იოლად მოიგეს

ბობოლებმა იოლად მოიგეს

სამხრეთული ზე 14-ის მესამე რაუნდში სამივე ქვეყანაში თითო ბარაქიანი დარბი მოეწყო, აფრიკაში მოტურნევე ზელანდიელმა ბობოლებმა კი ისევ იოლად მოიგეს, მაგრამ კრუსეიდერზი უპრემიოდ რომ დაშვრა, ბლუზი ერთპიროვნულად დაწინაურდა.

რაუნდი კივური შოუთი გაიხსნა. ჰარიკენზისა და ჩიფსის შეჯიბრი ცოცხალი გამოვიდა, რითაც დამტკიცდა, რომ თუ გუნდებს თამაში ხელდახელ სურთ, ახალი წესები საქმეს უადვილებთ. გავიდა ცხრა ლელო, მაგრამ ჩრდილოეთელ ტრადიციონალისტთა გულის გასახეთქად, მათი მეტი წილი ექსპრომტად წაბურთავებას მოყვა და არა სტატიკიდან დამუღამებულ კომბინაციებს.

გამარჯვებულთაგან მაგრად გაისარჯნენ ფრთა მა ნონუ და მარბიელი ჯერი კოლინზი. პირველი ტაიმის ბოლოს, პრემიის მომტან შეტევაში, ყვითლად თმებ-შეღებილმა მორკინალმა გარღვევა მოაწყო და სასწაული პასაობა შენონ პაკუმ დააგვირგვინა. ბოლო ლელოზე კრის მასოი ძალით ეწია მიზანს, ჩიფსს კი თვე-ნახევრით გამოაკლდა კაპიტანი ჯონო გიბსი, ვინც კანჭი დაიშავა.

იმავე ხელწერით

ავსტრალიურ შინაომში ბრამბიზმა ბოლოსკენ მოსრა რედსი, ვისაც კანბერაში აქამდე არასოდეს გაემარჯვნა. მასპინძლებს აღარა ჰყავთ ლეგენდები, ჯორჯ გრეგანი და სთივენ ლარქემი, მაგრამ მათი ხელწერით კი რაგბობენ. თამაში ბრამბიზისთვის ფათერაკიანად დაიწყო: მე-3 წუთზე მატჩი შვიდით წუთით შეწყდა, რათა საკაცით გაესვენებინათ 15 ნომერი ჯულიან ჰაქსლი, ვინც ბოჭვისას თავი იტკინა და მეტოქეებმა, კრის ლეითემმა და მორგან ტურინუიმ მოასულიერეს.

აფრიკაში შარქსმა ჩემპიონ ბულზს შარშანდელი ფინალისთვის სამაგიერო გადაუხადა. საწყის ნახევარ საათს პრეტორიის გუნდი ერეოდა დურბანისას, მაგრამ ტელი-რეფმა ფრთა დენვილ დემასს დამიწება ვერ ჩაუთვალა, ბურჯ რეინო ხერბერის ლელო კი ოდნავ წინ პასის გამო გაუქმდა. შარქსი საომრად რომ იყო მომართული, ბებერი იოჰან აკერმანი კრივისთვის თავიდანვე გაუსინბინეს, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ დანი როსუმ ჩახურა ბურთი და სტუმრებმა ლელო გაიტანეს.

დაუცველ მხარეს

ბულზი ბოლო ათი წუთის წინ ხუთით იგებდა, მაგრამ აქ დაღუპა ჯეიპი ნელმა, ვინც ფრანს სტეინი შუბურად დასცა. ხაზში დანაკლისი რომ შეევსოთ, მასპინძლებმა ფორვარდი ბეკით შეცვალეს. ჰოდა, ფრანგმა ფრედერიკ მიშალაკმა გაშლილი შეტევით რომ გაათანაბრა ანგარიში, მერე შერკინებიდან ჟაკ ბოტესმა დაუცველ მხარეს შეუტია, ბოლო ლელოზე კი იგივე ფრანკერი მწობრის შუაში ნამიბიელი ბურჯის, იაკო ენხელსის პირისპირ აღმოჩნდა და გააბითურა.

