ნოემბერი 2008

ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
30-11
22:40

სთიქის არეკნი, ხიოს ნაღლეტი

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის საწყისი რაუნდი, რომელიც არაბეთის საამირო დუბაიში გაიმართა, დრამატულად მოიგო აფრიკის "ბოკემ", ჩვენმა ბიჭებმა კი ხუთივე მატჩი წააგეს და შოტლანდიას ბოლოსწინა, მე-15 ადგილში შეეზიარნენ  >>>

შემდეგი

პარ
28-11
21:30

წინა

გარდასახვა ავაცილეთ

   შვიდკაცის "მსოფლიო სერია" რომ დონით ევროპულზე მაღლა დგას, დუბაის ეტაპის სტარტზევე იგრძნეს ჩვენმა მზარდმა ბიჭებმა, დიდი რაგბის შინაური პირველობის უმაღლეს ლიგას კი საგაისოდ დაუბრუნდა რუსთავის "ხარები", ვინც 15 წლის წინ ჩემპიონი იყო  >>> 

შემდეგი

წინა

ხუთ
27-11
21:50

ახლის დასაჭაშნიკებლად

   პარასკევს შვიდკაცის 8-ეტაპა "მსოფლიო სერიის" საიუბილეო, მეათე სეზონი იწყება არაბეთის საამირო დუბაიში, სადაც გაისად, 5-7 მარტს, შვიდკაცისვე 24-გუნდა მსოფლიო თასიც გათამაშდება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
26-11
23:20

სერ ედმუნდის ფარისთვის

   ჩრდილოური ტესტების დამატებით, მეოთხე ვიქენდზე ორად-ორი მატჩია, რითაც ტელე-ფანებს აღარ ამოუღამდებათ თვალები: აფრიკისგან შერცხვენილი ინგლისი თვიქნემში მძლეთამძლე ზელანდიას უხვდება ახალ, "ჰილარის ფარზე", მილენიუმზე კი უელსი და ავსტრალია ტრადიციულად გვპირდებიან გემრიელ ბურთაობას  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
25-11
24:00

თასი ხიზნებმა იხელთეს

   ავსტრალიაში სენსაციურად დასრულდა 13-კაცა რაგბის მე-13 მსოფლიო თასი: უდაო ფავორიტი, მასპინძელი "კენგურუები", რომელთაც ჯილდო 33 წელი ეპყრათ, ფინალში დაამარცხეს ზელანდიის "კივებმა" და პირველად იჩემპიონეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
24-11
24:15

სფინქსივით გაქვავდნენ

   ჩრდილოური ტესტების მესამე ვიქენდზე "სამმა ერმა" ისევ ძლია "ექვსი ერის" სამი ბობოლა: ბრიტულ სლემს შეჭიდებულმა ზელანდიამ მეორე ტაიმში დაჯაბნა უელსი; შემართულმა აფრიკამ ტრიუმფის იუბილეზე უსასტიკესი მარცხი აგემა მოუქნელ ინგლისს; ავსტრალიამ სან დენზე შანსები გამოიყენა, ხოლო საფრანგეთი კიკერმა დავიდ სკრელამ დაღუპა, ირბ-მა კი წლის საუკეთესო მოთამაშედ უელსელი გარემარბი, შეინ ვილიამსი სცნო  >>>

შემდეგი

კვი
23-11
23:55

წინა

"ფაილოს" არ უთამაშია

   ეროვნული თასის ფინალში "აკადემიის" კვალად "ლელოც" გავიდა, ევროპის "ერთა თასის" ჩვენს მომდევნო დონეზე კი ჩეხეთმა შინ ბოლოსღა ძლია მოლდოვა, რის შედეგადაც ზამთრის არდადეგების წინ ხუთივე გუნდს მონაგრად თითო მოგება და წაგება უწერია  >>> 

შემდეგი

წინა

პარ
21-11
21:
00

თუ ფრედ დასრულდა

   შინაურ ასპარეზზე გასამართი სამი მატჩიღა დარჩა: ერთი ჩემპიონატში და ორიც თასზე  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
20-11
24:30

