აგვისტო 2008

ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

საითი არ განახლდება პარ 5-09'მდე

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
31-08
23:
40

ნაცადი, ბოკეური სტილით

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლოსწინა, მერვე შაბათს, სატურნირო თვალსაზრისით არაფრის-მაქნის მატჩში, მარცხებით გამწარებულმა აფრიკამ გაიხსენა ნაცადი სტილი და ლელოებით 8-1 დაანგრია უგულოდ მოთამაშე ავსტრალია, ვინც ამ არა და იქეთა შაბათს თუ შინ ერთი, კინკილა ქულით მოუგებს ზელანდიას, ძაან უარყოფითი ბალანსითაც იჩემპიონებს  >>> 

სოპოტისთვის ემზადებიან

   19 წლამდელი ბორჯღალოსნები სექტემბრის ბოლო მესამედში, პოლონეთში დანიშნული "ევროპის ალაფისთვის" რომ შეუდგნენ სამზადისს, ეგ გვაფიქრებინებს, რომ 2009 წლის გაზაფხულზე აღარ ვუმასპინძლებთ ირბ-ის მიერ შეპირებულ "მსოფლიო ალაფას"  >>>

შემდეგი
წინა

პარ
29-08
24:30

ათწლეულის ბოლოს

   გუშინწინ   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში იმაზე გავჩერდით, რომ საქართველოს ახალმა ჩემპიონმა, ლოკომოტივმა აწკი ნაღდად "პირველ" საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიჭირა, ხოლო რესპუბლიკურ ასპარეზზე მისგან ძლეული დინამო უქმად დარჩა  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
28-08
24:
35

კარიერის ჰაილაითს უმიზნებენ

   სამხრეთული "სამი ერის" მერვე შაბათს, რეალურად საღამოს ხუთზე, ხოლო გლობალზე ამ ერთხელაც ღამის თერთმეტზეღა, ბოლო-ადგილ-დაბევებული აფრიკა პოტენციურ ლიდერ ავსტრალიას ზედიზედ მეორედ უხვდება და თუ მედიას დაეჯერება, წინეებზე უფრო პრაგმატულად აპირებს თამაშს  >>> 

ათს მოსურვებია

   გაგანია ოლიმპიადის დროს რაგბის ორი, 2015 ან 2019 წლების მსოფლიო თასის მასპინძლობის სურვილი ათმა ქვეყანამ გამოთქვა; 2011 წლის გათამაშების ზელანდიელი მასპინძლები მეოთხედფინალთა ასპარეზებს იქეთა კვირაში გამოაცხადებენ; აფრიკის კონფედერაციამ კი რეიტინგით შეადგინა შესარჩევთა წყვილები  >>>

შემდეგი
წინა

ოთხ
27-08
22:55

ლოკომოტივს - მწვანე შუქნიშანი!

   გუშინ   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა დავასრულეთ 1967 წლით, როცა შეიქმნა საკავშირო ფედერაცია და ოვალურ-ბურთა თამაში სხვა სპორტებს გაუტოლდა იმით, რომ რეგულარულად უნდა გამართულიყო ჩემპიონატი და თანრიგ-წოდებებიც დარიგებულიყო  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
26-08
22:25

ფრანგი მასწავლებლები

      ოლიმპიადის წინ   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა შევწყვიტეთ 1966 წლის ნოემბრით, როცა თბილისში სახელდახელოდ გამართულ "პირველ" საკავშირო პირველობაზე დინამომ უიღბლობით გაუშვა ხელიდან ჩემპიონობა და მეორე ადგილს დაჯერდა, ხოლო ლოკომოტივი ერთიანად დაიჩაგრა და ბოლო, მეექვსე ადგილზე დარჩა  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
25-08
22:10

ვოლაბიზმა ნავსი გატეხა

   სამხრეთული "სამი ერის" მეშვიდე შაბათს ახალი სტილის მაძიებელმა აფრიკამ წინა რაუნდზე უარესად ითამაშა, შინ უსიტყვოდ წააგო ავსტრალიასთან და პირველობის შანსი დაკარგა, ჩემპიონი კი, ბოლოსწინა მატჩის შედეგის მიუხედავად, ის გუნდი გახდება, ვინც ფინიშზე, შუა სექტემბერში მოიგებს ბრისბენის სამეზობლო რკენას  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
21-08
20:45

ახლავე თუ იქეთა შაბათს?

