კარტერი ფასს ამართლებს

კარტერი ფასს ამართლებს

   ევროპული რაგბის საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მეოთხე რაუნდში პირველმა დაძლია 1000 ქულიანი მიჯნა "მანსთერის" მგეზავმა რონან ოგარამ; "პერპინიანს" პირველსავე მატჩში არგო "ოლ ბლექმა" დენ კარტერმა; ამისმა დუბლიორ-ყოფილმა ნიკ ევანსმა ლონდონის "ჰარლიქვინზს" მეორედაც დაამარცხებინა პარიზის "სტადი", საშობაო არდადეგებს კი ოთხ-ოთხი მოგებით სამმა ლიდერმა უწია.

<<    08-12    ყეენობა მოკანკანეებით
<<   
20-10    კომიქსებიანი ჯინსებით
<<    13-10    თვალდათვალ ვერ იხილეს

წინა ვიქენდზე ნათამაშევი წყვილები საპასუხო რკენებს რომ მართავდნენ, რევანშის აღება მხოლოდ ოთხმა გუნდმა - მანსთერმა, პერპინიანმა, კასტრმა და მონტობანმა მოახერხა.

პირველი სამხრეთი ირლანდიის კლუბია და თასის მფლობელია. მისი ფრანგი სტუმარი "კლერმონი" 50 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდა საწყის მეოთხედში ამტყდარ მუშტი-კრივში კანადელი ჯემი ქადმორის წითლით გაძევების გამო, მაგრამ ბოლო ხუთ წუთამდე მაინც იგებდა.

მერე კელტმა ფლანკერმა ნაიალ რონანმა 15 ნომრის პოზიციაზე ბურჯი დავით ზირაქაშვილი შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო, ოგარამ კი გარდასახვა კიდიდან გაიტანა და ჰაინეკენური მონაგარი ზღაპრულ, 1001 ქულას უსწორა.

ბუჩი აცდენდა

პერპინიანი კატალანის სპორტული ხატებაა, ზელანდიის კავშირის დასტურით კლუბში ექვსი თვით ჩაწერილი კარტერი კი მატჩში 34 600 ევროს იღებს. ვარსკვლავმა ექვსი გოლით 16 ქულა მოკრიფა ინგლისის "ლესთერთან", ორი აბრაგანი მოხსნა, 14-ჯერ შებოჭა მეტოქე და გუნდიც იხსნა, როცა ირლანდიელი ჯორდან მერფი ზედ ლელოსთან გააჩერა, მაგრამ კინაღამ დაშავდა, რაღაი ჰარი ელისმა მოწაში შუბივით ჩაასო.

კასტრისგან დუბლინის "ლენსთერის" ძლევაში ლამის ბოლომდე მონაწილეობდა კვაჭი აქვსენტ გიორგაძე, ფრანგი "ტყის კაცის", სებასტიან შაბალის დაჯარიმების შემდეგ კი ჩრდილო ინგლისის "სეილს" გადამწყვეტი გოლი მონტობანის რუმინელმა 9 ნომერმა, პეტრე მიტუმ შეუგდო.

ლონდონის "ვოსფსს" ედინბურგთან ყველა ქულა დეივ ვოლდერმა შესძინა, ვინც ფაღარათ-შეყრილი დენი სიპრიანის ნაცვლად 10 ნომრად დაიწყო, ბასმა კი გლაზგოს მოუგო იმის მიუხედავად, რომ "ფერჰილზე" სამჯერ ჩამორჩა და სამხრეთ აფრიკელი კიკერი, ბუჩ ჯეიმზიც კარს ზედიზედ აცდენდა და მეტოქეს ლელოც აჩუქა.

29 ფაზა და არეკნი

ჰაინეკენის სამგზის მფლობელ ტულუზს მეხუთე წუთზევე დაემტვრა 10 ნომერი დავიდ სკრელა, მაგრამ უმალ უფრო მაგარი მობურთალი, აფრიკიდან დაბრუნებული ფრედერიკ მიშალაკი ჩააბა ბრძოლაში. კარდიფი მეთხუთმეტედ ჩაბრძანდა საფრანგეთში და ოდენ მეორედ მოიგო, უმცროს, ოდენ 20-გუნდა "ჩელენჯზე" კი სამი მულღაზანზრელით გაძლიერებულმა ბუქარესტის "სტეჟარმა" სტუმრად ძლია იტალიის "პადოვა", ვისთანაც შინ წაეგო.

რაუნდი დაამშვენა "ჰარლიქვინზისგან" "სტადის" ძლევამ. ქარსა და წვიმაში საომარი სამი წუთი რომ რჩებოდა, პარიზი ერთით იგებდა, მაგრამ იტალიელმა კაპიტანმა, ფლანკერმა სერჯო პარისემ ბურთს ფეხი დაკრა და მეტოქეს გადააბარა. ჰოდა, "ჯამბაზებმა" პასუხად 29 (ოცდა ცხრა!) ფაზა აკინძეს, ორჯერ დააპირეს და გადაიფიქრეს არეკნი, ნიკ ევანსმა ორი გარღვევა მოაწყო, ზანგმა უგო მონიემ ლამის ლელოს უწია, ბოლოს კი კივმა მგეზავმა მაინც არეკნი დაკრა და ვიდეო-რეფმა დაუმტკიცა გამარჯვების გოლი.