ლიდერთაგან კრუსეიდერზმა ნულზე მოაშთო სტორმერზი, ვისაც ძაან აკლდა მსაჯის შემგინებელი სხალკ ბერგერი. კივთა პირველი ლელო ენდრიუ ელისმა კუთხეში, ახლოდან შეიტანა ზედიზედ ატაცება- მიძალების შემდეგ, მეორეზე კი დენ კარტერმა იქეთა ფრთაზე გადაუკიდა ჯეელ შონ მეითლენდს. ბლუზს ჩიტაზთან 30-გრადუსა პაპანაქებაში მოუწია რკენამ, მაგრამ სირბილში არ ჩამორჩა მამაც ბურებს, ხოლო ტექნიკითა და თამაშის ცოდნით 7-ჯერ დაალელოვა.

ფორსის 9 ქულა

მასპინძლებმა ბოლომდე იომეს და ოთხი ლელოს გატანისთვის დაწესებული პრემია აიღეს. სტუმრადვე მოიგო ორმა ავსტრალიურმა გუნდმა. ვორათაზმა თავსხმაში მაშინღა გაუსწრო ჰაილენდერზს, პივოტ მაიკ დელენის შეცურებული ცენტრმა ბენ ჯეკობსმა აქეთ რომ იხელთა და გაატანა ვეება ვაიკლიფ პალუს, ვინც ლელოს გატანის შემდეგ 9 ნომერ ჯიმ ქოუვანს უშნოდ მოსდო და ათი წუთი აუქმეს.

კივები იღბალმა გაწირა: ჯეიმზ ვილსონმა ცენტრიდან ძელს გაარტყა, ბოლოსწინა წუთზე კი შორიდანვე ააცილა. აფრიკიდან შინ 9 ქულა გაიყოლა ამქარში შარშანწინ მიღებულმა ფორსმა. ლაიონზთან პირველ ლელოზე ცენტრმა სკოტ დარუდამ გაახერხა მომსხეპი პასი, მეორეზე - მგეზავმა მეტ გიტომ, სხვაფრივ კი ძაან უღიმღამო მატჩის მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი კამერონ შეპარდმა შეაგდო ლამის ცენტრიდან.

ზე 14. მესამე რაუნდი

ჰარიკენზი 39:19 ჩიფსი

ჰრკ (ველინგტონი) ზელ - 6ლ: 14 ნონუ, 10 გოპერთი, 20 მეთიუსონი, 22 პაკუ, 8 სოიალო, 7 მასოი; 3გ: გოპერთი; ა: 12 ტუიპულოტუ

ჩიფ (ჰემილტონი) ზელ - 3ლ: 6 მესამი, 10 დონალდი, 7 ლატიმერი; 2გ: დონალდი

რეფ ბ.ლორენსი ზელ

7:0(10) 7:5(20) 14:5(22) 19:5(26) 26:5(32) 26:12(37) / 26:19(52) 31:19(63) 36:19(67) 39:19(80)

ლაიონზი 16:18 ფორსი

ლნზ (იოჰანესბერგი) აფრ - ლ: 13 ფანსხალკვეიკი; გ 3ს: 10 სტრეიდომი

ფორ (პერთი) ავს - 2ლ: 15 შეპარდი, 8 ჰორუა; გ: 10 გიტო; 2ს: გიტო შეპარდი

რეფ დიკერი ზელ

3:0(6) 3:7(12) 6:7(15) 6:10(17) 6:15(24) 9:15(27) 16:15(31) / 16:18(54)

სტორმერზი 0:22 კრუსეიდერზი

სტო (კეიპტაუნი) აფრ

კრს (ქრაისთჩერჩი) ზელ - 2ლ: 9 ელისი, 14 მეითლენდი; 4ს: 10 კარტერი

რეფ გოდარდი ავს

0:3(15) 0:8(24) 0:11(39) / 0:14(49) 0:19(52) 0:22(58)

ჰაილენდერზი 12:15 ვორათაზი

ჰლნ (დანიდინი) ზელ - 2ლ: 11 ვაინიკოლო, 18 თომსონი; გ: 15 ვილსონი  სბ  5 დონელი

ვრთ (სიდნეი) ავს - 2ლ: 13 ჯეკობსი, 8 პალუ; გ ს: 10 ბილი  სბ  პალუ

რეფ ფორტეინი აფრ

5:0(15) 5:3(20 სბ ) 12:3(29) 12:10(38) / 12:15(60)  სბ (61ვ)

