ივლისი 2008

ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ ქეშ-სარდაფი [Clear History]

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
31-07
23:
55

* 01-08
09:55

22-წლიანი ნავსის გასატეხად

  სამხრეთული "სამი ერის" მეხუთე შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, გამოხშირული და არეული ზელანდია მომავალი მსოფლიო თასის ფინალის არენაზე უხვდება ლიდერ ავსტრალიას, ვინც კივი გურუს, რობი დინსის ხელქვეით პირველად თამაშობს გასვლაზე და თუ კიდევ გაიმარჯვა, პირველობისა და "ბლედისლოუს თასის" აღების შანსებს ერთი-ორად გაიუმჯობესებს  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
30-07
24:00

განთიადი მესამეს შეწვდა

   ერთი კვირის წინ   ქართული რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა იმით შევწყვიტეთ, რომ 1959 წლის ოქტომბერში, რეპატრიანტ ჟაკ ასპეკიანის თაოსნობით, პოლიტექნიკურის სტუდენტები იპოდრომზე შეიკრიბნენ და ვარჯიში გამართეს, მალე კი ჩვენმა მარსელელმა განმანათლებელმა ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი  >>> 

შემდეგი

წინა

სამ
2
9-07
17:
40

ყოველ რეგიონში თავისებურად

   2011 წლის მსოფლიო თასის სამი შესარჩევი ტურნირი დასრულდა და ოთხიც მიმდინარეობს, მაგრამ ირბ-მა ახლაღა გამოაქვეყნა პროცესის მთლიანი სტრუქტურა; დუბლინელმა მამებმა გადაახალისეს სულ პირველი გათამაშების წინ დახატული მსოფლიო თასის ლოგო და განაცხადებიც მიიღეს ზელანდიის ამ ქალაქებიდან, რომლებსაც მეოთხედფინალთა მასპინძლობა სურთ  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
28-07
23:25

ვოლაბიზი ორგან დაწინაურდა

  სამხრეთული "სამი ერის" მეოთხე შაბათს ავსტრალიამ შინ პრემიით დაამარცხა ზელანდია, სადაურიცაა ოზთა ახალი გურუ რობი დინსი, ტურნირსა და "ბლედისლოუს თასზე" ერთბაშად დაწინაურდა და ამ უქმეებზე კივებს იქეთ ეწვევა  >>> 

არა-სარაგბო და არა-ოლიმპურ მიზეზთა გამო
საითი განახლდება
ორ 28-07 საღამოსღა!

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
24-07
16:15

უკაპიტნებოდ, სანუკვარ ბლედისლოუზე

   სამხრეთული "სამი ერის" მეოთხე შაბათს, ჩვენებურად დღის ორზე, სტარტზე გამარჯვებული ავსტრალია მეზობელ ზელანდიას უხვდება იმ გურუთი, ვისაც კივებმა "ოლ ბლექსის" გაძღოლა არ აღირსეს, და ცდას არ დააკლებს, რათა მეტოქეს გარდამავალი "ბლედისლოუს თასის" მეექვსე წლით დასატოვებლად ფორა არ მისცეს  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
23-07
23:25

საქმე მრელაშვილმა გადაიბარა

   ერთი კვირის წინ  ქართული რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა იმით შევწყვიტეთ, რომ 1959 წლის ოქტომბერში, რეპატრიანტ ჟაკ ასპეკიანის თაოსნობით, პოლიტექნიკურის სტუდენტები იპოდრომზე შეიკრიბნენ და ვარჯიში გამართეს, მალე კი ჩვენმა მარსელელმა განმანათლებელმა ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი  >>> 

შემდეგი

წინა

სამ
22-07
24:00

ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოვდება

   სამხრეთულ რაგბში პირველობისთვის ბრძოლა ფიცხელია და უწინ კულუარებშიც ჩვეულებრივი ამბავი იყო ერთურთის გაუტანლობა, მაგრამ რაც ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და სამხრეთმა აფრიკამ ჩრდილოეთიდან წამოსული საფრთხე დაინახეს, ისე შეკავშირდნენ, რომ ვეტერანმა დიდ-მოხელემ, ოზმა ჯონ ონილმა ბრძანა, 13 წელია ამ გარემოში ვტრიალებ და ასე ნაყოფიერად პირველად წავიმუშავეთო  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
21-07
22:
15

ბოჭვის არეში მოგებული ომი

   სამხრეთული "სამი ერის" მესამე შაბათს სამ-მატჩა ტურნე მარცხიანად დაასრულა მსოფლიო თასის მფლობელმა, აფრიკის "ბოკემ", ვისაც ავსტრალიის დასავლეთ კიდეზე, პერთში, ზე-მტკიცე დაცვითა და ბოჭვის არეში გაწაფულობით აჯობა ზელანდიელი რობი დინსის მიერ დამოძღვრილმა "ვოლაბიზმა"  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
20-07
24:35

