სამი ააცდინა

პატერსონმა სამი ააცდინა

     საკლუბო, ევროპული, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ფინალი, რომელიც კარდიფშია დანიშნული, უელსელთა გარეშე გაიმართება, რაკი ოსფრიზი და ბლუზი სტუმრად დამარცხდნენ. ინგლისი ორივე ნახევარფინალს უმასპინძლებს, მაგრამ ლონდონის კლუბებს, აირიშსა და სარასენსს მეტოქეებად ტულუზი და მანსთერი რომ ეყოლებათ, ფინალში გასასვლელად ფიცხელი ბრძოლა გადახდებათ.

სამხრეთი ირლანდიის მანსთერმა სტუმრად მოუგო დასავლეთი ინგლისის გლოსთერს. პომები დააღალატა შოტლანდიელმა კიკერმა კრის პატერსონმა, ვინც მსოფლიო თასსა და ექვს ერზე სასწაული ჩუბინობა გამოიჩინა, ამჯერად კი საწყის მეოთხედში, როცა მისი გუნდი მეტოქეს ეძალებოდა, კარს სამი ჯარიმა ააცდინა.

მანსთერი ჭირში გამაგრდა და ზედ შესვენების წინ, 14-ფაზიანი შეტევით ლელო შეიტანა. მეორე ტაიმში გაწვიმდა და ყოფილმა "ოლ ბლექმა", დაუგ ჰაულიტმა თერნოვერიდან გაიტანა მეორე ლელო.

ირლანდიის გუნდისგან განსხვავებით, კივებმა (ბენ ბლერი, ჯეისონ სპაისი, პოლ ტიტო, ზებიერ რაში) ტულუზში ვერ მოაგებინეს კარდიფს, ვისაც 6 გოლითა და არეკნით 18 ქულა მიართვა ზელანდიელი ბაირონ კელეჰერის ხათრით ცხრიდან 10 ნომრად ჩაჩოჩებულმა ჟან-ბაპტისტ ელისალდმა.

ტექნიკამ უღალატათ

ორივე ლონდონურმა გუნდმა პრაგმატული თამაშით გაიმარჯვა. აირიშმა თავისი 19 და მეტოქის 6 დერეფანი მოიგო, ზე 14-ის ვორათაზიდან (ავსტრალია) გადახვეწილმა პიტერ ჰიუეტმა კი ჯარიმები ხომ შეაგდო და კატალანელი სტუმრები გამოზომილი დარტყმებით მათსავე ნახევარზე გამოამწყვდია.

სარასენსს ორი კვირის წინ, კარდიფში, ინგლის-უელსის საზიარო თასის ნახევარფინალი 3:30 წაეგო ოსფრიზთან, ვინც ექვსი ერის ჩემპიონი უელსის ბირთვს შეადგენს.

კელტებმა ამჯერადაც ლაღად სცადეს თამაში, მაგრამ ვოთფორდში, თოვლ-გადახვეტილ მოედანზე ვერ მოერივნენ მეტოქეს. მათვე შეტევის გადამწყვეტ მომენტში ბევრჯერ უღალატა ტექნიკამ. ჰოდა, გალონდონელებულმა კივმა გლენ ჯეკსონმა (ჩიფსი) მატჩს არეკნით დაუსვა წერტილი.


>>>    ჰაინეკენის თასი. მეოთხედფინალი

ლონდონ აირიში 20:9 პერპინიანი

აირ ინგ (2) - ლ: 6 დანაჰერი; 5ს: 15 ჰიუეტი

პრპ სფრ (7) - 3ს: 15 მონთგომერი სბ 6 ვაკი

რეფ როლანი ირლ

0:3(4) 3:3(23) 6:3(26) 6:6(28) 11:6(31) 11:9(38) / 14:9(54) 17:9(57) 20:9(63) სბ(80)

გლოსთერი 3:16 მანსთერი

გლო ინგ (3) - ს: 10 ლემი სბ 3 ნიეტო

მან ირლ (6) - 2ლ: 11 დაულინგი, 14 ჰაულიტი; 2ს: 10 ოგარა

რეფ ოუენსი უელ

0:3(14სბ) 0:8(39) / 0:11(50) 0:16(62) 3:16(66)

სარასენსი 19:10 ოსფრიზი

სარ ინგ (1) - ლ: 22 ლეონეჯი; გ 3ს ა: 10 ჯეკსონი

ოსფ უელ (8) - ლ: 17 ჯეიმზი; გ ს: ჰუქი სბ 15 ბერნი

რეფ ლუისი ირლ

0:3(2) 3:3(10) 6:3(15) / 13:3(42) 16:3(58სბ) 16:10(74) 19:10(78ა)

ტულუზი 41:17 კარდიფ ბლუზი

ტულ სფრ (4) - 4ლ: 11 მედარი, 13 კუნავორე, 14 კლერკი, 19 ბუიუ; 3გ 3ს: 10 ელისალდი; 2ა: ელისალდი, 15 ემონსი სბ ემონსი

ბლუ უელ (5) - 2ლ: 9 სპაისი, 15 ბლერი; 2გ ს: ბლერი სბ სპაისი

რეფ ბარნსი ინგ

7:0(1) 10:0(5) 10:7(18) 13:7(23) 13:10(28სბ) 16:10(29ა) სბ(31კ) / 19:10(59) 26:10(61) 26:17(68) 33:17(71) 38:17(78) 41:17(80ა)

ნახევარფინალი (18.00 საქ)

შაბ 26/04   აირიში ინგ - ტულუზი სფრ (ლონდონი, თვიქნემი)
კვი 27/04   სარასენსი ინგ - მანსთერი ირლ (ქოვენთრი, რიკოჰი)

ფინალი

შაბ 24/05 კარდიფი, მილენიუმი

>>>    ჩელენჯ ქაფი

მეოთხედფინალი

ვუსთერი ინგ (1) - მონპელიე სფრ (8)   36:26
ბასი ინგ (2) - ლიდსი ინგ (7)   57:5
სეილი ინგ (3) - ბრივი სფრ (6)   49:24
ნიუკასლი ინგ (4) - კასტრი სფრ (5)   40:13

ნახევარფინალი

პარ 25/04     ვუსთერი - ნიუკასლი   23.00
შაბ 26/04     ბასი - სეილი   15.30


***

Free Web Hosting