ევროპამ გვაღიარა

ევროპამ ბოლოსდაბოლოს გვაღიარა

   ხელდამშვენებულნი დაგვიბრუნდნენ რუმინეთის ტურნირიდან ბორჯღალოსნები, ხოლო საბერძნეთიდან - რაგბის კავშირის უფროსობა და სამშაბათს გამართეს საზიარო მედია-კონფერენცია, რომელზეც ხუთმა გაზეთმა, სამმა ტელევიზიამ და სამმაც საითმა მივლინა დესპანი.

კაცთა ნაკრებმა, რომელსაც 20 დამწყები აკლდა, ბუქარესტში 20:18 ძლია ნაღდი ურუგვაი, 25:3 გაანადგურა იტალიის დუბლი, ოდენ 3:11 წააგო *მზარდ ბოკესთან* და ექვს გუნდში დაიკავა მეორე ადგილი, რითაც თავდაყირა დააყენა ოღრაშ ორგანიზატორთა და ყალთაბანდ მასპინძელთა ვარაუდები.

იტალიელთა რბევის ექო, თანამედროვე ტექნიკის წყალობით, მიწვდა კორფუზე შეკრებილ ფირა აერ-ის მე-80 ყრილობას, რომელზეც კიდევ გამოჩნდა, რომ ევროპამ ბოლოსდაბოლოს ირწმუნა კავკასიელთა სარაგბო ნიჭი. ერთი რომ, საქართველოს თურმე სულ საქებარ კონტექსტში იხსენიებდნენ დელეგატები, და მეორეც, მასპინძლებმა ჩვენი ორივე, შინდისფერი და 5-ჯვრიანი დროშა დაახატეს აფიშას.

აგენტთა თვალთახედვის არეში

*არკულ დე ტრიუმფის* ტურნირის მგეგმავებმა შუა, მეორე რაუნდში წყვილები რუმინელთა წამოსაწევად შეცვალეს, მაგრამ ისევ უკან მოვიტოვეთ სტეჟარი. მსაჯებიც მოგვდგნენ პირველ ორ მატჩში, მაგრამ მერე თემიდამ სამართალი გააჩინა:

ტურნირის უმარგესის სარგო სინი ლაშა მალაღურაძეს გადაეცა და გააოცა ბიჭი, ურჯუკი ურუგვაელი კი ოთხი კვირით რომ განკვეთა ტრიბუნალმა, ადგილზე ინფორმაციის გავრცელება ისე ცუდად ხდებოდა, რომ ეგ ამბავი ჩვენმა გურუებმა პრეს-კონფერენციაზეღა შეიტყვეს.

ნიკო ჭავჭავაძემ და ლევან მაისაშვილმა შენიშნეს, რომ აფრიკასთან მოგება შეგვეძლო; რომ მალაღურაძე, კაპიტანი ბესო უდესიანი და კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი რუმინელ და იტალიელ აგენტთა თვალთახედვის არეში მოხვდნენ; და რომ ბიჭებს სულ ახსოვდათ, თუ შინ როგორ ქომაგობდა ტელე-ეკრანს მიმჯდარი ხალხი.

რა ჩვენი გადასახდელიაო

ბერძნული შთაბეჭდილებები შეკრებილთ კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ გაუზიარა. სამოთხესავით კუნძულზე დელეგატები ალაგ-ალაგ ფრიად მკვახე ფორმებში ათანხმებდნენ მსოფლიო თასის შესარჩევთა კალენდარს. ჩვენებს თავიდანვე დაესახათ სტრატეგიად, რომ არავისთვის არაფერი დაეთმოთ, რაღაი თუ მხარეები ვადაზე ვერ მორიგდებოდნენ, კანონით თამაში *ექვსი ერის* შაბათზე ჯდებოდა.

ეს ჩვენთვის არსებითია, რადგან საგაისო შეჯიბრის სტატუსის გამო, ზამთრის საერთაშორისო სარკმლის ფარგალში (თებერვალი - მარტი) განუხრელად იმოქმედებს ირბ-ის მეცხრე კანონი, ანუ ფრანგული (რუსული რუმინული იტალიური ... ) კლუბები ბიჭებს ვეღარ დაგვიკავებენ და ყველა მატჩზე საუკეთესო გუნდს გავიყვანთ.

