ივნისი 2008

ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ ქეშ-სარდაფი [Clear History]

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
30-06
24:
55

ალღო ჯერ ვერ აუღეს

   ივნისის ტესტების ბოლო ვიქენდზე ავსტრალიამ სანახევროდღა სავსე ოლიმპიურ სტადიონზე უფერულად, მაგრამ მაინც გვარიანი სხვაობით ძლია საცდელი რაზმით მოთამაშე საფრანგეთი; არგენტინა - იტალიის ტესტი ასოკირკიტა ოზმა რეფმა წაახდინა, წყნარი ოკეანის თასზე კი სამოამ სტუმრად რომ ძლია ტონგა, საქართველო რეიტინგში მე-13 ადგილზე აიჭრა  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
30-06
02:
15

ფოთში სამეზობლო შეიკრიბა

   შინაურ რაგბში საგულისხმო სიახლეებია: სამშაბათს ფოთში 17 წლის ჭაბუკთა "შავი ზღვის თასი" იწყება; "ქართული შვიდკაცა" მაინც გავიდა ევრო-სერიის ფინალში, სადაც საგაისო მსოფლიო თასის ხუთი საგზური უნდა გათამაშდეს; უმაღლესი ლიგის ლიდერ ლოკომოტივს კი სეზონში პირველი მარცხი უნივერსიტეტმა აწვნია  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
27-06
00:
55

შაბალის საქმე ბურთის წაღებაა

   ივნისის ტესტების ბოლო, მეოთხე ვიქენდზე საფრანგეთი, ვისაც ტოპ 14-ის უკეთესი ოთხეულის წევრები აკლია, სიდნეიში ავსტრალიას მაინც უპირებს ძლევას და იმის იმედიც აქვს, რომ ოზებს ძველი წესებით თამაში გაუჭირდებათ, კორდოვაში შესაყრელად გამზადებულ არგენტინასა და იტალიას კი ბითუმად აუმატებიათ ფრანგულ ნახევარფინალში გავარდნილ გუნდებში მოღვაწე თავისიანები  >>> 

შემდეგი
წინა

 

ჩელენჯის განვრცობა გადაიდო

   საფრანგეთის გარდა ყველგან რომ დასრულდა შინაური პირველობა, შპს "ევროპის რაგბის თასმა" ზედიზედ გამართა "ჰაინეკენის თასისა" და მასზე უმცროსი "ჩელენჯ ქაფის" წილისყრა. ჰოდა, გაირკვა, რომ საქართველოს, რუსეთსა და პორტუგალიას მინიმუმ 2009 წლის შემოდგომამდე მოუწევთ ცდა, რათა მარაქაში გაერიონ  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
25-06
24:
25

ჯეელებმა ჰაკა დააღრიალეს

   უელსში დასრულებული 20-წლამდელ ჭაბუკთა პირველი მსოფლიო პირველობა უსიტყვოდ მოიგო ახალმა ზელანდიამ, საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალში კი ზედიზედ მეორედ ირაგბებს კლერმონის რუსთაველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
24-06
23:
45

ევროპამ ბოლოსდაბოლოს გვაღიარა

   ხელდამშვენებულნი დაგვიბრუნდნენ რუმინეთის ტურნირიდან ბორჯღალოსნები, ხოლო საბერძნეთიდან - რაგბის კავშირის უფროსობა და სამშაბათს გამართეს საზიარო მედია-კონფერენცია, რომელზეც ხუთმა გაზეთმა, სამმა ტელევიზიამ და სამმაც საითმა მივლინა დესპანი  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
23-06
23:30

მალითს უფალმა უსმინა

   ივნისის ტესტების მესამე ვიქენდზე მსოფლიო თასის მფლობელმა აფრიკამ თავსხმა წვიმაში ოთხ ლელოზე მეტი ვერ დაუდო გამამაცებულ იტალიას; ზელანდიის მგეზავმა დენ კარტერმა 22 ქულა პირადად მიართვა საქალთანო შარში გახვეულ ინგლისს; წყნარი ოკეანის თასზე კი ავსტრალიის დუბლი წინ მეტად გაიჭრა  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
22-06
20:
45

ლაშას სინი გამოატანეს

   შაბათს შინაური პირველობა განახლდა; რუმინეთში დასრულებული ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს 10 ნომერი, ლაშა მალაღურაძე სცნეს; საბერძნეთში გამართულ ფირა აერ-ის ყრილობაზე საგაისო "ერთა თასის" განრიგი დამტკიცდა, იქვე მოწყობილი შვიდკაცის შემდეგ კი მორიგი მდევარიც, ანდორა მოგვშორდა  >>> 

შემდეგი
წინა

შაბ
21-06
[02:
00]

აღმასვლა: მეორე ადგილი!

