ზეპური რაგბი [ხუთ აბზაცად]

ზეპური რაგბი [ხუთ აბზაცად]

   შარშანდელი მსოფლიო თასის აქეთ რაზმი ყველამ გადაიხალისა, ირბ-მა კი ახალ წესთა უთავბოლოდ გამოცდა რომ დაიწყო, ბობოლათა ტესტები სამი კოდექსით ჩატარდა: ევროპის "ექვს ერსა" და ივნისში ძველი წესები მოქმედებდა; სამხრეთის "სამ ერზე" ჯარიმათა უმეტესობის ნაცვლად ზე 14-ურად, უცებ ათამაშებდნენ თავისუფალს (თეფი); ნოემბერში კი ევროპაში ჩასულ სამხრეთს უთეფოდ, მაგრამ მაინც 13 საცდელი სიახლით მოუხდა თამაში და ტრადიციულად იძალა.

"ექვსი ერი" ეშხიანად, სლემით მოიგო უელსმა, ვინც სტარტზე სტუმრად გააბურთავა ინგლისი, ფინიშზე კი შინ, საფრანგეთიც. ინგლისმა გალებს სან დენში კი მოუგო, მაგრამ "კალკუტის თასი" ისევ გადაულოცა სქოთებს, რომელთაც იტალიაშიც წააგეს. მარცხებმა ინგლისი და ირლანდია საბოლოოდ დაარწმუნეს, რომ გურუები ვერ უვარგოდნენ. ჰოდა, "ვარდები" დიდმა მარტინ ჯონსონმა ჩაიბარა.

ევროპამ სამხრეთში ტესტებზე ისევ გაცხრილული გუნდები მიავლინა. "სამ ერზე" მსოფლიო თასის გამო მოშლილი მესამე წრე აღდგა. ზელანდიას რომ აკლდა ტრავმირებული რიჩი მაკქოუ, შინ აფრიკასთან წააგო და სტუმრად ავსტრალიასთან, მაგრამ რაც მღლეტელი კაპიტანი მწყობრში ჩადგა, გუნდმა მიყოლებით მოიგო სამი თამაში და სულ მეცხრედ, ბოლო შვიდ წელში მეექვსედ და ზედიზედ მეოთხედ იჩემპიონა.

კივებმა ავსტრალიასთან საცილო "ბლედისლოუს თასი" მეექვსე წლითაც შეინარჩუნეს, მერე კი ჰონკონგში ისტორიაში პირველი, აზიური რკენაც მოუგეს მეზობელს. ამას ივნისიდან წურთნის ზელანდიელი რობი დინსი, ვის ხელქვეითაც ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" ზე 12/14-ის მე-13 სეზონში მეშვიდედ იპირველა, მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთი აფრიკა კი ახალი წლიდან ჩაიბარა პიტერ დეფილიერსმა, ვინც "ბოკეს" პირველი არა-თეთრი გურუა.

კივებმა წელი ტრიუმფით დაასრულეს - ტურნეზე ოთხივე მასპინძელს ისე მოუგეს, რომ ლელო არ გაუშვიათ, და "ბრიტანული სლემი" შეასრულეს. ირბ-მა წლის საუკეთესო მორაგბედ უელსელი გარემარბი, შეინ ვილიამსი სცნო და 2011 წელს, ზელანდიაში დანიშნული მსოფლიო თასის წილისყრაც მოაწყო. ავსტრალიაში მსოფლიო თასი გაითამაშეს 13-კაცა ლიგის მიმდევრებმაც. ჰოდა, ზელანდიამ სენსაცია გამოაცხო და მასპინძლებს 33-წლიანი ზეობა დაუსრულა.

>>>     წლის ჰაილაითები

<<    იანვარი

9. მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთი აფრიკის "ბოკეს" მწურთნელად პირველად დაინიშნა არა-თეთრი, პიტერ დეფილიერსი

<<    თებერვალი

2. "ექვსი ერის" სტარტზე უელსმა სტუმრად, თვიქნემში, 82 ათასი ფანის თვალწინ, 26:19 გააბურთავა ინგლისი

23. "ექვს ერზე", სან დენში, 80 ათასი ფანის თვალწინ, საფრანგეთი ინგლისთან 13:24 დამარცხდა

<<    მარტი

8. "ექვს ერზე" შოტლანდიამ მარიფილდზე 15:9 ძლია ინგლისი და "კალკუტის თასი" დაიბრუნა

15. "ექვს ერზე" უელსმა კარდიფში 29:12 გააბურთავა საფრანგეთი და "დიდი სლემით" მეათედ იჩემპიონა

30. ზელანდიამ უპრესტიჟულეს ჰონკონგის შვიდკაცაზე 6-წლიანი ნავსი გატეხა და თასი აიღო

<<    მაისი

24. ევროპული, "ჰაინეკენის თასის" ფინალში ირლანდიის "მანსთერმა" კარდიფში 16:13 ძლია საფრანგეთის "ტულუზი"

31. სამხრეთული ზე 14-ის ფინალში ზელანდიის "კრუსეიდერზმა" 20:12 ძლია ავსტრალიის "ვორათაზი" და თასი მეშვიდედ შემართა

<<    ივლისი

12. სამხრეთულ "სამ ერზე" აფრიკამ სტუმრად, დანიდინში 30:28 ძლია ზელანდია

26. "სამ ერზე" ავსტრალიამ კივი გურუს, რობი დინსის ხელქვეით სიდნეიში 34:19 დაამარცხა ზელანდია

<<    აგვისტო

1. მთელ მსოფლიოში ამოქმედდა ახალი, 13 საცდელი წესი

16. სამხრეთულ "სამ ერზე" ზელანდიამ სტუმრად, კეიპტაუნში 19:0 გააბითურა აფრიკა და პირველობის შანსი გაუუარესა

<<    სექტემბერი

13. "სამი ერის" ფინიშზე ზელანდიამ სტუმრად, ბრისბენში 28:24 ძლია ავსტრალია, ზედიზედ მეოთხედ იჩემპიონა და სამეზობლო "ბლედისლოუს თასი" მეექვსე წლითაც შეინარჩუნა

<<    ოქტომბერი

25. ავსტრალიაში დაიწყო ლიგის XIII მსოფლიო თასი

<<    ნოემბერი

1. ზელანდიამ ავსტრალიას ჰონკონგში 19:14 მოუგო პირველი "აზიური ბლედისლოუ"

22. ზელანდიამ ავსტრალიას ბრისბენში 34:20 მოუგო ლიგის XIII მსოფლიო თასის ფინალი და 33-წლიანი ზეობა დაუსრულა

23. ირბ-მა წლის საუკეთესო მორაგბედ უელსელი შეინ ვილიამსი დაასახელა

29. ზელანდიამ თვიქნემში 32:6 გაანადგურა ინგლისი, "ჰილარის სინი" პირველმა შემართა და "ბრიტანული სლემიც" გაასრულა

<<    დეკემბერი

1. ლონდონში მოეწყო 2011 წლის მსოფლიო თასის წილისყრა

<<< >>> 

Free Web Hosting