აპრილი 2008

ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ ქეშ-სარდაფი [Clear History]

შემდეგი
 
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
30-04
24:50

ბურთი ლელოს გადააცილა

   სამხრეთული ზე 14-ის მეთერთმეტე რაუნდში ლიდერმა, ზელანდიის კრუსეიდერზმა პლეი-ოფში გასვლა გაურთულა თვისტომ ბლუზს; ავსტრალიის ვორათაზმა მეორე ტაიმში დააჩიავა აფრიკის შარქსი და მეორე ადგილიდან ჩამოსვა; კივეთის ჩიფსმა თავზე ხელაღებულ ბურთაობაში აჯობა ოზეთის რედსს და ოთხეულში შეიჭრა; იაპეთის სტორმერზი კი უპრემიოდ დარჩა და ზორბა სხალკ ბერგერიც დაემტვრა  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
29-04
22:35

 

ზე-კაც გორგოძის წყალობით

   "ერთა თასის" ბოლო მატჩში, რომლის დაწყებაც წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაემთხვა, პირველობა დაბევებულმა "ბორჯღალოსნებმა" რის ვაი-ნაჩრობით, თითო-ოროლა ვაჟკაცის ძალისხმევითღა ძლიეს კადნიერი ესპანეთი და ჩემპიონის სარგო ფარი და მედლები ვალ-მოხდილებმა, მაგრამ მაინც გულ-ნაკლულებმა ჩაიბარეს  >>> 

შემდეგი
წინა

 

 

ხუთი ლელო აღდგომაზე

   ჩილეში კვირას დასრულებულ ჭაბუკ მორაგბეთა მსოფლიო ალაფაზე "მომავალმა ბორჯღალოსნებმა" ბეკებით ხუთჯერ დაალელოვეს ერთმორწმუნე რუმინელები და მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო საგაისო მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა ურუგვაიმ, ვინც მასპინძლები ბოლოსღა დაამარცხა  >>> 

კვი
27-04
22:35

სააღდგომო არდადეგების წყალობით

სხვაგან ატვირთული მასალები ბრუნდება შესაბამის ადგილებზე და საით წლევანდელი თემატური საძიებლებიც ემატება

შემდეგი
რაზმები და წარსული
წინა

პარ
25-04
[23:
00]

თაობათა ნატრის ასახდენად

   ეროვნულზე ქართული რაგბის ბენეფისია: მსოფლიო თასზე ორჯერ ნაბურთალი "ბორჯღალოსნები" მეორედვე შემართავენ ევროპის "ერთა თასს", რომლისთვისაც ლაშქრობა ჩვენებური სამეულის ხელქვეით დაიწყეს და ავსტრალიელის მოძღვრობით ასრულებენ. მოვლენა სპორტის ფარგალს სცილდება და თუ სწორი გაგრძელება მოყვა, ერის სულიერ აღმავლობასაც უნდა შეეწიოს. გამარჯვებით უნდა იხეიროს ოვალურ-ბურთა თამაშმაც: აქ დანერგვიდან ნახევარი საუკუნის თავზე გაჩინოს თაობათა მიერ ნანატრი საკუთარი, საკლუბო მოედნები  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
24-04
[24:00]

 

სამად სამი ცვლილება

   "ერთა თასის" შესამართად გამზადებული ბორჯღალოსნები უფროსობამ ხუთშაბათს გადანომრა. ციმბირში რუსეთის ჯობნის შემდეგ ჩვენს 15-ეულში სულ სამი ცვლილებაა  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
24-04
02:
00

[*23:50]

ასვლა არ გვიწერია

   ოთხშაბათს, ჩილეში მიმდინარე ჭაბუკ მორაგბეთა მსოფლიო ალაფის ბოლო, მესამე პულურ რაუნდში "მომავალი ბორჯღალოსნები" მთავარ კონკურენტ ურუგვაისთან დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ირბ-ის ფანდების გამო მსოფლიო თასიდან დათხოვნილნი, 16-გუნდა ელიტაში ვეღარც გაისად იასპარეზებენ  >>> 

ნაძმობ კათოლიკეთა ფინალი

     ალაფის გადამწყვეტ პულურ რაუნდში მეზობელმა, ურუგვაელმა იმსაჯა მასპინძელთა თამაში, ხოლო ჩილელმა ურუგვაელთა მატჩი. ამით სამხრეთ ამერიკელმა კათოლიკეებმა ვახტანგურდ ძლიეს აღმოსავლეთ ევროპელი მართლმადიდებლები, ანუ საქართველო და რუმინეთი, და ახლა, ჩვენებურ აღდგომას, ერთურთში გაითამაშებენ საგაისო თასის საგზურს

