ცხრა სლემოსნით

ცხრა სლემოსნით!

გულთმისნები ყოფილან ელიტარული "ექვსი ერის" მგეგმავები: წლევანდელი წუთობრივი, ტელევიზიაზე მორგებული განრიგი შარშანვე, ტურნირის დასრულებიდან 12 დღეში რომ გამოაქვეყნეს, სულ ბოლო თამაშად უელსი - საფრანგეთი ჩაწერეს. ჰოდა, ახდა უთამამესი პროგნოზი და თუ შაბათს "ურჩხულები" შინ 19 ქულით არ დამარცხდნენ, "ლე ბლეს" ჩამოართმევენ პირველობას.

უელსმა ბოლოსწინა რაუნდში, ირლანდიაში გამარჯვებით მე-19 "სამი გვირგვინი" (ყველა მეზობლის ძლევა) მიითვალა და ახლა მეათე "დიდ სლემსაც" (ყველა მონაწილის ჯობნა) უმიზნებს. ტაფიათა ზელანდიელი გურუს, ვორენ გეთლენდის თქმით, ბიჭებმა აქამდე ფრიადზე ნაკეთებ საქმეს თავი უნდა დაადგან, რაგბზე შეყვარებული ერი გაახარონ და ფრანგები უთუოდა და უთუმცაოდ დაამარცხონ, რაღაი ოდენ ბურთების სხვაობით ჩემპიონობა წყალ-წყალა იქნება.

უელსმა თასი და სლემი წინა ჯერზე სამი წლის წინ, მსგავს ვითარებაში აიღო. გადამწყვეტი რკენა მაშინაც მილენიუმზე გაიმართა. მასპინძლებს ირლანდიასთან 12 ქულით წაგებაც ყოფნიდათ, მაგრამ მაგდენით (32:20) თავად გაიმარჯვეს. იმ 15-ეულიდან ცხრა კაცი ახლაც რაზმშია: შვიდი (შენკლინი ჰენსონი შ.ვილიამსი / ჯენქინსი ად.ჯოუნზი რ.ჯოუნზი მ.ვილიამსი) ძირითადში და ორიც (სთ.ჯოუნზი პილი) მარქაფაში.

მეტოქეს ნუ დაუსტვენთო

უელსი ხელდახელ შეუტევს, რადგან 10 ნომრად იწყებს ჯეელი ჯეიმზ ჰუქი, ვინც 2005 წელს მზარდი მორაგბე იყო, უბილეთოდ დარჩა, თამაშს ბარში უყურა და გამოთვრა. პოლიციის პროგნოზით, კარდიფს ვიქენდზე 200 ათასი ფანი მიაწყდება, რაც ქალაქს 20 მილიონი გირვანქით ახეირებს. მილენიუმზე თურმე სარაგბო ადათის უმეცრებიც (არსებობენ კი?) შეიძლება მოხვდნენ. ჰოდა, მათ გასაგონად ბრძანებს კავშირი, მეტოქის კიკერი ჩვენს კარს რომ დაუმიზნებს, ნუ დაუსტვენთ, რადგან ეგ ჩვენებურად უზრდელობააო!

კარდიფი ფრანგთათვის იღბლიანი ადგილია. "ლე ბლემ" იქ 2000 წლიდან ზედიზედ ექვსი მოიგო: ხუთჯერ ძლია უელსი და ერთხელაც, ბოლო მსოფლიო თასის მეოთხედფინალში, ზელანდიის "ოლ ბლექსი" (20:18). გალთა ჯეელმა მოძღვარმა, მარკ ლივრმონმაც დროულად ანება თავი ექსპერიმენტებს და ოპტიმალური რაზმი შეარჩია: 15-ეულში აიმატა და აღადგინა სამ-სამი გამოცდილი, მაგრამ სედრიკ ემონსი მარქაფაშიღა მოხვდა. რაც შეეხება სტრატეგიას, გურუს თქმით, გუნდი ჯერ მოგებას დაეშურება, საჭირო სხვაობაზე კი მერეღა იზრუნებს.

ჯოხი ვილკოზე გადატყდა

ინგლისი და ირლანდია ფაქტობრივად მესამე ადგილისთვის თამაშობენ. წინა მსოფლიო თასის აქეთ კელტებს ოთხჯერვე (!) უძლევიათ პომები, მაგრამ თუ ამჯერად ფეხი წაუცდათ, "ექვს ერს" მეცხრე (!) სეზონშიღა დაასრულებენ პირველად ორი მოგების ამარა. უელსთან რომ დაშავდა "სამყურათა" თილისმა ბრაიან ოდრისკოლი და მწყობრიდან ოთხი კვირით გამოვიდა, კაპიტნობა კარიერაში პირველად დაეკისრა რონან ოგარას, უკანა ხაზი კი მთლად აირია და მოკეთებული ჯორდან მერფი 15 ნომრად ჩაემატა.

