სამი გვირგვინის წამოსაღებად

სამი გვირგვინის წამოსაღებად

ელიტარული "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში ჩემპიონი ვერ გამოვლინდება, მაგრამ უელსმა შეიძლება აიღოს სამივე ბრიტი მეზობლის ძლევისთვის დაწესებული "სამი გვირგვინი"; ინგლისი ცდას არ დააკლებს, რათა შოტლანდიასთან საცილო "კალკუტის თასი" შეინარჩუნოს, მორიგ-ჯერ გადახალისებული საფრანგეთი კი იტალიასთან სხვაობის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

ფინიშამდე ორი რაუნდით ადრე პირველობის შანსს ოთხი ქვეყანა ინარჩუნებს. "ლედბროუქსის" ბოლო კოეები შემდეგია: უელსი 11/10, საფრანგეთი 7/4, ინგლისი 5/1, ირლანდია 8/1. რაც "ექვსი ერი" შეიკრა, ურჩხულებს სამყურები რვა შეყრაზე ოდენ ორჯერ უძლევიათ და დუბლინშიც ბოლოჯერ რვა წლის წინ გაუმარჯვნიათ, მაგრამ გემრიელად რომ რაგბობენ და კარში დარტყმის მხრივაც 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ, შანსს ალბათ ხელიდან არ გაუშვებენ.

ხუთი თვის წინ კელტ ნათესავებს მსოფლიო თასზე მაგრად მოეცარათ ხელი - თავ-თავიანთ პულებში ჩარჩნენ, მაგრამ მას აქეთ უელსს სასწაულად მოამატებინა ზელანდიელმა ვორენ გელთენდმა, ვინც შვიდი წლის წინ სწორედ რომ ირლანდიის მწურთნელი იყო, მაგრამ თანაშემწემ, ედი ოსალივანმა ხვანჯები დაუგო, პოსტიდან გადააყენებინა და მას აქეთ თავად წურთნის სამყურებს.

გეთლენდს წყენა აქამდე ახსოვს. ირლანდიას ტრავმების გამო გამოაკლდა ორივე კლასიანი 15 ნომერი - ჯორდან მერფი და გირვან დემფსი, მათი დუბლიორი რობ ქარნი კი ოდენ მეხუთე კეპს იხვეჭს. უელსმა 9 ნომრად დაიბრუნა ყინჩი მაიკ ფილიპსი, 10 ნომრად კი გეთლენდმა ჯეელ ჯეიმზ ჰუქს ზედიზედ მეორედაც ამჯობინა ბებერი სთივენ ჯოუნზი. ამ ტანდემმა საწყის სამ მატჩში მიწიდან 21-ჯერ დაარტყა და ყველა გაიტანა, რეფი კი მსოფლიო თასის შემდეგ პირველად იქნება ზელანდიის გამგდები ვეინ ბარნსი.

სიპრიანი შინ დატოვეს

სანაკრებო რაგბს საფუძველი ინგლისი - შოტლანდიის რკენით ჩაეყარა, 1878 წლიდან კი მეზობლურ შუღლში ვერცხლის "კალკუტის თასიც" თამაშდება. სქოთებმა ჯილდო შინ მოიგეს 2000 და 2006 წლებში, წლეულს კი აქამდე ერთადერთი ლელო შეიტანეს და სამივე თამაში ბევრით წააგეს. და მაინც, 8 ნომრად რომ დაბრუნდა პარიზში გადასული საიმონ ტეილორი და მარქაფაშიც ხუთი ფორვარდი ზის, ეგ იმის მომასწავებელია, რომ ინგლისს იოლი გასეირნება არ ელის.

რაგბის სამშობლო 61 წლის ბრაიან ეშთონის თავკაცობით ნაკრების გაახალგაზრდავებას ენერგიულად შეუდგა. გურუმ სამშაბათს 15 ნომრად პირველად დაასახელა ვინ, ვინ და თვით 20 წლის დენი სიპრიანი, მაგრამ გუნდი ხუთშაბათს რომ გაფრინდა ედინბურგს, ვუნდერკინდი შინ დარჩა, რაღაი წინა საღამოს "ივნინგ სტანდარდმა" გამოაქვეყნა იმის დამადასტურებელი ფოტო, რომ ბიჭი სამშაბათს, ნაშუაღამევს ჯერაც ბარში ყოფილა.

