რუმინეთი მარცხს გადაურჩა

რუმინეთი მარცხს გადაურჩა

ორმაგი სენსაცია მწიფდებოდა "ერთა თასზე": პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი კრასნოდარში უგებდა რუსეთს, პორტუგალია კი ბუქარესტში რუმინეთს. "დათვებმა" მდგომარეობა მალევე გამოასწორეს და 26 ქულით გაიმარჯვეს, "მუხებს" კი დასკვნით მეოთხედშიღა ეშველათ და თუმც ლუზიტანი "მგლები" წინ კიდევ გავიდნენ, ბოლოს კარპატულმა ღონემ გაჭრა.

რაგბი პარადოქსების სპორტი რომაა, ვიქენდზე დადასტურდა: ფანობას ჩვენგან შორს გამართული ბარემ ათი ელიტარული თამაშის ხილვა შეეძლო, სპორტულ მედიას კი სამეზობლოში მიმდინარე "ერთა თასის" შესახებ გაუჭირდა მინიმალური ინფორმაციის მოპოვება, რაღაი რუსეთში "რეგბი" 8 მარტს გადააყოლეს და კრასნოდარშიც ჭირს ინტერნეთი, ხოლო რუმინული საითი, სტეჟარის უვარგისობის გამო, მთელ გარეშე სამყაროზეა გამწყრალი და მანამ მალა ანგარიში, სანამ სტუმარი პორტუგალია წინ იყო.

რუსეთი - ესპანეთის მატჩი არარა ტელე-არხს არ გადაუცია. სტუმართა ვებმასტერი სტადიონიდან შინ მობილურით რეკდა და საითს ეგრე აქვეყნებინებდა ცხელ-ცხელ ამბებს, ნამატჩევს კი ოქმიც გადასცა. რუმინეთში თამაში სპორტულ არხზე ცოცხლად უჩვენეს, მაგრამ საითის რედაქტორმა დილით ბრძანა, დეტალებს ნამატჩევსღა შეიტყობთო და იქამდეც გაუტია, რომ ჩაინიშნა მხოლოდ სინბინთა წუთები, ხოლო თუ როდის გავიდა ბურთები, ეგ საიდუმლოდ შეინახა + რუმინულმა საითმა ზადი ორშაბათსღა გამოასწორა, ოღონდაც აერ-ის ფორუმის მეშვეობით

 "სამი გვირგვინი" ჩაიბარეს

ესპანეთმა პირველი ტაიმი მოუგო რუსეთს, მაგრამ ბოლოსკენ დაიღალა და კიდევ ორი ლელო გაუშვა. პორტუგალია ცენტრს იქეთ სამჯერ გადავიდა და სამი ჯარიმა შეაგდო, მაგრამ ფლანკერი რომ გაუგდეს, ორი ლელო მოლით მიიღო. ლობუში კიდევ დაწინაურდა, მაგრამ სტეჟარი ბოლოჯერაც გახელდა და სამ-კაც-აკიდებულმა ბურჯმა, ნიკოლაე ნერემ მაინც შეიტანა გამარჯვების ლელო.

ელიტარულ "ექვს ერზე" ლიდერმა, უელსმა გაჭირვებით მოიგო ირლანდიაში და სამივე ბრიტი მეზობლის ძლევისთვის დაწესებული "სამი გვირგვინის" სინი ჩაიბარა, მაჩანჩალა შოტლანდიამ კი ინგლისს ულელოო მატჩში ჩამოართვა "კალკუტის თასი" და პირველობის შანსიც დააკარგვინა. დაბოლოს, კვირას საფრანგეთმა იტალიასთან ისე მოკრძალებულად მოიგო, რომ თუ ჩემპიონობა სურს, უელსი სულ ბოლო მატჩში "მილენიუმზე" ოცი (!) ქულით უნდა ძლიოს.

რუმინეთი 21:15 პორტუგალია

რუმ (უშეცვლებოდ) ვლაიკუ ბიჯუ ფერკუ გალი გიოკი (10-9) დიმოფტე ანდრეი / ნერე ზებეგა ბასალაუ; კოსტე პოპირლანი; ვ.რუსი კარპო მერშოი კაპ - 3ლ: პოპირლანი დიმოფტე ნერე; 3გ: ვლაიკუ 2 დუმბრავა /  სბ კარპო რუსი

პორ: ეგილარი ეშტევეში დევ.მეტეუში (ფორუ) დიო.მეტეუში მირა (10-9) კებრალი ლეალი / მურე კორეია კაპ (ბ.დუარტე) სპეშუკი (ეგიარი); სევერინუ გ.უვე; ეკუშტა ე.დუარტე (სერმენტუ) ჟირეუ - 5ს: კებრალი / სბ ეკუშტა

