ბოკეს კვლავ მიდგნენ

ბოკეს კვლავ მიდგნენ

   ერთი წელი გავიდა, რაც სამხრეთი აფრიკის "ბოკემ" რაგბის მსოფლიო თასი მოიგო, მაგრამ თუ ზანგ პოლიტიკანებს გაუვიდათ, გუნდს გაისიდან თიკუნი შეეცვლება და "პროთეა" დაერქმევა.

ბოკე ქურციკს ნიშნავს, პროთეა კი უდაბნოს ვარდისფერი ყვავილია. აპარტჰეიდის გადავარდნის შემდეგ მოწიფულმა ზანგებმა ბევრჯერ შეუტიეს რასიზმის ხატად შერაცხულ ნიშანს, მაგრამ ამასობაში არა-თეთრთა ახალი თაობა წამოიზარდა. ჰოდა, მისთვის ბოკე ისევე წმინდა და სანუკვარია, როგორც ბურული და ინგლისური წარმომავლობის აფრიკელთათვის.

და მაინც, ვეტერანი ზანგები თავისას არ იშლიან, რესპუბლიკის ყველა სპორტულ ნაკრებს ერთი სახელი უნდა ჰქონდეს, ოდენ რაგბში შემორჩენილი ბოკე კი ამ დიად მიზანს ეწინააღმდეგება და საზოგადოებასაც ორად თიშავსო. რაგბის თემი, პირიქით, ამტკიცებს, მსოფლიო თასის აღებისას გამოჩნდა, თუ ბოკე რა გაქანების ბრენდია და ყველასთვის რაოდენ მისაღებია, მისი უარყოფა კი კომერციულადაც კატასტროფული ნაბიჯი იქნებაო.

ზანგთაგან სხვებზე მეტად კვლავ პარლამენტის სპორტის კომისიის შეფი, ბუტანა კომფელა აქტიურობს. მორიგი თათბირის შემდეგ მან მედიას ამცნო, გადაწყვეტილება მიღებულია და რაგბის ნაკრებს ნოემბრის ტურნეზე ბოლოჯერ ერქმევა ბოკეო. კავშირმა ამაზე ფრთხილი კომენტარი გააკეთა, ესაო და საკითხი თათბირის დღის წესრიგში თავიდან რომ არ ეწერა, დისკუსიაში მაგიტომ აღარ ჩავებით, ისე კი, მმართველი პარტია, "აფრიკის ეროვნული ყრილობა" (ეიენსი), მანდელას ხანიდან მხარს ბოკეს უჭერსო.

გული მერევაო

გავიდა ამ წაკეჭნავებიდან ორი დღე და ვებ-მედიამ მორიგი სენსაცია დააქუხა, კეიპტაუნის "სტორმერზის" ლიდერი და ბოკეს სამარქაფო მღლეტელი, ლუკ ვოთსონი ჩვენი რაგბის უბედურების სათავედ მასში "ჰოლანდიელთა" პარპაშს მიიჩნევს; ნაკრებში თავს თეთრ ყვავად გრძნობს და ბოკეს კვართის დანახვაზეც გული ერევა, მაგრამ გუნდში იმიტომ რჩება, რომ მებრძოლთა თაობებს ბლომად სისხლი უღვრიათ ამჟამინდელი თანასწორობის მისაღწევადო.

ვოთსონი თეთრია. მამამისი ჩიქი გაგანია აპარტჰეიდის ხანაში დისიდენტობდა: ბოკეში გასინჯვაზე უარი თქვა, სანაცვლოდ კი ზანგთა რეზერვაციებში იპარებოდა და იქაურებს რაგბს ათამაშებდა. თავად ლუკი უნიჭიერესი მობურთალია, მაგრამ მისი ყაიდა ვერ ესადაგება ბოკეს ტრადიციულ, პირდაპირ, ზე-ხისტსა და აგრესიულ სტილს, რის გამოც, ხელისუფლებიდან ლობირების მიუხედავად, ჯეიქ ვაითმა ბოლო მსოფლიო თასზე მაინც არ წაიყვანა.

შინაურულ საუბარში

საითის თანახმად, ლუკს ზემოთ-მოტანილი ათი დღის წინ, კეიპტაუნის უნივერსიტეტში გამართულ ფესტივალზე უთქვამს. საზოგადოებას მორაგბის ტირადაში ყველაზე მეტად აფრიკანერთა "ჰოლანდიელებად" მოხსენიება ემწარებოდა, რადგან ეგ იგივეა, ზანგს "კაფირი" რომ უწოდო. ვოთსონი ამბობს, რაცა ვთქვი, ყველაფერი შინაურულ საუბარში, არა გამოსაქვეყნებლად, და აფრიკანერთა შეურაცხყოფა აზრადაც არ მომსვლიაო.

