კლასიანთათვის ზედ-გამოჭრილი

კლასიანთათვის ზედ-გამოჭრილი

სამხრეთული ზე 14-ის მეოთხე რაუნდი პარასკევს დუნედ დაიწყო, შაბათს გამოცოცხლდა და კვირას დასრულდა თრილერით, რის შემდეგაც უძლეველნი მხოლოდ ზელანდიისა და აფრიკის ჯილები, კრუსეიდერზი და შარქსი დარჩნენ.

კრუსეიდერზი და მასპინძელი ფორსი პერთში აფრიკიდან ჩავიდნენ. 30-გრადუსიანი სიცხის მიუხედავად, გაიმართა სასწაული ბურთაობა, რითაც დამტკიცდა, რომ ახალი, საცდელი წესები კლასიანი გუნდებისთვისაა ზედ-გამოჭრილი. გავიდა ცხრა ლელო, ჯარიმა კი, 13-კაცა ლიგის ყაიდაზე, კარში ერთიც არ დარტყმულა.

სათამაშო ნახევარი საათი რომ რჩებოდა, ამქარში სამი წლის წინ ჩარიცხული ოზები 12 ქულით უგებდნენ 6-გზის ჩემპიონ კივებს და პრემიაც დაბევებული ჰქონდათ, მაგრამ ფორა ვერ შეინარჩუნეს. კრუსეიდერზმა წყვილი ლელოთი გააფრევა, ბოლო მეოთხედში კი კამერონ შეპარდმა კიდეს რომ ვერ უწია ჯარიმა და მეტ გიტომ აუტში ვერ მოიგერია ბურთი, ქეისი ლაულალამ დასაჯა მასპინძლები.

ფორსმა სირენის შემდეგ ბევრი უტია, მაგრამ ნეითან შარფის პასი მიმღებს აცდა. ოზებმა მცირე ნუგეშად ორი საცხრილო ქულა ჩაიწერეს, მათი ოთხი ლელოდან კი საუკეთესო იყო მესამე, რომელიც "ოლ ბლექსის" კაპიტნის, რიჩი მაკქოუს თერნოვერს მოყვა.

ტურნეზე წასვლამდე

კრუსეიდერზმა პირველი ადგილიდან ჩამოსვა ბლუზი, ვისაც შარქსმა თავბრუ დაახვია და 19:0 გაუსწრო. დურბანელმა ფლანკერმა კიგან დენიელმა ზე-რაგბის ისტორიაში უჩქარესი ლელო მე-19 წამზე იმით გაიტანა, რომ კიკოფი კვაჭმა ბისმარკ დიუპლესმა იხელთა. საზრიანმა კიგანმა მესამეზე უცებ გაათამაშა თავისუფალი, მანამდე კი ცენტრ ბლედლი ბარითის გადაკიდებული კაპიტნის, იოჰან მულერის კერძი შეიქნა.

მეორე ტაიმში ოკლენდელი სტუმრები ათამაშდნენ და ოცი წუთი უტევდნენ, მაგრამ 10:19-ზე ნიკ ევანსმა რომ დაახაია გასატანი ჯარიმა, რორი ქოქოთმა მალე იქეთ შეუგდო. ბლუზმა კიდევ მოასწრო ლელოს გატანა, ბოლოსკენ კი ტენიანობამ მთლად არაქათი გააცალა მობურთალებს. შარშანდელმა ფინალისტმა შარქსმა აფრიკაში სტარტზე ოთხჯერ გაიმარჯვა და მარტში იქვე ორ მატჩსაც გამართავს, მერე კი ინდოეთის ოკეანის გადაღმა 5-მატჩა ტურნეზე (5/04-2/05) წავა.