რეფ მაკდაუელი (ირლ)    8/03 ბუქარესტი, არკულ დე ტრიუმფი (2 ათასი)

0:3(5) 0:6(36სბ) / სბ(47რ) 0:9(50) სბ(61პ) 7:9(62) 7:12(67) 14:12(70) 14:15(78) 21:15(80)

რუსეთი 42:16 ესპანეთი

რუს: კლიუჩნიკოვი კუზინი გალინოვსკი ტრიშინი კობზევი (10-9) კორობეინიკოვი (ი.კუშნარიოვი 28) მოტორინი (იანიუშკინი 46) / ხროკინი (ბოტვინიკოვი) მარჩენკო კაპ პრიშჩეპენკო (ჩერნიშოვი 46); ოსტრიკოვი ფედჩენკო; კ.კუშნარიოვი გარბუზოვი კორშუნოვი - 4ლ: კუზინი ხროკინი ოსტრიკოვი გალინოვსკი; 2გ: ი.კუშნარიოვი; 6ს: მოტორინი 2 ი.კუშნარიოვი 4

ესპ: სემპერე პერე კანოსა ნავა მარტინი (10-9) გრატონი (მასო 50) ფეიხო (პინაგუა 70) / ინსაუსტი ბორკესი (ლინერესი 74) სალასარი; ბერნასკონი ს.სოუტო (ფერნანდეს-არამბურუ 50); კამაჩო იხარი კრიადო (ტორტულუ 74) - ლ: სემპერე; გ 3ს: ნავა

რეფ პელაპრა (სფრ)    8/03 კრასნოდარი, იუნოსწი

5:0(2) 8:0(10) 8:3(12) 8:6(15) 8:13(33) 11:13(40) / 16:13(41) 19:13(51) 22:13(54) 22:16(60) 25:16(68) 32:16(73) 39:16(79) 42:16(80+)


ერთა თასი 2007/08

საქართველო   6-1   230:  79
რუსეთი   6-1   239:118
რუმინეთი   5-3   193:125
ესპანეთი   3-5   192:201
პორტუგალია   3-6   157:175
ჩეხეთი   0-7     46:359

წლეულსვე: საქართველო -

ჩეხეთი   29/03   პრაღა
რუსეთი   12/04   კრასნოიარსკი
ესპანეთი   26/04   თბილისი

სხვათა მატჩები: 15/03 რუსეთი - რუმინეთი, 22/03 რუმინეთი - ჩეხეთი, 19/04 ჩეხეთი - რუსეთი, 10/05 ესპანეთი - პორტუგალია


ექვსი ერი. ბოლოსწინა რაუნდი

ირლანდია 12 (4ს: ოგარა) -
უელსი 16 (ლ: შ.ვილიამსი; გ: სთ.ჯოუნზი; 3ს: ჯოუნზი 2 ჰუქი სბ ფილიპსი მ.ვილიამსი)

შოტლანდია 15 (5ს: პატერსონი 4 პარკსი) -
ინგლისი 9 (3ს: ვილკინსონი)

საფრანგეთი 25 (3ლ: ფლოში ჟოზიონი რუჟრი; 2გ 2ს: იაშვილი) -
იტალია 13 (ლ: კასტროჯოვანი; გ 2ს: მარკატო)

კიბე: უელსი 8(119:54) - საფრანგეთი 6(91:64) /
ირლანდია 4(83:66), ინგლისი 4(75:73), შოტლანდია 2(49:100), იტალია 0(51:111)

ბოლო რაუნდი: შაბ 15/03 საქ

იტალია - შოტლანდია   17.00
ინგლისი - ირლანდია   19.00
უელსი - საფრანგეთი   21.00
[
გლობალზე ჩანაწერი 03.30]


ზე 14. მეოთხე რაუნდი (x-x ლელო; * პრემია)

ჰაილენდერზი* ზელ - ჰარიკენზი ზელ     6:10 (0-1)
ვორათაზი ავს - ბრამბიზი* ავს   24:17 (3-2)
ბულზი აფრ - ლაიონზი აფრ   31:17 (2-3)
ჩიფსი ზელ - ჩიტაზი* აფრ   22:20 (3-2)
რედსი ავს - სტორმერზი* აფრ   16:34 (2-4)
შარქსი აფრ - ბლუზი* ზელ   22:17 (3-2)
ფორსი** ავს - კრუსეიდერზი* ზელ   24:29 (4-5)

კიბე: კრს 19, შრქ 17, ბლუ 16, ვრთ 13 -
ჰრკ 13, ფორ 11, ბრმ 10; ბულ ჩიფ 8; სტო 7; რედ ლნზ 5; ჰლნ ჩტზ 4

:::

Free Web Hosting