აღდგომაზე, სოფლად

აღდგომაზე, სოფლად

სამხრეთული ზე 14-ის მეექვსე რაუნდი აღდგომის უქმეებზე გაიმართა, რის გამოც ორი თამაში მომცრო ქალაქებში მოეწყო. 6-გზის ჩემპიონმა კრუსეიდერზმა დასკვნით ნახევარ საათში წალეკა ავსტრალიის ვორათაზი; კივეთისვე ბლუზმა სირენაზე გატანილი ჯარიმით ძლია აფრიკის სტორმერზი; ოზეთის ახალმა იმედმა, ფორსმა სოფლად ბოლოსკენღა ჩამოიტოვა მაჩანჩალა ჰაილენდერზი; შარშანდელი ჩემპიონი, აფრიკის ბულზი კი გააბურთავა ზელანდიისვე ჩიფსმა.

წინა რაუნდში ნაუქმალმა ვორათაზმა შესვენებამდე ფრიად უღიმღამო თამაშში აიყოლია კრუსეიდერზი და ორ ჯარიმას დააჯერა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჰავბეკ ბრეტ შიანის გარღვევა ვაიკლიფ პალუმ დააგვირგვინა. ამან მასპინძლები გამოაფხიზლა. ჰოდა, კივებმა ოთხი გარდასახული ლელო გაიტანეს და პრემიაც აიღეს.

პირველ ლელოზე ცენტრ თიმ ბეითმენის აბრაგანი ქეისი ლაულალამ ნახტომში მოუხსნა სიდნეელთა 15 ნომერ ლოჰლინ თერნერს; მეორე 17-ფაზიან შტურმს მოყვა; მესამეც ახლოდან შეიტანა ბურჯმა ვაიეთ ქროქეთმა, მეოთხეზე კი, თამაშის ბოლო ეპიზოდში, დენ კარტერის გადაკიდებულს ხელი წაუტყაპუნა ზორბა ბრედ სორნმა და სკოტ ჰემილტონი ახეირა.

უნებური თამაშგარესთვის

ბლუზს ბოლო ორი თამაში წაეგო და ახლაც კინაღამ ფრეს დასჯერდა. წინა მატჩში ტვინი რომ შეერყა ნიკ ევანსს, 10 ნომრად ისაია ტოიავა დადგა, კიკერობა კი ბენ ატინგამ იკისრა და სამჯერ დაახაია. და მაინც, გადამწყვეტ მომენტში, ჯეელმა დამრტყმელმა ნერვები მოთოკა და მარჯვენა კიდიდან, 40 მეტრიდან ზუსტად დაკრა ჯარიმა, რომელიც რეფმა უნებური თამაშგარეს გამო დანიშნა.

პირველი ტაიმი ოკლენდელებმა რვა ქულით მოიგეს, მაგრამ მეორეში კეიპტაუნელმა სტუმრებმა ბრძოლაში რომ ჩააბეს იაპონიიდან ჩაყვანილი ოლ ბლექი ტონი ბრაუნი, სტორმერზმა ხელთ იგდო ინიციატივა. ბლუზი ჯერაც სამით იყო წინ, ატინგამ ძელს რომ გაარტყა ჯარიმა, მერე კი მეორე ხაზელმა კერტის ჰაიუმ მოლში მუშტი უთავაზა მეტოქეს და პიტერ გრანტმა გაათანაბრა ანგარიში.

თითქო ბეკი ყოფილიყვეს

ფორსმა და ჰაილენდერზმა სამ-სამი ლელოთი ასიამოვნეს ბუნების წიაღში შეკრებილი ქვინზთაუნელები. ბოლო მეოთხედის დამდეგს კივები ჯერაც რვით იყვნენ წინ, მაგრამ აქ ოზთა ნალიგარმა ცენტრმა, რაიან ქროსმა პასი ჩაუჭრა ჰავბეკ ჯიმი ქოუვანს და გაიჯეჯილა, რასაც მეტ გიტოს მიერ ახლოდან და კამერონ შეპარდის მიერ შორიდან გატანილი სამი ჯარიმა მოყვა.

