გაისად კიდევ უფრო უკეთ

გაისად კიდევ უფრო უკეთ

   გასრულდა სეზონი და რაგბის კავშირმაც, ერთგულ მეოხ-სპონსორთა შემწეობით, წმინდა გიორგის საერო სკოლაში საკადრისად დააჯილდოვა თავგამოჩენილნი. როგორც მოსალოდნელი იყო, თემის გამოკითხულმა ნაწილმა წლის ქართველ მოთამაშედ ბორჯღალოსანთა მორკინალი, მამუკა "გულივერ" გორგოძე ცნო, შინ საუკეთესოდ კი მზარდი ვიტო კოლელიშვილი დაასახელა.

წლეულს, ბავშვთა ფესტივალების გარდა, გაიმართა ექვსი საშინაო შეჯიბრი და გვყავდა შვიდი ნაკრები. შინაური პროგრამა იმდენად სისხლ-სავსე იყო, რომ მაის - ივნისსა და სექტემბერ - ოქტომბერში კვირის ექვს დღეს ბარემ ოცი მატჩი იმართებოდა, კავშირის სათანადო სამსახური (ნიაზ მამრიკიშვილი, გოჩა აბაშიძე, მალხაზ კოროშინაძე, მერაბ აბდუშელიშვილი, ირაკლი ჩიქავა) კი მხოლოდ ორშაბათს ასვენებდა ბიჭებს, რათა შემდეგი ულუფის დაგეგმვა მოესწრო.

ორი სავალალო გამონაკლისის (ლოკომოტივი დინამო) გარდა, ჩვენში კლუბებს ლამის ყოველი ასაკის გუნდი ჰყავთ. თუ საკითხს პანორამულად შევხედავთ, მაშინ საუკეთესოდ უნდა მივიჩნიოთ "ლელო" (ბათუ კევლიშვილი), ვისი გუნდებიც ოთხ (!) ფინალში მონაწილეობდნენ და ორი მოიგეს. ლელომ ბორჯღალოსანთა პლეადის გარდა, ზემოთ ხსენებული ორი უკეთესიც აღუზარდა ქვეყანას, მაგრამ სხვა კლუბთა დარად, ჯერაც მოსაწყობი აქვს ინფრა-სტრუქტურა.

დაუმაგრეთ ნაკვეთები!

ამაში პირველ ყოვლისა სავარჯიშო მოედანი იგულისხმება. უამრავი შეპირების მიუხედავად, კვლავაც ჩიხშია მოქცეული საკითხთა საკითხი - რაგბის კლუბებზე მიწის ნაკვეთების დამაგრება, რათა ყოველმა მოიწყოს კერა: მოედანი, ტრიბუნა, გასახდელი, საშხაპე, ბარი, წრთობის დარბაზი, ოფისი და ახლანდელივით ავტო-სადგომსა და ნაგავ-საყრელზე აღარ ბურთაობდეს!

სხვაფრივ, ქართულ რაგბს ისევე ულხინს და უჭირს, როგორც მთელ ქვეყანას. ირბ-ის ახალი კანონით, წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევებზე და შვიდკაცის საგაისო მსოფლიო თასზე უკეთეს ლეგიონერთა შეკრებას, საწყენი კი ისაა, რომ ჭაბუკთა მსოფლიო ალაფა და ევრო-შვიდკაცის ეტაპი საქართველოში გაისად აღარ გაიმართება.

