გოდერძი გაგვიძღვება

გოდერძი გაგვიძღვება

   საქართველო სანიშანსვეტო, მეასე ტესტს შინიდან შორს, პრაღაში, შაბათს, ჩვენებურად 18 საათზე მართავს მასპინძელ ჩეხეთთან, ვინც "ერთა თასიდან" უკვე გავარდნილია. ბორჯღალოსნებს გადამწყვეტი, საჩემპიონო მატჩი ორი კვირის შემდეგ, რუსეთთან, ციმბირში ელით, აუტსაიდერთან კი ისევ ახალბედებს ცდიან.

ჩეხეთს აქამდე 7-ჯერ შევხვედრივართ და ყოველთვის გაგვიმარჯვნია. პრაღაში სამჯერ ჩავსულვართ და მასპინძელთა მედგარ წინააღმდეგობას გადავყრივართ. იოლი თამაში არც ამჯერად გველის, მით უფრო, თუ დასაქვეითებლად განწირულმა ევროპელებმა საფრანგეთში მოღვაწე ორი მეორე ხაზელი აიმატეს და მარქაფაში პირველ ხაზელთა სრული კომპლექტიც დაისვეს.

ჩვენს გუნდში ექსპერიმენტები გრძელდება. ბეკებში ორს (შკინინი დ.კაჭარავა) ეთქმის გამოცდილი, ფორვარდებში კი ოთხს (შველიძე დადუნაშვილი უდესიანი ჩხაიძე). 22-კაცა რაზმში ხუთი უკეპოა - ორი დამწყები (თოდუა მელიქიძე) და სამიც სათადარიგო (ნიჟარაძე მჭედლიშვილი ჩიჩუა).

რომ ისვენებს 51 კეპის პატრონი ჰავბეკი ირაკლი აბუსერიძე, ნაკრებს 30 წლის რუსთაველი ბურჯი გოდერძი შველიძე უყოჩებს და ბორჯღალოსანთა მე-18 კაპიტანი შეიქნება, ბეკთა დანაკლისის გამო კი მარქაფაში სიმბოლურად დაჯდება მენეჯერი ვასილ აბაშიძე, ვინც თამაშის მიმდინარეობას მობილურით ამცნობს კავშირის ვებმასტერს, რათა ამან ციმციმ პოსტოს "თბილისის ფორუმის ქართულ სპორტში".


ჩეხეთი - საქართველო

ბორჯღალოსნები

კეპი $ მონაგარი * ითამაშა ლისაბონში [23/02 პორ 11:6] # იყო, მაგრამ არ უთამაშია

ბეკები: 15 ირაკლი ყიასაშვილი# 1$1გ, 14 გიორგი შკინინი* 24$5ლ, 13 დავით კაჭარავა* რუს 17$3ლ, 12 სანდრო თოდუა# 0, 11 ირაკლი ჩხიკვაძე* 5$1ლ; 10 ლაშა მალაღურაძე* უკრ 3$2ა, 9 გიორგი კაჭარავა 6

ფორვარდები: 1 კაპ გოდერძი შველიძე* სფრ 44$7ლ, 2 დავით დადუნაშვილი* სფრ 17$6ლ, 3 შოთა მელიქიძე სფრ 0; 4 შალვა სუთიაშვილი სფრ 7, 5 გიორგი ნემსაძე# სფრ 3$1ლ; 6 ბესო უდესიანი სფრ 28$8ლ, 7 გიორგი ჩხაიძე* სფრ 27$4ლ, 8 დიმიტრი ბასილაია* სფრ 3$1ლ

მარქაფა: 22 ვასილ აბაშიძე# 15$3ლ, 21 სანდრო ნიჟარაძე 0, 20 მერაბ კვირიკაშვილი სფრ 25$2ლ 22გ 14ს 1ა / 16 სიმონ მაისურაძე* სფრ 1, 17 გიორგი მჭედლიშვილი 0; 18 სანდრო მჭედლიშვილი სფრ 4$1ლ, 19 დავით ჩიჩუა# სფრ 0

მწურთნელები: თიმ ლეინი [ავსტრალია] / ლევან ცაბაძე 33*10ლ

ჩეხეთი

^ დაემატა ბუქარესტის შემდეგ [22/03 რუმ 7:76]

ბეკები: 15 ვაცლავ იურსიკი, 14 რომან კოდერა, 13 მარტინ პეკარეკი^, 12 პაველ ჩამრდა, 11 იან როჰლიკი სფრ; 10 პაველ ვოკროუჰლიკი, 9 პაველ სიროვი /

ფორვარდები: 1 რომან შუსტერი სფრ, 2 იან ოსვალდი, 3 რადიმ ფაიკუსი; 4 რობერტ ვოვესი^ სფრ, 5 იან კურკა^ სფრ; 6 მიროსლავ ნემეჩეკი სფრ, 7 იან მახაჩეკი, 8 ირჟი ბურიანეკი

მარქაფა: 22 იან რუდოლფი, 21 მილან ირმანი / 16 ირჟი სკალი, 17 ონდრჟეი კუტილი, 18 ტომაშ ჰელერი; 19 კარელ კუჩერა, 20 იოსეფ ბლაჰა

მწურთნელი მარტინ კაფკა

მსაჯები

რეფერი ჟან-პიერ მატე;
კიდეებზე: სედრიკ მარშა / ფერნან პერეირა [საფრანგეთი]
კომისარი ჰანს ბლეინბერხი [ჰოლანდია]

შაბ 29/03    პრაღა, სლავია    18.00 საქ

აქამდელი შეხვედრები

ეთ ერთა თასი, ფირა ფირას პირველობა

1996   12/04   ვაკე   ფირა   20:  3   3-0
1996   22/09   ტატრა სმიხოვი   ფირა   18:14   2-1
2003   22/03   ტატრა სმიხოვი   ეთ   30:15   5-0
2004   20/03   ეროვნული   ეთ   23:  7   2-1
2005   12/06   ქუთაისი   ეთ   75:10   11-1
2006   10/06   რჟიჩანი   ეთ   24:  3   3-0
2007     7/04   ეროვნული   ეთ   98:  3   16-0
           
სულ     4შ 3გ   7-0   288:55   ლ 42-3

ერთა თასი 2007/08

რუსეთი   7-1   251:126
საქართველო   6-1   230:  79
რუმინეთი   6-4   277:144
ესპანეთი   3-5   192:201
პორტუგალია   3-6   157:175
ჩეხეთი   0-8     53:435

წლეულსვე

საქართველო -   რუსეთი   12/04 (კრასნოიარსკი)
   ესპანეთი   26/04 (თბილისი)

სხვათა მატჩები: 19/04 ჩეხეთი - რუსეთი, 10/05 ესპანეთი - პორტუგალია

20 წლის მონაგარი

(1989-2008) 99 თამაში (37 შინ, 46 გარეთ, 16 ნეიტრალურზე)
58 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე ქულა 2294:1897 (+397) ლელო 280-209 (+71)

სულ 178 ბორჯღალოსანი:
98 ფორვარდი, 74 ბეკი და 6 უნივერსალი;
ფორვარდებმა გაიტანეს 147, ხოლო ბეკებმა 133 ლელო

Free Web Hosting