მზერა არაბეთზე გვიჭირავს

   ერთი კვირაა, რაც "ქართულმა შვიდკაცამ" ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიჭირა და გაისად, მარტში, არაბეთში დანიშნული "მსოფლიო თასის" საგზური მოიპოვა. ამ ტურნირის შესარჩევები რაგბეთის სხვადასხვა რეგიონში ლამის წლის ბოლომდე გასტანს, მერე კი დაიწყება 8-ეტაპა "მსოფლიო სერია", რომელიც საიუბილეო, მეათეა  >>> 

შემდეგი
წინა

 

"სინათლის" ჯადო

   შინაურ ასპარეზზე, ამ პაპანაქება ზაფხულში, თასის ოთხი ნახევარფინალისტიდან გამოვლინდა ორი; ჩატარდა პირველი ლიგის 14-დან რვა რაუნდი, უმაღლესში კი კვირის ბოლოს ორი გადადებული თამაშიც გაიმართება და 30 აგვისტომდე არდადეგები გამოცხადდება  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
18-07
24:50

ირბ გამსუნაგებულა და ორჭოფობს

   ბოლო ხანს სადარდებელი მოემატა ფეხბურთიდან ოვალურ-ბურთა სამყაროში შარშან დაბრუნებულ ჯონ ონილს, ვინც ავსტრალიური და ზოგადად მსოფლიო რაგბის კეთილდღეობაზე ფიქრში ათენებ-აღამებს, მაგრამ ვაგლახ, რომ ევროპელი კოლეგები ხელს უბოდიშოდ უშლიან  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
17-07
22:50

არცა მთლად შინაურ "სუბიაკოზე"

   სამხრეთული "სამი ერის" მესამე შაბათს, ჩვენებურად დღის ორზე, ბრძოლაში ებმება აქამდე უქმად მყოფი ავსტრალია, ვინც ქვეყანა-კონტინენტის დასავლეთ კიდეზე, პერთში უხვდება შინისკენ მიმავალ აფრიკას, ზელანდიაში ორიდან ერთი თამაში რომ მოუგია და ამის გამო ფავორიტად მიიჩნევა  >>> 

შემდეგი
წინა

ოთხ
16-07
24:10

როგორ დაიწყო ჟაკმა

   ქართული რაგბის მიღწევები უდაოა. არადა, ოვალურ-ბურთა თამაშს ჩვენში გაისადღა უსრულდება დანერგვიდან 50 წელი და ეროვნული ნაკრები, "ბორჯღალოსნებიც" 20 წლისა მაშინვე მოიყრება  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
15-07
23:25

რაც თვით-მხილველებმა გვიამბეს

   ნაჯაფ-ნაომარი დაგვიბრუნდა "ქართული შვიდკაცა" გერმანიიდან და სამშაბათს, მუშთაიდის გადმოღმა მოქმედ კაფე "მსოფლიო სპორტში" ჰანოვერული სიხარული, შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმებიც მორაგბეთათვის მარად კეთილის მოსურნე მედიას გაუზიარა  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
14-07
24:2
5

ბოკეს საჩემპიონო განაცხადი

   სამხრეთული "სამი ერის" მეორე შაბათს მსოფლიო თასის მფლობელმა აფრიკამ ფავორიტ ზელანდიას სტარტზე მარცხისთვის სამაგიერო გადაუხადა - რიკი იანარის სასწაული ლელოთი სტუმრად, თამაშის ბოლოს, კაც-ნაკლულმაც ძლია და სამ-წრიანი შეჯიბრის ჩემპიონობაზე უსერიოზულესი განაცხადი გააკეთა  >>> 

შემდეგი

ტურნირის საითი

წინა

კვი
13-07
24:55

საგზურიცა და ბრინჯაოც!

   "ქართულ შვიდკაცას" ფუჭად როდი დაურჩა ქადილი: ყოველ მოკითხვაზე გვპირდებოდნენ ჩვენები, ჰანოვერიდან დუბაის საგზურს ნაღდად წამოვიყოლებთო, და გეგმაც გადაჭარბებით შეგვისრულეს ბიჭებმა - საგაისო მსოფლიო თასზე ჩაუქობის უფლებას ჩაროზად ევროპული ბრინჯაო დააყოლეს  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
11-07
24:05

ნიჭის, ჯიგრის და იღბლის იმედად

   "ქართული შვიდკაცა" ჰანოვერშია და შაბათ დილიდან ცდას არ დააკლებს, რათა მესამედ გავიდეს მსოფლიო თასზე. ჩვენი რაზმი რიგიანია, მაგრამ საკითხავი ეგაა, თუ ბიჭებმა ერთ კვირაში რამდენად მოასწრეს შეთამაშება, მაშინ როცა კონკურენტები ევრო-ფინალისთვის გულადგულ ემზადებოდნენ  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
10-07
20:0
5

რე-მატჩი ქვეყნის დასალიერში

   სამხრეთული "სამი ერის" მეორე შაბათს, ჩვენებურად დილის თორმეტის ნახევარზე, ახალი ზელანდია და სამხრეთი აფრიკა ავდარში ხელ-მეორედაც შეებმიან ერთმანეთს, ოღონდაც ოდნავ შეცვლილი გუნდებითა და წინდაწინ დამუშავებული მსაჯით  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
8-07
24:05

მაორი მაინც ჩემპიონია!