>>>    2008 წლის კვარცხლბეკი

<<    15-16 წლის ჭაბუკები
1 ქუთაისი, 2 ლელო, 3 ყოჩები

<<    17-18 წლის ჭაბუკები
1 ლელო, 2 ყოჩები, 3 ფოთი

<<    პირველი ლიგა
1 ბათუმი, 2 რუსთავი, 3 ხულიგანა

<<    შვიდკაცა
1 ყოჩები, 2 ლოკომოტივი, 3 ლელო

<<    თასი
1 ლელო, 2 აკადემია, 3 ლოკომოტივი

<<    უმაღლესი ლიგა
1 ლოკომოტივი, 2 ლელო, 3 ყოჩები

>>    საუკეთესო მოთამაშე
ვიტო კოლელიშვილი (ლელო)
ციფრული ვიდეოკამერა პიქსელ ცენტრისგან

>>    საუკეთესო მექულე
ბობა კვინიხიძე (ლოკო)
ტელევიზორი ექსპრეს ჯორჯიასგან (დი-ეიჩ-ელი)

>>    საუკეთესო მელელოვე
გიორგი სოსელია (არმაზი)
მუსიკალური ცენტრი ჯი-თი ჯგუფისგან

>>    საუკეთესო მწურთნელი
ლევან მაისაშვილი (ლელო)
პლატინიუმის ზღვევ-ბარათი "არქიმედეს გლობალ ჯორჯიასგან"

>>    საუკეთესო მსაჯი
უჩა ნარიმანიძე
დივიდი ფლეიერი სი-არ-პისგან

>>    ყველაზე თავაზიანი გუნდი
აია ქუთაისი
ღვინო ტფილისის მარნისგან, უკაბელო ტელეფონი გაერთიანებული ტელეკომისგან, ჯილდო ორიფლეიმისგან

>>    შინაურთა ნაკრები
დაჯილდოვდა გვარ-წაწერილი კვართებით

15 გიორგი ასათიანი (ლოკო) 14 ირაკლი გეგენავა (ყოჩ) 13 ბესო წასიძე (აკად) 12 სანდრო თოდუა (ლელო) 11 ლექსო ტუჩაშვილი (ლოკო); 10 ლაშა ხმალაძე (ლელო) 9 ირაკლი ღვინჯილია (ლოკო) /

1 ბადრი ყალიჩავა (ლელო) 2 ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები) 3 გიორგი ნაცარაშვილი (ლოკო); 4 დავით ჩიტიძე (ლოკო) 5 ვახტანგ მაისურაძე (ლელო); 6 ილია მაისურაძე (ლელო) 7 ვიტო კოლელიშვილი (ლელო) 8 ზვიად მაისურაძე (ლოკო)

>>>    ეროვნული ნაკრებები

<<     შვიდქალა

7: 2-5, 69:161
! მეათე ადგილი 12-გუნდა ევროპულ შესარჩევში (ბოსნია)
მწ: ზურაბ დუგლაძე, გიორგი ოკმელაშვილი

<<    17 წლისანი

2: 2-0, 91:11 ლ 11/1
! 4-გუნდა შავი ზღვის თასის (ფოთი) ჩემპიონი
მწ: ბადრი ბოხუა, სპირიდონ ლიპარტელიანი

<<    18 წლისანი

3: 1-2, 33:65
! მეექვსე ადგილი ევროპის 8-გუნდა ელიტაში (იტალია)
მწ: პაატა ნარიმანაშვილი, დიმა ობოლაძე, ზურაბ ამონაშვილი

<<    19 წლისანი

3: 2-1, 127:38
! მეორე ადგილი 8-გუნდა ევროპის ალაფაზე (პოლონეთი)
მწ: დათო ჩავლეიშვილი, დიმა ფულარია

<<    20 წლისანი

4: 3-1, 190:64
! მესამე ადგილი მსოფლიოს 8-გუნდა ალაფაზე (ჩილე)
მწ: ლევან მაისაშვილი, ნიკო ჭავჭავაძე

<<    შვიდკაცა

სოპოტი 6: 5-1, 154:28
! მეხუთე ადგილი 10 გუნდში

ვაკე 6: 3-3, 107:72
! მესამე ადგილი 10 გუნდში

ჰანოვერი 7: 5-2, 121:57
! მესამე ადგილი 12-გუნდა ევროპის პირველობაზე და მსოფლიო თასის (დუბაი) საგზური