ყაიდას უკეთ ეწყობა

   ჩრდილოური ტესტების მესამე ვიქენდზე სამხრეთის "სამი ერის" ჯილა ზელანდია ევროპული "ექვსი ერის" ფალავანს, უელსს ებმის და შარშანდელი მსოფლიო თასის ფინალის რე-მატჩში ინგლისიც ერკინება აფრიკას, მაგრამ საკუთრივ თამაშს აშკარად სძალავს რეიტინგული არითმეტიკა, რაღაი მის მიხედვით უნდა მოხდეს 2011 წლის მსოფლიო თასისთვის ბობოლათა კალათებად განაწილება  >>>

კავკაზუსი ისევ რომ დალოკალდა, ახალი დილითღა აიტვირთა

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
19-11
[22:35]

ჰაკა ჰაკამდე

   ბრიტანულ სლემს შეჭიდებულმა ზელანდიამ ძველებურ, შუა კვირის მატჩში გაჭირვებით ძლია ირლანდიის მანსთერი, ვისაც "ოლ ბლექსი" 30 წლის წინ დაემარცხებინა; გამოქვეყნდა საგაისო ზე 14-ის განრიგი და გადაწყდა, რომ პლეი-ოფი კვლავაც კლასიკური სისტემით გაიმართოს, ჯარიმათა ნაცვლად კი წლევანდელივით დაინიშნოს თეფი  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
19-11
01:
40

მეგეთლენდზე რა გვინდოდა?

   მორაგბე "ბორჯღალოსნებს" ფათერაკი შეემთხვათ შოტლანდიური მინი ტურნეს მეორე, ბოლო მატჩში: კლუბ "ბარამიურის" ქარიანსა და მოუწყობელ "მეგეთლენდზე", 20 წუთის შემდეგ 0:19 რომ აგებდნენ "ედინბურგთან", შუქი ჩაქრა და თამაში ჩაიშალა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
1
8-11
2
2:25

სლეითერი საუკეთესოა

   ავსტრალიაში მიმდინარე 13-კაცა რაგბის მე-13 მსოფლიო თასის ფინალში მეზობლები, "კენგურუები" და "კივები" გავიდნენ და ამ შაბათს, ჩვენებურად დღის პირველის ნახევარზე, ბრისბენში, ტურნირში მეორედაც ებურთავებიან ერთმანეთს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
1
7-11
2
4:15

ვეღარაფერი დააკლეს

   ჩრდილოური ტესტების მეორე ვიქენდზე "სამმა ერმა" ბითუმად დაამარცხა ბრიტები: ავსტრალიამ ინგლისს შერკინებაში ტოლი აღარ დაუდო და ჯარიმები გაუტანა; აფრიკას შოტლანდიელ კიკერთა უზუსტობამ უშველა, ზელანდიამ კი ირლანდია მას მერეღა გატეხა, რაც რეფმა შესვენების წინ საჯარიმო ლელო უბოძა  >>>

შემდეგი

წინა

კვი
16-11
24:05

ისტორიული რეპორტაჟები

   "ერთა თასის" შვიდი დონიდან სამზე წლევანდელი პროგრამა გაილია. ჩვენს ექვსეულში ესპანეთს გაუძალიანდა ახალბედა გერმანია; შემდეგ საფეხურზე წინა სეზონში ხელმოცარულმა მოლდოვამ ფავორიტი ბელგია დაამარცხა; დაქვეითებულმა ჩეხებმა შინ წააგეს, მეხუთე ჯგუფში კი ლიტვამ მოსრა შვეიცარია  >>>

შემდეგი

წინა

შაბ
15-11
02:
45

მწარე სქოთური გაკვეთილი

   მეტოქემ არ დაგვზოგა, ჩვენ კი სუსტი გუნდი შევკრიბეთ და თავდადებაც აშკარად გვაკლდა. სქოთებმა შერკინებით რომ დაგვიბრიყვეს, თერთმეტი უპასუხო ლელო დაგვიდეს. ჰოდა, უთუოდ მოგვაძახებენ, ვიდრე ბობოლებთან გაჯიბრებას მოითხოვდეთ, ჯერ რაგბის თამაში ისწავლეთო  >>>

