ფორსი უკვე გუნდია

ფორსი უკვე გუნდია!

სამხრეთული ზე 14-ის მეხუთე რაუნდში ავსტრალიის ახალმა გუნდმა, ფორსმა პირველად გაიმარჯვა ზელანდიაში, ძველმა, რედსმა კი შარშანდელი განადგურებისთვის სამაგიერო გადაუხადა ჩემპიონს, აფრიკის ბულზს; იაპეთისვე სტორმერზმა ტურნეს მეორე მატჩიც პრემიით მოიგო, ხოლო კივეთის ჰარიკენზმა სტუმრად სამაგალითოდ გააბურთავა დაჩიავებული ბრამბიზი.

სტარტზე ყველა მატჩი მოიგეს ზე-რაგბის 6-გზის ჩემპიონმა, ზელანდიის კრუსეიდერზმა და 3-გზის ფინალისტმა, აფრიკის შარქსმა, ოღონდაც კივები თუ თამაშ-თამაშ აბითურებენ მეტოქეებს, ბურები დაძაბულ ბრძოლაშიღა, უპრემიოდ იმარჯვებენ. აი ახლაც, ქრაისთჩერჩის გუნდმა მეოთხე ლელო 26-ე წუთზე დაუდო ჩიტაზს და პირველი ტაიმი 33:0 მოუგო, მაშინ როცა დურბანისა, საზარელ თავსხმაში, ერთ კინკილა ლელოს დაჯერდა.

ტურნედან დაბრუნებულმა კრუსეიდერზმა ექვსი დამწყები დაასვენა, ცხრიდან რვა ლელო კი ბეკების ანგარიშზეა. შარქსმა ლაიონზი მაშინ დაალელოვა, ამას ბურჯი რომ გაუსინბინეს. კივებს მარცხი იმით ჩამწარდათ, რომ ცენტრ სთივენ ბრეტს ბეჭი ეტკინა და ერთი თვე იუქმებს, შარქსის მწურთნელმა დიკ მიუირმა კი აგინა დროის მსაჯებს, რადგან ამათ ჭრილობის გასაკერად გასული კვაჭი, ბისმარკ დიუპლესი მოედანზე აღარ შეუშვეს, ესაო და რეფს კარგა ხანს რომ არ დაუსტვენია, წესებით დადგენილი 15 წუთი ამოიწურაო.

ქვეცნობიერად დარდობდნენ

შარქსმა ის ერთი ლელო სასწაული გაიტანა: თერნოვერიდან სამ-სამმა ბეკმა და ფორვარდმა შეწყობილად წაიბურთავა. ბრამბიზი ამავე ყაიდაზე დააშამათა კონტრ-შეტევის დიდ-ოსტატმა ჰარიკენზმა - ის იყო, ჯულიან სალვი კუთხეში შევარდა და მარკ ჯერარდმა გარდასახვა ძელს გლიჯა (8:14), რომ ოზებს ჯარიმა ერგოთ. კანბერელებმა კიდეზე დაარტყეს, მაგრამ ცენტრებს დაუვარდათ ბურთი, ოვალი კივთა სათადარიგო ჰავბეკმა, ელბი მეთიუსონმა გამოაქცუნა და სამი პასის შემდეგ ჰოსეა გიარმა იქეთ გაიტანა ლელო.

ჰარიკენზმა პირველ ტაიმშიც ასევე გააბურთავა მეტოქე და ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა, ბრამბიზი კი შინ ამდენით, 18 ქულით წინა ჯერზე ათი წლის (!) წინ დამარცხდა. მასპინძლები დაემდურნენ აფრიკელ მსაჯს, ვილი რუსს, ვინც ზომაზე ბევრი უსტვინა, ქვეცნობიერად კი დარდობდნენ ჯულიან ჰაქსლის უბედურებაზე: ნაკრების უნივერსალ, 28 წლის, 9 კეპის პატრონ ბეკს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა და ოპერაციის შემდეგ კონტაქტურ სპორტს თავი უნდა ანებოს.

ყბაში მწარედ მოხვდა

ფორსი ზე-რაგბში მესამე სეზონს შეუყვა და ეტყობა, რომ უკვე გუნდია. ბლუზმა პერთელები ოკლენდის ხიდის გადაღმა, ოლბანში მიიღო და მეორე ტაიმში ისე წახდა, რომ 20 უპასუხო ქულა გაუშვა. ოზებისკენ მატჩის ჩარხი 31-ე წუთზე შებრუნდა: კივების 10 ნომერს, ნიკ ევანსს ყბაში მწარედ მოხვდა და რაკი ისა ნათევაც დაშავებულია, ხაზის დაგეზვა ცენტრ ისაია ტოიავას დაევალა.

