მაისი 2008

ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ ქეშ-სარდაფი [Clear History]

შემდეგი
წინა

პარ
30-05
23:15

ვიქენდური მრავალფეროვნება

   მაისის ბოლო გარდამავალი პერიოდი რომაა, ქართველ ქომაგთა გულისყურს სულ სხვადასხვა რანგის მოვლენები იპყრობს. უქმეებზე მორიგი რაუნდია ჩვენს შინაურ პირველობაზე, რუმინეთსა და ინგლისში კი ფინალებია; ჩემპიონი გამოვლინდება სამხრეთის ზე 14-შიც; მსოფლიო სერიის შვიდკაცაა შოტლანდიაში, ევროპისა კი ხორვატიაში; ტურნეს ასრულებენ ბარბაროსები; ბორჯღალოსნები რუმინეთის ტურნირისთვის იკრიბებიან, კავშირები კი საგაისო "ერთა თასის" განრიგს ათანხმებენ  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
29-05
[
23:30]

გურუს ავსტრალიაში გასაცილებლად

   შაბათს, ჩვენებურად შუადღეზე, სამხრეთული ზე 14-ის ფინალში 6-გზის ჩემპიონი, ზელანდიის "კრუსეიდერზი" რომ მიიღებს ავსტრალიის "ვორათაზს", ცდას არ დააკლებს, რათა 48 წლის გურუ რობი დინსი გამარჯვებული გააცილოს ... ავსტრალიისვე "ვოლაბიზში"  >>> 

შემდეგი

7 წელი [ბოლო ციკლამდე]

წინა

ოთხ
28-05
[
24:30]

 

ცხრა წელი ერთა თასზე

   მოილია ჩვენმა სახელოვანმა რაგბის გუნდმა მეცხრე სეზონიც ევროპულ ასპარეზზე, კიდევ ერთხელ გამოავლო ჩალა პირში უცხოელ ურწმუნო თომებსა და მოშურნეებს, მეორედ მოიპოვა ფარად ქცეული "ერთა თასი" და 2011 წელს, ახალ ზელანდიაში დანიშნული მსოფლიო თასისთვის ჯეელთა გამოცდაც მოასწრო. ბიჭებს გაისად უფრო ფიცხელი ბრძოლები გადახდებათ, რადგან 2009-10 წლების ციკლი იმავდროულად მსოფლიოს შესარჩევიცაა  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
27-05
24:40

 

ვერცხლის თასი იაპონისაა!

   იაპონიამ, ვინც აზიის მუდმივი წარმომადგენელია მსოფლიო თასზე, მაგრამ ექვს გათამაშებაში გამართული 20 მატჩიდან ერთადერთი მოუგია; ვისაც 2015 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის რიგიანი შანსი აქვს; სადაც საშოვარზე ბითუმად მიდიან ზელანდიელი და ავსტრალიელი ნავარსკვლავარნი და ვის "ალუბლებსაც" კივი ლეგენდა, ჯონ ქერვინი წურთნის, თამაშ-თამაშ მოიგო "აზიის ხუთი ერი" და მალე "წყნარი ოკეანის თასშიც" ჩაებმება  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
26-05
22:50

 

მანსთერიც ორგზის მფლობელია!

   ევროპი ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მე-13 ფინალში ირლანდიის "მანსთერმა" საარაკო ბრძოლაში ჯიგრით ძლია ჯილდოს ერთადერთი სამგზის მფლობელი, საფრანგეთის "ტულუზი" და ორგზის ჩემპიონთა ამქრის მესამე წევრი შეიქნა  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

 

ფინალში მასპინძლები გაგრიალდნენ

   სამხრეთული ზე 14-ის ფინალში ნახევარფინალთა მასპინძლები გაგრიალდნენ: ზელანდიის "კრუსეიდერზმა" მეთოდურად მოუთავა ხელი მედგარ თვისტომს, "ჰარიკენზს", ავსტრალიის "ვორათაზმა" კი გააპამპულავა აშლილი სტუმარი, აფრიკის "შარქსი"  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
25-05
23:35

 

სინი რა ბედენაა?!

   ჩვენმა შვიდკაცამ ევროპის სერიის ეტაპზე, პოლონეთში, ქართული რაგბის საერთაშორისო რეიტინგისთვის შეუფერებელი, მეხუთე ადგილი დაიჭირა. მსოფლიო სერიაზე ლონდონში მერვედ იჩემპიონა ახალმა ზელანდიამ, ოღონდაც მხოლოდ სინს შეწვდა  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
23-05
23:00

 

გალური ეშხი თუ კელტური ძალა?