>>>     XIV "ჰაინეკენის თასი". მეოთხე რაუნდი
^ პრემია, * შემცვლელი

პირველი პული

<<    მანსთერი (ირლ) 23:13 კლერმონ ოვერნი (სფრ)

3ლ: 8 დ.ვოლესი, 1 ჰორანი, 7 რონანი; გ 2ჯ: 10 ოგარა სბ 5 ოკონელი - ლ: 14 მალზიო; გ 2ჯ: 10 ბრ.ჯეიმზი წბ 4 ქადმორი

რეფ ვაითი (ინგ) - სბ*წბ(18) 3:0(19) 3:3(22) 6:3(25) 11:3(38) / 11:6(49) 11:13(59) 16:13(76) 23:13(78)

! დავით ზირაქაშვილი (კლრ 3) 46-ე წუთზე შევიდა

<<    მონტობანი (სფრ) 16:12 სეილ შარქსი^ (ინგ)

ლ: 11 ნდელასაუ; გ: 10 როზალანი; 3ჯ: როზალანი 2, 9* მიტუ - 4ჯ: 10 ჰოჯსონი

რეფ ალენი (შტლ) - 0:3(3) 3:3(6) 10:3(30) 10:6(40) / 13:6(49) 13:9(51) 13:12(55) 16:12(77)

! გოდერძი შველიძეც (მტბ 1) 46-ე წუთზე შევიდა

<<    კიბე: მანსთერი 13, სეილი 11, კლერმონი 8, მონტობანი 6

მეორე პული

<<    კასტრი (სფრ) 18:15 ლენსთერ ლაიონზი^ (ირლ)

6ჯ: 10 ლაგარდერი სბ 13 ს.კეფუ - 2ლ: 15 დემფსი, 10 სექსთონი; გ: სექსთონი; ჯ: 10* ფ.კონტეპომი

რეფ პირსონი (ინგ) - 0:7(4) 3:7(11) 6:7(19) 9:7(26) 9:12(300) / 9:15(51სბ) 12:15(60) 15:15(65) 18:15(69)

! აქვსენტ გიორგაძე (კსტ 2) 77-ე წუთზე შეცვალეს

<<    ლონდონ ვოსფსი (ინგ) 19:11 ედინბურგი (შტლ)

ლ გ 4ჯ: 10 ვოლდერი - ლ: 15 საუსველი; 2ჯ: 10 გოდმენი, 10* დ.ბლერი

რეფ ქლენზი (ირლ) - 7:0(12) 7:5(26) 7:8(40) / 10:8(42) 13:8(49) 16:8(63) 16:11(67) 19:11(72)

<<    კიბე: ლენსთერი 15, ვოსფსი 12, კასტრი 5, ედინბურგი 4

მესამე პული

<<    ბენეტონ ტრევიზო (იტა) 16:36 ოსფრიზი^ (უელ)

ლ: 15 ბრ.ვილიამსი; გ 3ჯ: 10 მარკატო სბ 7 ლოუ - 5ლ: 13 პარკერი (1 5) 3 ად.ჯოუნზი, 6 ჯ.თომასი, 8 ტიატია; 4გ: 10 ჰუქი 3, 10* ბიგარი; ჯ: ჰუქი

რეფ დიბნი (ინგ) - სბ(6) 0:3(10) 0:8(13) 0:15(17) 0:22(25) 3:22(29) 10:22(34) / 13:22(44) 16:22(50) 16:29(56პ) 16:36(80)

<<    პერპინიანი (სფრ) 26:20 ლესთერ თაიგერზი^ (ინგ)

2ლ: 6 ხ.ბრიცი; 2გ 4ჯ: 10 კარტერი - 2ლ: 6 კროფთი, 14 ჰემილტონი; 2გ 2ჯ: 10 ფლადი

რეფ ლუისი (ირლ) - 0:3(3) 3:3(11) 10:3(14) 13:3(24) 16:3(35) 16:10(38) / 23:10(47) 23:13(54) 23:20(67) 26:20(75)

<<    კიბე: ოსფრიზი ლესთერი 15; პერპინიანი 9, ტრევიზო 0

მეოთხე პული

<<    ჰლანეჰლი სქარლეთსი (უელ) 16:16 ალსთერი (ირლ)

ლ: 14 დენიელი; გ 3ჯ: 10 სთ.ჯოუნზი - 2ლ: 10 ი.ჰამფრიზი, 12 პ.ვოლესი; ჯ ა: ჰამფრიზი

რეფ პუატე (სფრ) - 0:3(12ა) 3:3(18) 3:8(24) 3:13(33) / 10:13(46) 13:13(63) 13:16(71) 16:16(78)

