რუმინელთა წყალობით

რუმინელთა წყალობით

შაბათს ორგან გაიმარჯვა მოძმე რუმინეთმა და ივნისში, ბუქარესტში დანიშნული ირბ-ის ტურნირის პულებიც გათქვა: კაცმა "მუხებმა" "ერთა თასზე" 11-ჯერ დაალელოვეს მაჩანჩალა ჩეხეთი და მესამე ადგილზე გავიდნენ, ნორჩებმა კი თანატოლ "ბორჯღალოსნებს" ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმითღა მოუგეს. ამასობაში ჩეხეთში წამსვლელთა სია ჩვენებმაც დაწერეს, საივნისო მეტოქეებად კი რუსეთი, ურუგვაი და "მზარდი ბოკე" გვერგო.

რუმინეთმა ჩეხეთი 24-ე შეყრაზე (1927 1949 1955-78 2003-08) 23-ედ ძლია და რეკორდიც მოხსნა - 30 წლის წინ, 4-ქულიანი ლელოს ხანაში, სლავები 60:6 მოესრა, ამჯერად კი სხვაობამ 69 ქულა შეადგინა. თვითმხილველთა თანახმად, სტუმრები მთელ მატჩში სამჯერ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და ლელოს გატანის გარდა, არეკნიც სცადეს, ჩვენ კი "ტატრა სმიხოვის" ნაცვლად "სლავიაზე" გვიღებენ.

პრაღის მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" სანიშანსვეტო, მეასეა! ნაკრების ახალი უფროსობა ექსპერიმენტებს რომ აგრძელებს, ხუთი უკეპო იხმო, მეკო კვირიკაშვილს კი პირვანდელ პოზიციაზე, 9 ნომრად უპირებს გამოცდას. აქაურები ევროპაში ორშაბათს მიფრინავენ. ჰოდა, მენეჯერი ვასილ აბაშიძე გვპირდება, რომ ჩეხეთშიც შეიძენს ბარათს, რათა კავშირის ვებ-მასტერმა თამაშის დროს ურეკოს და ცხელ-ცხელი ამბები "თბილისის ფორუმზე" აქვეყნოს.

ერთი კვირის წინ რუმინელთა საითი გავჯორეთ, ამჯერად კი ინფორმაციული ვაკუუმი მან შეგვივსო. ჩეხეთის მატჩის რეცენზიის ბოლო აბზაციდან გამოვთვალეთ, რომ ირბ-ის საზაფხულო ტურნირზე ჩვენა და მასპინძლები, შარშანდლის მსგავსად, ერთ პულში ვართ, ანუ ერთმანეთს არა ვხვდებით; დასავლური აღდგომის გამო ფირა აერ-ის საითის მიერ მიფუჩეჩებულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე კი მუხათა წყვილი სინბინით 5:0 დავწინაურდით, მაგრამ მეორე ტაიმში წითელი ბარათი მივიღეთ და 5:3 ვეღარ შევინარჩუნეთ.


რუმინეთი 76:7 ჩეხეთი

რუმ: ვლაიკუ (მარინი 70) მარინი (ბიჯუ 62) ფერკუ ვლადი (დუმბრავა 41) ჩუნტუ (10-9) დიმოფტე კალაფეტეანუ (კაპლესკუ 70) / ლაზარი (დობრე 54) ზებეგა (რადოი 48) ბასალაუ; კოსტე (კარპო 54) ურსაკე (სირბე 41); მაკოვეი ბურჩა მერშოი კაპ - 11ლ: ჩუნტუ სამი (1 3 6) დიმოტფე ბასალაუ ვლაიკუ მაკოვეი მერშოი ფერკუ ორი (9 11) ბიჯუ; 9გ: ვლაიკუ 8 დუმბრავა; ა: ვლაიკუ

ჩეხ: იურსიკი კოდერა კოლარჟი ჩამრდა როჰლიკი (10-9) კრეიჩი კაპ (ვოკროუჰლიკი 38) სიროვი / შუსტერი (სკალი 54) ოსვალდი (კუტილი 54) ფაიკუსი (ჰელერი 54); ნემეჩეკი მახაჩეკი; ბლაჰა კუჩერა ბურიანეკი (მრქ) რუდოლფი ირმანი / ჩერნი - ლ: შუსტერი; გ: ვოკროუჰლიკი