შოტლანდიაში გაბითურებულმა ინგლისმა 15 დამწყებიდან შეცვალა ერთადერთი - 10 ნომერი ჯონი ვილკინსონი, ვინც ამიერიდან ტესტ-რაგბის უპირველესი მექულეა. 28 წლის ვეტერანი რეზერვშია, პივოტად კი, მხცოვანი და ცოტა არ იყოს, ცუნდრუკი გურუს, ბრაიან ეშთონის გადაწყვეტილებით, დაიწყებს 20 წლის დენი სიპრიანი, ვინც შოტლანდიაში იმიტომ აღარ წაიყვანეს, რომ ბარში ნაშუაღამევს დააფიქსირა სენსაციებზე მონადირე გაზეთმა.

შაბათი რომში, მაჩანჩალათა შებმით იწყება. ოთხივე თამაშში ძლეული იტალია თუ 5 ქულით აჯობებს შოტლანდიას, ბოლო ადგილს დააღწევს თავს. სქოთებს აკლიათ ფრთა რორი ლამონთი, ვისაც ინგლისთან ყვრიმალი სამად (!) გაუტყდა, იტალია კი წინა თამაშის აქეთ უცვლელია. "აძურის" აფრიკელი მწურთნელი ნიკ მალითი რაგინდარა ხერხით მოგებაზე ყაბულს ვერაა და შეგირდებს ლამაზად რაგბობას სთხოვს, "გლობალის" აბონენტებს კი ფხიზლობა მოუწევთ, რადგან ბოლო რაუნდის მატჩები "შოუ სპორტ ორზე" ერთადერთხელ მეორდება.

ექვსი ერი. მეხუთე რაუნდი

საქ დროით; $ ლეგიონერი
წინა რაუნდის შემდეგ
* რაზმს დაემატა, ^ მარქაფიდან დააწინაურეს, = მარქაფაში გადასვეს

იტალია - შოტლანდია

იტა (ბეკ) 15 ანდრეა მარკატო, 11 ეციო გალონი, 14 ქეინ რობერთსონი; 13 გონსალო კანალე$, 12 მირკო ბერგამასკო$, 10 ანდრეა მაზი$; 9 სიმონ პიკონე /

(ფორ) 1 ანდრეა ლოჩიჩერო$, 2 ლეონარდო გირალდინი, 3 მარტინ კასტროჯოვანი$; 4 კარლო-ანტონიო დელფავა$, 5 მარკო ბორტოლამი$; 6 ჯოშ სოული, 7 ალესანდრო ძანი, 8 სერჯო პარისე$ კაპ

(მრქ) 22 ალბერტო სგარბი, 21 ენრიკო პატრიციო, 20 პიეტრო ტრავალი / 16 ფაბიო ონგარო$, 17 სალვატორე პერუჯინი$, 18 კარლოს ნიეტო$; 19 იაკობუს ერაზმუსი (მწ) ნიკ მალითი აფრ

შტლ (ბეკ) 15 ჰუგო საუსველი, 11 ნიკი ვოქერი$, 14 საიმონ დენიელი$*; 13 საიმონ ვებსთერი, 12 გრემ მორისონი, 10 კრის პატერსონი$; 9 მაიკ ბლერი კაპ /

(ფორ) 1 ალან ჯეკობსენი, 2 ფერგუს თომსონი^, 3 იუენ მარი$; 4 ნეითან ჰაინსი$, 5 სკოტ მაკლაუდი$; 6 ალესდერ სთროქოში$, 7 ალისთერ ჰოგი, 8 საიმონ ტეილორი$

(მრქ) 22 დენ პარკსი, 21 რორი ლოუსონი$ / 16 სკოტ ლოუსონი$*, 17 ალესდერ დიკინსონი$, 18 კრეგ სმითი; 19 ჯეისონ ვაითი$, 20 ქელი ბრაუნი (მწ) ფრენკ ჰედენი

რეფ ჟოელ ჟიუტჟი სფრ; კიდ: კრის ვაითი ინგ / საიმონ მაკდაუელი ირლ; ვიდ რომენ პუატე სფრ