   სამართალმა პური ჭამა: ბორჯღალოსნების საცდელმა შემადგენლობამ ბუქარესტის ტურნირზე მატჩიდან მატჩამდე უმატა თამაშს და ორგანიზატორთა ჩანაფიქრი თავდაყირა დააყენა, გააბითურა რა იტალიის დუბლიც და შარშანდლის დარად, მასპინძელ რუმინეთზე წინ, მეორე ადგილზე დააფინიშა  >>> 

პარ
20-06
16:
25

რაგბი ყველანაირი

   უქმეები ისეა დახუნძლული რაგბით, რომ "გლობალის" მაყურებელს დაკვალიანება ჭირდება, რათა არჩევანის სიჭარბემ არ დააბნიოს  >>> 

შემდეგი
წინა

ხუთ
19-06
24:
15^

ბომონდის გულის გასახეთქად

   ცოტა უცნაურია და ბუქარესტში პარასკევს სრულდება ირბ-ის მიერ დაფინანსებული უცნაურ-ფორმულიანივე "ერთა თასი". ფინიშზე ეროვნულ ნაკრებად შენიღბული ჩვენი დუბლი ერაგბება იტალიის დე-იურე მარქაფას, "ა" ნაკრებს და თუ შარშანდელივით მოუგო, ბომონდის გულის გასახეთქად, შეიძლება მეორე ადგილსაც შევწვდეთ  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
19-06
24:
15=

მაკქოუს ისევ მისდგნენ

   ზეპური სამხრეთული ტესტების მესამე ვიქენდზე სულ ორი მატჩია: ზელანდია მეორედაც მასპინძლობს ინგლისს, ვისაც უკანა ხაზში ხუთი კაცი გამოუცვლია და პოლიციის მიერ წარმოებული მოკვლევაც გვარიანად აფორიაქებს, იტალია კი მშობლიურ კეიპტაუნში 13 ძირითადი მოთამაშის გარეშე ჩაუყვანია ნიკ მალითს, ვინც 1997-2000 წლებში სწორედ რომ "ბოკეს" მწურთნელი იყო  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
18-06
2
3:50

კორფუზე განრიგის შესათანხმებლად

   საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაცია ევროპული ფირა აერ-ის ყრილობაზე დასასწრებად საბერძნეთს გაფრინდა, რუმინეთის ტურნირზე კი ტრიბუნალმა მკაცრად დასაჯა ურჯუკი ურუგვაელი  >>> 

შემდეგი
წინა

 

ევროპული რაგბი 2008  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
17-06
[23:30]

თამაშები კინაღამ ჩაიშალა

   "წყნარი ოკეანის თასზე" ზელანდიის "მაორი" ფიჯზე მარცხს გადაურჩა; "20-წლამდელ ჭაბუკთა" მსოფლიო პირველობაზე ოთხშაბათს ნახევარფინალებია; "ევრო შვიდკაცაზე" კი ერთი კონკურენტი, ხორვატია ჩამოგვცილდა და ანდორასაც ცუდად წაუვიდა საქმე  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
16-06
24:55

რბევა: 34 ქულა 25 წუთში!

   ივნისის ტესტების მეორე, ყველაზე მატჩ-მრავალ ვიქენდზე ზელანდიამ მეორე მეოთხედში ბლიცი ჩაუტარა ინგლისს; ახალი, კივი გურუს მყოლმა ავსტრალიამ ბოლოსკენ ირლანდიის მიძალება მოიგერია; აფრიკამ ჯიუტი უელსი საათის თავზეღა გატეხა და დაუმსახურებლად დიდი სხვაობით მოუგო, შოტლანდიამ კი არგენტინასთან 7-წაგებიანი ნავსი ბუენოს-აირესში გატეხა  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
16-06
02:
10

გამარჯვება უზომო ჯიგრით!