<<    ჰარლიქვინზი (ინგ) 19:17 სტად ფრანსეზი^ (სფრ)

ლ: 12 თერნერ-ჰოლი; გ 3ჯ ა: 10 ნ.ევანსი - ლ 3ჯ: 9 ულსხიხი; ა: 15 ერნანდესი

რეფ ოუენსი (უელ) - 3:0(2) 3:3(6) 3:8(10) 3:11(13) 6:11(20) 13:11(28) 13:14(34) / 16:14(48) 16:17(72ა) 19:17(80ა)

<<    კიბე: ჰარლიქვინზი 17, სტადი 11, ალსთერი 6, სქარლეთსი 3

მეხუთე პული

<<    გვენთ დრეგონზი (უელ) 13:26 ტულუზი (სფრ)

ლ: 3 რს.თომასი; გ 2ჯ: 10 არლიჯი - 3ლ: 14 მედარი (1 3) 11 ემონსი; გ: 10 სკრელა; 2ჯ ა: 10* მიშალაკი

რეფ როლანი (ირლ) - 0:7(3) 0:10(12) 0:13(25) 0:16(30ა) 7:16(34) 10:16(40) / 10:21(42) 13:21(48) 13:26(55)

<<    გლაზგო ვორიორზი^ (შტლ) 19:25 ბასი^ (ინგ)

ლ: 9 გრეგორი; გ: 10 პარკსი; 4ჯ: პარკსი 3, 10* ჯეკსონი - 4ლ: 11 ბანაჰანი (1 3) 13 ბერნი, 14 მედოქი; გ ჯ: 10 ბჩ.ჯეიმზი

რეფ ბედროზი (სფრ) - 0:3(2) 3:3(5) 3:8(9) 10:8(20) 13:8(21)) / 13:13(48) 16:13(51) 16:18(58) 19:18(66) 19:25(74პ)

<<    კიბე: ტულუზი 17, ბასი 15, დრეგონზი 5, გლაზგო 4

მეექვსე პული

<<    ბიარიც პეი ბასკი^ (სფრ) 6:10 კარდიფ ბლუზი (უელ)

2ჯ: 12 ტრაი - ლ: 13 ჯ.რობინსონი; გ ჯ: 15 ბლერი

რეფ ფითსგიბონი (ირლ) - 0:3(9) 0:10(11) 3:10(30) 6:10(35)

<<    გლოსთერი^ (ინგ) 48:5 კალვიზანო (იტა)

6ლ: 14 ფოსთერი, 8 ნერევეი, 11 ვაინიკოლო (3 5) 13 ვოთქინსი (4 6); 6გ 2ჯ: 10 ლემი - ლ: 10 ფრეზერი

რეფ ჰეისი (უელ) - 3:0(2) 6:0(5) 6:5(21) 13:5(28) 20:5(40) / 27:5(52) 34:5(62პ) 41:5(66) 48:5(74)

<<    კიბე: ბლუზი 18, გლოსთერი 14, ბიარიცი 7, კალვიზანო 0

>>    განრიგი

ბოლო ორი პულური რაუნდი: 2009 * 17-19/01, 24-26/01

პლეი-ოფი (პულთა პირველები და ორი უკეთესი მეორე) მეოთხედფინალი 10-12/04; ნახევარფინალი 1-3/05

ფინალი: შაბ 23/05 ედინბურგი (მარიფილდი 20.00 საქ)

>>>     XIII "ჩელენჯ ქაფი"

1#
ლონდონ აირიში^ (ინგ) 59:7 დაკსი (სფრ)
ქონოთი^ (ირლ) 30:3 როვიგო (იტა)
აირიში 20, ქონოთი 14, როვიგო 4, დაკსი 0

2#
ტულონი (სფრ) 30:9 მონპელიე (სფრ)
ბრისთოლი^ (ინგ) 21:25 ნორსჰემპტონ სეინთსი (ინგ)
ნორსჰემპტონი 19, მონპელიე 8; ბრისთოლი ტულონი 5
! დავით ქუბრიაშვილმა (ტლნ 3) და მამუკა გორგოძემ (მნპ 8) შეუცვლელად ითამაშეს

3#
პადოვა^ (იტა) 15:17 ბუქარესტი (რუმ)
ვუსთერ ვორიორზი (ინგ) 27:6 ბურგუენი (სფრ)
ვუსთერი 14; ბურგუენი პადოვა 9; ბუქარესტი 5

4#
სალვადორი (ესპ) 5:55 ბრივი^ (სფრ)
ნიუკასლ ფოლკონზი (ინგ) 21:16 ოვერმაკ პარმა^ (იტა)
ბრივი 15, ნიუკასლი 13, პარმა 11, სალვადორი 0

5#
ვიადანა (იტა) 25:6 მონდემარსანი (სფრ)
სარასენსი^ (ინგ) 36:0 ბეიონი (სფრ)
სარასენსი 18, ვიადანა 12, ბეიონი 4, მონდემარსანი 1

<<< >>> 

Free Web Hosting