   სამხრეთული "სამი ერის" მეშვიდე შაბათს, ჩვენებურად საღამოს ხუთზე, ხოლო გლობალზე ღამის თერთმეტზეღა, აუტსაიდერი აფრიკა ორიდან პირველად იღებს პოტენციურ ლიდერ ავსტრალიას, ვისაც რესპუბლიკაში რვა წელია, ვერაფრით მოუგია  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
18-08
20:00

დინჯად, ჭადრაკულად

   სამხრეთული "სამი ერის" მეექვსე შაბათს "ახალ რაგბში" უკეთ გაწაფულმა ზელანდიამ კეიპტაუნში მწარე მარცხი აგემა მსოფლიო თასის მფლობელ აფრიკას, ვინც თურმე "გარდამავალ სტადიაშია" და ამის გამო ჩქარობდა დაძვირებული ბურთის გამოყენებას  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
14-08
19:50

მონთი მეასეს იხვეჭს

   სამხრეთის "სამი ერის" მეექვსე შაბათს, ბარებში საღამოს ხუთზე, ხოლო გლობალზე ღამის თერთმეტზეღა, ლამის გადამწყვეტი მატჩია: კეიპტაუნში შეიყრებიან უკვე ორ-ორგზის ძლეულნი, აფრიკა და ზელანდია, და ვინც მესამე მარცხს იგემებს, სავარაუდოდ დაკარგავს პირველობის შანსს  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
11-08
20:
30

ძღვენი მადიბა მანდელას

  ვიდრე სამხრეთის "სამ ერზე" შესვენება იყო, მსოფლიო თასის მფლობელმა აფრიკამ 90 წლის ნელსონ მანდელას დღეობაზე დაპატიჟა თასზე მესამე ადგილზე გასული არგენტინა და თუმც საწყის ნახევარ საათში სამი გოლით ჩამორჩა, მერე იქეთ 9-ჯერ დაალელოვა "პუმასი", ვინც ახალი წესებით პირველად რაგბობდა  >>> 

პეკინის ოლიმპიადის დროს საითი განახლდება
კვირაში ორჯერ, დიდ რაგბთან დაკავშირებით:
ორ 11-08, ხუთ 14-08 * ორ 18-08, ხუთ 21-08

ოლიმპიური ანბანი

შემდეგი
წინა

ოთხ
6-08
24:25

* 7-08
23:10

ბუჯელალმა სონი-ბილი აცდუნა

      ფრანგული რაგბის ელიტარულ ჯგუფში, ტოპ 14-ში ამოსული ტულონი შარში გაეხვია, რადგან 13-კაცა ლიგიდან მიიღო გაუთარხნებელი სონი-ბილ ვილიამსი; პერპინიანმა ექვსი თვით დაიბევა მსოფლიოს საუკეთესო 10 ნომრის, ზელანდიელი დენ კარტერის სამსახური; ამ შაბათს კი, "სამი ერის" გარეშე, სამხრეთი აფრიკა არგენტინას მასპინძლობს მანდელას პატივ-საცემად და ორ ლიდერს ასვენებს  >>> 

შემდეგი
წინა

სამ
5-08
24:15

მეტოქეობის დასაწყისი

      შაბათს   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა დავასრულეთ 1965 წლის შემოდგომაზე, ლიტვაში გამართული "პროფკავშირთა მეორე პირველობით", სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ გამოცდილი "განთიადი" და ახალბედა "ლოკომოტივი". ჰოდა, სეზონის ბოლოს რომ მოხდა კადრების გადანაწილება, სათავე დაედო "დინამო" - "ლოკომოტივის" მეტოქეობას, რამაც 70-იანი წლების ბოლომდე გასტანა და ქართული რაგბის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა  >>> 

შემდეგი
წინა

ორ
4-08
23:30

სქოთთა პასუხს ველით

      შინაურ ასპარეზზე 30 აგვისტომდე არდადეგები რომაა, წინა პლანზე კულუარულმა ამბებმა გადმოინაცვლა: შოტლანდია სიტყვაზე ყაბულსაა, ნოემბერში საქართველოში მეორე ნაკრები მოავლინოს, და ჩვენებს მსგავსი მატჩის მოსაწყობად საფრანგეთთანაც გაუბამთ მიწერ-მოწერა  >>> 

შემდეგი
რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
3-08
[
24:30]

გამწარებულებმა იძალეს

  სამხრეთული "სამი ერის" მეხუთე შაბათს, მედიისა და ფანობის მიერ გათათხულმა ზელანდიამ შეკოწიწებული გუნდითაც შავი დღე აყარა ლიდერ ავსტრალიას, ოკლენდში 29 ქულით მოუგო და ბლედისლოუს თასის სერია გაუფრევა, რითაც სატურნირო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და პირველობის შანსი სამივე ქვეყანას გაუჩნდა  >>> 

შემდეგი
წინა

პარ
1-08
[
24:30]

ოლიმპიური უმოქმედობა

      ხუთშაბათს   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა დავასრულეთ 1963 წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისში გამართული "პროფკავშირთა პირველი პირველობით", რომელზეც "განთიადის" სახელით მოასპარეზე საქართველოს პირველმა ნაკრებმა ექვს გუნდში მესამე, საპრიზო ადგილი დაიკავა  >>> 

Free Web Hosting