დუბაი 5: 0-5, 45:114
! ბოლოსწინა ადგილი 16-გუნდა მსოფლიო ეტაპზე

ჯორჯი 5: 0-5, 37:145
! ბოლოსწინა ადგილი 16-გუნდა მსოფლიო ეტაპზე

სულ 29: 15-14, 464:416
მწ კახა ალანია

<<    კაცები

ერთა თასი 6: 6-0, 126:51 ლ 16/3
! 6-გუნდა ორ-წრიანი ტურნირის ჩემპიონი, ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი
მწ: თიმ ლეინი ავს, ლევან ცაბაძე, ვიქტორ დიდებულიძე

არკული 3: 2-1, 48:32 ლ 5/1
! მეორე ადგილი 6-გუნდა ტურნირში
მწ: ლევან მაისაშვილი, ნიკო ჭავჭავაძე

სულ 10: 8-2, 177:152 ლ 21/15
[შოტლანდიამდე 174:83 ლ 21/4]

>>    საუკეთესო ქართველი მორაგბე

მამუკა გორგოძე (მონპელიე სფრ)
2000 ევროიანი ბარათი ბანკ რესპუბლიკისგან (ჯგუფი სოსიეტე ჟენეღალი), სამურაის ხმლები - ელჯისგან

>>>     წლის ჰაილაითები

<<    თებერვალი

2. საქართველომ ერთა თასზე ვაკეში, წინა წლიდან გადმოტანილ მატჩში, ხუთჯერ დაალელოვა პორტუგალია და 31:3 მოუგო

9. საქართველომ ერთა თასზე ვაკეში 22:7 გააბურთავა რუმინეთი და შარშან მოგებული ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა

23. ერთა თასზე საქართველომ ლისაბონშიც ძლია პორტუგალია 11:6

<<    მარტი

19. საქართველომ ვენეციაში 25:6 ძლია რუსეთი და ჭაბუკთა (18 წლამდე) ევროპის პირველობის ელიტაში დარჩა

29. ბორჯღალოსნებმა სანიშანსვეტო, მეასე ტესტი პრაღაში 22:3 მოუგეს ჩეხეთს და ერთა თასზე კვლავ გალიდერდნენ

<<    აპრილი

12. საქართველომ კრასნოიარსკში, ციმბირულ თოვლსა და ყინვაში, მეათედაც ძლია რუსეთი 18:12 და ერთა თასი დაიბევა

26. საქართველომ ეროვნულზე მამუკა გორგოძის ჰეთ-თრიკით 22:20 გატეხა ესპანეთი და ერთა თასი გამარჯვებულმა შემართა

27. საქართველომ ჩილეში 34:10 ძლია რუმინეთი, ჭაბუკთა (20 წლამდე) მსოფლიო ალაფაზე მესამე ადგილი დაიჭირა და საგაისოდ თასზე (იაპონია) ვერ ავიდა

<<    მაისი

3. დაიწყო ეროვნული პირველობა

11. დებიუტანტმა, ქართულმა შვიდქალამ ბოსნიაში მე-10 ადგილი დაიკავა ევროპის ფინალის შესარჩევში

14. ირბ-მა საქართველოს რაგბის კავშირს მეურნეობის მოსაწყობად 1.7 მილიონი გირვანქა გამოუყო

<<    ივნისი

7-8. ქართულმა შვიდკაცამ მიხეილ მესხზე, თბილისის ფარზე მესამე ადგილი დაიკავა

15. საქართველომ ბუქარესტის არკულზე 20:18 ძლია ურუგვაი და მსოფლიო თასზე წაგებისთვის რევანში აიღო

20. საქართველომ არკულზე 25:3 მოუგო იტალიის დუბლს და 6-გუნდა ირბ-ის თასზე მხოლოდ აფრიკის "მზარდ ბოკეს" ჩამორჩა

<<    ივლისი

5. საქართველომ ფოთში 35:8 ძლია რუმინეთი და ჭაბუკთა (17 წლამდე) შავი ზღვის თასის პირველი მფლობელი გახდა

