაყალი და ორი ჩვენებურის (გოგორიშვილი კაპანაძე) წლის ბოლომდე განკვეთა.

ჯვარედინი ტური სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ქოლერის ეპიდემიისა და კარანტინის გამო ოქტომბერშიღა მოეწყო. ვალტერ კაპანაძის გამოკლების შემდეგ 15 ნომრად დადგა თენგიზ რუხაძე, მაგრამ ვევეასთან დაშავდა. მაგ თამაშს კარგა ხანს 6:3 ვიგებდით, ბოლო მეოთხედში კი 19 ქულა გავუშვით. არადა, ლელო იმხანად სულ სამი ღირდა!

ზემოდან გადმოაგდო

ბოლო სამი მატჩიდან ორში ჩამკეტობა ხარშილაძეს დაეკისრა. კიევთან, წვიმაში, ლელოსკენ წასული რამაზ სანებლიძე დასრიალდა, 70-ე წუთზე კი კიზირიამ 25 მეტრიდან ძელს გაარტყა ჯარიმა. ბოლოს, ჩვენდა ბედად, სემაშკომაც ააცილა არეკნი და რაგბი 0:0 მორჩა, ფილიმ კი 75-ე წუთზე გატანილი ბურთით (ყაიდა უცნობია) 3:0 ძლია მაი, რის შედეგადაც ცხრილში ვევეა დაწინაურდა.

მაისთან, ნაუკაზე, საათის თავზე 0:8 ჩამოვრჩით, მაგრამ მერე ორი ლელო დავდეთ 6:8. ვაგლახ, რომ ორივე გარდასახვა და მანამდე ორიც ჯარიმა გაუცუდდა ჩვენს ორ კიკერს, ბოლოს კი იმათ კიდევ დაგვალელოვეს. ჰოდა, ფინიშზე, გამაჩანჩალებულ მოსკოვის დინამოსთან მოგება გვჭირდებოდა, თორემ ლენინგრადს რომ ეძლია კიევი, გავვარდებოდით.

ბეწვზე გადავრჩით. მზიან დარში მეორე ტაიმში 9:10 ვაგებდით, ალყაში მოქცეულმა კიზირიამ თავს ზემოდან მაინც რომ გადმოაგდო ბურთი. ოვალი ჯეელმა ირაკლი ნაცვლიშვილმა დაიჭირა და გამარჯვების ლელო დადო. მეოთხე ადგილში შეგვეზიარა ავტომობილისტი, ვისაც წინა სამი თამაში წაეგო, მაგრამ ოქროს ქულა კი აართვა მაის, ხოლო ჩემპიონი პირველად გახდა ურჯუკი "ფილი" - ბოლო ხუთ წუთში გააბითურა გრიგარიანცის (43 ქულა) მყოლი ვევეა, ვინც "სპეციალისტთა აზრით", საბჭოთა რაგბის ეტალონად რჩებოდა.

ვილნიუსმა გვიშველა

პირველი ლიგა მოიგო თბილისის დინამომ, ვინც 1969 წელს ბაუსკაში (ლატვია) რომ ჩარჩა პულში, ვეღარც ლიპეცკში აჯობა ლენინგრადელებს და უმაღლესში იმხანადვე ვერ ავიდა. ეპიდემიამ შეჯიბრი აქაც გააჯანჯლა. დინამომ 6-გუნდა ფინალის სტარტზე ძლია ვილნიუსი, მაგრამ მერე წააგო კიევის სპარტაკთან.

ბედად, ამპარტავანი კიევი, ვინც კონკურენტთა მატჩებს არც უყურებდა, შემდეგსავე რაუნდში, ავდარში დაამარცხეს ვილნიუსის "რკინის მგლებმა" (გელეჟინის ვილკას). ჰოდა, ჩვენებმა დარჩენილი მატჩები რომ მოიგეს, ლიტვა პირადი მოგებით ჩამოიტოვეს, სპარტაკი კი ზონაში, ხიმკთან ფრემ დაღუპა.

<<<     1970

ვევეას სტუმრობა

(19-21)/04   ისანი   დინამო - ვევეა   3:19
       25/04   რუსთავი   ლოკომოტივი - ვევეა   9:5

საქართველოს პირველობა

7-(17)/05 ისანი (მთავარი მსაჯი გივი მრელაშვილი)

1#დინამო (5-0*1) - ლოკო 0:0, სპარ 42:3, სპი 54:3, ელმ 46:6

2#ლოკომოტივი (5-0*1) - სპი 38:3, ელმ 27:6, განთ 58:0, ქუთ 29:3

?#სპარტაკი (3-2) - ელმ 12:3, განთ 34:14, ქუთ 16:9

?#სპი (2-2) - ელმ 12:3, ქუთ 45:6

5#ელმავალი (1-4*1) - განთ 13:5, ქუთ 8:8

6#განთიადი (1-4) -

7#ქუთაისი (0-5*1) 5:3

21/05 (ლოკ) დინამო - ლოკომოტივი 9:6

სპარტაკი (ამიერ)კავკასიაში

>>     ?-7/05 ერევანი (სომხეთი)

