აღდგენილი მარტი
შემდეგი
წინა

ორ
31-03
23:50

მეხუთეგანაც თასი აიღეს

   გორდონ ტიეჩიენსის შეგირდებმა ისევ გაიმარჯვეს და თან 6-წლიანი ნავსი გატეხეს: ახალი ზელანდიის "ოლ ბლექ სევენსმა" 2001 წლის აქეთ პირველად მოიგო უპრესტიჟულესი, ჰონკონგის შვიდკაცა და მსოფლიო სერიის (ირბ) კიბეზე უახლოეს მდევარს, სამხრეთ აფრიკას 38 ქულით გაუსწრო  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
30-03
18:15

ზრდაში წაადგებათ

   ბორჯღალოსნებმა ჩეხეთში სანიშანსვეტო, მეასე თამაში ბრძოლით მოიგეს და "ერთა თასის" ლიდერობა დაიბრუნეს. ჩვენებმა პრაღაში საცდელი გუნდი ჩაიყვანეს და გაუჭირდათ მასპინძლების ძლევა. იმედია, რომ აქედან ორი კვირის თავზე საქართველო ციმბირში საუკეთესო რაზმით ჩააკითხავს რუსეთს, რადგან გამარჯვებული ჩემპიონი ხდება  >>> 

შემდეგი
წინა

შაბ
29-03
11:25

გოდერძი გაგვიძღვება

   საქართველო სანიშანსვეტო, მეასე ტესტს შინიდან შორს, პრაღაში, შაბათს, ჩვენებურად 18 საათზე მართავს მასპინძელ ჩეხეთთან, ვინც "ერთა თასიდან" უკვე გავარდნილია. ბორჯღალოსნებს გადამწყვეტი, საჩემპიონო მატჩი ორი კვირის შემდეგ, რუსეთთან, ციმბირში ელით, აუტსაიდერთან კი ისევ ახალბედებს ცდიან  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
27-03
23:45

ვინ ვის მეტად ჭირდება

   დროს უქმად არ კარგავს ფეხბურთიდან რაგბში დაბრუნებული ოზი დიდ-მოხელე ჯონ ონილი და სამომავლოდ გაფართოებულ, 6-თვიან ზე 15-ზე გადასვლას ქადაგებს, რაზეც ავსტრალიის პარტნიორები, ახალი ზელანდია და სამხრეთი აფრიკა ფრთხილობენ, ესაო და სიახლე ონილის ქვეყანას უფრო ჭირდება, ხოლო ჩვენ ოდინდელ ტრადიციას მოგვიშლისო  >>> 

სამ
25-03
22:30

შემდეგი
წინა

ორ
24-03
14:30

აღდგომაზე, სოფლად

   სამხრეთული ზე 14-ის მეექვსე რაუნდი აღდგომის უქმეებზე გაიმართა, რის გამოც ორი თამაში მომცრო ქალაქებში მოეწყო. 6-გზის ჩემპიონმა კრუსეიდერზმა დასკვნით ნახევარ საათში წალეკა ავსტრალიის ვორათაზი; კივეთისვე ბლუზმა სირენაზე გატანილი ჯარიმით ძლია აფრიკის სტორმერზი; ოზეთის ახალმა იმედმა, ფორსმა სოფლად ბოლოსკენღა ჩამოიტოვა მაჩანჩალა ჰაილენდერზი; შარშანდელი ჩემპიონი, აფრიკის ბულზი კი გააბურთავა ზელანდიისვე ჩიფსმა  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
23-03
20:20

რუმინელთა წყალობით

   შაბათს ორგან გაიმარჯვა მოძმე რუმინეთმა და ივნისში, ბუქარესტში დანიშნული ირბ-ის ტურნირის პულებიც გათქვა: კაცმა "მუხებმა" "ერთა თასზე" 11-ჯერ დაალელოვეს მაჩანჩალა ჩეხეთი და მესამე ადგილზე გავიდნენ, ნორჩებმა კი თანატოლ "ბორჯღალოსნებს" ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმითღა მოუგეს. ამასობაში ჩეხეთში წამსვლელთა სია ჩვენებმაც დაწერეს, საივნისო მეტოქეებად კი რუსეთი, ურუგვაი და "მზარდი ბოკე" გვერგო  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
21-03
23:15

