სეზონი ჯეელთა გასინჯვისა

სეზონი ჯეელთა გასინჯვისა

   "ბორჯღალოსნებმა" წლეულს ათი მატჩი გამართეს: ზედიზედ ექვსი გამარჯვებით მეორედ მოიგეს "ევროპის ერთა თასი" და ბუქარესტშიც, სამიდან ორი მეტოქის ძლევით, მეორე ადგილი დაიჭირეს 6-გუნდა "ირბ ერთა თასზე". ბოლოს იყო გულის მოსაკლავი ნადგურ-ცემა შოტლანდიაში, მაგრამ თქმულა, ერთი ალილუია მღვდელსაც შეცდებაო. ჰოდა, სადაც სამართალია, რაგბის ნაკრები ახლაც მობურთალთა საუკეთესო გუნდად უნდა გამოცხადდეს.

მსოფლიო თასის აქეთ ნაკრებში შეიცვალა უფროსობა: მთლად შეფი ავსტრალიელი თიმ ლეინი გახდა, თანაშემწეებად კი ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე დადგნენ. ერთი კია, არდადეგებზე გუნდს რუმინეთში ნიკო ჭავჭავაძემ და ლევან მაისაშვილმა უთავკაცეს.

პენსიაზე გავიდნენ დამსახურებული ვეტერანები: პალიკო ჯიმშელაძე, გია ლაბაძე, ზურაბ მჭედლიშვილი. მანამდე ტრავმის გამო დიდ სპორტს თავი მიანება ილია ზედგინიძემ. მერე ფრანგული კლუბებიც გაკადნიერდნენ და ბითუმად გვიშანტაჟეს ბიჭები. ჰოდა, მწურთნელთა სამეულმა მთელი წელი ეგრეც ვერ შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა, სამაგიეროდ კი ბევრი ჯეელი გასინჯა.

კანონი დაზუსტდა

ათ მატჩში სულ 54 მოთამაშე დასაქმდა. ახალბედა 22 გამოიცადა. მათგან აშკარად გაამართლეს ლაშა მალაღურაძემ, ვინც ერთადერთია, ათივე მატჩი რომ ითამაშა, და სიკო მაისურაძემ, ხოლო ლაშა ხმალაძესა და ვიტო კოლელიშვილს კოჭებში ეტყობათ, თუ შემდეგი მსოფლიო თასისთვის რისი შნო ექნებათ.

ეგ შეჯიბრი 2011 წელს, ახალ ზელანდიაშია. შერჩევა გაისად, "ერთა თასის" ფარგალში იწყება. ჩვენი მიზანი ტიტულის დაცვაა, პროგრამა მინიმუმი კი მეორე ადგილის დაჭერა, რათა 20-გუნდა ფინალის საგზური 2010 წლის აპრილშივე დავჯავშნოთ.

და კიდევ, ირბ-მა კლუბთა მიერ სათავისოდ გაგებული კანონი ახალი წლიდან სრულიად რაგბეთს ვადებისა და შეჯიბრთა მითითებით რომ დაუზუსტა, წესით ვეღარაფერმა უნდა შეუშალოს ხელი "ბორჯღალოსანთა" ლიდერებს - მამუკა გორგოძეს, დავით ზირაქაშვილს, გიორგი ჩხაიძეს, ირაკლი გიორგაძესა და მახო ურჯუკაშვილს ყოველ მატჩზე ჩამოსვლაში.

<<    ბორჯღალოსნები 2008 წელს
<<    ყველაფერი ბორჯღალოსნების შესახებ (1989-2008)
<<    წლევანდელი ერთა თასი
<<    ერთა თასის მატიანე (2000-2008)

>>    20 წლის (1989-2008) მონაგარი

106 თამაში (38 შინ, 49 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
63 მოგება - 39 წაგება * 4 ფრე
ქულა 2407:2033 (+374) ლელო 294-223 (+71)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 109 ფორვარდი და 6 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 137, ხოლო ფორვარდებმა 157 ლელო

>>    საგაისო შესარჩევი პროგრამა

  7/02   გერმანია   ჰაიდელბერგი
14/02   პორტუგალია   თბილისი
28/02   ესპანეთი   მადრიდი
14/03   რუმინეთი   თბილისი

21/03  

რუსეთი  

ყირიმი (?!)

<<    2011 წლის მსოფლიო თასის წილისყრა

<<< >>> 

Free Web Hosting