ცხენოსნობაში არევიათ

ცხენოსნობაში არევიათ

შაბათს, წლეულს ბოლოჯერ, ერთურთს ჩვენთვის საინტერესო სამი შეჯიბრი გადაეჭდო. "ერთა თასზე" რუსეთმა შინ, ბოლო ხუთ წუთში ძლია რუმინეთი და ცხრილში "ბორჯღალოსნებს" გადაუსწრო. ელიტარული "ექვსი ერი" ოთხ წელში მეორედ და ისევ "დიდი სლემით" მოიგო ლაღად მობურთალმა უელსმა, სამხრეთის ზე 14-ის მონაწილეებმა კი ახალი წესები უკვე იმდენად დაამუღამეს, რომ ექვსიდან ხუთი თამაში უხვ-ლელოიანი გამოუვიდათ.

რუსეთმა კრასნოდარში მესამე, ყველაზე ტიტულოვანი ლათინი მეტოქე მიიღო და თამაში გარე სამყაროს (უფრო სწორად კი, მთავარ კონკურენტს, საქართველოს) დაუმალა. მასპინძელთა ძალისხმევით ჩაიშალა "ერტეერზე" და "ევროსპორტზე" დაგეგმილი რეპორტაჟები, "სამსუნგის" მიერ "ერთა თასის" სპონსორობა კი შეცდომა გამოდგა:

ფირა აერ-ის ფორუმის ადმინის განმარტებით, "ევროსპორტის" განრიგის შემდგენელს რაგბი თურმე ცხენოსნობაში აერია, მაგრამ პარიზის ორგანოს მარკეტინგის სამსახური მოლაპარაკებას კი აგრძელებს სრულიად ევროპის სპორტულ ტელევიზიასთან, რათა დარჩენილი ექვსი მატჩიდან ორი მთელმა რეგიონმა იხილოს.

მაგ ექვსიდან სამში ვმონაწილეობთ და სადაც სამართალია, წარმოჩინება ალალად გვერგება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ფირა აერ-ში დასავლეთელი ლათინები პარპაშებენ. რაც შეეხება გასაიდუმლოებულ მატჩს, განრიგის თანახმად, "ერტეერი" სამშაბათს, დღისით გეგმავს მისი ჩანაწერის ჩვენებას, ეს პატაკი კი ინტერნეთში წყვეტილად მოსმენილ რუმინულ რადიო-ლაივსა და კარპატელთავე საითის ანგარიშს ემყარება.

ცინიკური დარღვევები აპატიაო

რუმინელთა ანალიზი, რა თქმა უნდა, სუბიექტურია. სტეჟარის მეოხებს მარცხი ისე ეწყინათ, რომ გარჩევაში გამოტოვეს მეტოქის შემადგენლობა და არც ოთხივე ჯარიმის გამტანი, იური კუშნარიოვი ახსენეს, მსაჯობის გამო კი ბოლო აბზაცში დაიჩივლეს, ირლანდიელმა რეფმა მასპინძლებს დაცვაში ბლომად აპატია ცინიკური დარღვევა და მათ რამდენჯერმე შეტევაშიც მიეხმარაო.

რუმინულ წყაროთა თანახმად, პირველი ტაიმი მათი იყო, მაგრამ ვერ კი მოიგეს: ფლორინ ვლაიკუმ 3:0-ზე გასატანი ჯარიმა გააფუჭა; ცენტრი კატალინ დასკალუ დაშავდა და დანუც დუმბრავამ შეცვალა; მეტოქემ მეხუთე წამატებულ წუთზეღა გაათანაბრა ანგარიში, მანამდე კი სულ თავიდან ჰქონდა ერთადერთი სალელოე მომენტი, მაგრამ კატალინ ფერკუმ და სტეფან ჩუნტუმ შებოჭეს რუსები.

მეორე ტაიმში დუმბრავა 10 ნომრად დადგა და სტეჟარს შეცდომები მოუმრავლდა. კუშნარიოვმა ერთი ჯარიმა ააცილა, მაგრამ მეორე შეაგდო 6:3. საათის თავზე რუმინეთმა 9 ნომრად შეიყვანა ჩიპრიან კაპლესკუ. სტეჟარმა ხუთი წუთი გაატარა მეტოქის წითელ ზოლში და კრისტი პეტრემ მოლით შეიტანა ლელო, მაგრამ ვლაიკუმ ვერ გარდასახა 8:6.