პირველ ტაიმში რეტი დაესხა ფორსის პლეი-მეიკერ მეტ გიტოსაც, მაგრამ მეორეში ჩვეულ ყაიდაზე, კადნიერად ათამაშდა და ბოლო ოთხი დარტყმით ოთხი გოლი შეაგდო. ფორსმა დაცვის გაწელვით ორი ჩინებული ლელოც გაიტანა: პირველი 11 ფაზასა და გიტოს მომსხეპ, 30-მეტრიან პასს მოყვა, ბოლოზე კი დრუ მიჩელმა და სკოტ სტენიფორსმა ახეირეს ძირით ზელანდიელი ტამატი ჰორუა, ვინც ზე-რაგბში იაპონიიდან დაბრუნდა.

ერთმანეთს ვერ გაუგეს

რედსმა ათი თვის წინ, პრეტორიაში 3:92 წააგო, რითაც ბულზმა საშინაო ნახევარფინალი დაიბევა და მერე ჩემპიონიც გახდა. წლეულს ღონიერმა, მაგრამ ზანტმა ბურებმა ახალ წესებს ჯერაც ვერ აუღეს ალღო, რედსმა კი ჯიგრიანად ირაგბა და 2006 წლის შემდეგ პირველად გაიტანა მეოთხე ლელო. ბულზის ლიდერებმაც აურიეს: ლელოსკენ გაგორებულის აღებისას ბრაიან ჰაბანამ და აკონა ნდუნხანემ ერთმანეთს რომ ვერ გაუგეს, ოვალს ბებერი ლიგელი, კლინტონ შიფქოფსქი დაახტა.

ახალი, საცდელი წესების სამსალა სრულად იწვნია ზელანდიის ჩიფსმა. სტორმერზის მარბიელთა ტრიომ (სხალკ ბერგერი, ფრანსუა ლოუ, ლუკ ვოთსონი) ბოჭვაზე ბევრჯერ წაღლიტა ბურთი კივებს და პირველი სამი ლელო თერნოვერიდან გაუტანა, პრემიის მომტანზე კი ლელია მასანგამ ბოჭვის შემდეგ, ალამთან, თამაშგარედან რომ დაიჭირა ბერგერი, რეფმა საჯარიმო ლელო ჩათვალა. ბოლო ხუთ წუთში ჩიფსს სამჯერ შეეძლო სხვაობის რვაზე ნაკლებამდე შემცირება, მაგრამ ბრენდან ლეონარდი კიდეს შეეხო, მასანგამ ოდნავ წინ პასი მიიღო, ვოთსონმა კი კარის ხაზზე წაართვა შემტევს ბურთი.

ზე 14. მეხუთე რაუნდი

ჩიფსი 26:35 სტორმერზი

ჩიფ (ჰემილტონი) ზელ - 2ლ: 12 კაჰუი, 14 მასანგა; 2გ 4ს: 10 დონალდი -

სტო (კეიპტაუნი) აფრ - 4ლ: 10 გრანტი, 14 ჩავანხა, 15 იანჩისი, საჯ (6 ბერგერი); 3გ 3ს: გრანტი

რეფ გოდარდი ავს

3:0(5) 3:3(10) 3:10(15) 6:10(21) 6:15(23) 6:22(28) 13:22(33) 13:25(40) / 16:25(42) 23:25(47) 23:28(54) 23:35(56) 26:35(60)

ბრამბიზი 15:33 ჰარიკენზი

ბრმ (კანბერა) ავს - 2ლ: 19 სალვი, 12 ტ.სმითი; გ ს: 15 ჯერარდი  სბ  8 ჰოილსი -

ჰრკ (ველინგტონი) ზელ - 5ლ: 14 პაკუ, 2 ჰორი, 11 ჰ.გიარი, 7 მასოი ორი (4 5); 4გ: გოპერთი 3, 21 რიპია  სბ  12 ელისონი

რეფ რუსი აფრ

3:0(7)  სბ (12ჰ) 3:7(31) / 3:14(55)  სბ (56ბ) 8:14(57) 8:19(62) 8:26(68) 8:33(74) 15:33(76)

ბლუზი 17:27 ფორსი

ბლუ (ოკლენდი) ზელ - 2ლ: 1 ვუდქოქი, 14 ტუიტავაკე; 2გ: 10 ევანსი, 15 ატინგა; ს: ატინგა -