მაურო ბოლომდე იუქმებს

ეშთონმა შინა-განაწესის დარღვევა ვერ იგუა და დენი რაზმიდან ამოშალა. არადა, სიპრიანის მოკეთეები ამტკიცებენ, ბიჭს წვეთი არ დაულევია და ბარში მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ახლობლებს ბილეთები მიუტანაო. იტალიის აფრიკელი გურუ ნიკ მალითიც მიამიტურად ბრძანებს, ჩვენს ფლანკერ მაურო ბერგამასკოს უელსელებმა კეფაში ჩაარტყეს და ბეჭიც კინაღამ უღრძეს, რის შემდეგაც ვეღარ მოითმინა ჯეელმა და ლი ბერნს თვალში თითი მოუსვაო.

ამ შეცოდებისთვის პარიზელ ოსტატს 13-კვირიანი დისკვალიფიკაცია ერგო და ჩრდილოური სეზონის ბოლომდე იუქმებს. სამაგიეროდ, აძურს დაუბრუნდა ყოფილი კაპიტანი მარკო ბორტოლამი, საფრანგეთის ახალმა მწურთნელმა, მარკ ლივრმონმა კი ინგლისთან დამარცხებული 15-ეულიდან მხოლოდ ექვსი კაცი დაიტოვა, კიკერად და ჰავბეკად დიმიტრი იაშვილი აღადგინა, სასტარტოში სამი უკეპო იხმო და თუმც ოთხ რაუნდში გამოყენებულთა რიცხვი 37-მდე აიყვანა, მედია დაამშვიდა, 100 კანდიდატის გამოცდას ნაღდად არ ვაპირებო.

ექვსი ერი. მეოთხე რაუნდი

საქ დროით; $ ლეგიონერი
წინა რაუნდის შემდეგ
* რაზმს დაემატა, ^ მარქაფიდან დააწინაურეს, = მარქაფაში გადასვეს

ირლანდია - უელსი

ირლ (ბეკ) 15 რობ ქარნი, 11 ტომი ბოუ, 14 შეინ ჰორგანი^; 13 ბრაიან ოდრისკოლი კაპ, 12 ენდრიუ თრიმბლი, 10 რონან ოგარა; 9 ეოინ რედენი$ /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 რორი ბესთი^, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი^; 6 დენის ლიმი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯემი ჰიზლიფი

(მრქ) 22 ლუკ ფითსჯერალდი*, 21 პედი ვოლესი, 20 პიტერ სთრინგერი / 16 ბერნარდ ჯექმენი=, 17 თონი ბაქლი; 18 მიკ ოდრისკოლი=, 19 საიმონ ისთერბი$ (მწ) ედი ოსალივანი

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 11 შეინ ვილიამსი, 14 მარკ ჯოუნზი; 13 ტომ შენკლინი, 12 გევინ ჰენსონი, 10 სთივენ ჯოუნზი; 9 მაიკ ფილიპსი^ /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი, 2 ჰიუ ბენეთი^, 3 ადამ ჯოუნზი*; 4 იენ გოფი, 5 ალუნ-ვინ ჯოუნზი*; 6 ჯონათან თომასი, 7 მარტინ ვილიამსი, 8 რაიან ჯოუნზი კაპ

(მრქ) 22 სონი პარკერი, 21 ჯეიმზ ჰუქი, 20 დვეინ პილი= / 16 მეთიუ რისი=, 17 დანკან ჯოუნზი; 18 იენ ევანსი=, 19 გარეს დელვი$ (მწ) ვორენ გეთლენდი ზელ

რეფ ვეინ ბარნსი ინგ; კიდ: კრისტოფ ბედროზი სფრ / პიტერ ალენი შტლ; ვიდ დევიდ ჩენგლენგი შტლ

შაბ 8/03    დუბლინი, ქროუქ პარკი 17.15   
შოუთაიმი:
შაბ 23.30, კვი 08.00, ორ 10.30
1882 წლიდან 112: 45-61*6 (6ე) 8: 6-2

შოტლანდია - ინგლისი

შტლ (ბეკ) 15 ჰუგო საუსველი, 11 ნიკი ვოქერი$, 14 რორი ლამონთი$; 13 საიმონ ვებსთერი, 12 გრემ მორისონი*, 10 კრის პატერსონი$; 9 მაიკ ბლერი კაპ /

(ფორ) 1 ალან ჯეკობსენი, 2 როს ფორდი, 3 იუენ მარი$; 4 ნეითან ჰაინსი$, 5 სკოტ მაკლიოდი$; 6 ალესდერ სთროქოში$, 7 ალისთერ ჰოგი, 8 საიმონ ტეილორი$*

