სლემი საუკუნოვან იუბილეზე

სლემი საუკუნოვან იუბილეზე

ელიტარული "ექვსი ერის" ფინიშზე უმტკიცესი დაცვის მყოლმა და ყველაზე ეშხიანად მობურთავე უელსმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და "მილენიუმის" ჭერქვეშ ბოლო მეოთხედში დააშამათა ჩემპიონობის ერთადერთი მოცილე საფრანგეთი; ინგლისს ჯონი ვილკინსონის მემკვიდრედ მოევლინა ნორჩი დენი სიპრიანი, იტალიას კი ორი ქულა ვერ ეყო, რათა შოტლანდია ცხრილის ფსკერზე დაეძირა.

უელსმა პირველი "დიდი სლემის" გახერხებიდან საუკუნოვან იუბილეზეც ძლია ყველა მეტოქე და სიმბოლური ჯილდო მეათედ მიითვალა (1908 1909 1911 1950 1952 1971 1976 1978 2005 2008). "ურჩხულების" ტრიუმფი საგულისხმო იმითაცაა, რომ ნახევარი წლის წინ, მსოფლიო თასზე გუნდი პულში ჩარჩა. ასე რომ, "ტაფიათა" ფერის ცვალება მთლიანად ზელანდიელი გურუს, ვორენ გეთლენდისა და მისი ნალიგარი თანაშემწის, დაცვის შეფის, შონ ედვარდსის დამსახურებაა.

ბოლო მატჩში უელსის ამოცანა მარტივი იყო - შინ კონკურენტთან 19 ქულით არ უნდა წაეგო. მარცხით ჩემპიონობა რას მიქვიაო და გუნდმა ნაცად ყაიდაზე იბურთავა. პირველი მეოთხედის შემდეგ კელტები ორი გოლით იგებდნენ, მაგრამ აქ საფრანგეთმა იძალა ნახევარი საათით და ანგარიში გაათანაბრა. მაშინ გეთლენდმა 10 ნომრად შეიყვანა საიმედო სთივენ ჯოუნზი, მეტოქე კი შეცდომაზე გამოიჭირა შეინ ვილიამსმა და მატჩის ჩარხი უმალ შემოტრიალდა.

ბილეთებიცა და ტურნირიც

უელსმა ტურნირის ხუთ მატჩში ორად ორი ლელო გაუშვა, რითაც ინგლისის მიერ 2002 და 2003 წლებში დამყარებული რეკორდი (4 ლელო) გააუმჯობესა. ტაფიებს ამოტოლა სხვაობით საფრანგეთი კარდიფში 1950 წლის აქეთ ვერ ეძლიათ. მათვე მეტოქე 128-ჯერ დასცეს (საფრანგეთს 79 ბოჭვა მოუგროვდა), რაზეც ედვარდსმა მოსწრებულად შენიშნა, შეტევით ბილეთები საღდება, დაცვით კი ტურნირი მოიგებაო.

ბრძოლაში ჯოუნზის ჩაბმამდე ჯეიმზ ჰუქმა ხუთიდან სამი ჯარიმა შეაგდო, ჟან-ბაპტისტ ელისალდმა კი სამივე შანსი გამოიყენა. პირველი ტაიმის მიწურულს ფიულჟანს უედრაოგოს კისერში რომ წაეტანა პოპ-ვარსკვლავ შარლოტა ჩერჩის თანა-მეცხედრე გევინ ჰენსონი, უელსი 14 კაცის ამარა დარჩა. ბოლო ნახევარი საათის წინ ჯერაც ფრე იყო და ამდენად, "ურჩხულებს" პირველობა დაბევებული ჰქონდათ, მაგრამ რაგბში სლემი რომ ძაან ფასობს, ლიანგი გამარჯვებაზე ნაკლებზე ყაბულს ვერ იყო.

მიკრა და გაუსწრო

ნამატჩევს გეთლენდმა დაიტრაბახა, თავიდანვე ვიცოდით, რომ ფრანგთა გატეხვას 65-70 წუთი დაჭირდებოდაო. და მართლაც, საათის თავზე იანიკ ჟოზიონმა ტომ შენკლინთან კონტაქტში უმისამართოდ რომ მოისროლა ბურთი, "ჩია ჯადოქარმა", შეინ ვილიამსმა ოვალს ორჯერ მიკრა ფეხი, სპრინტი მოუგო ანტონი ფლოშს და ძელის ძირიდან ასხლეტილი დაამიწა, რითაც 41-ე ლელო გაიტანა და ეროვნული რეკორდი ჩამოართვა გარეს თომასს.

