"ბოკემ" ნავსი გატეხა

"ბოკემ" ნავსი გატეხა

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეორე ეტაპზე ორმაგი ნავსი გატეხა სამხრეთმა აფრიკამ - პირველად გაიმარჯვა შინ და პირველადვე მოიგო ზედიზედ ორი ტურნირი, ჩვენმა ბიჭებმა კი, დუბაის დარად, ჯორჯშიც ხუთივე მატჩი წააგეს და ბოლოსწინა ადგილი გაიყვეს, ოღონდაც არა შოტლანდიასთან, არამედ ტუნისთან.

ჯორჯი კონცხის გაგრაა - აქეთ მთა და იქეთ ზღვა. კურორტზე ორი დღე არ დამცხრალა საზაფხულო დროსტარება - "უტენიკვა პარკის" გარშემო მწვადის წვა და ლუდის სმა, რის გამოც ტრიბუნები "ბოკეს" თამაშის მოახლოების კვალად ივსებოდა და დასრულების შემდეგ, მომდევნო გამოსვლამდე ცარიელდებოდა.

"ქართულმა შვიდკაცამ" პარასკევს თანდათან უკლო და საღამოს შტატებთან განადგურდა, შაბათს კი, თავისი დონის მეტოქეებთან, გულიანად იბრძოლა და ორ მატჩში ხუთი ლელოც გაიტანა. "შოუთაიმზე" ნანახის მიხედვით, სხვებზე უკეთ იბურთავეს კაპიტანმა გიორგი შკინინმა და ლაშა ხმალაძემ, მაგრამ ეგეც ცხადი იყო, რომ მზარდ გუნდს წრთობა, შვიდკაცის სწავლა და მუდმივი პრაქტიკა ჭირდება.

სთიქმა ძღვენი შეიშნო

"ერთა თასის" მონაწილეს გრანდებთან შვიდკაცაობა რომ ხელეწიფება, ეგ ევროპის 6-გზის ჩემპიონმა, პორტუგალიამ დაამტკიცა - პულში სამივე თამაში მოიგო, მაგრამ ბოლოს სინსაც ვერ შეწვდა. სენსაცია გამოაცხო შტატებმაც, ვინც პირველად ჩაუქობს რვავე ტურნირში - ავსტრალია ძლია და ფიალაზე გაამწესა.

თასის ფინალამდე იაპებმა და კივებმა უპრობლემოდ მიატანეს. გაჩაღდა არა შვიდკაცა, არამედ დიდი რაგბი, ოღონდაც შვიდ-შვიდი კაცით. "ოლ ბლექს სევენსი" კაპიტანმა დიჯეი ფორბსმა დააწინაურა, ცქნაფა ხიო აპლონის გარღვევა კი რენფრედ დეიზელმა დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში რასობრივად ჭრელი "ბოკე" მიეძალა სტუმრებს, მაგრამ ესენი მანამდე დაუდგნენ მაგრად, სანამ წითელ ზოლში თავიანთი შერკინება არ წააგეს. ძღვენი შეიშნო აფრიკის კაპიტანმა მზვანდილე სთიქმა. მერე რობერტ ებერზონმა ცოტათი ააცილა არეკნი და "ბოკემ" ზელანდია სირენამდე მისსავე ნახევარზე გამოკეტა.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის X სეზონი

II ეტაპი. 5-6/12 ჯორჯი (აფრიკა)

ბოლო პულური რაუნდი

(ა) ზელანდია 19:7 ინგლისი
(ბ) აფრიკა 17:7 ავსტრალია
(გ) ფიჯი 26:7 არგენტინა
(დ) სამოა 17:12 კენია

მოულოდნელობანი

(დ) კენია 12:14 პორტუგალია
(დ) სამოა 17:19 პორტუგალია
(დ) უელსი 17:19 პორტუგალია
(ბ) ავსტრალია 26:28 შტატები

მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 36:7 შტატები (ბ2)
პორტუგალია (დ1) 19:28 არგენტინა (გ2)
ფიჯი (გ1) 19:12 სამოა (დ2)
აფრიკა (ბ1) 17:12 ინგლისი (ა2)

ნახევარფინალი (ქულა)

(სინი)
პორტუგალია 24:7 შტატები (4)
ინგლისი 20:19 სამოა (4)

(თასი)
ზელანდია 26:5 არგენტინა (12)
აფრიკა 21:7 ფიჯი (12)

ფინალი (ადგილი)

ფარი (XIII) ზიმბაბვე 26:0 შოტლანდია
ფიალა (IX) საფრანგეთი (2) 21:12 ავსტრალია
სინი (V) ინგლისი (8) 24:7 პორტუგალია (6)
თასი (I) აფრიკა (20) 12:7 ზელანდია (16)

საქართველო -

(პულში) ავსტრალია 5:26
აფრიკა 5:31, შტატები 0:38
(ფიალაზე) საფრანგეთი 15:33
(ფარზე) შოტლანდია 12:17

კიბე

აფრიკა 40 (2თ: დუბაი ჯორჯი) ზელანდია 28; ინგლისი ფიჯი 24; არგენტინა 16, სამოა 12, პორტუგალია 8, კენია 6; ავსტრალია შტატები 4; საფრანგეთი 2

გასამართია

06-07/02   ველინგტონი (ზელ)
14-15/02   სან დიეგო (აშშ)
27-29/03   ჰონკონგი (ჩინ)
04-05/04   ადელაიდა (ავს)
23-24/05   ლონდონი (ინგ)
30-31/05   ედინბურგი (შტლ)

თასი (1999-2008, 78 ეტაპი)

ზელანდია 35, ფიჯი 13, ინგლისი 11, აფრიკა 10, ავსტრალია 4, სამოა 3; არგენტინა საფრანგეთი 1

<<< >>> 

Free Web Hosting