ფარიცა და სლემიც

ფარიცა და სლემიც

   ჩრდილოური ტესტების დამატებით, მეოთხე ვიქენდზე ზელანდიამ მეორე ტაიმში გააბითურა უწესო ინგლისი, "ჰილარის ფარის" პირველი მფლობელი შეიქნა და ლელოს გაუშვებლად შეასრულა "ბრიტული სლემი", "ექვსი ერის" ჩემპიონმა უელსმა კი ეშხიან ბურთაობაში თვით ავსტრალიას აჯობა.

ზელანდიელი ედმუნდ ჰილარი 1953 წელს, ინგლისურ ექსპედიციაში პირველი ავიდა ევერესტზე. "ოლ ბლექსს" ოთხივე ბრიტი მასპინძელი აქამდე სულ ორჯერ, 1978 და 2005 წლებში, გრემ მურისა და ტანა უმანგას ყოჩობით ეძლია, ამჯერად კი, ვიდრე ინგლისს მოსრავდა, რიჩი მაკქოუს წინამძღოლობით შოტლანდია 32:6 დაამარცხა, ირლანდია 22:3 და უელსი 29:9.

ინგლისმა ბარემ საათი ტოლი არ დაუდო მეტოქეს, მაგრამ ოთხმა სინბინმა ბოლო მოუღო. კივთა კიკერი დენ კარტერი დარტყმის იშტაზე რომ ვერ იყო, სამი გასატანი ჯარიმა და ორიც გარდასახვა ააცილა, მაგრამ მეორე ლელოზე ფაქტობრივად ფეხით მიაწოდა ბურთი მალილი მულიაინას, ვინც მეორე ტაიმის დასაწყისში გარღვევაზე გასულ ნიკ ისთერს კოჭში მიწვდა და წონასწორობა დააკარგვინა.

ირლანდიელი რეფი შემტევს ხშირად რომ აჯარიმებდა, თამაში მეორე ტაიმშიღა გახურდა. კარტერის მესამე ხაიის შემდეგ გაქანებული მა ნონუ ვერ შეელია ბურთს, მაგრამ კივებმა პომებს შერკინება დაუდედლეს, წითელ ზოლთან აართვეს ოვალი და ოთხი ვირტუოზული პასით მარჯვენა ალამთან შეგზავნეს მულიაინა. ამას მოყვა მეხუთე ჯარიმა და მეორე ლელო, მესამეზე კი, თერნოვერიდან, სიტივენი სივივატუმ ნონუ გააჭენა და ამას ტომ კროფთი ვერ დაეწია.

ოდენ მესამედ

რაც რაგბი გაპროფესიულდა, უელსმა 34 შეყრაზე ოდენ მესამედ დაამარცხა "სამ ერის" გუნდი. ავსტრალიას დასაწყისშივე გამოაკლდა კაპიტანი სთერლინგ მორტლოქი, ვინც ჯემი რობერთსს თავით დაეჯახა და დარეტიანდა. ამით უმალ ისარგებლა 2008 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბემ, შეინ ვილიამსმა, მწყობრი ბურჯზე გაჭრა და თუმც რობერთსი დრუ მიჩელმა შებოჭა, ლი ბერნმა შეინს მაინც გაატანინა 44-ე სანაკრებო ლელო.

ავსტრალია მაშინ დაწინაურდა, მარკ ჩიზომმა მეტოქის დერეფნიდან 65 მეტრი რომ ირბინა, მეტ გიტომ კი არეკნი შეაგდო. უელსმა ხელახლა ააწყო ხელდახელ თამაში, სთივენ ჯოუნზი განდაგან წავიდა, მარტინ ვილიამსი პირდაპირ და შეინმა "ცრუ ჯვარზე" შეუშვა ბერნი. მერე ოზებმა სინბინზე გაძლეს და სთივენმა ორი ჯარიმაც ააცილა, მატჩის ბედი კი ბოლო მეოთხედში გადაწყდა.

ვერ მოიფიქრეს

ოზები ორით აგებდნენ, გიტომ 45 მეტრიდან კიდეზე რომ დაარტყა ჯარიმა, ქეიდ კუპერმა კი წინ მიაწოდა მიჩელს. სთივენ ჯოუნზმა ფაზური მიძალება არეკნით დააგვირგვინა. 76-ე წუთზე სტუმრებმა ძალური სოლოებით წითელ ზოლს უწიეს, მაგრამ ნეითან შარფი მარტო დარჩა და დაჯარიმდა, დიგბი იოანი კი ტომ შენკლინმა რომ დასცა, ოზები მსაჯს შეედავნენ და სთივენმა 35 მეტრიდან დაკრა.