   საკლუბო, ევროპული, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მე-13 ფინალს, რომელიც შაბათს კარდიფის "მილენიუმზე", ჭერქვეშ გაიმართება, სანუკვარი წითელი კვართებითა და შორტებით ითამაშებს საფრანგეთის "ტულუზი", ირლანდიის მანსთერი კი საგარეო ფორმას, ლურჯ მაისურებსა და თეთრ ნიფხვებს მოირგებს  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
22-05
2
2:50

საუკეთესო შანსი

   სამხრეთული ზე 14-ის შაბათის ნახევარფინალებში ზელანდიის გუნდები, კრუსეიდერზი და ჰარიკენზი პლეი-ოფში მეოთხედ შეიყრებიან, ავსტრალიის ვორათაზი და აფრიკის შარქსი კი ოთხეულში ერთდროულად პირველად მე-13 სეზონშიღა გასულან  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
21-05
21:1
5

 

როგორ შევმართეთ ფარი

   მალე თვე შესრულდება, რაც ბორჯღალოსნებმა "ერთა თასის" ფარი შემართეს, მაგრამ მოვლენის სტატისტიკური ანალიზი არასდროსაა დაგვიანებული. ამიტომ ერთ გვერდად გამოვკვართეთ 15-თვიანი ლაშქრობის ათივე მატჩი და დავასკვენით, რომ ექვსმა გურუმ თუმც 60 მოთამაშე (22 ბეკი და 38 ფორვარდი) იხმო, მათგან ხუთმაღა ზიდა საჩემპიონო ჭაპანი  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
20-05
2
4:10

კივური ფინალი ჩაიშალა

   სამხრეთული ზე 14-ის პლეი-ოფში სამივე მონაწილე ქვეყნის გუნდები გავიდნენ, ოღონდაც ზელანდიური ფინალი გამოირიცხა, რაკი ერთ ნახევარფინალში კივური შინაომი გაჩაღდება, მეორეში კი ავსტრალიის ჯილა აფრიკისას მიიღებს  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
18-05
2
4:45

ალალად იბურთავეს

   სამხრეთული ზე 14-ში ნახევარფინალის წყვილები ბოლო რაუნდშიღა გამოვლინდა. გამოირიცხა ზელანდიური ფინალი, რაკი კივებმა პარასკევს ერთმანეთი არ დაინდეს, მაგრამ შაბათს იაპებიც რომ არ დარჩნენ ვალში და ალალად იბურთავეს, პლეი-ოფში თავადვე მოისაკლისეს ერთი გუნდი  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
16-05
24:10

 

ბებერი გიქი ლომების გადიად!

   ბრიტანეთის "ლომებს" საგაისო, სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ბებერი იენ მაკგიქანი გაწურთნის, ინგლისს კი ივნისში, ახალ ზელანდიაში გასამართ წყვილ ტესტზე, მეორე ხაზელი სთივ ბორსვიქი უყოჩებს  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
15-05
2
3:25

სამისთვის ექვსი იბრძვის

   სამხრეთული ზე 14-ის ბოლო, მე-14 რაუნდში შვიდიდან ოთხი ჯახი მუღამიანია, რადგან მათში უნდა გაირკვეს პლეი-ოფის დარჩენილი სამი მონაწილე და მეორე ნახევარფინალის ასპარეზიც  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
14-05
23:20

 

გირვანქები მეურნეობის მოსაწყობად

   რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) ერთი კვირის შუალედით ჯერ ის გამოაცხადა, რომ დამდეგ ოთხ წელში 25 რჩეულ ქვეყანაში ოვალურ- ბურთა თამაშის გასავითარებლად 48 მილიონს დახარჯავს, შემდეგ კი ეგეც წვრილად ჩამოთვალა, თუ რაზე და ვისთვის რამდენი გამოიყოფა  >>> 

შემდეგი ჭირი იქა, ლხინი აქა
წინა

სამ
13-05
23:25

 

დუბაის საგზურისათვის

   არაბეთის საამირო დუბაიში 2009 წლის 5-7 მარტს გასამართ მეხუთე მსოფლიო თასს უკვე გამოაკლდა საქართველოს შვიდქალა, შვიდკაცა კი ახლაღა ებმება შერჩევაში, რათა "გაჩქარებელი რაგბის" გლობალური შოუს დასში მესამედაც მოხვდეს  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
12-05
2
3:45

ზამთრის კოკისპირულ წვიმაში

   სამხრეთული ზე 14-ის ბოლოსწინა, მეცამეტე რაუნდში ზელანდიის კრუსეიდერზმა დასკვნით ათ წუთშიღა ძლია ავსტრალიის რედსი და თუ ფინალში გავა, მას შინ გამართავს; ავდარში ფრიად საჭირო მოგება უპრობლემოდ ჩაიწერა ზელანდიისვე ჰარიკენზმა, ხოლო ოზეთის ვორათაზი და იაპეთის სტორმერზი რომ დაზავდნენ, ორ-ორი ქულის დაკარგვა შეიძლება სანანებელი გაუხდეთ  >>> 

შემდეგი

ტაბლო

ოქმები

წინა

კვი
11-05
24:
00

 

ამჯერადაც მასპინძელმა

   შაბათს დასრულდა "ევროპის ერთა თასი", რომელიც 15 თვის წინ დაიწყო და აღდგომაზე საქართველოს "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დაგვირგვინდა  >>> 

ბურთაობა მეორეში გაჩაღდა

   შინაურ პირველობაზე წვიმამ შაბათს პირველი ლიგის თამაშები ჩაშალა, რადგან მოედნები ცოტაა და მოსაფრთხილებელია, კვირას კი სამ ადგილას უმაღლესის ოთხი მატჩი გაიმართა  >>>