ჩიფსი ბულზს თავიდან ათით ჩამორჩა, მაგრამ მერე ვეება სიონე ლაუაკმა ფეხით ისე გადაიკიდა, თითქო ბეკი ყოფილიყვეს, და ოვალი ბრენდონ ლენარდს გაატანა, ქელუმ ბრუსმა კი პირველი ტაიმის ბოლო შეტევაში ორჯერ ატარა ბურთი და თუმც დამიწებისას გააგდებინეს, რეფმა ლელო მაინც უბოძა. შესვენების შემდეგ ლენარდმა თავისუფლის უცებ გათამაშებით გატეხა ზანტი ბურები, რასაც კივთა მობურთალმა უკანა ხაზმა კიდევ ორი ლელო მოაყოლა.

კლინტონმა თვალი მოჭუტა

თამაშის დონე ზე-რაგბის შესაფერი ვერ იყო კანბერასა და იოჰანესბერგში. ორივეგან ხშირი იყო თერნოვერი და ბურთის ფეხით მოშორება. პირველი მატჩის ბედი მაშინ გადაწყდა, ჩიტაზის ჰავბეკმა ფალი ულსხიხმა რეფს რაქში თავისუფალი გინებით რომ მოსთხოვა, სინბინში წაბრძანდა და ვიდრე დაბრუნდებოდა, ბრამბიზმა ორი ლელო გაიტანა.

მეორეგან სეზონის პირველი ფრე აღინუსხა: ბოლო შეტევაში უბერებელმა მაესტრომ, კრის ლეითემმა კართან გაარღვია ლაიონზის დაცვა, ბებერმა ნალიგარმა კლინტონ შიფქოფსქმა კი ცალი თვალი ნაცად ყაიდაზე მოჭუტა და გარდასახვა შეაგდო.

ზე 14. მეექვსე რაუნდი

კრუსეიდერზი 34:7 ვორათაზი

კრს (ქრაისთჩერჩი) ზელ - 4ლ: 13 ლაულალა, 8 ტუიალიკი, 17 ქროქეთი, 15 ჰემილტონი; 4გ 2ს: 10 კარტერი

ვრთ (სიდნეი) ავს - ლ: 8 პალუ; გ: 10 ბილი

რეფ იუბერი აფრ

3:0(3) 6:0(39) / 6:7(50) 13:7(54) 20:7(65) 27:7(72) 34:7(79)

ბრამბიზი 29:23 ჩიტაზი

ბრმ (კანბერა) ავს - 4ლ: 5 ჩიზომი, 14 პლეიფორდი, 12 ტ.სმითი, 6 ჩეპმენი; 3გ ს: 15 ჯერარდი

ჩტზ (ბლუმფონტეინი) აფრ - 2ლ: 11 ნოკვე, 20 დებრეინი; 2გ: 10 ბარნარდი, 21 პოტხიტერი; 3ს: ბარნარდი 2 პოტხიტერი  სბ  9 ულსხიხი

რეფ ვოლში ზელ

0:3(8) 7:3(13) 7:10(24) 12:10(32) 12:13(40) / 15:13(53)  სბ (57) 22:13(59) 29:13(65) 29:20(70) 29:23(80)

ჰაილენდერზი 28:36 ფორსი

ჰლნ (დანიდინი) ზელ - 3ლ: 12 ბენკროფთი, 14 ვილიამსი, 11 ვაინიკოლო; 2გ 3ს: 10 ბაუდენი

ფორ (პერთი) ავს - 3ლ: 4 ჰოქინგსი, 8 ბრაუნი, 13 ქროსი; 3გ: 10 გიტო; 5ს: გიტო 3, 15 შეპარდი 2

რეფ მ.ლორენსი აფრ

ქვინზთაუნი - 0:3(9) 3:3(10) 10:3(14) 10:10(26) 10:17(30) 13:17(40) / 18:17(42) 25:17(50) 25:20(54) 28:20(62) 28:27(65) 28:30(69) 28:33(71) 28:36(79)

