ოქტომბერი 2008

ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

სამი ერი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
30-10
22:
20

ავტო-სადგომზეც შევეჯიბრებითო

   შვიდი კვირა გავიდა "სამი ერის" დასრულებიდან და სამხრეთელი ბობოლები, ჩემპიონი ზელანდია და მისი მარადი მეტოქე ავსტრალია, ჰონკონგში მართავენ "ბლედისლოუს თასის" მეოთხე შებმას, რათა ზეპური რაგბი ეკონომიკურად მზარდ აზიას თვალდათვალ დააჭაშნიკებინონ  >>>

ზუსტად ვერ ურტყეს

   ეროვნული პირველობის პლეი-ოფის სტარტზე წრიულ სტადიაზე დადგენილი რიგი არ დარღვეულა: ლოკომოტივმა ძლია ლელო და დიდ ფინალში გავიდა, ყოჩებმა კი აკადემია გააგდეს და მცირე ფინალში დიდის საგზურს ლელოს შეეცილებიან  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
29-10
23:
05

ფული კი, მიწა ჯერ ვერა!

   ქვეყანაში რაგბის ბუმია: ნახევარ წელში მოთამაშეთა რიცხვმა 21 პროცენტით იმატა, ის კი, ვისი ჯერიც არს, დანაპირებს ნაწილობრივღა ასრულებს - ეროვნული პირველობის მონაწილეთათვის გამოუყვია მსუყე საპრიზო ფონდი, მაგრამ ძნელად ემეტება უძრავი ქონება - მიწა, რომელზეც რაგბის მოედნები უნდა მოეწყოს  >>>

შემდეგი

წინა

სამ
28-10
23:
30

ლიგურად მუღამიან-ოღრაშული

   რაგბი-ლიგის მსოფლიო თასს, რომელიც ვიქენდზე ავსტრალიაში დაიწყო და 22 ნოემბრამდე გასტანს, რაგბულ ანალოგზე არა-ნაკლებ მუღამიანი ტრადიცია მოსდევს და ფორმულაც ოღრაშული დაუდგენია  >>>

შემდეგი

წინა

ორ
27-10
23:
20

სასტარტო ლელოთაცვენა

   ავსტრალიაში დაწყებულ 13-კაცა რაგბის მე-13 მსოფლიო თასზე ოთხი გემრიელი თამაში გაიმართა და 33 ლელოც დაიდო, მაგრამ შეჯიბრი ირბ-ულ ანალოგს ძაან ჩამორჩება გაქანებითა და ფანთა სიმრავლით  >>>

შემდეგი

წინა

 

შარქსის უტკბესი რევანში

   შაბათს, სამხრეთში გამართული საშინაო ფინალებიდან აფრიკულმა სანახაობრივად ძაან აჯობა ზელანდიურს, "ოლ ბლექსმა" კი საევროპოდ "ბოკეზე" კაც-მრავალი რაზმი შეადგინა, რაღაი ნოემბრის ტურნეზე ორით მეტ ტესტსა მართავს  >>>

შემდეგი

წინა

კვი
26-10
22:
15

ვივა, აკადემია!

   ეროვნული პირველობის წრიული სტადიის ბოლო რაუნდში აკადემია გახდა "ბზის თასის" პლეი-ოფის მეოთხე მონაწილე; უმაღლესი ლიგიდან გავარდა დინამო, მის ნაცვლად შემოვიდა ბათუმი, რუსთავი კი არმაზს ორ მატჩში შეეცილება ელიტაში თამაშის უფლებას  >>>

შემდეგი

წინა

პარ
24-10
23:
00

ღამის ათზე, ფერჰილზე

   დასრულდა გულის გამაწვრილებელი ლოდინი: როგორც ბრიტებს ჩვევიათ, შოტლანდიის რაგბის კავშირმაც სამუშაო კვირის ბოლოსღა გამოაცხადა, რომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - თავის "ა" (მეორე) ნაკრებს ახვედრებს საქართველოს, ვინც თურმე "მზარდი სარაგბო ქვეყანაა და ირბ-ის რეიტინგშიც მე-14 ადგილზეა  >>>

შემდეგი

წინა

ხუთ
23-10
22:15

საზიარო, ოზურ-გელური წესებით

   პერთსა და მელბურნში მარადონა არ ჩასულა, მაგრამ ამა და იქეთა პარასკევსაც გემრიელ სეირს ელის პუბლიკა: ავსტრალია ირლანდიას "კორმაკ მაკანალენის თასზე" ორჯერ ებურთავება "საერთაშორისო წესებით"  >>> 

შემდეგი

13 ქართველი
წინა

ოთხ
22-10
23:25

შნო რომ გვქონოდა

   ოვალური ბურთის ტრფიალი "გლობალის" აბონენტები ნუგბარის ნაკლებობას არ უჩივიან: ვიდრე ევროპაში ნოემბრის ტესტობა გაჩაღდებოდეს, ავსტრალიაში დაიწყება 13-კაცა რაგბის მე-13 მსოფლიო თასი, რომელშიც შნო რომ გვქონოდა, ვიბურთავებდით  >>> 