- დინამო (ერ) 15:9, სპარტაკი (ერ) 44:9, აშხატანქი 33:3

>>     ივლისის დამდეგი. ბაქო (აზერბაიჯანი)

- სპარტაკი (ერევანი) 33:10, დინამო (ბაქო) 17:5

სპარტაკი: 15 ავთო გიორგაძე, თენგიზ გეგეჭკორი; 14-11 მერაბ ჟღენტი, არჩილ კიკალიშვილი, მერაბ ნიჟარაძე, ირაკლი გელოვანი, გიორგი ცენტერაძე, მიტო ქურდობაძე, ბიჯაძოვი; 10 ჯოტო შენგელია, ირაკლი ჯალალიშვილი; 9 თამაზ ანდღულაძე, დათო კილასონია / 1 ნუკრი კოტრიკაძე; 2-3 დათო თაქთაქიშვილი, მიშა თუშიშვილი, თენგიზ მალაღურაძე, საშა დადეშქელიანი, ამირან ფაცია; 4-5 ბათუ კევლიშვილი, მალხაზ კოროშინაძე, ნუგზარ ქარქაშაძე, ავთო შარვაძე, თენგიზ მიქაბერიძე; 6-8 ტარიელ მაჭავარიანი, ცეზარ ქადაგიშვილი, ლევან ქავთარაძე, თემურ მაისურაძე, ცეზარ დარჩია, ზუბა ჩხეიძე * ალეკო კაცობაშვილი, ვადაჭკორია, ბეჟან სირბილაძე; (მწ) კევლიშვილი

ლოკომოტივი კიევში (ივნისი)

- ვევეა 8:12, სპარტაკი (კ) 15:6, დინამო (კ) 12:6

დინამოს ცეესი

11-15/08 ქუთაისი

1#კიევი (5 * სხვაობით) - თბილისი 8:8, მოსკოვი 24:6, ქუთაისი ?:?

2#თბილისი (5) - მოსკოვი ?:?, ქუთაისი 27:8

3#მოსკოვი (2) -

4#ქუთაისი (0) 17:3

>>>     III საკავშირო ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგა (I ჯგუფი)

<<    თბილისის ტური
ლოკომოტივი (მარტო პირველი) სკა

16/07  

ლოკომოტ  

12:6  

ლენინგრ

  ავტომობ   14:13   ფილი

18/07  

ლოკომოტ  

9:9  

ავტომობ

  ფილი   3:3   ლენინგრ

20/07  

ლოკომოტ  

6:9  

ფილი

  ავტომობ   6:3   ლენინგრ

<<    კიევის ტური

16/07   კიევი   6:19   ვევეა
   მაი   6:0   მოსკოვი

18/07  

კიევი  

0:0  

მაი

   ვევეა   6:0   მოსკოვი

20/07  

კიევი  

6:6  

მოსკოვი

   მაი   8:3   ვევეა

არდადეგებზე: 5 მაი ავტომობ; 4 ვევეა; 3 ლოკომოტ ფილი; 2 კიევი; 1 ლენინგრ მოსკოვი

<<    მოსკოვის ტური
ცეესკა, ნაუკა, აქწიაბრი

02/10  

ლოკომოტ  

6:22  

ვევეა

   ავტომობ   6:15   კიევი
   მაი   14:9   ლენინგრ
   ფილი   15:12   მოსკოვი

04/10  

ლოკომოტ  

0:0  

კიევი

   ფილი   3:0   მაი
   ვევეა   14:6   ავტომობ
   მოსკოვი   3:15   ლენინგრ

06/10  

ლოკომოტ  

6:13  

მაი

   ვევეა   33:6   ლენინგრ
   ფილი   12:3   კიევი
   მოსკოვი   3:0   ავტომობ

08/10  

ლოკომოტ  

14:10  

მოსკოვი

   ფილი   8:6   ვევეა
   მაი   3:3   ავტომობ
   ლენინგრ   15:6   კიევი

უმაღლესი (I ჯგ)  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ფილი (მოსკოვი)   11   5-1*1   63:44
მაი (მოსკოვი)   10   4-1*2   44:24

ვევეა (მონინო)  

10  

5-2  

103:40

ლოკომოტივი (თბ) 6   2-3*2   53:69
ავტომობილ (მოსკ) 6   2-3*2   44:60
ბურევესტნ (ლენ)   5   2-4*1   57:77
დინამო (კიევი)   5   1-3*3   36:58
დინამო (მოსკოვი)   3   1-5*1   34:62