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
22-04
23:
35

ჩიფსმა ლიდერი დაიფრინა

   სამხრეთული ზე 14-ის მეათე რაუნდში ლიდერი და ფავორიტი, ზელანდიის კრუსეიდერზი სანიმუშოდ ძლია თვისტომმა ჩიფსმა; კივთა მდევარმა, აფრიკის შარქსმა კივივე რეფის გადამკიდე წააგო ავსტრალიის ბრამბიზთან; იაპთა მეორე იმედმა, ათამაშებულმა სტორმერზმა აჯობა ლაღ ჰარიკენზს, ავსტრალიის ვორათაზმა კი თავსხმაშიც აიღო პრემია მაჩანჩალა ლაიონზთან  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
21-04
18:
1
5

მახო მოსულა!

   ბორჯღალოსნები "ერთა თასის" შესამართად მზად არიან. აღდგომის შაბათს საქართველო ესპანეთს თითქმის იმავე გუნდით უხვდება, რომლითაც ციმბირში, ბოლო მატჩამდე ორი კვირით ადრე, რუსეთზე გამარჯვებით დაიბევა პირველობა, და სადღესასწაულოდ ბილეთთა მეტი წილიც ერთი ლარი ღირს, რათა ლიანგმა აავსოს სტადიონი და ბიჭებს მადლობა გადაუხადოს  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
20-04
19:
30

ზოგი ჭირი მარგებელია

   შაბათს, ჩილეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ალაფის მეორე რაუნდში, "მომავალი ბორჯღალოსნები" კორეასთან თამაშს არა-სერიოზულად მოეკიდნენ და თუმც თავად რვა ლელო გაიტანეს, აქეთ ხუთიც მიიღეს, რის გამოც ურუგვაიმ გატანილ-გაშვებულის სხვაობით გაგვისწრო და ოთხშაბათს, გადამწყვეტ პულურ რკენაში, ხელს ფრეც აძლევს  >>> 

ერთად და ცალ-ცალკეც

     "ერთა თასზე" პირველობის იმედ-გადაწურულმა რუსეთმა სტუმრად დაანგრია ჩეხეთი; გერმანიამ ელიტაში ამოსასვლელად მორიგი ნაბიჯი გადადგა - შინ ძლია მოჩხუბარი უკრაინა; ევროპული ფირა აერ-ის ფრანგი თავკაცი, ჟან-კლოდ ბაკე კი ჩემპიონის სარგო ჯილდოს, ფარს თბილისში ჩამოიტანს და აღდგომის შაბათს, ეროვნულზე, ესპანეთთან ბურთაობის შემდეგ გადასცემს "ბორჯღალოსნებს"  >>>

შემდეგი
წინა

პარ
18-04
24:
05

ლომთა საგანრიგო პრობლემები

   ზეპურ რაგბში ქაოსი გრძელდება: ის იყო, მასპინძელმა სამხრეთმა აფრიკამ გამოაქვეყნა ბრიტანეთის "ლომების" 2009 წლის ტურნეს განრიგი, რომ გაირკვა, პირველი მატჩი ინგლისის "გინესის" პრემიერშიპის ფინალს ემთხვევა, ხოლო ოთხი ქვეყნის ნაკრებთა ნაკრების ადგილზე ჩასვლა - ევროპის "ჰაინეკენის თასის" ფინალს  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
17-04
24:20

ტელე-ბატონის კარნახით

   ჩრდილოურ რაგბში ფრიადი სიახლეებია: გაისად "ექვსი ერის" მატჩი პირველად გაიმართება პარასკევ საღამოს; ინგლისმა უეცრად მოხსნა ჭარმაგი გურუ ბრაიან ეშთონი და მის ნაცვლად მწურთნელად უმუშევარი ექს-კაპიტანი, მარტინ ჯონსონი დანიშნა, ნალიგარმა შონ ედვარდსმა კი უელსს უერთგულა და "ურჩხულთა" დაცვის გადიად 2011 წლის მსოფლიო თასამდე დარჩა  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
16-04
24:30

იქეთ ყველა მაგარია

   ჩილეში სამშაბათს დაწყებული ჭაბუკთა მსოფლიო ალაფის პირველმა რაუნდმა გვიჩვენა, რომ პულები აშკარად უთანაბროა, რასაც ანგარიშების გარდა, ბარათთა ოდენობაც მოწმობს: თუ ჩვენს ოთხეულში სულ სამი მორაგბე გაასინბინეს, იქეთაში ორმა მიიღო წითელი ბარათი და ხუთმაც ყვითელი  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
15-04
[24:15]