შემდეგი

წინა

სამ
21-10
22:15

ორჯერ დაეჯახნენ

   შაბათს საშინაო ფინალებია ჯერ ახალ ზელანდიაში და მერე სამხრეთ აფრიკაში. ორივეგან პირველ ადგილზე გასული გუნდი მეორეს იღებს. ნაფინალევს გამოქვეყნდება "ოლ ბლექსისა" და "ბოკეს" რაზმები. ჰოდა, მწვანე კვართი რომ შეურაცხყო, აფრიკას ევროპულ ტურნეზე ვერ დაემგზავრება თეთრი მღლეტელი ლუკ ვოთსონი  >>> 

შემდეგი

წინა

 

საფინიშო კითხვები

   საშინაო პირველობის წრიული სტადიის ბოლო რაუნდში სამი საჭირბოროტო საკითხი წყდება: უმაღლესიდან ვინ გავარდება პირდაპირ, საჩემპიონოდ ვის ეყოფა ორი რკენის მოგება და ვინ გახდება პლეი-ოფის ბოლო, მეოთხე მონაწილე  >>> 

შემდეგი

წინა

ორ
20-10
23:25

კომიქსებიანი ჯინსებით

   საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მეორე რაუნდის შემდეგ, ხუთ პულს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და ერთსაც საზიარო, უფრო ზუსტად კი, შვიდ დაწინაურებულში ირლანდიური, ფრანგული და ინგლისურია ორ-ორი გუნდი, ხოლო ერთი უელსისაა  >>> 

შემდეგი

კვი
19-10

წინა

მაინც ერთ წრედ

   2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში ბრაზილიამ შინაც, სან პაულუს მახლობლად, ძლია ტრინიდადი და შემდეგ რაუნდში გავიდა, ევროპაში კი მეორედაც იმარჯვა სომხეთმა, ვინც "ერთა თასის" მეოთხე დონეზე თუმც ასპარეზობს, ირბ-ის სრულუფლებიანი წევრი ვერაა და ამის გამო, ზელანდიაში ვერასგზით ვერ მოხვდება  >>> 

შემდეგი

ხუთ
16-10

წინა

ბორჯღალოსანთა სამჭედლო

   ჭაბუკთა პირველობები ის ასპარეზია, სადაც მომავალი ბორჯღალოსნები და ლეგიონერები იდგამენ ფეხს. ბიჭებმა სეზონი მაისში გახსნეს და არდადეგების შემდეგ, სექტემბერში განაახლეს. ორივე ასაკში უკვე დასრულდა წრიული სტადია და შეჯიბრის მშვენებამ, პლეი-ოფმა მოატანა  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
1
5-10

"ბათუ მასწი" 60 წლისაა!

   ჭეშმარიტად დალოცვილია ქართული რაგბი, თავის წიაღში ამდენი გამორჩეული პიროვნება რომ გამოუზრდია. მათ ახლობელთა და კოლეგათა სიყვარული არასოდეს ჰკლებიათ, მაგრამ წლეულს იუბილეთა განსაკუთრებული სიმრავლეა: ივნისში თემურ ბენდიაშვილს შეუსრულდა სამოცი, აგვისტოში რამაზ სანებლიძეს, აწ კი ბათუ კევლიშვილსაც  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
14-10
23:
25

ბოკეს კვლავ მიდგნენ

   ერთი წელი გავიდა, რაც სამხრეთი აფრიკის "ბოკემ" რაგბის მსოფლიო თასი მოიგო, მაგრამ თუ ზანგ პოლიტიკანებს გაუვიდათ, გუნდს გაისიდან თიკუნი შეეცვლება და "პროთეა" დაერქმევა  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
13-10
22:40

თვალდათვალ ვერ იხილეს

   საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მფლობელმა, სამხრეთი ირლანდიის "მანსთერმა" ახალი სეზონის სტარტზე გაჭირვებით ძლია საფრანგეთის "მონტობანი"; გალეთისვე "ტულუზმა" თვალ-სასეირო ბურთაობა ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მოუგო ინგლისის "ბასს"; სულ კი ორ ევროპულ ტურნირში ოთხმა ჩვენებურმა ირაგბა  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
12-10
19:50

სამბა კალიფსოს ჯობია

   2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში ბრაზილიამ სტუმრად, მალაბარში, 23 ქულით (ლელოებით 4/1) მოსრა ტრინიდადი და ამ შაბათს მასვე სან პაულუშიც რომ ეთამაშება, ნაღდად გავა შემდეგ რაუნდში, სადაც გაისად ურუგვაი და ჩილე დაუხვდებიან  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
10-10
[20:40]
[ოლი]
 

"თბილისის" მეორედ დაბადება

   ქართულ რაგბს ახალი კერა შეემატა: ვეტერანთა ძალისხმევით აღდგა "თბილისი", ვინც 1981, 1987 და 1994 წლებში საქართველოს ჩემპიონი იყო. განახლებული კლუბის პრეზიდენტია მიხეილ რობიტაშვილი, მთავარი მწურთნელი მიხეილ ბურძგლა, დამფუძნებელთა სიაში კი რაგბის თემის ბლომად ავტორიტეტს შენიშნავს საზოგადოება  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
9-10
 