შემდეგი
წინა

პარ
9-05
21:15

 

შვიდქალა ევროპაში გავიდა

   ჩვენი ვაჟკაცი ბორჯღალოსნების წარმატება სრულიად რაგბეთმა იცის, ოვალური ბურთის მიმდევარი ქართველი გოგოები კი დიდ ასპარეზზე ახლაღა გადიან: შაბათ-კვირას, ომის ჭრილობებ- მოშუშებულ ბოსნიაში, ებმებიან ევროპის შვიდქალას შესარჩევში, საიდანაც ევროპის პირველობაზე, ხოლო იქედან მსოფლიო თასზე მოხვედრაცაა შესაძლებელი  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
8-05
22:
05

 

მთელ მსოფლიოში, აგვისტოდან ...
ოღონდაც მხოლოდ ცამეტი

   რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) კომპრომისი გამონახა: სამხრეთი ნახევარსფერო რომ ემხრობოდა ზე 14-ში უკვე დანერგილ საცდელ წესებს, ხოლო ჩრდილოეთი მათი შემოღების წინააღმდეგი იყო, დუბლინის ოფისმა 1 აგვისტოდან მთელ მსოფლიოში ოდენ 12 თვით აამოქმედა 23 სიახლიდან მხოლოდ 13 და მათ საბოლოო განაჩენს 2009 წლის ნოემბრის სხდომაზე გამოუტანს  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
7-05
23:45

 

48 მილიონი დაიხარჯება

   რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) შარშან, საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასის სარფი დაიანგარიშა და 2009-12 წლებში გლობალური ინვესტიციისთვის 48 მილიონი გირვანქა გადადო; განახლდა ირბ-ის აღმასკომი და შპს "მსოფლიო თასის" დირექტორთა საბჭო; 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასათამაშებელი თასის პირველი შესარჩევი კი კარიბეთში მოეწყო  >>> 

შემდეგი
ზე რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
6-05
2
3:10

სხვაობა ათი ქულაა

   სამხრეთული ზე 14-ის მეთორმეტე რაუნდში ლიდერმა, ზელანდიის კრუსეიდერზმა ნახევარფინალის მასპინძლობა დაიბევა; მაჩანჩალა ლაიონზის ძლევით ოთხეულში შეიჭრა ზელანდიისვე ჰარიკენზი; ავსტრალიის ფორსმა კივეთისვე ჩიფსს თრილერი მოუგო და საქმე გაუფუჭა; აფრიკის სტორმერზი კვლავ უპრემიოდ დარჩა; ზელანდიის ბლუზმა კი შეიტყო, რომ ოზი გურუ შინ მიუდის, ხოლო პლეიმეიქერები საშოვარზე, ბრიტანეთში  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
5-05
23:40

 

გერმანიამ ამოგვაკითხა

   საქართველომ რომ "ერთა თასის" ფარი ესპანელთა ჯობნის შემდეგ შემართა, იმავე დღეს გერმანიამ ჰოლანდიაში ბოლო ათ წუთშიღა იმარჯვა და საგაისოდ ელიტაში ამოსვლა დაიბევა  >>> 

შემდეგი

 ტაბლო

ოქმები

წინა

კვი
4-05
24:00

 

მადლობა კომისრებს!

   შინაური პირველობის გაშუქება თვისობრივად ახალ დონეზე ავიდა. არა, ტელევიზიით არ გადაცემულა სასტარტო რაუნდის "ცენტრალური მატჩი" და რამდენადაც მოგვეხსენება, არც მიმოხილვა იგეგმება, მაგრამ კავშირის ვებ-ოსტატმა კი მოაწყო ექსპერიმენტი და ორ დღედ გაწელილი რვა თამაშის კვაზი-ცოცხალი წაიყვანა, ანუ ანგარიშს თამაშში ოთხი-ხუთჯერ ანახლებდა  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
2-05
23:40

 

გამოუცდელებმა შინ წააგეს

   საკლუბო, ევროპული, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალებში ამ დონეზე გამოუცდელმა ინგლისურმა კლუბებმა შინ წააგეს, რის შედეგადაც კარდიფში დაგეგმილ ფინალში თასის სამგზის მფლობელი, საფრანგეთის ტულუზი ერთგზის გამარჯვებულს, ირლანდიის მანსთერს ეთამაშება  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
1-05
24:20

 

მატებაა ყველა დონეზე ... სინი კი გამქრალა

   მოითავა ქართული რაგბის თემმა გაზაფხულის საერთაშორისო პროგრამა და ნააღდგომევს ტრადიციულად ხსნის საშინაო სეზონს, რომელსაც ბორჯღალოსანთა წარმატების გარდა ეშხს ისიც მატებს, რომ გუნდები და ასპარეზები მოგვიმრავლდა და ინფრა-სტრუქტურის მოწყობის ჭრილშიც იდგმება პირველი ნაბიჯები  >>> 

Free Web Hosting