ფანობა ბურთაობით ასიამოვნეს

   სამხრეთული ზე 14-ის მეცხრე რაუნდში ზელანდიის ჰარიკენზმა სტუმრად შვიდჯერ დაალელოვა შარშანდელი ჩემპიონი, აფრიკის ბულზი; ვორათაზმა ავსტრალიური დარბი მედგარი დაცვით მოუგო ფორსს; ოზეთისვე ბრამბიზმა გასვლაზე ძლია კივეთის ბლუზი, მაგრამ საგაისოდ გურუ მაინც შეუცვალეს; ლიდერ კრუსეიდერზს ერთ ტაიმს გაუძალიანდა მაჩანჩალა ლაიონზი, მდევარმა, აფრიკის შარქსმა კი კინაღამ წააგო ჰაილენდერზთან  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
14-04
23:55

პირველობის შნო აქვთ!

   რაგბი ისეთი გაქანების სპორტია, რომ მისი ქართველი მიმდევრები მსოფლიოს სულ სხვადასხვა კუთხეში ბურთაობენ: შაბათს კაცმა "ბორჯღალოსნებმა" ციმბირში ძლიეს რუსეთი და "ევროპის ერთა თასი" ვადამდე მოიპოვეს, სამშაბათს კი "მომავალი ბორჯღალოსნები" ჩილეში ებმებიან ირბ-ის ახალ წამოწყებაში, "მსოფლიოს ალაფაში", რომელიც ბოგანოთათვის ჩაფიქრებული მინი მსოფლიო თასია  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
13-04
19:
20

მეათედ და თანაც თოვლში

   ჩვენმა გმირმა ბორჯღალოსნებმა კვლავ გაახარეს ერი: ციმბირულ თოვლში მეათედაც ძლიეს მომძლავრებული დათვები და ბოლო თამაშის შედეგის და მიუხედავად, ევროპის "ერთა თასი" მეორედ მოიპოვეს  >>> 

შემდეგი
წინა

შაბ
12-04
00:2
0

ციმბირში, მეათედ გასამარჯვებლად!

   მოგება იქვე გაგვაჩემპიონებს და ფრეც ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მერე ესპანეთიღა გვეყოლება საძლევი, მაგრამ მასპინძელი რუსეთი ამაზე ყაბულს ვერაა და ციმბირის გულ კრასნოიარსკში სურს "ერთა თასის" დაუნჯება. ამაში, მავანთა აზრით, "დათვებს" თოვლი, ყინვა და ფრანგი გურუ კლოდ სორელი უნდა შეეშველონ, მაგრამ არც ავსტრალიელი თიმ ლეინისა და ლეგენდარული ლევან ცაბაძის მიერ დამოძღვრილი ძალგულოვანი "ბორჯღალოსნები" არიან ჯაბანნი და ყოფილი "უფროსი ძმის" ჯობნას მეათედაც უთუმცაოდ აპირებენ  >>> 

შემდეგი
წარსული
წინა

ხუთ
10-04
22:
30

სრულიად საქართველო უცქერს

   შაბათს, ციმბირის გულ კრასნოიარსკში, საქართველო რუსეთს რომ უნდა ერაგბოს განათლებული ევროპის "ერთა თასზე", აი, მაგ მატჩის ჭრილში ხუთშაბათს საგულისხმო ამბავი მოხდა - ქართული რაგბის ოდინდელმა მეოხმა, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შეიძინა პირდაპირი რეპორტაჟი, რისი წყალობითაც 12 აპრილს, დილის 11 საათიდან, ქვეყნის ყველა კუთხე უცქერს სეზონის მთავარ თამაშს  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
9-04
24:55

პატერსონმა სამი ააცდინა

   საკლუბო, ევროპული, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ფინალი, რომელიც კარდიფშია დანიშნული, უელსელთა გარეშე გაიმართება, რაკი ოსფრიზი და ბლუზი სტუმრად დამარცხდნენ. ინგლისი ორივე ნახევარფინალს უმასპინძლებს, მაგრამ ლონდონის კლუბებს, აირიშსა და სარასენსს მეტოქეებად ტულუზი და მანსთერი რომ ეყოლებათ, ფინალში გასასვლელად ფიცხელი ბრძოლა გადახდებათ  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
8-04
18:5
5