წაგებული ავსტრალია გახელდა. მიჩელის რეიდის შემდეგ იოანი ლელოში შესრიალდა, გიტომ კი წესთა უმეცრება გამოავლინა და არა-სავალდებულო გარდასახვა არეკნით მაინც დაარტყა. დრო ამოიწურა, მაგრამ ირლანდლიელმა რეფმა თავი მოიქაჩლა და უელსს მაინც დააწყებინა ცენტრიდან. აქ ტაფიებიც დაიბნენ და ბურთის პირდაპირ კიდეზე დარტყმა ვერ მოიფიქრეს. ჰოდა, გაიმართა შვიდკაცა, რომელიც ორ წუთში სტუმართა ნახევარზევე დასრულდა.

>>>     ჩრდილოეთის ტესტები

მეოთხე ვიქენდი

<<    ინგლისი 6:32 ზელანდია

ინგ: არმითიჯი საქი (ჰიპკისი 75) ნუნი (სიპრიანი 75) ფლუთი მონიე <10-9> ფლადი სბ 43, ქეა (ელისი 61) / პეინი მირსი სბ 24 (ჰართლი 68) ვიქერი (სთივენსი 53); ბორსვიქი კაპ, ქენედი; ჰესქელი სბ 32, ლიფმენი (რისი 58 სბ 76) ისთერი (კროფთი 68) - 2ჯ: ფლადი არმითიჯი

ზელ: მულიაინა როკოთოკო კ.სმითი (ტოიავა 69) ნონუ სივივატუ <10-9> კარტერი ქოუანი (ვიპუ 71) / ვუდქოქი მეალამუ ტიალატა (აფოა 56); სორნი (ბორიჩი 69) ვილიამსი; კაინო (რიდი 56) მაკქოუ კაპ, სოიალო - 3ლ: მულიაინა (1 2) ნონუ; გ 5ჯ: კარტერი

რეფ როლანი (ირლ) ლონდონი, თვიქნემი (81 180)

0:3(15) 3:3(17) სბ(24) 3:6(27) სბ(32) 3:9(37) 3:12(39) /
სბ(43) 6:12(49) 6:17(59) 6:20(62) 6:25(66) 6:32(73) სბ(76)

ჩანაწერი გლობალზე: სამ 12.30, ოთხ 10.00, პარ 08.00

<<    უელსი 21:18 ავსტრალია

უელ: ბერნი მ.ჯოუნზი შენკლინი ჯ.რობერთსი (ბიშოფი 18) შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი გ.კუპერი / ჯენქინსი რისი ად.ჯოუნზი; გოფი ალვ.ჯოუნზი; რ.ჯოუნზი კაპ, მ.ვილიამსი პაუელი (დფ.ჯოუნზი 62) - 2ლ: შ.ვილიამსი ბერნი; გ 2ჯ ა: სთ.ჯოუნზი

ავს: მიჩელი ჰაინსი (ტუნქირი 34) კროსი მორტლოქი კაპ (ქ.კუპერი 3) იოანი <10-9> გიტო ბერჯესი / რობინსონი მური სბ 28 (ფრაიერი 69) ბაქსთერი; ჩიზომი შარფი; მაკმენიმანი (მამი 70) ვო (ფრაიერი 36-38, ჯ.სმითი 63) ბრაუნი - 2ლ: ჩიზომი იოანი; გ ჯ ა: გიტო

რეფ ლუისი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი (74 250)

5:0(4) 5:7(15) 5:10(25ა) 8:10(სბ) 15:10(32) /
15:13(47) 18:13(67ა) 21:13(78) 21:18(80) ბოლო (80+2)

ჩანაწერი გლობალზე: სამ 22.30, ოთხ 16.00, ხუთ 10.30

>>>    ირბ-ის რეიტინგი

(1/12) 1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 არგენტინა 8156 -

5 უელსი 8103, 6 ინგლისი 8086, 7 საფრანგეთი 7949, 8 ირლანდია 7845 -

9 შოტლანდია 7676, 10 ფიჯი 7524, 11 იტალია 7464, 12 სამოა 7257, 13 ტონგა 7005

14 საქართველო 6943, 15 კანადა 6912, 16 იაპონია 6805, 17 რუმინეთი 6720, 18 რუსეთი 6463, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6278, 21 ესპანეთი 6118, 22 კორეა 5902, 23 პორტუგალია 5857, 24 ჩილე 5684, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5673

პლუს-მინუსი: უელ 148 ავს, ზელ 25 ინგ

>>>    ჩაროზი

ოთხ 3/12 ბარბაროსები - ავსტრალია 23.45 საქ (ლონდონი, უემბლი)

გლობალზე ცოცხლად!

ჩანაწერი: ხუთ 03.00 05.30 08.00 14.00 21.30, პარ 05.00 10.00 20.30

<<< >>> 

Free Web Hosting