გვირგვინები და კალკუტა

სამი გვირგვინი და კალკუტა

ელიტარული "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში ლიდერმა უელსმა მესამე ბრიტი მეზობელიც, ირლანდია ძლია და "სამი გვირგვინი" მოიპოვა; მაჩანჩალა შოტლანდიამ უფანტაზიო ინგლისს ჯიგრით აჯობა, პირველობის შანსი დააკარგვინა და "კალკუტის თასიც" ჩამოართვა, საფრანგეთმა კი იმდენად ცოტათი მოუგო იტალიას, რომ ჩემპიონობისთვის უელსში 19 ქულით მოგება ჭირდება.

ბრიტანეთში ორივე რაგბი ავდარში გაიმართა და ფრიად უღიმღამო გამოვიდა. გავიდა სულ ერთი ლელო, რითაც უელსელი ჩიკორი, შეინ ვილიამსი ეროვნულ რეკორდში (40) შეეზიარა გარეს თომასს, ოღონდაც ამისთვის წინამორბედზე 43 თამაშით ნაკლები ეყო. უელსელ ნილ ჯენქინსს შედეგიანობის რეკორდი ჩამოართვა ინგლისელმა ჯონი ვილკინსონმა (1099 ქულა), მაგრამ ისე ცუდად ითამაშა, რომ ბოლო ათი წუთის წინ შეცვალეს.

დასკვნითი რაუნდის წინ უელსი საფრანგეთს ორი საცხრილო ქულით (ერთი მოგებით) უსწრებს და ჩემპიონობისთვის რაგინდარა მოგება და ფრეც ყოფნის. მეტიც, რაკი "ექვს ერზე" ქულათა ტოლობის დროს გატანილ-გაშვებულის სხვაობა დარდება, "ურჩხულებს" შინ 18 ქულით წაგებაც ხელს აძლევთ, მაგრამ ცხადია, რომ მოგებაზე ითამაშებენ, რათა 2005 წლის დარად, სიმბოლური "დიდი სლემი" გაახერხონ.

ბზარები გამოაჩინეს

უელსს ირლანდიაში პირველ მეოთხედში გაუჭირდა და ორი გოლით ჩამორჩა, მერე კი ხელდახელ ბურთაობა ააწყო და მეტოქის დაცვაში ბზარები გამოაჩინა. თუ რონან ოგარამ ორიდან ორი ჯარიმა შეაგდო, სთივენ ჯოუნზმა კარს ორჯერ ააცილა, შეინ ჰორგანი კი ზედ ხაზზე შებოჭა მაიკ ფილიპსმა. ზედ შესვენების წინ ჯოუნზს ახლოდან უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ იმავე ფილიპსმა ზურგში ჰკრა მუხლი მარკუს ჰორანს და სინბინში წაბრძანდა.

კაც-ნაკლულმა უელსმა არათუ გაძლო, წინაც გავიდა, ფილიპსის დაბრუნების შემდეგ კი მღლეტელმა მარტინ ვილიამსმა თერნოვერი გაახერხა, ჯოუნზმა მომსხეპი პასით გააქცუნა შეინ ვილიამსი და ამან გააბითურა ენდრიუ თრიმბლი. მერე მწითურმა ვილიამსმა ეოინ რედენს სარმა გამოსდო და სტუმრები მეორედაც დარჩნენ 14 კაცის ამარა, მაგრამ ისევ ივარგეს, სულ ბოლოს კი ირლანდიელმა ბერნარდ ჯექმენმაც იურჯუკა და ჯეიმზ ჰუქმა ოთხამდე გაზარდა სხვაობა.

სახელმძღვანელოშია შესატანი

ედინბურგში რვა წლის წინდელი ამბავი გამეორდა: ინგლისმა წვიმაში ისევ ვერაფერი დააკლო მამაც სქოთებს. კელტებმა რაქში ტოლი არ დაუდეს მეტოქეს, კრის პატერსონმა და დენ პარკსმა კი ფეხით პინგ-პონგი მოუგეს ნაქებ ვილკინსონს, ვინც ჰუგო საუსველს უჭკუოდ უკიდებდა და ამით ბურთს მეტოქეს აბარებდა. შოტლანდიას პირველ ტაიმშივე დაემტვრა ორი კაცი, მაგრამ მარქაფაში სამი პირველ ხაზელი რომ ჰყავდა, ინტენსიობა ბოლომდე შეინარჩუნა.