მწარედ წაშაირებიან ერთურთს რუმინეთი და რუსეთი. სლავებს უთქვამთ, თებერვლის ბოლოს შვიდკაცის მსოფლიო თასისთვის უნდა მოვემზადოთ და ვერ გერაგბებითო, რაზეც ვლახებს მიუგიათ, აქ 15-კაცას კალენდარს ვადგენთ და რა ჩვენი გადასახდელია, თუკი ორივენაირ რაგბში ერთი და იგივე ხალხი გამოგყავთო.

ორი უკეთესი პირდაპირ!

მოლაპარაკება ბოლოს ჩიხში მოექცა და თამაშის ვადა ეგრეც ვერ დაითქვა. წაგვეეშმაკნენ პირველ დონეზე ამოსული გერმანელები: 7 თებერვალს ჩვენთან ავდარია და თქვენი მიღება გაგვიჭირდებაო, მაგრამ უარი რომ მიიღეს, მალევე, ერთ კვირაში მასპინძლობენ უკომპრომისო რუმინეთსაც.

შესარჩევთა სტრუქტურა ფირა აერ-მა თადარიგიანად შეიმაშავა და იანვრის ბოლოს *ოლიმპშიც* გამოქვეყნდა. დელეგატებს ესპანელი ბასკის, ხოსე-მარია ეპალსას პროექტში არაფერი შეუცვლიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მეშვიდე დონე (3დ) პროცესში არ მონაწილეობს;

რომ მასზე ზემოთ მდგომი ოთხი (3გ 3ბ 3ა 2ბ) დონე, ანუ 20 გუნდი, ცალი სეზონის შედეგებითა და უსამართლო, ცალ-მატჩა, სამ-საფეხურიანი პლეი-ოფით გამოავლენს ერთ რჩეულს, შემდეგ სეზონში კი *ერთა თასის* მეორე წრესაც ზრდილობისთვის მოაყომარებს, რათა შემდეგი ციკლში გადალაგდეს;

რომ ორ ზემო დონეზე - ჩვენს *ერთა თასზე* და მომდევნო *2ა ჯგუფში* ადგილები ორი წლის ჯამით განაწილდება;

რომ ჩვენგან ორი უკეთესი პირდაპირ მიიღებს 2011 წლის მსოფლიო თასის (ახალი ზელანდია) საგზურს და პულთა წილისყრისას მეოთხე ფიალაში მოხვდება; და

რომ მესამე შინ და გარეთ ეთამაშება ცალი სეზონის რჩეულისა და 2ა ჯგუფის ჩემპიონის ცალივე ჯახის მოგებულს, რათა მერე, ბოლო, მეოცე საგზურისთვის, ასევე შინ და გარეთ, ამერიკის მესამე გუნდს შეებას.

<<<    28-02    ერთა თასიდან მეოთხე ფიალაში
<<<    30-01    ფორმულა ხუშტურს მოარგო

2011 წლის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი

<<<    უკვე გასულნი

1 სამხრეთი აფრიკა, 2 ინგლისი, 3 არგენტინა, 4 საფრანგეთი, 5 ახალი ზელანდია, 6 ავსტრალია, 7 შოტლანდია, 8 ფიჯი, 9 უელსი, 10 ტონგა, 11 ირლანდია, 12 იტალია

2008-09 წლები [რ რაუნდი * უუფლებო]

>>>    პირველი დონე (ერთა თასი)

საქართველო რუსეთი რუმინეთი ესპანეთი პორტუგალია გერმანია

08/11   რუსეთი - ესპანეთი (2რ)
15/11   ესპანეთი - გერმანია (5რ)

07/02  

გერმანია - საქართველო (1რ)

07/02   ესპანეთი - რუმინეთი
07/02   პორტუგალია - რუსეთი

14/02  

საქართველო - პორტუგალია (2რ)

14/02   გერმანია - რუმინეთი

21/02  

პორტუგალია - გერმანია (3რ)

28/02   ესპანეთი - საქართველო
??/??   რუმინეთი - რუსეთი

14/03  

საქართველო - რუმინეთი (4რ)

15/03   პორტუგალია - ესპანეთი (კვი)

21/03  

რუსეთი - საქართველო (5რ)

21/03   რუმინეთი - პორტუგალია

02/05  

გერმანია - რუსეთი (4რ)

>>>    მეორე დონე (2ა ჯგუფი)