   ფათერაკები არ ელევათ ჩვენს ბორჯღალოსნებს: მორიგი ომი ლათინებთან, მსაჯთა მორიგი ავის-მოსურნე ბრიგადა, ბლომად ჯარიმა, ორმაგი სინბინი, უმართებულო ტაქტიკური სვლები და მაინც ტკბილი გამარჯვება, რომელიც კვლავ ღონითა და უზომო ჯიგრითაა მოპოვებული  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
1
3-06
24:20

ტეროსთან გამარჯვება გვმართებს

   ბუქარესტში მიმდინარე 6-გუნდა "ირბ-ის ერთა თასზე" საქართველო კვირას, ჩვენებურად ხუთ საათზე, ერკინება ურუგვაის, ვისთანაც აქამდე გამართული ორივე თამაში წაუგია, აწ კი უსიკვდილოდ მართებს მოგება, რათა მისხალ-მისხალ ნაგროვი რეიტინგი და საერთაშორისო ავტორიტეტიც შეინარჩუნოს  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
12-06
24:15

დინსი წარსულს ივიწყებს

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების მეორე ვიქენდზე მსოფლიო თასზე ხელმოცარულ ავსტრალიას პირველად დამოძღვრავს ზელანდიელი რობი დინსი, კივეთში ჩასულ ინგლისს კი "ექვსი ერის" აქეთ 11 დამწყები შეუცვლია და შინ დარჩენილი მარტინ ჯონსონის მაგივრად თვით რობ ენდრიუ გადიობს  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
11-06
[
24:5
5]

წყვილი უიღბლობა და შეცდომაც

   წლეულს პირველი მარცხი ახლაღა, მეშვიდე მატჩში იწვნიეს ბორჯღალოსნებმა და ძაანაც დასანანი: ბუქარესტის ტურნირის სტარტზე სამხრეთი აფრიკის "მზარდმა ბოკემ" თითქმის ვერაფრით გვაჯობა, მაგრამ იღბალი არ იყო ამ დღეს ჩვენს მხარეზე და ერთი-ორი მიამიტური შეცდომაც მოგვივიდა  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
11-06
[17:4
5]

კვალში 11 გვიდგას

   ევროპის შვიდკაცზე, ვიდრე 12 ფინალისტი გაირკვეოდეს, სამი ეტაპია გასამართი. ვაკეში დაკავებული მესამე ადგილის წყალობით საქართველო მეოთხე პოზიციაზეა და თუ დარჩენილ ტურნირებში ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ არ მოხდა, გამსვლელ დუჟინში უნდა დავრჩეთ  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
10-06
24:40

განათებული, ხუთ კონტინენტზე

   რაგბი თანდათან იკავებს საკადრის ადგილს ქართულ ტელე სივრცეში. ამის დასტური ისაა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სამ ცოცხალ რეპორტაჟს აწყობს რუმინეთიდან, სადაც ირბ-ის "ერთა თასში" "ბორჯღალოსნები" საცდელი შემადგენლობით ებმებიან  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
9-06
24:00

ბოკე გაზანგებულიც მძლავრობს

   ივნისის ტესტების პირველ ვიქენდზე სამხრეთმა სამგანვე დაამარცხა ჩრდილოეთი, ოღონდაც თუ მსოფლოიო თასის მფლობელმა აფრიკამ გააბურთავა "ექვსი ერის" ფალავანი უელსი, ზელანდიასა და მეტადრე არგენტინას ფრიადი ბრძოლა გადახდათ, ვიდრე ირლანდიასა და შოტლანდიას გატეხდნენ  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
8-06
23:50

გვჭირდება კი შვიდკაცა?

   ვაკეში, მიხეილ მესხზე შაბათ-კვირას გამართული ევრო შვიდკაცის ცალსახად შეფასება არ ეგების, მაგრამ რაგბის თემში მოარული ორი, რადიკალურად განსხვავებული შეხედულების შეჯერებით მაინც გამოვიტანთ მარგ დასკვნებს  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
6-06
[24:55]

ბოკე ძაან აჭრელდა

   სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე, რომლის თავიდან ბოლომდე ცოცხლად ხილვაც "გლობალზე" შეიძლება, მსოფლიო თასის მფლობელი სამხრეთი აფრიკა აჭრელებულ გუნდს ახვედრებს "ექვსი ერის" ჩემპიონ უელსს, ირლანდია კი ახალი ზელანდიის სტუმრად ჯობნას მანსთერის მძიმე შერკინებით ფიქრობს და იმის იმედიც აქვს, რომ ზე 14-ის გადამკიდე, კივებს ძველებური რაგბი დავიწყებული ექნებათ  >>> 

შემდეგი
წინა

 

ვაკის ბოლოში, მუქთ შოუზე!