შეთქმულების ძიებაში

   მეექვსე კვირაა, ზე 14-ში იცდება ირბ-ის მიერ შემუშავებულ ახალ წესთა ნაწილი, მაგრამ კონსერვატორი ბრიტები მაინც ეჭვით უცქერენ ნოვაციას, რომლის გამოც სამხრეთელთა აზრი ეგაა, რომ თამაში გაჩქარდა, გაქაოსურდა და მიწაზე ბრძოლაც გამწვავდა, ხოლო ბურთაობის სასეირო ასპექტს ვერაფერი შეემატა  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
20-03
23:00

უელსი მოუმატებსო

   ელიტარული "ექვსი ერის" დასრულების თანავე ახალი ჩემპიონის, უელსის ზელანდიელმა მწურთნელმა, ვორენ გეთლენდმა ივნისის სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე დაიწყო ფიქრი; გადადგა ხელ-მოცარული ირლანდიის გურუ ედი ოსალივანი; ჭორად დაირხა, ინგლისის ჭარმაგ მოძღვარ ბრაიან ეშთონს მამები ნაკრების მენეჯერად დიდ მარტინ ჯონსონს უნიშნავენო, საფრანგეთის ჯეელ გადია მარკ ლივრმონს კი ფედერაციამ მოუწონა ახლების გამოცდა  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
18-03
23:25

ფორსი უკვე გუნდია!

   სამხრეთული ზე 14-ის მეხუთე რაუნდში ავსტრალიის ახალმა გუნდმა, ფორსმა პირველად გაიმარჯვა ზელანდიაში, ძველმა, რედსმა კი შარშანდელი განადგურებისთვის სამაგიერო გადაუხადა ჩემპიონს, აფრიკის ბულზს; იაპეთისვე სტორმერზმა ტურნეს მეორე მატჩიც პრემიით მოიგო, ხოლო კივეთის ჰარიკენზმა სტუმრად სამაგალითოდ გააბურთავა დაჩიავებული ბრამბიზი  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
17-03
23:45

სლემი საუკუნოვან იუბილეზე

   ელიტარული "ექვსი ერის" ფინიშზე უმტკიცესი დაცვის მყოლმა და ყველაზე ეშხიანად მობურთავე უელსმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და "მილენიუმის" ჭერქვეშ ბოლო მეოთხედში დააშამათა ჩემპიონობის ერთადერთი მოცილე საფრანგეთი; ინგლისს ჯონი ვილკინსონის მემკვიდრედ მოევლინა ნორჩი დენი სიპრიანი, იტალიას კი ორი ქულა ვერ ეყო, რათა შოტლანდია ცხრილის ფსკერზე დაეძირა  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
16-03
20:10

ცხენოსნობაში არევიათ

   შაბათს, წლეულს ბოლოჯერ, ერთურთს ჩვენთვის საინტერესო სამი შეჯიბრი გადაეჭდო. "ერთა თასზე" რუსეთმა შინ, ბოლო ხუთ წუთში ძლია რუმინეთი და ცხრილში "ბორჯღალოსნებს" გადაუსწრო. ელიტარული "ექვსი ერი" ოთხ წელში მეორედ და ისევ "დიდი სლემით" მოიგო ლაღად მობურთალმა უელსმა, სამხრეთის ზე 14-ის მონაწილეებმა კი ახალი წესები უკვე იმდენად დაამუღამეს, რომ ექვსიდან ხუთი თამაში უხვ-ლელოიანი გამოუვიდათ  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
13-03
23:10

ცხრა სლემოსნით!

   გულთმისნები ყოფილან ელიტარული "ექვსი ერის" მგეგმავები: წლევანდელი წუთობრივი, ტელევიზიაზე მორგებული განრიგი შარშანვე, ტურნირის დასრულებიდან 12 დღეში რომ გამოაქვეყნეს, სულ ბოლო თამაშად უელსი - საფრანგეთი ჩაწერეს. ჰოდა, ახდა უთამამესი პროგნოზი და თუ შაბათს "ურჩხულები" შინ 19 ქულით არ დამარცხდნენ, "ლე ბლეს" ჩამოართმევენ პირველობას  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
12-03 24:15

სამსუნგის რეპორტაჟი ჩაიშალა

   "ერთა თასზე" შაბათს თვის უმთავრესი მატჩია: ჩვენი მთავარი მეტოქე, რუსეთი აქვე, მეზობლად, კრასნოდარში ღებულობს ჩემპიონობის შანს-დაკარგულ რუმინეთს, მაგრამ ვაგლახ, რომ რაღაც მანქანებით ტელე-რეპორტაჟი ჩაიშალა. ასე რომ, "ბორჯღალოსანთა" უფროსობას კონკურენტის დაზვერვის ბოლო შანსი ხელიდან გამოეცალა  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
11-03
24:10

