კლოდის გაწურთნილმა

კლოდის გაწურთნილმა

"ერთა თასზე" დაწინაურებული ბორჯღალოსნები უქმობენ, ფრანგი კლოდ სორელის მიერ გაწურთნილმა რუსეთმა ტურნირის სამი ლათინი მონაწილიდან პირველს, პორტუგალიას უმასპინძლა კრასნოდარში, ღონით აშკარად მოერია და ბურთაობაშიც აჯობა.

კაზაკთა მხარეში რაგბი აქამდე "დინამოზე" იმართებოდა, ამიერიდან კი უკეთეს სტადიონზე, "იუნოსწზე" ეწყობა. ქართველთა სამი სტუმრობის დარად, ახლაც ქარი ქროდა. თამაში ცოცხლად გადმოსცა "ერ-ტე-ერ სპორტმა" და თბილისში იმდენად დიდი იყო მისადმი ინტერესი, რომ "აიეტმა" რაგბის საჩვენებლად თვით "ენ-ტე-ვე ფუტბოლიც" კი გათიშა.

რაც პორტუგალიამ რუსეთი ბოლო მსოფლიო თასიდან დაითხოვა, ინიციატივა სლავთა მხარეს გადავიდა. "დათვებმა" შარშან, მაისში, ლისაბონში 21:13 გაიმარჯვეს, ამჯერად კი ხუთჯერ დაალელლვს მეტოქე. მას შემდეგ, რაც ვიკტორ მოტორინმა ოთხი ჯარიმა შეაგდო და 9-ქულიანი მარაგი შექმნა, ანდრეი კუზინმა მარჯვნივ დაამიწა ლელოში გადაკიდებული, მარცხნივ კი ალეკსანდრ გვოზდოვსკის ლელო იგორ კლიუჩნიკოვის გარღვევასა და ორ მომსხეპ პასს მოყვა (24:6)

მერე ხელი ლობუშმაც (მგლები) გამოიღო და ორჯერ 8 ქულამდე წამოეწია მასპინძლებს. მატჩში გატანილი შვიდი ლელოდან სამი მოლს მოყვა. ჭიდილი ძაან გაჯანჯლდა 65-ე წუთზე, რუსთა მეოთხე ლელოზე, მაგრამ მოკლეზე ისევ გარემარბმა იმარჯვა, ოღონდაც ზედახორაში. ბოლოსკენ ჯერ ფრენსისკუ მირემ გაჭრა ხაზი და მერე პედრუ კებრალმაც, მაგრამ თუ პირველი რეიდი ლობუშის ლელოთი დაგვირგვინდა, მეორეზე კუზინმა ჩაჭრა პასი და გაქუსლა.

რუსეთი 41:26 პორტუგალია

რუს: კლიუჩნიკოვი კუზინი ბაბაევი (ტრიშინი 73) გალინოვსკი გვოზდოვსკი (10-9) ი.კუშნარიოვი (კორობეინიკოვი 76) მოტორინი (იანიუშკინი 73) / ხროკინი (ბოტვინიკოვი 76) მარჩენკო კაპ (კ.კუშნარიოვი 60) პრიშჩეპენკო (ჩერნიშოვი 41); ოსტრიკოვი ფედჩენკო; გრესევი გარბუზოვი (ხვოტოსტიანოი 79) კორშუნოვი - 5ლ: კუზინი ორი (1 5) გვოზდოვსკი ორი (2 4) მარჩენკო; 2გ: მოტორინი ი.კუშნარიოვი; 4ს: მოტორინი  სბ  კლიუჩნიკოვი გალინოვსკი

პორ: გესპარი (მირანდა 73) ეშტევეში დიო.მეტეუში დევ.მეტეუში ფორუ (მირე 66) (10-9) კებრალი კედუში (მეგელიანეში 66) / მურე (ბ.დუარტე 76) კორეია კაპ გ.დუარტე (ეგიარი 52); კუნია (რიბეირუ 66) ეკუშტა; ვ.უვე ე.დუარტე (სერმენტუ 66) ჟირეუ - 2ლ: კორეია მირე; 2გ 4ს: კებრალი

რეფ სმოლი (ინგ)    1/03 კრასნოდარი

3:0(2) 6:0(9) 6:3(13) 9:3(17) 12:3(23) 19:3(27) 19:6(29) 24:6(32) 24:13(37) სბ(39) /

24:16(41) 29:16(48) 29:19(59) 34:19(65) 34:26(72) 41:26(74) სბ(79)

ერთა თასი 2007/08

საქართველო   6-1   230:  79
რუსეთი   5-1   197:102
რუმინეთი   4-3   172:110
ესპანეთი   3-4   176:159
პორტუგალია   3-5   142:154
ჩეხეთი   0-7     46:359

წლეულსვე: საქართველო - ჩეხეთი 29/03 (პრაღა), რუსეთი 12/04 (კრასნოიარსკი), ესპანეთი 26/04 (თბილისი)

სხვათა მატჩები: 8/03 რუმინეთი - პორტუგალია & რუსეთი - ესპანეთი, 15/03 რუსეთი - რუმინეთი, 22/03 რუმინეთი - ჩეხეთი, 19/04 ჩეხეთი - რუსეთი, 10/05 ესპანეთი - პორტუგალია

:::

Free Web Hosting