ათი წუთი 13 კაცით

შორეთში უკვე ჩასულები, სტორმერზი და ჩიტაზი გახალისდნენ. პირველმა მაშინ გატეხა ავსტრალიის რედსი, კრის ლეითემის დაბლა გადაკიდებული ფულბეკმა კონრად იანჩისმა რომ დაიჭირა და მღლეტელ ლუკ ვოთსონის წამოწყებული კონტრ-შეტევა ბოლა კონრადმა დაასრულა. მეორემ პირველი ტაიმი 17:0 მოუგო ჩიფსს, მაგრამ ბოლოს დაიღალა და ედი ფრედრიკსმა ლელოსკენ გაჭრილი ლელია მასანგა კისრით რომ დაიჭირა, წლეულს უხეიროდ მრტყმელმა სთივენ დონალდმა კიდიდან შეაგდო ჯარიმა.

ჩიტაზივით უიღბლო ჰაილენდერზმა მეოთხედაც ცოტათი წააგო იმის მიუხედავად, რომ 22 წუთი (!) მეტოქის მეოთხედში გაატარა. დანიდინის გუნდს უკანა ხაზი არ უვარგა, ჰარიკენზმა კი მატჩის ერთადერთი ლელო თერნოვერიდან, 4-კაციანი და 5-სვლიანი პასაობით შეიტანა. სიდნეიში, ავსტრალიურ დარბზე შეკრებილი 32 371 ქომაგი კოკისპირულ წვიმაში გაილუმპა, მატჩის ბედი კი მოგერიებაზე დაფარებამ გადაწყვიტა: ვორათაზის მარქაფამ, დინ მამმა ბრამბიზის 10 ნომერს, კრის ლეალიფანოს არ დაარტყმევინა და დაუმიწა.

შინაომი, ოღონდაც ბურული, იყო ჰაიფელდტის ზეგანზე. ჩემპიონმა ბულზმა 17:0 რომ გაუსწრო 60 კილომეტრით დაშორებულ ლაიონზს, მულატმა რეფმა ერთბაშად ორი კაცი გაუძევა: საფრანგეთის ტულონში ეგრეც ვერ-გადასული ბაკის ბოთა თავის ძგერებისთვის, ყვითელი ბარათით, ზეინ კირხნერი კი უბურთო მეტოქის შუბურად შებოჭვისთვის - წითლით! ამეების გადამკიდე ბულზმა ათი წუთი 13 კაცის ამარა ირაგბა და მეორე ტაიმი 14 მოთამაშით, მაგრამ მაინც მოიგო.

ზე 14. მეოთხე რაუნდი

ჰაილენდერზი 6:10 ჰარიკენზი

ჰლნ (დანიდინი) ზელ = 2ს: 15 ვილსონი

ჰრკ (ველინგტონი) ზელ  - ლ: 6 კოლინზი; გ ს: 10 გოპერთი სბ 14 ნონუ

რეფ ლორენსი ზელ

0:3(7) 0:10(10) 3:10(14) 6:10(26) / სბ(55)

ვორათაზი 24:17 ბრამბიზი

ვრთ (სიდნეი) ავს - 3ლ: 12 კარტერი, 11 ტუნქირი, 18 მამი; 3გ ს: 10 ბილი

ბრმ (კანბერა) ავს - 2ლ: 19 სალვი, 14 პლეიფორდი; 2გ: 15 ჯერარდი სბ 12 ტ.სმითი

რეფ ლექი ავს

7:0(21) 10:0(29სბ) 10:7(31) 10:10(38) 10:17(40+) / 17:17(47) 24:17(62)

ბულზი 31:17 ლაიონზი

ბულ (პრეტორია) აფრ - 2ლ: 14 ა.ნდუნხანე ორი; 6ს ა: 10 ჰუხარდი სბ 4 ბოთა;  წბ  15 კირხნერი

ლნზ (იოჰანესბერგი) აფრ - 3ლ: 14 ნოუბლი, 9 ფერმაკი, 11 ბენიამინი; გ: ფერმაკი

რეფ ფორტეინი აფრ

3:0(15) 6:0(17) 11:0(20) 14:0(24) 17:0(28) სბ&წბ(30) 17:5(34) 20:5(37) 25:5(39) / 25:10(45) 25:17(54) 28:17(59) 31:17(62)

ჩიფსი 22:20 ჩიტაზი

ჩიფ (ჰემილტონი) ზელ - 3ლ: 9 ლეონარდი, 11 სივივატუ, 12 ბრუსი; 2გ ს: 10 დონალდი სბ სივივატუ