კლასიანთათვის ზედ-გამოჭრილი

   სამხრეთული ზე 14-ის მეოთხე რაუნდი პარასკევს დუნედ დაიწყო, შაბათს გამოცოცხლდა და კვირას დასრულდა თრილერით, რის შემდეგაც უძლეველნი მხოლოდ ზელანდიისა და აფრიკის ჯილები, კრუსეიდერზი და შარქსი დარჩნენ  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
10-03
20:50

სამი გვირგვინი და კალკუტა

   ელიტარული "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში ლიდერმა უელსმა მესამე ბრიტი მეზობელიც, ირლანდია ძლია და "სამი გვირგვინი" მოიპოვა; მაჩანჩალა შოტლანდიამ უფანტაზიო ინგლისს ჯიგრით აჯობა, პირველობის შანსი დააკარგვინა და "კალკუტის თასიც" ჩამოართვა, საფრანგეთმა კი იმდენად ცოტათი მოუგო იტალიას, რომ ჩემპიონობისთვის უელსში 19 ქულით მოგება ჭირდება  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
9-03 24:40

რუმინეთი მარცხს გადაურჩა

   ორმაგი სენსაცია მწიფდებოდა "ერთა თასზე": პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი კრასნოდარში უგებდა რუსეთს, პორტუგალია კი ბუქარესტში რუმინეთს. "დათვებმა" მდგომარეობა მალევე გამოასწორეს და 26 ქულით გაიმარჯვეს, "მუხებს" კი დასკვნით მეოთხედშიღა ეშველათ და თუმც ლუზიტანი "მგლები" წინ კიდევ გავიდნენ, ბოლოს კარპატულმა ღონემ გაჭრა  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
7-03
23:45

ბრამბიზში თულუხჩობს

   ავსტრალიურ რაგბში საგულისხმო ბოლო ხანს საკმაოდ მოხდა: კავშირთან კონტრაქტები გააგრძელეს სთერლინგ მორტლოქმა და ნეითან შარფმა; ვოლაბიზის სამ-ტესტა ჩრდილოურ ტურნეს სამი მატჩიც დაემატა, ოზური რაგბის მახვში, ჯონ ონილი კი სამომავლოდ იაპონიაში აპირებს ზე XX-ის გუნდის დაფუძნებას  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
6-03 23:50

სამი გვირგვინის წამოსაღებად

   ელიტარული "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში ჩემპიონი ვერ გამოვლინდება, მაგრამ უელსმა შეიძლება აიღოს სამივე ბრიტი მეზობლის ძლევისთვის დაწესებული "სამი გვირგვინი"; ინგლისი ცდას არ დააკლებს, რათა შოტლანდიასთან საცილო "კალკუტის თასი" შეინარჩუნოს, მორიგ-ჯერ გადახალისებული საფრანგეთი კი იტალიასთან სხვაობის გაუმჯობესებაზე იზრუნებს  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
4-03
23:30

მეოთხე, აზიური ბლედისლოუ

   უქმეებზე ჰონკონგში შეკრებილმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ) აქტივმა ხელაღებით დაიწუნა ჩრდილოეთის ექვსი და სამხრეთის სამი ერის ჩემპიონთა წლიური ჯახის გამართვის იდეა, მაგრამ დაადგინა, რომ "ნახევარ-სფეროთა-შორისო სერიის" დაფუძნებაზე გააგრძელოს ფიქრი. იქვე ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ წლევანდელი "ბლედისლოუს თასის" მეოთხე რკენა დანიშნეს და ბარაქას ელიან  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
3-03 22:35

ბობოლებმა იოლად მოიგეს

   სამხრეთული ზე 14-ის მესამე რაუნდში სამივე ქვეყანაში თითო ბარაქიანი დარბი მოეწყო, აფრიკაში მოტურნევე ზელანდიელმა ბობოლებმა კი ისევ იოლად მოიგეს, მაგრამ კრუსეიდერზი უპრემიოდ რომ დაშვრა, ბლუზი ერთპიროვნულად დაწინაურდა  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
2-03

 

კლოდის გაწურთნილმა

   "ერთა თასზე" დაწინაურებული ბორჯღალოსნები უქმობენ, ფრანგი კლოდ სორელის მიერ გაწურთნილმა რუსეთმა ტურნირის სამი ლათინი მონაწილიდან პირველს, პორტუგალიას უმასპინძლა კრასნოდარში, ღონით აშკარად მოერია და ბურთაობაშიც აჯობა  >>> 

Free Web Hosting