   ამ უქმეებზე ჩვენი რაგბის თემი მეექვსედ მასპინძლობს შვიდკაცის ევრო-სერიის ეტაპს. ორ-დღიანი და 10-გუნდა შეჯიბრი მეხუთედ მოეწყობა ვაკის ბოლოში, მესხის სახელობის სტადიონზე. "ქართულ შვიდკაცას", ვინც პირველ სამ გათამაშებაში კავკასიიდან არავის გაატანა "თბილისის ფარი", პირველობა არც წელს აწყენს, მაგრამ საქმე ეგრეა, რომ გუნდი უკეთეს ოთხეულში დაფინიშებითაც ხვდება სერიის 12-გუნდა ფინალში  >>> 

შემდეგი
ტაბულა
წინა

ოთხ
4-06
23:
15

 

დინსის კვალი ნათელი

   სამხრეთულ ზე-რაგბში ერთბაშად დასრულდა ეპოქა და ახალი ხანაც დადგა: ზელანდიის კრუსეიდერზი მეშვიდედაც აპირველა რობი დინსმა და ავსტრალიის ნაკრები ჩაიბარა, თამაშის გამაჩქარებელი წესების გამოცდას კი გაისად 6-გუნდა პლეი-ოფის დანერგვა ხომ მოყვება და 2010 წელს ვინძლო 18-ფრანჩაიზიანი და 26-კვირიანი, ექვსი რეგიონის მომცველი ტურნირიც ვიხილოთ  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
3-06
24:15

 

ლოლის თვიქნემური შვიდეული

   შაბათ-კვირას წყვილი თამაში მოეწყო ინგლისური რაგბის ტაძარ თვიქნემში: "გინესის პრემიერშიპის" ფინალში "ვოსფსმა" რომ ძლია "ლესთერი", დიდი სპორტიდან გამარჯვებული წავიდა ლორენს დალალიო, "ბარბაროსებისა" და რაგბის სამშობლოს ისე-რა ნაკრების ბურთაობამ კი ფანობა გულ-ნაკლული დატოვა  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
2-06
22:45

 

ცხრა ახალბედით არკულზე

   ბორჯღალოსანთა უფროსობამ რუმინეთში, "ირბ-ის ერთა თასზე" წასაყვანი რაზმი ორშაბათს, სიის მრავალგზის გადამოწმებითა და ჩასწორებითღა ჩამოქნა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 26 რჩეულში ერთბაშად ცხრა (!) ახალბედაა. ამასობაში, ვიქენდზე, ხუთმა ჩვენებურმა ბრინჯაო აიღო რუმინეთისვე პირველობაზე, იტალიამ კი "ა" ნაკრებში უცხოელთათვის ცნობილი რვა მოთამაშე ჩაწერა  >>> 

შემდეგი
წინა

 

მერვე ტიტული სველ მარიფილდზე

   კვირის ბოლოს ვაკეში ევრო-სერიის შვიდკაცა რომაა, იმის ორმა მონაწილემ ვიქენდზე შოტლანდიაში იჩაუქა. უელსმა თასის ნახევარფინალს უწია, მოლდოვამ კი, წინა ეტაპისა არ იყოს, ახლაც წააგო ხუთივე მატჩი და კენიასთან ბოლოსწინა ადგილი გაიყო  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
1-06
23:45

 

მეშვიდედაც კრუსეიდერზმა!

   სამხრეთული ზე 14-ის ჩემპიონი გახდა ზელანდიის "კრუსეიდერზი", ვინც ზე 12-ის ჩათვლით მეშვიდედ იპირველა და ავსტრალიის ნაკრების მწურთნელად გამარჯვებული გააცილა ღვაწლმოსილი გურუ რობი დინსი  >>> 

16:00

 

სამი კვირით იუქმებენ

   შაბათს, შინაური პირველობის მეოთხე რაუნდში, ლოკომოტივმა ბარაქიანად დაამარცხა აქამდელი ლიდერი ლელო და თავად დაწინაურდა, შარშადელმა ჩემპიონმა ყოჩებმა კი უნივერსიტეტს აგემეს სეზონის პირველი მარცხი  >>> 

Free Web Hosting