   ირბ-ის მიერ დაფინანსებული "წყნარი ოკეანის თასის" ფინიშზე ფრიადი დრამა დატრიალდა: სამივე მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა და რეიტინგშიც მოხდა ძვრები. სახელდობრ, ტონგამ ერთი კვირით ადრე დაკარგული პოზიცია დაიბრუნა, რის გამოც საქართველო მე-14 ადგილამდე დაეშვა  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
7-07
24:00

ახალი წესებით საზარელ ავდარში

   სამხრეთული "სამი ერის" სტარტზე უკაპიტნოდ დარჩენილმა, მაგრამ გადასარევი 10 ნომრის მყოლმა ახალმა ზელანდიამ საზარელ ავდარში, მეორე ტაიმშიღა ჩამოიტოვა მსოფლიო თასის მფლობელი სამხრეთი აფრიკა, ძველი წესებით გამართულ ბოლო ტესტში კი ავსტრალიამ გააპამპულავა შეკოწიწებული საფრანგეთი  >>> 

შემდეგი
წინა

კვი
6-07
21:55

ჭაბუკები დინამიურად რაგბობენ

   ქართველ ჭაბუკთა ორმაგი გამარჯვებით დასრულდა 17-წლამდელთა პირველი "შავი ზღვის თასი", რომელსაც ფოთის განახლებულმა ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. შაბათს, ფინალებში, ჯერ მეორე, კოლხეთის აბრით მორაგბე ნაკრებმა, მერე კი პირველმაც, თამაშ-თამაშ გააბურთავეს უკრაინა და რუმინეთი და დაგვანახეს, თუ ბორჯღალოსნებს რაოდენ კარგი ცვლა ეზრდებათ  >>> 

შემდეგი
ევრო ფინალი
წინა

 

ბიჭების მარიფათზე ჰკიდია

   მესამედაც გავა თუ ვერა "ქართული შვიდკაცა" მსოფლიო თასზე, ეგ დამდეგ უქმეებზე გადაწყდება ჰანოვერის 50-ათასა "ავდ არენაზე", სადაც ევრო-სერიის 12-გუნდა ფინალია დანიშნული  >>> 

შემდეგი
ერთა თასი
წინა

პარ
4-07
24:10

ბურთი თაუერის ხიდთან

   VII მსოფლიო თასის წილისყრა 1 დეკემბერს მოეწყობა, ოღონდაც არა შეჯიბრის მასპინძელ ახალ ზელანდიაში, არამედ შუაგულ ლონდონში; ბობოლები ფიალებად ტურნირის ისტორიაში პირველად განაწილდებიან ირბ-ის რეიტინგის მიხედვით; მეორე რეგიონი კი, სადაც შესარჩევთა საწყისი სტადია დასრულდა, სამხრეთი ამერიკაა  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
3-07
24:45

უკაპიტნოდა და ახალი წესებით

   სამხრეთული "სამი ერის" სტარტზე, შაბათს, ჩვენებურად დილის თორმეტის ნახევარზე, შარშანდელ მსოფლიო თასზე ხელმოცარული ახალი ზელანდია უკაპიტნოდა და ახალი წესებით მასპინძლობს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას, ვისაც უფრო დაღვინებული გუნდის იერი დაჰკრავს  >>> 

შემდეგი
სამი ერის რუკა
წინა

ოთხ
2-07
20:45

ტიტანთა საჯილდაო ქვა

   შაბათს სამხრეთ ნახევარსფეროში იწყება ტიტანთა "სამი ერი", რომელშიც განახლების გზაზე შემდგარი ავსტრალია და მეტადრე, 8-გზის ჩემპიონი ზელანდია მსოფლიო თასის მფლობელი აფრიკისთვის იმის დამტკიცებას შეეცდებიან, რომ შარშან, საფრანგეთში, ბოკეს მიერ მათ უძლევლად პირველობა მთლად სრულფასოვანი ვერ იყო  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
2-07
01:
20

ტულუზური სტილი იმარჯვებს!

   საფრანგეთის პირველობის ფინალი ხშირად არ ვარგებულა შოუდ, მაგრამ წლევანდელი საამო გამონაკლისი იყო: ტულუზმა, ვინც რაგბის შამპანურ სტილს განასახიერებს, საათის თავზე სასწაული ლელო დაუდო კლერმონს, ვინც გადამწყვეტი მატჩი მეცხრედაც (!) წააგო  >>> 

 

დიდ ასპარეზს აჭაშნიკებენ

   სამშაბათს, ფოთში, 17 წლის ჭაბუკთა პირველ "შავი ზღვის თასზე", მონაწილენი საშაბათოდ ორგანიზატორთა ჩანაფიქრის მიხედვით დაწყვილდნენ: პირველობისთვის ამ საუკუნეში რაგბით დამოყვრებული მეზობლები, საქართველო და რუმინეთი შეიბმებიან, კოლხეთის სახელით მოასპარეზე ჩვენი მეორე გუნდი კი უკრაინას ეთამაშება  >>> 

Free Web Hosting