ბრამბიზი 43:11 რედსი

ბრმ (კანბერა) ავს - 6ლ: 14 ჯერარდი, 5 ჩიზომი ორი (2 3) 17 ალეკსანდერი, 21 პლეიფორდი, 8 ჰოილსი; 5გ ს: ჯერარდი  სბ  11 ფაინიფო

რედ (ბრისბენი) ავს - ლ: 4 ჰამფრიზი; 2ს: 11 შიფქოფსქი  სბ  21 ჰაინსი

რეფ ბრეი ზელ

7:0(8) 10:0(16) 10:3(25)  სბ (32ბ) / 10:6(43) 17:6(50) 24:6(58)  სბ (68რ) 31:6(70) 31:11(75) 38:11(77) 43:11(78)

ჩიტაზი 26:50 ბლუზი

ჩტზ (ბლუმფონტეინი) აფრ - 4ლ: 11 პასენსი, 13 იონკერი, 6 ბრუსო, 19 ფლურსი; 3გ: 12 ბოსმანი, 21 ბარნარდი 2

ბლუ (ოკლენდი) ზელ - 7ლ: 13 ტოიავა ორი (1 4) 11 როკოთოკო სამი (2 5 7) 14 ვულფი, 22 ტუიტავაკე; 6გ ს: 10 ევანსი

რეფ ბაუდენი ავს

0:7(11) 5:7(22) 5:14(26) 5:21(28) 12:21(39) / 12:28(43) 19:28(48) 19:31(57) 19:38(63) 26:38(72) 26:43(75) 26:50(79)

ბულზი 15:29 შარქსი

ბულ (პრეტორია) აფრ - 4ს ა: 10 მ.სტეინი  სბ  6 როსუ, 13 ნელი

შრქ (დურბანი) აფრ - 4ლ: 14 ო.ნდუნხანე, 10 მიშალაკი, 6 დანიელი, 19 ბოტესი; 3გ ს: 9 ქოქოთი  სბ  4 აკერმანი

რეფ მ.ლორენსი აფრ

 სბ (2შ) 3:0(14) 6:0(34)  სბ (36ბ) 6:7(40) / 9:7(53) 9:10(58) 12:10(61) 15:10(63)  სბ (70ბ) 15:15(74) 15:22(77) 15:29(79)
 

ზე 14 * 2008       (წინაზე) სხვ გატ:გაშ მ-წ* პრ
               
1   ბლუზი ზელ (2)   15   +87   137:50   3-0   18-6   3
2   კრუსეიდერზი ზელ (1)   14   +88   110:22   3-0   13-1   2
3   შარქსი აფრ (3)   13   +23   58:35   3-0   6-2   1
4   ვორათაზი ავს (4)   9   +17   52:35   2-1   8-5   1
               
5   ჰარიკენზი ზელ (7)   9   +8   65:57   2-1   8-8   1
6   ბრამბიზი ავს (10)   9   +3   68:65   2-1   9-7   1
7   ფორსი ავს (6)   9   -4   44:48   2-1   4-5   1
8   რედსი ავს (5)   5   -31   51:82   1-2   6-9   1
9   ლაიონზი აფრ (11)   5   -46   49:95   1-2   4-12   1
10   ჩიფსი ზელ (8)   4   -35   53:88   1-2   7-13   0
11   ბულზი აფრ (9)   4   -42   50:92   1-2   2-11   0
12   ჰაილენდერზი ზელ (13)   3   -11   48:59   0-3   5-8   3
13   ჩიტაზი აფრ (12)   3   -26   63:89   0-3   9-10   3
14   სტორმერზი აფრ (14)   2   -31   19:50   0-3   1-3   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 ქულა
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

მეოთხე რაუნდი [საქ დროით]

პარ 7/03    ჰლნ - ჰრკ 10.35, ვრთ - ბრმ 12.40, ბულ - ლნზ 21.05
შაბ 8/03    ჩიფ - ჩტზ 10.35, რედ - სტო 13.05,
შრქ - ბლუ 21.10
კვი 9/03    ფორ - კრს 12.10

:::

Free Web Hosting