არა გულადნი, არამედ წუწურაქები

   შოტლანდია გულადობაზე კი დებს თავს, მაგრამ აღარ ჩამოდის. სამაგიეროდ, ბობოლებთან თამაშს დანატრებული ბორჯღალოსნები მიდიან მესტვირეთა ქვეყანაში, რათა მეორე ნაკრებს ერაგბონ, რაღაი პირველი არა გვკადრულობს. შვიდკაცასაც გამოუჩნდა მსოფლიო სერიის წყვილი ტურნირი. ამეების გამო ისევ შეიცვალა საშინაო კალენდარი: ჩემპიონატი შოტლანდიამდე დასრულდება, თასი კი ნაშვიდკაცევს  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
7-10

"შევარდენის" შემოქმედი

   ახლახანს 60 წელი შეუსრულდა ქართული რაგბის ვეტერანს, რამაზ სანებლიძეს, ვინც ტოლებში იმითაა გამორჩეული, რომ წარმატებას ერთბაშად სამ ამპლუაში - მოთამაშედ, მწურთნელადა და მენეჯერად მიაღწია. ვაგლახ, რომ რამაზის იუბილე ქვეყნისთვის მძიმე პერიოდს დაემთხვა, მაგრამ თქმულა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ჰოდა, აღზრდილთა და მეგობართა სახელით, ახლაღა ვულოცავთ დღეობას და მზე-გრძელობას ვუსურვებთ  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
6-10
[22:3
5]

ევროპა შეათვალიერეს

   სამხრეთის "სამი ერის" მომგები ბობოლა "ოლ ბლექები" ზელანდიის პირველობაში, "ეარ ნიუ ზილენდის" თასში ახლაღა, პლეი-ოფში ებმებიან, ორმა მათგანმა - დენ კარტერმა და რიჩი მაკქოუმ კი უქმობისას ევროპა მოიხილა და იქაურობას გაეცნო  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
5-10
21:
25

მოლის წაუქცევლად

   ჭაბუკი ბორჯღალოსნები პოლონეთიდან რომ დაბრუნდნენ, კაცთა შინაური პირველობა განახლდა და ჩემპიონმა "ყოჩებმა" ავჭალაში, "სინათლეზე" მარცხი აგემეს ლიდერ "ლოკომოტივს", რითაც პლეი-ოფში გამსვლელ ოთხეულში შეიჭრნენ  >>> 

შემდეგი
წინა

 

მეოცის იარლიყისთვის

   მსოფლიო თასის შესარჩევში "ერთა თასის" ელიტიდან ორი წლის წინ გავარდნილმა უკრაინამ სტუმრად ძლია მეორე დონეზე დაბრუნებული პოლონეთი; ისრაელმა კვიპროსს მოუგო გადასასვლელი და მეექვსე დონეზე დარჩა; ირბ-მა კი მეშვიდე ევროპული დონე პროცესიდან მთლად ამოშალა და რეპეშაჟის ფორმატიც გამოაქვეყნა  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
3-10
[20:3
5]

არაა ვილკოს საშველი

   კი მიეძალა 2003 წლის რაგბის მსოფლიო თასის გმირი ჯონი ვილკინსონი ქვანტურ ფიზიკასა და ბუდიზმს, მაგრამ მორიგი ტრავმა მაინც მიეწია: სამშაბათს, პრემიერშიპის გადმოტანილ რაუნდში, ლეგენდარული 10 ნომრის ნიუკასლმა გლოსთერში 23:39 რომ წააგო, "ვილკოს" ეღრძო მარცხენა მუხლი, რის გამოც ინგლისის სანოემბრო ტესტები გაუცდება და მწყობრში საახაწლოდღა ჩადგება  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
2-10
22:00

თეფით თუ უთეფოდ?

   რომ ახლოვდება ნოემბრის ტესტები, რაგბეთში თანდათან იძაბება ვითარება: ახალი ზელანდია და ავსტრალია ყაბულს არიან, "გასვლითი ბლედისლოუ" სამხრეთული "ჰიბრიდის" ნაცვლად ირბ-ის "საცდელი წესებით" ითამაშონ, ალიანსის მესამე წევრი, სამხრეთი აფრიკა კი საგაისოდ ჰიბრიდზე ერთიანად ხელის აღებას ითხოვს, რაღაი "დამატებით სამ წესს" დანარჩენი რაგბეთი არ იყენებს  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
1-10
23:10

ოთხი ევროპელი!

   საერთაშორისო საბჭომ (ირბ) გამოაცხადა ხუთი მობურთალი, რომელთაგან უკეთესი კვირას, 23 ნოემბერს, ლონდონში, "ოულდ ბილინგს გეითში" 2008 წლის ოსკარით დაჯილდოვდება  >>> 

Free Web Hosting