რეპორტაჟზე ფეხს ითრევენ

   ბორჯღალოსნების ორივე ნაკადი მშვიდობით ჩაფრინდა კრასნოიარსკში, სადაც შაბათს, 12 აპრილს, კოსმონავტიკის დღეს, ჩვენებურად დილის 11 საათზე საქართველო "ერთა თასის" გადამწყვეტ მატჩში რუსეთს ერკინება და თუ მოუგებს, პირველობასაც გაინაღდებს  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
7-04
22:2
5

თამაში რეფმა წაახდინა

   სამხრეთული ზე 14-ის მერვე რაუნდში რომ უქმობდა მძლეთამძლე ლიდერი, ზელანდიის კრუსეიდერზი, უპირველესი მდევარი, აფრიკის შარქსი ოდნავ წამოეწია; ავსტრალიის ვორათაზმა სასტიკად მიანგრია კივეთის ბლუზი, ფორსმა კი ბოლო წუთზეღა ძლია შარშანდელი ჩემპიონი, აფრიკის ბულზი, ვინც 4-მატჩა ტურნედან შინ ორად-ორი ქულით მიბრუნდა  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
6-04
22:5
5

ექვსი ქულაღა ჭირდებათ

   მაისის ბოლოსთვის გადაიდო ახალ ზელანდიური შვიდკაცის მსოფლიო სერიის გამარჯვებულად კურთხევა. გუნდს, ვისაც შარშანდლის ჩათვლით ზედიზედ შვიდი ეტაპი და 47 მატჩი მოეგო, ადელაიდის ტურნირის ფინალში აჯობა სამხრეთმა აფრიკამ. ერთი კია, კივებს ლონდონში სინის ფინალში წაგებაც (VI ადგილი) ყოფნით, რათა მეცხრე სეზონში მერვედ იჩემპიონონ  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
4-04
23:
25

ახლებური განთესვა

   უქმეებზე საკლუბო, ევროპული, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალებია. დასში წარმომადგენელი ოთხ ქვეყანას ჰყავს, მაგრამ პულებში ინგლისელებმა სხვებზე მეტად რომ იყოჩაღეს, ოთხიდან სამ რკენას მასპინძლობენ  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
2-04
23:
55

ზანგობის ხარისხით

   სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში "ნაკლებად შავმა" ორეხან ჰოსკინსმა რომ დაამარცხა "მთლად შავი" მაიკ სტოფილე, ამან დაიჩივლა, ჩვენს სპორტს "მესამე ძალა" მართავსო; კავშირმა ბოლოსდაბოლოს გაუფორმა კონტრაქტი ეროვნული ნაკრების, "ბოკეს" ახალ, "ზომიერად შავ" მწურთნელ პიტერ დეფილიერსს, გუნდისთვის სახელის გადასარქმევად მოლაშქრე პოლიტიკოსები კი ისევ გაიყურსნენ  >>> 

12:55

გადადით მეექვსე ნაწილში

   ამ საითის მკითხველთათვის კარგად ცნობილი მიზეზის გამო რომ მოხდა წყვეტა, დაჰკარით სამმაგ ისარს და ჩაინიშნეთ ახალი მისამართი, საიდანაც ყველაფერი ერთბაშადაა ხელმისაწვდომი  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
1-04
[24:
20]

ბურებს არ მოაგებინეს

   სამხრეთული ზე 14-ის მეშვიდე რაუნდში ზელანდიის ბლუზმა აფრიკის ბულზს თრილერი ნიკ ევანსის არეკნითა და თემიდის ხელ-შეწყობით მოუგო; კივურ დარბში კრუსეიდერზმა კი ძლია ჰარიკენზი, მაგრამ 10 ნომერი დენ კარტერი მინიმუმ თვე-ნახევრით გამოაკლდა; აფრიკის სტორმერზმა ტურნე ავსტრალიის დასავლეთ კიდეზე გამარჯვებით დააგვირგვინა; შარქსმა კი ორი წუთი 16 კაცით რომ ითამაშა, ძლეული რედსი უჩივის და პრემიასაც ითხოვს  >>> 

შემდეგი
წინა

1 აპრილი
$

[23:
40]

დოქტორ მილარის ჩანაფიქრი

   თქმულა, ბებერი ხარისა რქებიცა ხნავსო. ამ პრინციპით, მსოფლიო რაგბის შეფ-ყოფილი, ბელფასტელი დოქტორი სიდ მილარი ნასწავლ მილიონთა საყვარელი თამაშის ნათელ მომავალზე ძველებურად ზრუნავს და ირბ-ის მიერ საოლიმპიადოდ შეგულვებული შვიდკაცის ჩანაცვლებას ოვალური ფუშბოლით აპირებს  >>> 

Free Web Hosting