რეფ მანჩინი (იტა) 22/03 ბუქარესტი, არკულ დე ტრიუმფი (ორი ათასი)

7:0(13) 14:0(20) 21:0(25) 28:0(32) 35:0(34) 42:0(40) 45:0(40+) /
50:0(43) 55:0(47) 55:7(53) 62:7(60) 69:7(66) 76:7(80)


საქართველო
ჩეხეთთან სარაგბოდ

შაბ 29/03    პრაღა, სლავია    18.00 საქ

* ითამაშა ლისაბონში 23/02 პორ 11:6; # იყო, მაგრამ არ უთამაშია; ^ უკეპო)

(ბეკ) 15/11/14 გიორგი შკინინი*, ირაკლი ჩხიკვაძე*, სანდრო ნიჟარაძე^; 13/12 დავით კაჭარავა*, რეზო გიგაური*, სანდრო თოდუა^#; 10 ლაშა მალაღურაძე*, ირაკლი ყიასაშვილი#; 9 გიორგი კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი

(ფორ) 1/3 გოდერძი შველიძე*, შოთა მელიქიძე^, გიორგი მჭედლიშვილი^; 2 დავით დადუნაშვილი*, სიმონ მაისურაძე*; 4/5 ლევან დათუნაშვილი*, გიორგი ნემსაძე#, დავით ჩიჩუა^#; 6/7/8 გიორგი ჩხაიძე*, შალვა სუთიაშვილი, დიმიტრი ბასილაია*, ბესო უდესიანი

20 წლის მონაგარი (1989-2008) 99 თამაში (37 შინ, 46 გარეთ, 16 ნეიტრალურზე) 58 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე ^ ქულა 2294:1897 (+397) ლელო 280-209 (+71) ^ სულ 178 ბორჯღალოსანი: 98 ფორვარდი, 74 ბეკი და 6 უნივერსალი; ფორვარდებმა გაიტანეს 147, ხოლო ბეკებმა 133 ლელო


ერთა თასი 2007/08

რუსეთი   7-1   251:126
საქართველო   6-1   230:  79
რუმინეთი   6-4   277:144
ესპანეთი   3-5   192:201
პორტუგალია   3-6   157:175
ჩეხეთი   0-8     53:435

წლეულსვე: საქართველო - რუსეთი 12/04 (კრასნოიარსკი), ესპანეთი 26/04 (თბილისი)

სხვათა მატჩები: 19/04 ჩეხეთი - რუსეთი, 10/05 ესპანეთი - პორტუგალია


ირბ ერთა თასი

ბუქარესტი (11, 15, 20/06)

აქეთ: საქართველო, რუმინეთი, იტალია "ა" -
იქეთ: რუსეთი, აფრიკა "ა", ურუგვაი


18 წლამდელთა ევროპის პირველობა

(პირველი ჯგუფი) 1/2 საფრანგეთი - ირლანდია 12:5, 3/4 იტალია - ინგლისი 21:5, 5/6 რუმინეთი - საქართველო 6:5, 7/8 რუსეთი - ესპანეთი 12:7

(მეორე) 9/10 ბელგია - პოლონეთი 39:0, 11/12 გერმანია - პორტუგალია 5:3, 13/14 უკრაინა - ჰოლანდია 20:7, 15/16 ლიტვა - ჩეხეთი 29:26

(მესამე) 17/18 შვეიცარია - უნგრეთი 20:0, 19/20 შვედეთი - ბულგარეთი 48:0, 21/22 ლატვია - ავსტრია 5:3, 23/24 დანია - ისრაელი 25:7

(მეოთხე) 25/26 სერბეთი - ლუქსემბურგი 41:7, 27/28 სლოვენია - ბოსნია 24:12, 29/30 მოლდოვა - ხორვატია 34:7 (მეხუთე) 31/32 სომხეთი - მონაკო 43:0

:::

Free Web Hosting