კავკაზუსი ღამით რომ ითიშებოდა, ახალი დილითღა იტვირთებოდა

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
14-11
[00:25]

ბურჯები მწყობრში დგანან

   ჩრდილოური ტესტების მეორე ვიქენდზე ორი ნუგბარი მატჩია: ინგლისი ავსტრალიას კვლავაც შერკინებით დაუპირებს დაჯაბნვას, ირლანდიას კი წინა 21 შეყრაზე ერთხელაც რომ ვერ უძლევია ზელანდია, ახლა ჯეელთა და "ქროუქ პარკის" იმედადაა  >>>

შემდეგი

წინა

ხუთ
13-11
21:
05

სქოთური გამოცდა

   ამპარტავანი ბრიტები აქამდე თავს არ გვიყადრებდნენ: მეოცე სეზონია, საერთაშორისო ასპარეზზე ვრაგბობთ, ისინი კი მხოლოდ წილისყრის გადამკიდე, მსოფლიო თასებზე, შვიდკაცებსა და ჭაბუკთა პირველობებზე თუ გვეთამაშებოდნენ. არადა, ირბ-ის რეიტინგში მეთოთხმეტენი ვართ და უკან მოგვიტოვებია როგორც დოვლათის მხრივ, ისე რაგბული ტრადიციით უფრო მდიდარი ქვეყნები  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
12-11
[22:
25]

ილია დაგვიბრუნდა

   ფრანგულ კლუბთა თავნებობის გამო შოტლანდიაში ჩასულმა საქართველომ კიდევ ოთხი მორკინალი მოისაკლისა, რის გასაბათილებლადაც ბორჯღალოსნებს მათი ლეგენდარული კაპიტანი, ილია ზედგინიძე დაემატათ  >>>

გამაჩანჩალებული ფუძემდებლები

   ბორჯღალოსნები პარასკევ ღამით, ჩვენებურად ათზე, გლაზგოში ერაგბებიან შოტლანდიას, ვინც მონაწილეობდა სულ პირველ ტესტში, მოიგონა შვიდკაცა, იყო ირბ-ის შექმნის მოთავე, სამეზობლოში პირველმა დაიწყო შინაური პირველობის გამართვა და მოიგო ბოლო "ხუთი ერიც", მაგრამ დღესდღეობით ბრიტანეთის მაჩანჩალაა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
11-11
23:
15

ევროპა დაიბრიყვეს

   ავსტრალიაში მიმდინარე 13-კაცა რაგბის მე-13 მსოფლიო თასზე გასამართი სამი თამაშიღა დარჩა, გასულ, მესამე ვიქენდზე კი ზღვისრეთის ოთხმა გუნდმა სათითაოდ ძლია ოთხი ევროპული, რაც იმის დასტურია, რომ რაგბი-ლიგა მულღაზანზრულ ჯიშზეა ზედ-გამოჭრილი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
10-11
2
3:45

სამშვიდობოს გაიყვანეს

   ჩრდილოური ტესტების პირველ ვიქენდზე აფრიკამ უელსის დაგვიანებულ მიძალებას გაუძლო; ავსტრალიამ ბოლოსკენ იღბლად აჯობა იტალიას; ზელანდიამ ბრიტანული სლემის პირველი წინაღობა დუბლებითაც დაძლია; საფრანგეთმა გონჯად გაასაღა არგენტინა, ინგლისისა და ირლანდიის ახალმა მწურთნელებმა კი ზეობა არიფთა რბევით გახსნეს  >>>

შემდეგი

სამეულები

წინა

კვი
9-11
20:
55

თასი და პრემიაც!

