ახალი თასისთვის

ახალი თასისთვის

   საშინაო სეზონი შაბათს, დღის ოთხიდან, ვაკეში სრულდება თასის ფინალით, რომელშიც ჩემპიონატის ფინალში ძლეული "ლელო" პირველი ლიგიდან უმაღლესში ამის გაფართოებით შემოსულსა და უმალ მეოთხე ადგილზე შემხტარ "აკადემიას" ხვდება.

"ლელომ" ნაკრების შოტლანდიაში წასვლამდე "ბზის თასის" ფინალი წააგო "ლოკომოტივთან", მაგრამ შემდეგ ორი ვიქენდზე, თასის ნახევარფინალში, მასვე ორი რკენის ჯამში აჯობა.

მერე ოთხმა ლელოელმა არაბეთსა და სამხრეთ აფრიკაში იშვიდკაცა, "აკადემია" კი მეოთხედფინალში "ყოჩების" ჯობნით პირდაპირ გავიდა ფინალში, რაღაი ნახევარფინალში მეტოქე არა ჰყავდა - სხვადასხვა დარღვევის გამო მოიხსნენ იქეთა წყვილში მყოფნი, "არმაზი" და "უნივერსიტეტი".

მეტოქენი წლის ბოლო თამაშს დასვენებულები ხვდებიან. ფინალის წინადღით, კავშირის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ორივე გუნდმა შენიშნა, რომ ჯილდოს შემართვა ერთ რამედ უღირს და რომ მეტოქის დაუფასებლობა რაგბში ხშირად მარცხით სრულდება.

სხვაფრივ, თასი ახალია და წელს ოდენ მეორედ თამაშდება, რადგან საუკუნეთა შესაყარზე დაწესებული ჯილდო "ლოკომოტივმა" ხუთჯერ მოიგო და სამუდამოდ ჩაიბარა.

>>    ლელო - აკადემია

ლელო (2) 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 გოდერძი ჯოგლიძე, 13 გიგა კორკელია, 12 საშა მანჯავიძე, 11 სანდრო თოდუა; 10 ლაშა ხმალაძე, 9 გიორგი ჭინჭარაული / 1 ბადრი ყალიჩავა, 2 შოთა ცხოვრებაშვილი, 3 ირაკლი მირცხულავა; 4 დავით ჯალაღონია, 5 ვახო მაისურაძე; 6 ილია მაისურაძე კაპ, 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 ლაშა აზალაძე (მწ) ლევან მაისაშვილი

აკადემია (8) 15 დავით გურგენიძე, 14 ივა დავითაშვილი, 13 ბესო წასიძე, 12 ოლეგ მოლოდინაშვილი, 11 როლანდ ბატოიანი კაპ; 10 ლევან ხუხუნაიშვილი, 9 შალვა დავითაშვილი / 1 გიორგი ღამბაშიძე, 2 ბექა მეკოკიშვილი, 3 გიორგი ლომსაძე; 4 მიხეილ გაჩეჩილაძე, 5 გიორგი ნებულიშვილი; 6 დავით ნიბლაძე, 7 ალექსანდრე მაღლაკელიძე, 8 ირაკლი მურვანიძე (მწ) პაატა ნარიმანაშვილი

ფრეზე: ორჯერ 10 წუთი; მეტი ლელო 100 წუთში; ნაკლები ბარათი ფინალში (ერთი წითელი სძალავს უამრავ ყვითელსაც); რეიტინგი

<<    გზა ფინალისკენ

ლელო - აია#2 65:6, დინამო 21:20, ლოკომოტივი 16:19 და 26:14

აკადემია - რუსთავი 55:12, ყოჩები 19:7

<<    წლეულს, ჩემპიონატში

21:17 მაისში, 35:7 ოქტომბერში

<<    აქამდელი ფინალები

2000   ლოკომოტივი   32:28   დათვები
2001   დათვები   უარი   ლოკომოტივი
2002   დათვები   15:09   ლელო
2003   ლოკომოტივი   32:30   დათვები
2004   ლოკომოტივი   55:20   ყოჩები
2005   ლოკომოტივი   24:09   ლელო
2006   ლოკომოტივი   29:10   ლელო
2007   ყოჩები   13:06   ლიგამუსი

<<< >>> 

Free Web Hosting