ჩტზ (ბლუმფონტეინი) აფრ - 2ლ: 14 ფრედრიკსი, 11 ნოკვე; 2გ 2ს: 10 ბარნარდი სბ ფრედრიკსი

რეფ მარკსი ავს

0:7(12) 0:10(21სბ) 0:17(30) / 7:17(44) 14:17(49) 14:20(52) 19:20(68) 22:20(76სბ)

რედსი 16:34 სტორმერზი

რედ (ბრისბენი) ავს - 2ლ: 15 ლეითემი, 8 ჰიუსტონი; 2ა: 10 ბარნსი

სტო (კეიპტაუნი) აფრ - 4ლ: 10 გრანტი, 6 ვოთსონი, 20 კონრადი, 14 ჩავანხა; 4გ 2ს: გრანტი

რეფ პოლოქი ზელ

0:3(10) 3:3(16) 3:10(29) 8:10(33) / 8:13(44) 11:13(48) 16:13(55) 16:20(57) 16:27(70) 16:34(80+)

შარქსი 22:17 ბლუზი

შრქ (დურბანი) აფრ - 3ლ: 6 დენიელი ორი (1 3) 5 მულერი; 2გ ს: 9 ქოქოთი

ბლუ (ოკლენდი) ზელ - 2ლ: 10 ევანსი, 20 მოა; 2გ ს: ევანსი

რეფ ბაუდენი ავს

5:0(1) 12:0(19) 19:0(31) 19:3(36) / 19:10(42) 22:10(69) 22:17(73)

ფორსი 24:29 კრუსეიდერზი

ფორ (პერთი) ავს - 4ლ: 7 ფოქოქი, 13 კროსი, 8 ბრაუნი, 12 მაკქეი; 2გ: 10 გიტო

კრს (ქრაისთჩერჩი) ზელ - 5ლ: 10 კარტერი, 3 სამერვილი, 5 ვილიამსი, 9 ელისი, 13 ლაულალა; 2გ: კარტერი

რეფ რუსი აფრ

5:0(11) 5:7(15) 5:12(27) 12:12(29) 17:12(34) / 24:12(49) 24:17(54) 24:24(56) 24:29(68)
 

ზე 14 * 2008       (წინაზე) სხვ გატ:გაშ მ-წ* პრ
               
1   კრუსეიდერზი ზელ (2)   19   +93   139:46   4-0   18-5   3
2   შარქსი აფრ (3)   17   +28     80:52   4-0   9-4   1
3   ბლუზი ზელ (1)   16   +82   154:72   3-1   20-9   4
4   ვორათაზი ავს (4)   13   +24   76:52   3-1   11-7   1
               
5   ჰარიკენზი ზელ (5)   13   +12   75:63   3-1   9-8   1
6   ფორსი ავს (7)   11   -9   68:77   2-2   8-10   3
7   ბრამბიზი ავს (6)   10   -4   85:89   2-2   11-10   2
8   ბულზი აფრ (11)   8   -28   81:109   2-2   4-14   0
9   ჩიფსი ზელ (10)   8   -33   75:108   2-2   10-15   0
10   სტორმერზი აფრ (14)   7   -13   53:66   1-3   5-5   3
11   რედსი ავს (8)   5   -49   67:116   1-3   8-13   1
12   ლაიონზი აფრ (9)   5   -60   66:126   1-3   7-14   1
13   ჰაილენდერზი ზელ (12)   4   -15   54:69   0-4   5-9   4
14   ჩიტაზი აფრ (13)   4   -28   83:111   0-4   11-13   4

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 ქულა
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

მეხუთე რაუნდი [საქ დროით]

პარ 14/03   ჩიფ - სტო 10.35, ბრმ - ჰრკ 12.40
შაბ 15/03   ბლუ - ფორ 08.30, კრს - ჩტზ 10.35,
რედ - ბულ 13.05, ლნზ - შრქ 19.00
უქმობენ ვრთ, ჰლნ

:::

Free Web Hosting