ფორ (პერთი) ავს - 3ლ: 15 შეპარდი, 8 ბრაუნი, 19 ჰორუა; 3გ 2ს: 10 გიტო

რეფ იუბერი აფრ

ნორს ჰარბორი * 7:0(11) 7:7(25) 10:7(36) 17:7(39) / 17:10(57) 17:17(63) 17:20(66) 17:27(70)

კრუსეიდერზი 55:7 ჩიტაზი

კრს (ქრაისთჩერჩი) ზელ - 9ლ: 11 მეითლენდი, 13 ლაულალა ორი (2 9), 10 კარტერი, 15 მაკდონალდი, 14 ჰემილტონი ორი (5 6), 2 პაულო, 21 რალფი; 5გ: კარტერი -

ჩტზ (ბლუმფონტეინი) აფრ - ლ: 11 ნოკვე; გ: 10 ბარნარდი  სბ  6 სხოლცი

რეფ მარკსი ავს

7:0(10) 14:0(17) 19:0(19) 26:0(26) 33:0(40) / 38:0(48) 38:7(50) 43:7(61) 48:7(71) 55:7(76)  სბ (79)

რედსი 40:8 ბულზი

რედ (ბრისბენი) ავს - 5ლ: 15 ლეითემი, 11 ჰაინსი, 14 შიფქოფსქი, 13 ტურინუი, 6 როუ; 3გ 3ს: შიფქოფსქი /  სბ  ლეითემი -

ბულ (პრეტორია) აფრ - ლ: 9 დიუპრე; ს: 10 ჰუხარდი  სბ  ჰუხარდი

რეფ ვოლში ზელ

3:0(11) 3:3(17)  სბ (19რ) 10:3(32) 13:3(36) / 20:3(44) 20:8(47)  სბ (50ბ) 25:8(52) 28:8(65) 35:8(73) 40:8(78)

ლაიონზი 8:16 შარქსი

ლნზ (იოჰანესბერგი) აფრ - ლ: 18 ფ.ფანდერმერვე; ს: 10 ფანსხალკვეიკი  სბ  3 ხელდენჰეისი -

შრქ (დურბანი) აფრ - ლ: 3 ბჯ.ბოთა; გ 3ს: 9 ქოქოთი

რეფ ლორენსი აფრ

0:3(6) 3:3(8)  სბ (15) 3:10(17) 3:13(22) 3:16(39) / 8:16(78)

უქმობდნენ

ვორათაზი (სიდნეი) ავს, ჰაილენდერზი (დანიდინი) ზელ
 

 ზე 14'2008   *იუქმა  (წინაზე) სხვ გატ:გაშ მ-წ* პრ
               
1   კრუსეიდერზი ზელ (1)   24   +141   194:53   5-0   27-6   4
2   შარქსი აფრ (2)   21   +36   96:60   5-0   10-5   1
3   ჰარიკენზი ზელ (5)   18   +30   108:78   4-1   14-10   2
4   ბლუზი ზელ (3)   16   +72   171:99   3-2   22-12   4
               
5   ფორსი ავს (6)   15   +1   95:94   3-2   11-12   3
6   * ვორათაზი ავს (4)   13   +24   76:52   3-1   11-7   1
7   სტორმერზი აფრ (10)   12   -4   88:92   2-3   9-7   4
8   რედსი ავს (11)   10   -17   107:124   2-3   13-14   2
9   ბრამბიზი ავს (7)   10   -22   100:122   2-3   13-15   2
10   ჩიფსი ზელ (9)   8   -42   101:143   2-3   12-19   0
11   ბულზი აფრ (8)   8   -60   89:149   2-3   5-19   0
12   ლაიონზი აფრ (12)   5   -68   74:142   1-4   8-15   1
13   * ჰაილენდერზი ზელ (13)   4   -15   54:69   0-4   5-9   4
14   ჩიტაზი აფრ (14)   4   -76   90:166   0-5   12-22   4

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 ქულა
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

მეექვსე, სააღდგომო რაუნდი [საქ დროით]

პარ 21/03   კრს - ვრთ 10.35, ბრმ - ჩტზ 12.40
შაბ  22/03   ჰლნ - ფორ 05.30, ბლუ - სტო 08.30
ჩიფ - ბულ 10.35, ლნზ - რედ 19.00
უქმობენ შრქ, ჰრკ

:::

Free Web Hosting