   ერთი წლის შემდეგ "ლოკომოტივმა" ჩემპიონობა დაიბრუნა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა ეროვნული პირველობის ფინალში ნაცად სტილში ძლიეს "ლელო", XXI საუკუნეში მეცხრედ გათამაშებულ "ბზის თასს" მეექვსედ დაეუფლნენ და პრემიად 350 ათასი უნდა შეირგონ  >>>

შემდეგი

წინა

კვი
9-11
12:35

ბურძგლას შეეხმიანენ

   რვა თვეში არაფერი შეცვლილა: "ერთა თასის" სტარტზე, რაიც 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევიცაა, რუსეთმა შინ ისევე დაანგრია ესპანეთი, როგორც მარტში; მეშვიდე ჯგუფში მოასპარეზე აზერბაიჯანს კი ზედიზედ მეორე თამაში ჩაეშალა  >>>

შემდეგი

წინა

პარ
7-11
19:
45

ვაკეში, ფინალზე, მეგობრებიანად

   კვირას, 9 ნოემბერს, დღის ოთხზე, ვაკეში, დიდ "ლოკომოტივზე" ეროვნული პირველობის ფინალია - "ბზის თასს" ლოკომოტივი და ლელო გაითამაშებენ, პარასკევს, 14 ნოემბერს კი, ჩვენებურად ღამის ათზე, საქართველო შოტლანდიის "ა" ნაკრებს გლაზგოში, 11-ათასა "ფერჰილზე", რიგიანი შემადგენლობით ეტესტება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
6-11
2
3:15

ზედიზედ სამი ლაივი

   შაბათს, ჩრდილოური ტესტების პირველ ვიქენდზე, ორი საათისა და 45 წუთის შუალედით, "გლობალზე" სამი მუღამიანი ლაივია: "ექვსი ერის" ჯილა უელსი მსოფლიოს ჩემპიონ აფრიკას იღებს; მაჩანჩალა შოტლანდია ზელანდიის დუბლს უხვდება; საფრანგეთი კი მასპინძლობს არგენტინას, ვისთანაც ბოლო შვიდ შეყრაზე ექვსჯერ დამარცხებულა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
5-11
22:
50

ცოცხალი, ჩანაწერი, რჩეული

   ავსტრალიაში მიმდინარე 13-კაცა რაგბის მე-13 მსოფლიო თასზე მასპინძელმა კენგურუმ, ზელანდიის კივის კვალად, ინგლისიც გააბურთავა და დამდეგ ვიქენდზე პაპუასეთსაც რომ ზედ მიაყოლებს, ნახევარფინალში ფიჯი - ირლანდიის ჯახში მოგებულს შეხვდება  >>>

შემდეგი

წინა

სამ
4-11
22:
25

პირველი თასი

   30 წლის წინ ქართულმა რაგბმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა: თბილისის "ლოკომოტივმა" საკავშირო თასი აიღო  >>>

ბოლო გაბრძოლებით

   ჩემპიონი ახალი გვეყოლება, რაღაი შარშანდელს, "ყოჩებს" ეროვნული პირველობის მცირე ფინალი დრამატულად მოუგო "ლელომ" და გავიდა დიდ ფინალში, სადაც კვირას ხელ-მეორედ დაეჭიდება ნახევარფინალში მჯობნ "ლოკომოტივს"  >>>

შემდეგი

წინა

ორ
3-11
22:
40

რიგში სხვებიც დგანან

   კივებმა და ოზებმა სამეზობლო, 77 წლის "ბლედისლოუს თასი" პირველად ჩაიტანეს აზიაში და ჰონკონგის სტადიონიც პირამდე აივსო, მაგრამ ცალკე ტენმა და ცალკეც პედანტმა ირლანდიელმა რეფმა წაახდინეს გასვლითი შოუ, რომელიც ტრადიციული გახდება  >>>

შემდეგი

წინა

კვი
2-11
22:55

გადაუღებელ წვიმაში

   შაბათს პირველ დონეზეც იწყება "ერთა თასი", რომელიც იმავდროულად 2011 წელს, ახალ ზელანდიაში დანიშნული VII მსოფლიო თასის შესარჩევია. მეორე დონეზე უკრაინამ ერთი ქულით წააგო ბელგიაში; მესამეზე ბოლო ორ ვიქენდზე ორი თამაში ვერავინ მოიგო; აფრიკაში კი დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, რომ საგაისო ნახევარფინალები მაინც სამართლიანად, შინ და გარეთ მოეწყოს  >>>

Free Web Hosting