ლოკომოტივი: 15-11 ვალტერ კაპანაძე, თენგიზ რუხაძე, გელა მიქაბერიძე კაპ, მურად გეგეშიძე, ზურაბ ხარშილაძე, ვალერი კორნევი, ნუკრი ფურცელაძე (გია ჯაფარიძე, გია ინაური); 10 ირაკლი კიზირია; 9 დათო კილასონია / 1 (ჰუქ) მიშა ბენიაშვილი, გურამ მოდებაძე; 2-3 ვახტანგ ფეტვიაშვილი, თამაზ გოგორიშვილი, ნოშრევან კირტავა, რეზო აიწურაძე; 4-5 დათო დავითაია, რამაზ სანებლიძე; 6-8 ირაკლი ნაცვლიშვილი, ზურაბ დედაბრიშვილი, თემურ რუხაძე, ნოდარ ყიფიანი, ნუგზარ მურღულია; (მწ) ყიფიანი

ყველა ქულა: 21 კიზირია (5ს 2ა); 8 მიქაბერიძე (გ ს ა); 6 ხარშილაძე (2ა); 3 თენ.რუხაძე (ს) თემ.რუხაძე სანებლიძე კორნევი ფეტვიაშვილი ნაცვლიშვილი (ლ)

12 სპორტის ოსტატი: თენ.რუხაძე მიქაბერიძე გეგეშიძე ხარშილაძე კორნევი კიზირია / ბენიაშვილი ფეტვიაშვილი გოგორიშვილი კირტავა თემ.რუხაძე ყიფიანი

მეორე ჯგუფი

<<    სამი ზონა. ივლისის ბოლო

ლენინაკანი (სომხეთი)

1#დინამო თბილისი (6) - ერევანი 17:3, ტაშკენტი 46:6, ალმათა 68:0

2#დინამო ერევანი (4) - ტაშკენტი 16:3, ალმათა 32:3 /

3#პოლიტეხნიკი ტაშკენტი (2) -

4#ენბეკი ალმათა (0) 19:15

1#გელეჟინის ვილკასი ვილნიუსი (4 * პირადში +4) - ნალჩიკი 9:3, რიგა 9:11, ლენინგრადი 18:8

2#სპარტაკი ნალჩიკი (4 * +3) - რიგა 20:11, ლენინგრადი 19:17 /

3#ვეფ რიგა (4 * -7) -

4#ავტომობილისტი ლენინგრადი (0) 15:11

1#სპარტაკი კიევი (5 * ჯამური სხვაობით) - ხიმკი 9:9, ბაქო 47:8, კიშინიოვი 65:3

2#ხიმკი მოსკოვის ოლქი (5) - ბაქო 25:5, კიშინიოვი 19:0 /

3#დინამო ბაქო (2) -

4#პოლიტეხნიკი კიშინიოვი (0) 17:3

<<   ფინალი. ერევანი (სომხეთი)

11/10  

დინამო  

13:3  

ვილნიუსი

   ერევანი   3:41   კიევი
   ნალჩიკი   14:9   ხიმკი

13/10  

დინამო  

5:19  

კიევი

   ვილნიუსი   16:8   ხიმკი
   ერევანი   11:8   ნალჩიკი

15/10  

დინამო  

8:0  

ნალჩიკი

   კიევი   6:15   ვილნიუსი
   ერევანი   14:11   ხიმკი

17/10  

დინამო  

16:3  

ხიმკი

   ვილნიუსი 20:8   ერევანი
   კიევი   9:3   ნალჩიკი

პირველი (II ჯგ)  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

დინამო (თბილისი) 8   4-1   59:28

გელეჟ.ვილკ (ვილ)  

8  

4-1  

63:38

სპარტაკი (კიევი)   7   3-1*1   84:35
დინამო (ერევანი)   4   2-3   39:97
სპარტაკი (ნალჩ)   2   1-4   28:46
ხიმკი (მოს.ოლქი)   1   0-4*1   40:69

დინამო: 15-11 სერგო კეშელავა, სერგო ხაჭაპურიძე, ნუკრი აბაშიძე, რომეო ღვინიაშვილი, სერგეი მირონოვი, იუზა ნაცვლიშვილი, თამაზ შარაშენიძე, ვიტალი თოფურია, ბეგი გვალია, დათო სიკინჭილაშვილი; 10 მიკა კვინიხიძე; 9 გოჩა აბაშიძე კაპ, თენგიზ მენაბდე / 1 (ჰუქ) ვოვა აკოფოვი, ზურაბ ქელბაქიანი; 2-3 ელგუჯა ღუდუშაური, თამაზ ძამაშვილი, ალბერტ ნაცვლიშვილი; 4-5 ზურაბ რეხვიაშვილი, რეზო კეთილაძე, გივი ხვედელიძე; 6-8 მურად თოფურიძე, ნუგზარ ბუგიანიშვილი, ზაურ მგელაძე; (მწ) მგელაძე

ქულა (რაც ცნობილია) 11 ნ.აბაშიძე; 6(2ლ) მირონოვი აკოფოვი; 5 კვინიხიძე, 4 ხაჭაპურიძე, 3(ლ) კეთილაძე

<<< >>> 

Free Web Hosting