12-13. ქართულმა შვიდკაცამ ჰანოვერში, ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა და 2009 წლის მსოფლიო თასის (დუბაი) საგზური პირველ დღესვე მოიპოვა

<<    სექტემბერი

24. საქართველომ სოპოტში (პოლონეთი) ჭაბუკთა (19 წლამდე) ევროპის ალაფის ნახევარფინალი რუსეთს 37:0 მოუგო

27. საქართველომ ევროპის ალაფის ფინალი 28:31 წააგო რუმინეთთან და საგაისო მსოფლიო ალაფის (კენია) მიღმა დარჩა

<<    ნოემბერი

9. ეროვნული პირველობის ფინალში, მიხეილ მესხზე, ლოკომოტივმა 19:9 ძლია ლელო და ტიტული დაიბრუნა

14. საქართველომ შეკოწიწებული ნაკრებით გლაზგოში 3:69 წააგო შოტლანდიის დუბლთან

<<    დეკემბერი

13. საქართველოს თასის ფინალში, მიხეილ მესხზე, ლელომ 28:9 ძლია აკადემია და ჯილდო მეოთხე ცდით შემართა

>>>     ბორჯღალოსანთა მონაგარი

<<    20 წელში (1989-2008)

106 თამაში (38 შინ, 49 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
63 მოგება - 39 წაგება * 4 ფრე
ქულა 2407:2033 (+374) ლელო 294-223 (+71)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 109 ფორვარდი და 6 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 137, ხოლო ფორვარდებმა 157 ლელო

<<    ბორჯღალი

ღვინისფერი კეპი: 57 პალიკო ჯიმშელაძე, 56 მახო ურჯუკაშვილი, 54 ირაკლი აბუსერიძე, 53 ბესიკ ხამაშურიძე, 51 აქვსენტ გიორგაძე

ვერცხლის კეპი: 49 ილია ზედგინიძე, 47 გია ლაბაძე, 46 გოდერძი შველიძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე

ბრინჯაოს ნიშანი: 37 თედო ზიბზიბაძე, ბიძინა სამხარაძე; 34 ვანო ნადირაძე, ვასილ კაცაძე, ოთარ ბარკალაია, ბესო უდესიანი; 33 ლევან ცაბაძე; 31 ირაკლი გიორგაძე, გიორგი შკინინი, რატი ურუშაძე; 30 მევლუდ მთიულიშვილი

<<    ლელო

15 ურჯუკაშვილი; 14 ზედგინიძე (2 საჯ); 13 მამუკა გორგოძე; 12 ხამაშურიძე; 11 ზიბზიბაძე, ა.გიორგაძე; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ცაბაძე, ლაბაძე, ირაკლი მაჩხანელი; 9 ჯიმშელაძე; 8 კაცაძე, უდესიანი (2 საჯ); 7 შველიძე, დავით დადუნაშვილი; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, დიდებულიძე, შკინინი, ზვიად მაისურაძე, ურუშაძე

<<    ქულა (მარტო დამრტყმელები)

320 (9ლ 61გ 48ჯ 3ა) ჯიმშელაძე
274 (15ლ 41გ 38ჯ ა) ურჯუკაშვილი
105 (3ლ 9გ 22ჯ 3ა) ნუგზარ ძაგნიძე
  99 (2ლ 22გ 14ჯ ა) მეკო კვირიკაშვილი
  63 (2ლ 10გ 7ჯ 4ა) კახა მაჩიტიძე
  62 (3ლ 4გ 13ჯ) შოთა მოდებაძე
  53 (6ლ 4გ 3ჯ 2ა) იურინი
  47 (7გ 10ჯ ა) ბარკალაია
  43 (ლ 7გ 8ჯ) ბობა კვინიხიძე
  34 (ლ 4გ 5ჯ 2ა) ლაშა მალაღურაძე

<<    19 კაპიტანი

32 ილია ზედგინიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე; 11 დიმა ობოლაძე; 10 ირაკლი აბუსერიძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი!) პალიკო ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე

<<< >>> 

Free Web Hosting