ჩეხეთი ბელგია მოლდოვა უკრაინა პოლონეთი

01/11   ბელგია - უკრაინა
15/11   მოლდოვა - ბელგია
15/11   ჩეხეთი - პოლონეთი
22/11   ჩეხეთი - მოლდოვა

15/03  

ბელგია - ჩეხეთი

22/03   უკრაინა - ჩეხეთი
04/04   პოლონეთი - უკრაინა
18/04   უკრაინა - მოლდოვა
16/05   მოლდოვა - პოლონეთი
30/05   პოლონეთი - ბელგია

>>>    მესამე დონე (2ბ ჯგუფი)

ჰოლანდია ლატვია ხორვატია მალტა შვედეთი

25/10   მალტა - ხორვატია
25/10   შვედეთი - ლატვია
01/11   შვედეთი - მალტა
01/11   ჰოლანდია - ხორვატია
08/11   ლატვია - ჰოლანდია

18/04  

ჰოლანდია - შვედეთი

18/04   ლატვია - მალტა
25/04   ხორვატია - ლატვია
25/04   მალტა - ჰოლანდია
02/05   ხორვატია - შვედეთი

>>>    მეოთხე დონე (3ა ჯგუფი)

ანდორა სომხეთი* შვეიცარია სერბეთი ლიტვა

13/09  

სერბეთი - სომხეთი

18/10  

სომხეთი - შვეიცარია

08/11  

ანდორა - ლიტვა

15/11  

ლიტვა - შვეიცარია

06/12  

სერბეთი - ანდორა

14/03  

შვეიცარია - ანდორა

21/03  

ანდორა - სომხეთი

04/04  

შვეიცარია - სერბეთი

02/05  

ლიტვა - სერბეთი

09/05  

სომხეთი - ლიტვა

>>>    მეხუთე დონე (3ბ ჯგუფი)

დანია უნგრეთი ნორვეგია ავსტრია სლოვენია

13/09   სლოვენია - უნგრეთი
27/09   ნორვეგია - უნგრეთი
11/10   ნორვეგია - ავსტრია
18/10   უნგრეთი - დანია
01/11   დანია - სლოვენია
08/11   ავსტრია - სლოვენია

11/04  

დანია - ნორვეგია

18/04   უნგრეთი - ავსტრია
25/04   ავსტრია - დანია
25/04   სლოვენია - ნორვეგია

>>>    მეექვსე დონე (3გ ჯგუფი)

ბულგარეთი ლუქსემბურგი ფინეთი x (ისრაელი/კვიპროსი*) საბერძნეთი*

04/10   ფინეთი - ლუქსემბურგი
11/10   ფინეთი - საბერძნეთი
25/10   ლუქსემბურგი - ბულგარეთი
??/??   ბულგარეთი - x
22/11   საბერძნეთი - x

21/03  

x - ლუქსემბურგი

11/04   საბერძნეთი - ბულგარეთი
25/04   ლუქსემბურგი - საბერძნეთი
25/04   ბულგარეთი - ფინეთი
??/??   x - ფინეთი

>>>    მეშვიდე დონე (3დ ჯგუფი)

ბოსნია v (კვიპროსი*/ისრაელი) მონაკო სლოვაკეთი* აზერბაიჯანი*

11/10   მონაკო - ბოსნია
25/10   ბოსნია - აზერბაიჯანი
01/11   v - მონაკო
??/??   აზერბაიჯანი - v
08/11   აზერბაიჯანი - სლოვაკეთი
15/11   სლოვაკეთი - ბოსნია

31/01  

მონაკო - აზერბაიჯანი

14/03   v - სლოვაკეთი
21/03   სლოვაკეთი - მონაკო
??/??   ბოსნია - v

>>>    კასკადური პლეი-ოფი

09/05   3გ ჩემპიონი - 3ბ ჩემპიონი (1რ)
23/05   1რ მოგებული - 3ა ჩემპიონი (2რ)
06/06   2რ მოგებული - 2ბ ჩემპიონი (3რ)

2010  

 

08/05   3რ მოგებული - 2ა ჩემპიონი (4რ)
22/05   ერთა თასზე მესამე - 4რ მოგებული (5რ)
05/06   4რ მოგებული - ერთა თასზე მესამე (5რ)

2010  

შემოდგომა (შინ და გარეთ)

??/??   5რ მოგებული - ამერიკაში მესამე

<<< >>> 

Free Web Hosting