კელტები ერთი პირობა 12 ქულითაც გავიდნენ წინ. ინგლისმა ჩამორჩენა იქვე ერთ ლელოზე ნაკლებამდე შეამცირა და ინიციატივაც ხელთ იგდო, მაგრამ სქოთთა დაცვას ვერაფერი მოუხერხა, შეცვლაზე შესულმა ექს-კაპიტანმა, ჯეისონ ვაითმა კი ბოჭვისას უკან იმხელაზე დახია პოლ საქი, რომ ეს მომენტი სახელმძღვანელოშია შესატანი. სხვაფრივ, ვილკინსონი ჯენქინსს თამაშამდე გაუტოლდა: გამჭრიახმა ირბ-მა 2005 წელს გამართული ლომები - არგენტინის თამაში ახლაღა ჩათვალა ტესტად და კიკერს მასში მოგროვილი 20 ქულა დაუმატა.

ღამის ოთხის ნახევარზე

ლათინთა ბურთაობა საცქერლად უფრო საამური გამოვიდა. საფრანგეთმა სამი ლელო გაიტანა, იტალიამ კი ერთი და ისიც მოლით. მოლმა "ლე ბლეს" პირველ ლელოზეც ბარემ 30 მეტრი იარა, ფრანსუა ტრენდიუკმა ფრთაზე აუწია აბრაგანი ჟიულიან მალზიოს, ამან კი ნახტომში ჩამოუგდო ანტონი ფლოშს. მეორეზე დიმიტრი იაშვილმა იანიკ ჟოზიონს მიმხდომი დაცვის უკან გადაუკიდა, ხოლო მესამე დამიან ტრაის ოფლოუდით შეიტანა ორელიან რუჟრმა.

პირველი ქართული ციფრული ტელევიზიის, "გლობალის" აბონენტებს შაბათს "ექვსი ერის" საცქერლად ღამის თევა ელით, ან არადა ფული ბლომად უნდა დახარჯონ და ტფილის-ქალაქის იმ ბარებს მიაკითხონ, სადაც საკუთარი თეფში უდგათ. ესენი აფრიკული "სუპერ სპორტის" ან არაბული "შოუ სპორტის" იმ არხსა რთავენ, რომელიც მუშტარსა სურს, თორემ "გლობალი" "შოუ სპორტ ორს" ერთგულობს რაგბის განხრით, ამ არხზე კი უელსი - საფრანგეთი ღამის ოთხის ნახევარზეღა მეორდება.

ექვსი ერი. მეოთხე რაუნდი

ირლანდია 12:16 უელსი

ირლ: ქარნი ჰორგანი ოდრისკოლი კაპ (ფითსჯერალდი 71) თრიმბლი ბოუ (10-9) ოგარა რედენი / ჰორანი ბესთი (ჯექმენი 71) ჰეისი (ბაქლი 71); ოკალაჰენი ოკონელი; ლიმი ვოლესი ჰიზლიფი - 4ს: ოგარა

უელ: ბერნი მ.ჯოუნზი შენკლინი ჰენსონი შ.ვილიამსი (10-9) სთ.ჯოუნზი (ჰუქი 65) ფილიპსი სბ 39 / ჯენქინსი რისი ად.ჯოუნზი (დკ.ჯოუნზი 72); გოფი ავ.ჯოუნზი; თომასი მ.ვილიამსი სბ 61, რ.ჯოუნზი კაპ (დელვი 75) - ლ: შ.ვილიამსი; გ: სთ.ჯოუნზი; 3ს: სთ.ჯოუნზი 2 ჰუქი

რეფ ბარნსი (ინგ) დუბლინი, ქროუქ პარკი (75 ათასი)

3:0(5) 6:0(19) 6:3(26) / 6:6(46) 6:13(51) 9:13(62) 12:13(68) 12:16(76)

