ნახევარფინალში შეიყრებიან

ნახევარფინალში შეიყრებიან

   ორშაბათს, შუა ლონდონში გამართული 2011 წლის მსოფლიო თასის წილისყრით შეჯიბრის 12 ცნობილი და რვა ჯერაც უცნობი მონაწილე ოთხ პულად განაწილდა. ჰოდა გაირკვა, რომ თუ "ბოორჯღალოსნები" 20 რჩეულში მესამედაც მოხვდებიან, ზელანდიის "ოლ ბლექსსა" და აფრიკის "ბოკეს" აცდებიან, სამხრეთული რაგბის ეს ორი ბუმბერაზი კი ერთურთს ნახევარფინალში შეებმება, თუკი მანამდე არ შეფერხდა.

წილისყრა თაუერის ხიდთან დადგმულ, ზელანდიის ტურიზმის სააგენტოს "ვეება რაგბის ბურთში" მოეწყო, ოდენ 15 წუთს გასტანა და ინტერნეთში ცოცხლად გადაიცა. შპს "რაგბის მსოფლიო თასის" ფრანგმა შეფმა ბერნარ ლაპასემ და 2011 წლის მსოფლიო თასის კივმა თავკაცმა ჯოკ ჰობსმა თეთრი ბურთულები რიგრიგობით ამოიღეს ხუთი ფიალიდან და ოთხ-სვეტა დაფა თანდათან შეავსეს.

წილისყრა კლასის ზრდით წარიმართა: დაიწყო მეხუთე ფიალით და დასრულდა პირველით, რომელშიც სამხრეთის "სამ ერი" და არგენტინა სუფევდნენ. "ექვსი ერის" ჩემპიონი უელსი პულში მსოფლიო თასის მფლობელ აფრიკას ჩაუჯდა, მასპინძელ ზელანდიას მთავარ მეტოქედ ორგზის გამამწარებელი, საფრანგეთი ერგო, ავსტრალია და ინგლისი კი კმაყოფილები დარჩებოდნენ, რადგან თუ ივარგეს, კივებსა და იაპებს ფინალამდე ვერ გადაეყრებიან.

>>>    2011 წლის მსოფლიო თასი

<<    პულები

ა   ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ტონგა
   ამერიკა#1 (კანადა) აზია#1 (იაპონია)

ბ  

არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია

   ევროპა#1 (საქართველო) რეპეშაჟი^

გ  

ავსტრალია, ირლანდია, იტალია

   ევროპა#2 (რუმინეთი) ამერიკა#2 (შტატები)

დ  

სამხრეთი აფრიკა, უელსი, ფიჯი

   ზღვისრეთი (სამოა) აფრიკა#1 (ნამიბია)

^  

რეპეშაჟი

   ევროპა#3 (რუსეთი) - აფრიკა#2 (ტუნისი)
   ამერიკა#3 (ურუგვაი) - აზია#2 (კორეა)

<<    მეოთხედფინალი 7-9/10
ველინგტონის "ვესთპეკი" (39 500)
ქრაისთჩერჩის "ეი ემ აი" (41 ათასი)
1: ბ1 - ა2,   2: გ1 - დ2
3: ა1 - ბ2,   4: დ1 - გ2

ოკლენდის "იდენ პარკი" (62 ათასი)
<<    ნახევარფინალი 15-16/10
1 - 2,  3 - 4
<<    ბრინჯაოს ფინალი
<<    თასის ფინალი 22-23/10

<<< >>> 

Free Web Hosting