ბლუზი 17:14 სტორმერზი

ბლუ (ოკლენდი) ზელ - ლ: 9 ლი; 4ს: 13 ატინგა

სტო (კეიპტაუნი) აფრ - ლ: 15 იანჩისი; 3ს: 10 გრანტი  სბ  7 ლოუ

რეფ მარკსი ავს

0:3(3) 5:3(10) 5:6(14) 8:6(24) 11:6(27) 14:6(31 სბ ) / 14:11(55) 14:14(72) 17:14(80)

ჩიფსი 43:27 ბულზი

ჩიფ (ჰემილტონი) ზელ - 6ლ: 9 ლენარდი ორი (1 3) 12 ბრუსი, 13 სვინი, 14 მასანგა, 6 მესამი; 5გ ს: 10 დონალდი

ბულ (პრეტორია) აფრ - 3ლ: 12 ოლიფიე, 6 სტეხმანი, 14 ნდუნხანე; 3გ ს ა: 10 ჰუხარდი  სბ  11 დემასი

რეფ ლექი ავს

როტორუა - 0:7(14) 0:10(22) 5:10(30) 12:10(40) / 15:10(42) 22:10(47) 22:13(48) 29:13(53) 36:13(58) 36:20(61) 36:27(66) 43:27(71)

ლაიონზი 24:24 რედსი

ლნზ (იოჰანესბერგი) აფრ - 2ლ: 8 ფანიკერკი, 11 ბენიამინი; გ 3ს: 9 ფერმაკი; ა: 10 ფანსხალკვეიკი

რედ (ბრისბენი) ავს - 3ლ: 11 ჰაინსი, 17 ბლეიქი, 15 ლეითემი; 3გ ს: 14 შიფქოფსქი

რეფ ბ.ლორენსი ზელ

3:0(5) / 6:0(44) 6:3(46) 6:10(47) 9:10(52) 16:10(56) 21:10(61) 21:17(65) 24:17(67) 24:24(80)

უქმობდნენ

შარქსი (დურბანი) აფრ, ჰარიკენზი (ველინგტონი) ზელ
 

ზე14'2008  *იუქმა (წინაზე) სხვ გატ:გაშ მ-წ*ფ პრ
               
1   კრუსეიდერზი ზელ (1)   29   +168   228:60   6-0   31-7   5
2   * შარქსი აფრ (2)   21   +36   96:60   5-0   10-5   1
3   ბლუზი ზელ (4)   20   +75   188:113   4-2   23-13   4
4   ფორსი ავს (5)   19   +9   131:122   4-2   14-15   3
               
5   * ჰარიკენზი ზელ (3)   18   +30   108:78   4-1   14-10   2
6   ბრამბიზი ავს (9)   15   -16   129:145   3-3   17-17   3
7   * ვორათაზი ავს (6)   13   -3   83:86   3-2   12-11   1
8   სტორმერზი აფრ (7)   13   -7   102:109   2-4   10-8   5
9   ჩიფსი ზელ (10)   13   -26   144:170   3-3   18-22   1
10   რედსი ავს (8)   12   -17   131:148   2-3*1   16-16   2
11   ბულზი აფრ (11)   8   -76   116:192   2-4   8-25   0
12   ლაიონზი აფრ (12)   7   -68   98:166   1-4*1   10-18   1
13   ჩიტაზი აფრ (14)   5   -82   113:195   0-6   14-26   5
14   * ჰაილენდერზი ზელ (13) 4   -23   82:105   0-5   8-12   4

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 ქულა
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

მეშვიდე რაუნდი [საქ ცოცხლად გლობალზე]

პარ 28/03   ჰრკ - კრს 10.35, ვრთ - ჩტზ 12.40, ფორ - სტო 15.00
შაბ 29/03   ჩიფ - ჰლნ 08.30, ბლუ - ბულ 10.35, შრქ - რედ 21.30 [ჩანაწერი]
უქმობენ   ბრმ ლნზ

:::

Free Web Hosting