ლუკმა თავის გასამართლებლად გაიხსენა, რომ ბურული სისხლი ურევია: დედის დედა ფანრენსბერგი ჰყავდა, მამის ბებია სხუმანი, ბიცოლა კი სვონეპული. პოლიტიკოსებმა შარშან ძალად რომ ააყვანინეს ნაკრებში, ვოთსონი გრძნობდა, რომ კოლეგები ამრეზით უცქერდნენ. რაც შეეხება ციტატათა კონტექსტიდან ამოგლეჯასა და სენსაციის ძიებას, მორაგბე ამ ყველაფერს უზნეობად მიიჩნევს, მისი ვექილი კი სამხილის არა-ლეგიტიმურობას "აწვება".

>>>     აფრიკის "ქარრის თასი"

ნახევარფინალი

<<    შარქსი (1) 29:14 ლაიონზი (4)

2ლ: 8 კანკოვსკი, 10 მიშალაკი; 2გ: 9 პინარი; 5ს: პინარი ოთხი, 12 ფ.სტეინი (მესამე) - 2ლ: 12 ლახრანჟი, 13 ფური; 2გ: 15 როუზი, 9* იონკი

რეფ მ.ლორენსი - 3:0(5) 6:0(8) 13:0(13) 13:7(19) 20:7(21) 23:7(27) 26:7(39) / 29:7(62) 29:14(80)

<<    ბლუ ბულზი (2) 31:19 ჩიტაზი (3)

3ლ: 11 ჰაბანა, 14 მამეცა, 5 მეტფილდი; 2გ 3ს ა: 10 მ.სტეინი - ლ: 11 ნოკვე; გ 4ს: 10 პოტხიტერი

რეფ იუბერი - 0:3(6) 3:3(8) 6:3(12) 6:6(14) 6:9(16) 11:9(18) 14:9(39) 21:9(40+) / 21:12(51) 28:12(54) 28:19(67) 31:19(80ა)

<<    ფინალი

შაბ 25/10 შარქსი - ბლუ ბულზი: დურბანი 18.00 საქ * რეფ კაპლანი

>>>    "ეარ ნიუ ზილენდის" თასი

მეოთხედფინალი

<<    ქენთებრი (2) 48:10 ტასმანი (7)

7ლ: 13 ლაულალა, 8 რიდი, 10 სლეიდი, 14 პ.ვილიამსი ორი, 15 ჰემილტონი, 11 ჯ.პატერსონი; 5გ: სლეიდი 4, 10* გარდი; ს: სლეიდი - ლ: 11 პელენისი; გ ს: 10 ნიკორა * რეფ ვაითი

<<    ველინგტონი (1) 50:30 თარანაქი (8)

7ლ: 15 ჯეინი ორი, 12 ნონუ, 11 ჰ.გიარი, 4 ფილიპო, 13 ელისონი, 8 თ.ვოლდრომი; 6გ ს: 10 ვიპუ - 3ლ: 14 პერესი ორი, 12 ჰეივუდი; 3გ 3ს: 10 რიპია * რეფ ბ.ლორენსი

<<    ბეი ოვ ფლენთი (4) 11:45 საუსლენდი (5)

ლ: 12 ჰანთი; 2ს: 10 დელენი - 6ლ: 11 ტეფარე ორი, 9 ჯ.ქოუანი, 4 ბეკჰეისი, 10 სტიუარტი, 12 კავაუ; 6გ ს: სტიუარტი * რეფ ვოლში

<<    ჰოქს ბეი (3) 31:28 ვაიკატო (6)

4ლ: 13 შუმარკი ორი, 11 გილდფორდი, 7 ლოუ; 4გ ს: 10 ბერქვისთი - 4ლ: 12 ვილისონი, 11 სივივატუ, 7 ჰარდინგი, 13 კაჰუი; 4გ: 10 ბრუსი * რეფ მანრო * I ტაიმი 28:0

<<    ნახევარფინალი

პარ 17/10 ველინგტონი - საუსლენდი * რეფ ვოლში

შაბ 18/10 ქენთებრი - ჰოქს ბეი * რეფ ლორენსი

ფინალი: შაბ 25/10 (სამივე 10.35 საქ)

<<< >>> 

Free Web Hosting