(მრქ) 22 დენ პარკსი, 21 რორი ლოუსონი$* / 16 ფერგიუს თომსონი, 17 ალესდერ დიკინსონი$*; 18 კრეგ სმითი*, 19 ჯეისონ ვაითი$*, 20 ქელი ბრაუნი= (მწ) ფრენკ ჰედენი

ინგ (ბეკ) 15 იენ ბოლშოუ, 11 ლეზლი ვაინიკოლო, 14 პოლ საქი; 13 ჯემი ნუნი, 12 ტობი ფლადი, 10 ჯონი ვილკინსონი; 9 რიჩარდ ვიგლსვორსი /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი, 2 ლი მირსი^, 3 ფილ ვიქერი კაპ; 4 საიმონ შოუ, 5 სთივ ბორსვიქი; 6 ტომ კროფტი^, 7 მაიკ ლიპმენი, 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 ჩარლი ჰოჯსონი*, 21 მეთიუ ტეიტი, 20 პოლ ჰოჯსონი / 16 ჯორჯ შუთერი*, 17 მეტ სთივენსი; 18 ბენ ქეი, 19 ლუკ ნერევეი* (მწ) ბრაიან ეშთონი

რეფ ჯონათან კაპლანი აფრ; კიდ: მორის იონკერი აფრ / კარლო დამასკო იტა; ვიდ თიმ ჰეისი უელ

შაბ 8/03    ედინბურგი, მარიფილდი 19.15
შოუთაიმი:
კვი 01.30 10.00, ორ 13.00
1872 წლიდან 124: 41-66*17 (6ე) 8: 2-6

საფრანგეთი - იტალია

სფრ (ბეკ) 15 ანტონი ფლოში^, 11 ჟიულიან მალზიო*, 14 ორელიან რუჟრი; 13 იან დავიდი*, 12 იანიკ ჟოზიონი*, 10 ფრანსუა ტრენდიუკი; 9 დიმიტრი იაშვილი^ /

(ფორ) 1 ფაბიან ბარსელა*, 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 ნიკოლა მა; 4 ლიონელ ნალე კაპ, 5 ჟერომ ტიონი^; 6 იბრაემ დიარა*, 7 ფიულჟანს უედრაოგო^, 8 ლუი პიკამოლი

(მრქ) 22 ვენსან კლერკი=, 21 დამიან ტრაი=, 20 ჟიულიან ტომა* / 16 გიან გირადო*, 17 ჟან-ბაპტისტ პუ; 18 არნო მელა*, 19 ჟიულიან ბონერი= (მწ) მარკ ლივრმონი

იტა (ბეკ) 15 ანდრეა მარკატო, 11 ეციო გალონი, 14 ქეინ რობერტსონი*; 13 გონსალო კანალე$, 12 მირკო ბერგამასკო$, 10 ანდრეა მაზი$; 9 სიმონ პიკონე /

(ფორ) 1 ანდრეა ლოჩიჩერო$^, 2 ლეონარდო გირალდინი, 3 მარტინ კასტროჯოვანი$; 4 კარლო-ანტონიო დელფავა$, 5 მარკო ბორტოლამი$^; 6 ჯოშ სოული, 7 ალესანდრო ძანი^, 8 სერჯო პარისე$ კაპ

(მრქ) 22 ალბერტო სგარბი=, 21 ენრიკო პატრიციო, 20 პიეტრო ტრავალი / 16 ფაბიო ონგარო$*, 17 კარლოს ნიეტო$*, 18 სალვატორე პერუჯინი$=; 19 იაკობუს ერაზმუსი* (მწ) ნიკ მალითი აფრ

რეფ ალან ლუისი ირლ; კიდ: სტიუარტ დიკინსონი ავს / ფედერიკო კვესტა არგ; ვიდ დეივ პირსონი ინგ

კვი 9/03    სან დენი, სტად დე ფრანსი 19.00
შოუთაიმი:
კვი 22.30, ორ 08.00 23.30
1937, 1952-67, 1995-2007 წლებში 28: 27-1 (6ე) 8: 8-0

კიბე

უელსი 6(103:42) -
ირლანდია 4(71:50), საფრანგეთი 4(66:51), ინგლისი 4(66:58) -
იტალია 0(38:86), შოტლანდია 0(34:91)

ბოლო რაუნდი

შაბ 15/03

იტალია - შოტლანდია 17.00
ინგლისი - ირლანდია   19.00
უელსი - საფრანგეთი   21.00 საქ

:::

Free Web Hosting