შაბ 15/03    რომი, ფლამინიო 17.00 * გლობალ ტვ: კვი 08.00

1996 წლიდან 13: 4-9 (6ე) 8: 3-5

ინგლისი - ირლანდია

ინგ (ბეკ) 15 იენ ბოლშოუ, 11 ლეზლი ვაინიკოლო, 14 პოლ საქი; 13 ჯემი ნუნი, 12 ტობი ფლადი, 10 დენი სიპრიანი*; 9 რიჩარდ ვიგლსვორსი /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი, 2 ლი მირსი, 3 ფილ ვიქერი კაპ; 4 საიმონ შოუ, 5 სთივ ბორსვიქი; 6 ტომ კროფტი, 7 მაიკ ლიპმენი, 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 მეთიუ ტეიტი, 21 ჯონი ვილკინსონი=, 20 პოლ ჰოჯსონი / 16 ჯორჯ შუთერი, 17 მეტ სთივენსი; 18 ბენ ქეი, 19 ჯეიმზ ჰესქელი* (მწ) ბრაიან ეშთონი

ირლ (ბეკ) 15 ჯორდან მერფი*, 11 რობ ქარნი, 14 ტომი ბოუ; 13 ენდრიუ თრიმბლი, 12 შეინ ჰორგანი, 10 რონან ოგარა კაპ; 9 ეოინ რედენი$ /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 რორი ბესთი, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი; 6 დენის ლიმი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯემი ჰიზლიფი

(მრქ) 22 ლუკ ფითსჯერალდი, 21 პედი ვოლესი, 20 პიტერ სთრინგერი / 16 ბერნარდ ჯექმენი, 17 თონი ბაქლი; 18 მიკ ოდრისკოლი, 19 საიმონ ისთერბი$ (მწ) ედი ოსალივანი

რეფ სტიუარტ დიკინსონი ავს; კიდ: ნაიჯელ ოუენსი უელ / თიმ ჰეისი უელ; ვიდ ჰიუ ვოთქინსი უელ

შაბ 15/03    ლონდონი, თვიქნემი 19.00 * გლობალ ტვ: კვი 10.00

1875 წლიდან 120: 69-43*8 (6ე) 8: 3-5

უელსი - საფრანგეთი

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 11 შეინ ვილიამსი, 14 მარკ ჯოუნზი; 13 ტომ შენკლინი, 12 გევინ ჰენსონი, 10 ჯეიმზ ჰუქი^; 9 მაიკ ფილიპსი /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი, 2 ჰიუ ბენეთი*, 3 ადამ ჯოუნზი; 4 იენ გოფი, 5 ალუნ-ვინ ჯოუნზი; 6 ჯონათან თომასი, 7 მარტინ ვილიამსი, 8 რაიან ჯოუნზი კაპ

(მრქ) 22 სონი პარკერი, 21 სთივენ ჯოუნზი=, 20 დვეინ პილი / 16 მეთიუ რისი=, 17 დანკან ჯოუნზი; 18 იენ ევანსი, 19 გარეს დელვი$ (მწ) ვორენ გეთლენდი ზელ

სფრ (ბეკ) 15 ანტონი ფლოში, 11 ჟიულიან მალზიო, 14 ვენსან კლერკი^; 13 იანიკ ჟოზიონი, 12 დამიან ტრაი^, 10 დავიდ სკრელა*; 9 ჟან-ბაპტისტ ელისალდი* /

(ფორ) 1 ფაბიან ბარსელა, 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 ნიკოლა მა; 4 ლიონელ ნალე კაპ, 5 ჟერომ ტიონი; 6 ტიერი დიუზოტუარი*, 7 ფიულჟანს უედრაოგო, 8 ჟიულიან ბონერი^

(მრქ) 22 სედრიკ ემონსი*, 21 ფრანსუა ტრენდიუკი=, 20 დიმიტრი იაშვილი= / 16 ვილიამ სერვა*, 17 ჟან-ბაპტისტ პუ; 18 არნო მელა, 19 ელვის ვერმელენი* (მწ) მარკ ლივრმონი

რეფ მორის იონკერი აფრ; კიდ: ჯონათან კაპლანი აფრ / ფედერიკო კვესტა არგ; ვიდ კარლო დამასკო იტა

შაბ 15/03    კარდიფი, მილენიუმი 21.00 * გლობალ ტვ: კვი 01.30

1908 წლიდან 84: 42-39*3 (6ე) 8: 2-6

კიბე

უელსი   8   119:  54
საფრანგეთი   6     91:  64
ირლანდია   4     83:  66
ინგლისი   4     75:  73
შოტლანდია   2     49:100
იტალია   0     51:111

:::

Free Web Hosting