"ლელოს" სამი ლელო

"ლელოს" სამი ლელო

   შინაური სეზონის ფინიშზე "ლელომ" მეოთხე ცდით პირველად შემართა ქვეყნის თასი, 14 და 12 წლის ბიჭების ორმოცმა გუნდმა კი ორ ვიქენდად გაწელილ ფესტივალზე თითოჯერ ითამაშა.

ვაკეში გამართული თასის ფინალი საცქერლად ფრიად საამო გამოვიდა. ვიხილეთ გამარჯვებულთა მიერ გატანილი სამი ლელო, მაგრამ არც "აკადემია" გამოდგა ჯაბანი და თუმც სამ გოლს დაჯერდა, შოუში საკადრისი წვლილი შეიტანა.

"ლელო" ჩინებულად აბურთავა ბორჯღალოსანმა და მოშვიდკაცემ, ლაშა ხმალაძემ. პირველი, ირაკლი ყიასაშვილის ლელო მარცხნივ დაიდო დერეფანში მოგებული ბურთის ბოლომდე ჩათამაშებით.

მეორე, ვიტო კოლელიშვილისა, მოყვა აბრაგანს, რომელიც ლაშა აზალაძემ იხელთა; მესამე, დერეფანში აგორებული მოლის დაშლის შემდეგ მიითვალა ლაშა ახალაიამ, მეოთხე კი, 69-ე წუთზე, არც ყოფილა, რადგან ლევან გოგიამ ფეხით რომ შეიგორა ბურთი, ჯერ აღებისას, მერე კი მტევნის დარტყმისას წინ გადაუვარდა.

ფესტივალზე ადგილები არ ნაწილდება და ყველა გუნდიც ჯილდოვდება. უფროსთა თამაშები წინა უქმეებზე, ვაკეში გაიმართა და "ლოკომოტივის" გამოჩენილი მწურთნელის, ნოდარ ყიფიანის ხსოვნას მიეძღვნა, უმცროსებმა კი "შევარდენზე" კავშირის თავკაცის, ირაკლი ჩხეიძის მოსახსენებლად ილაღეს.

<<    ოქმი

>>>    ყველა გამარჯვებული

ლოკომოტივი 2000 2003 2004 2005 2006
დათვები   2001 2002
ყოჩები   2007
ლელო   2008

>>>    ფესტივალის მონაწილენი

თბილისიდან: აკადემია არმაზი დიღომი ივერია ლელო მერანი უნივერსიტეტი ყოჩები შევარდენი ხულიგანა ჯიქები

რეგიონებიდან: ახალციხე ბორჯომი დედოფლისწყარო ვანი ზესტაფონი თელავი პატარძეული რუსთავი ფოთი ქუთაისი ჭიათურა

<<< >>> 

Free Web Hosting