სათადარიგოებმა დაღუპეს

სტეჟარის კიკერმა ამის შემდეგ კიდეზე დამიზნებული ჯარიმა ლელოს გადააცილა, გუნდი კი დაღუპეს შეცვლაზე შესულებმა, ბურჯმა ნიკოლაე ნერემ და ფრთა გეორგიცა ბიჯუმ: პირველი ბრეიქ-დაუნში გვერდიდან ჩაება, ხოლო მეორემ მეტოქე ურჯუკად შებოჭა, რასაც რუსთა ორი გოლი მოყვა. ასე და ამგვარად, "დათვებმა" ბოლო ხუთ შეყრაზე მეოთხედ (!) ძლიეს "მუხები" და ერთა თასზე (2001-07) ბალანსი გაუთანაბრეს (4-4), მაგრამ რუმინეთი ძველის (1976-94) ხარჯზე (14-3) ჯერაც გვარიანად წინაა (18-7).

"ექვს ერზე" სამართალმა პური ჭამა: ყველაზე შნოიანად მორაგბე უელსი თავიდანვე დაწინაურდა და თუმც საფრანგეთმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა ანგარიში, უმალ შეინ ვილიამსმა მეტოქე შეცდომაზე დაალელოვა, სთივენ ჯოუნზმა კი ჯარიმები შეაგდო. ინგლისს ირლანდიასთან 10 ნომრად გამოადგა 20 წლის დენი სიპრიანი, იტალიამ კი შოტლანდია ბოლო წუთზე გატანილი არეკნითღა ძლია.

რუსეთი 12:8 რუმინეთი

რუს: კლიუჩნიკოვი კუზინი კაპ გალინოვსკი ტრიშინი გვოზდოვსკი (10-9) ი.კუშნარიოვი შაკიროვი (მოტორინი) / ხროკინი კორშუნოვი პრიშჩეპენკო; ფედჩენკო კულიომინი; კ.კუშნარიოვი ოსტრიკოვი გარბუზოვი - 4ს: ი.კუშნარიოვი

რუმ: ვლაიკუ ფერკუ გალი დასკალუ (დუმბრავა) ჩუნტუ (10-9) დიმოფტე ანდრეი (კაპლესკუ) / ბასალაუ ზებეგა (მიხალაკე) პაულიკა; პეტრე კოსტე (ურსაკე); მაკოვეი (რუსი) კარპო მერშოი კაპ - ლ: პეტრე; ს: ვლაიკუ

რეფ სთენლი (ირლ)    15/03 კრასნოდარი

0:3(12) 3:3(40+) / 6:3(53) 6:8(65) 9:8(75) 12:8(78)

ერთა თასი 2007/08

რუსეთი   7-1   251:126
საქართველო   6-1   230:  79
რუმინეთი   5-4   201:137
ესპანეთი   3-5   192:201
პორტუგალია   3-6   157:175
ჩეხეთი   0-7     46:359

წლეულსვე: საქართველო -

ჩეხეთი   29/03   პრაღა
რუსეთი   12/04   კრასნოიარსკი
ესპანეთი   26/04   თბილისი

სხვათა მატჩები:

22/03    რუმინეთი - ჩეხეთი
19/04    ჩეხეთი - რუსეთი
10/05    ესპანეთი - პორტუგალია


ექვსი ერი. ბოლო რაუნდი

იტალია 23 (2ლ: საჯარიმო კანალე; 2გ 2ს ა: მარკატო) -
შოტლანდია 20 (2ლ: ჰოგი ბლერი; 2გ: პატერსონი; 2ს: პარკსი პატერსონი)

ინგლისი 33 (3ლ: საქი ტეიტი ნუნი; 3გ 4ს: სიპრიანი) -
ირლანდია 10 (ლ: ქარნი; გ ს: ოგარა)

უელსი 29 (2ლ: შ.ვილიამსი მ.ვილიამსი; 2გ: სთ.ჯოუნზი; 5ს: ჰუქი 3 ჯოუნზი 2  სბ  ჰენსონი) -
საფრანგეთი 12 (4ს: ელისალდი 3 იაშვილი)

უელსი   10   148: 66
ინგლისი   6   108: 83
საფრანგეთი   6   103: 93
ირლანდია   4    93: 99
შოტლანდია   2    69:123
იტალია   2    74:131

ზე 14. მეხუთე რაუნდი (x-x ლელო; * პრემია)

ჩიფსი ზელ - სტორმერზი* აფრ   26:35 (2-4)
ბრამბიზი ავს - ჰარიკენზი* ზელ   15:33 (2-5)
ბლუზი ზელ - ფორსი ავს   17:27 (2-3)
კრუსეიდერზი* ზელ - ჩიტაზი აფრ   55: 7 (9-1)
რედსი* ავს - ბულზი აფრ   40: 8 (5-1)
ლაიონზი აფრ - შარქსი აფრ    8:16 (1-1)
ვორათაზი ავს & ჰაილენდერზი ზელ   უქმობდნენ

კიბე [* უკვე იუქმა] კრს 24, შრქ 21, ჰრკ 18, ბლუ 16 -
ფორ 15, ვრთ
* 13, სტო 12; რედ ბრმ 10; ჩიფ ბულ 8; ლნზ 5; ჰლნ* ჩტზ 4

:::

Free Web Hosting