შოტლანდია 15:9 ინგლისი

შტლ: საუსველი რ.ლამონთი (პარკსი 21) ვებსთერი მორისონი ვოქერი (10-9) პატერსონი ბლერი კაპ (ლოუსონი 73) / ჯეკობსენი (დიკინსონი 63) ფორდი (თომსონი 25) მარი (სმითი 69); ჰაინსი მაკლაუდი (ვაითი 63); სთროქოში ჰოგი (ბრაუნი 69) ტეილორი - 5ს: პატერსონი 4 პარკსი

ინგ: ბოლშოუ საქი ნუნი ფლადი (ტეიტი 65) ვაინიკოლო (10-9) ვილკინსონი (ჩ.ჰოჯსონი 69) ვიგლსვორსი / შერიდანი მირსი (შუთერი 65) ვიქერი კაპ (სთივენსი 69); შოუ (ქეი 65) ბორსვიქი; კროფტი ლიპმენი (ნერევეი 73) ისთერი - 3ს: ვილკინსონი

რეფ კაპლანი (აფრ) ედინბურგი, მარიფილდი (67 987)

3:0(8) 3:3(26) 6:3(31) 9:3(40) / 12:3(41) 15:3(48) 15:6(50) 15:9(52)

საფრანგეთი 25:13 იტალია

სფრ: ფლოში (კლერკი 54-61) რუჟრი ჟოზიონი დავიდი (ტრაი 59) მალზიო (10-9) ტრენდიუკი იაშვილი (ტომა 71) / ბარსელა შარჟევსკი (გირადო 63) მა (პუ 61); ნალე კაპ ტიონი (მელა 68); დიარა (ბონერი 50) უედრაოგო პიკამოლი - 3ლ: ფლოში ჟოზიონი რუჟრი; 2გ 2ს: იაშვილი

იტა: მარკატო რობერთსონი კანალე (პატრიციო 75) მკ.ბერგამასკო გალონი (10-9) მაზი პიკონე (ტრავალი 69) / ლოჩიჩერო (პერუჯინი 56) გირალდინი (ონგარო 56) კასტროჯოვანი (ნიეტო 59); დელფავა (ერაზმუსი 35-40) ბორტოლამი (ერაზმუსი 7-14); სოული ძანი პარისე კაპ - ლ: კასტროჯოვანი; გ 2ს: მარკატო

რეფ ლუისი (ირლ) სან დენი, სტად დე ფრანსი (79 ათასი)

7:0(13) 7:3(18) 10:3(27) 10:6(30) 13:6(37) / 18:6(53) 18:13(58) 25:13(66)

კიბე

უელსი   8   119:  54
საფრანგეთი   6     91:  64
ირლანდია   4     83:  66
ინგლისი   4     75:  73
შოტლანდია   2     49:100
იტალია   0     51:111

ბოლო, მეხუთე რაუნდი

შაბ 15/03

იტალია - შოტლანდია   17.00
ინგლისი - ირლანდია   19.00
უელსი - საფრანგეთი   21.00


ირბ-ის რეიტინგი

(10/03) 1 სამხრეთი აფრიკა 9081, 2 ახალი ზელანდია 8959, 3 არგენტინა 8742, 4 ავსტრალია 8420

5 ინგლისი 8318, 6 საფრანგეთი 8100, 7 უელსი 7872, 8 ირლანდია 7736, 9 შოტლანდია 7597, 10 ფიჯი 7588, 11 იტალია 7252, 12 სამოა 7161, 13 ტონგა 7151

14 საქართველო 6783, 15 კანადა 6725, 16 რუმინეთი 6694, 17 რუსეთი 6631, 18 იაპონია 6535, 19 შტატები 6468, 20 ურუგვაი 6318, 21 ესპანეთი 6101, 22 პორტუგალია 5942, 23 კორეა 5799, 24 ჩილე 5707, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5657

პლუს-მინუსი: შტლ 178 ინგ, უელ 145 ირლ, სფრ 0 იტა

რუს 36 ესპ (შ 42:16) რუს 6 პორ (შ 41:26) რუმ 0 პორ (შ 21:15)

:::

Free Web Hosting