სთივენ ჯოუნზის გოლებით სხვაობამ 10 ქულას უწია. თამაშის ბოლოსკენ მარკ ჯოუნზმა გრძელი სოლო მოაწყო, მაგრამ ლელომდე დასცეს, რამდენიმე ფაზის შემდეგ კი მატჩის საუკეთესომ, მღლეტელმა მარტინ ვილიამსმა აიტაცა რაქიდან ბურთი და ყარაული რომ არავინ დაუხვდა, კარს უკან შეცუხცუხდა. ჰოდა, ცოტა ხანში უელსური რაგბის პატრონმა, უფლისწულმა ვილიამმა გადასცა თასი ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ჩემპიონს.

უცენზურო ქება

ტესტ-რაგბის საუკეთესო მექულე ვილკინსონი "ექვსი ერის" მატჩზე კარიერაში პირველად (!) აღმოჩნდა მარქაფაში და ბრძოლაში ცენტრად ჩაება, რადგან სიპრიანმა გუნდი ჩინებულად გეზა, შვიდი დარტყმით შვიდი გოლი გაიტანა და ტელე-ინტერვიუშიც ისე გარეკა, რომ თავისი გუნდის შერკინება ქებით (!) უცენზუროდ მოიხსენია. ირლანდია თავიდან ათით დაწინაურდა, მაგრამ მერე ინგლისმა დაჯაბნა კელტები და ხაზით სამი რიგიანი ლელო დაუდო.

იტალიამ შოტლანდია ექვს ერზე მეოთხედ (!) დაამარცხა, მაგრამ ბოლო ადგილს ვერ დააღწია თავი, რადგან მინიმუმ ხუთი ქულით მოგება ჭირდებოდა. თამაში დასკვნით მეოთხედშიღა გახურდა. დენ პარკსს პირველ ტაიმში ლამის ცენტრიდან შეეგდო ჯარიმა, საათის თავზე კი სერჯო პარისემ ჩაუჭრა ავანტურისტული პასი. ბოლოსკენ პარკსის კოლეგამ, კრის პატერსონმა ზედიზედ 33-ედ (!) დაკრა ზუსტად, მაგრამ იტალიამ ბოლო წუთზე არეკნი გულდაგულ შეამზადა და ანდრეა მარკატომ კარის წინიდან ივარგა.

ექვსი ერი. ბოლო რაუნდი

იტალია 23:20 შოტლანდია

იტა: მარკატო რობერთსონი კანალე ბერგამასკო გალონი (10-9) მაზი (ტრავალი 61) პიკონე (პატრიციო 64) / ლოჩიჩერო (პერუჯინი 57) გირალდინი (ონგარო 69) კასტროჯოვანი (ნიეტო 58); დელფავა (ერაზმუსი 46-53) ბორტოლამი; სოული ძანი პარისე კაპ - 2ლ: საჯარიმო კანალე; 2გ 2ს ა: მარკატო

შტლ: საუსველი დენიელი (ჰენდერსონი 6) ვებსთერი მორისონი პატერსონი (10-9) პარკსი ბლერი კაპ / ჯეკობსენი (დიკინსონი 58) თომსონი (ლოუსონი 53) მარი (სმითი 58); ჰაინსი მაკლაუდი (ვაითი 53); სთროქოში ჰოგი (ბრაუნი 71) ტეილორი - 2ლ: ჰოგი ბლერი; 2გ: პატერსონი; 2ს: პარკსი პატერსონი

რეფ ოუენსი (უელ) რომი, ფლამინიო (40 ათასი)

7:0(11) 7:7(21) 7:10(27) 10:10(37) 10:17(40+) / 17:17(60) 20:17(70) 20:20(73) 23:20(80)

ინგლისი 33:10 ირლანდია

ინგ: ბოლშოუ საქი (ტეიტი 48-58 64) ნუნი ფლადი (ვილკინსონი 52) ვაინიკოლო (10-9) სიპრიანი ვიგლსვორსი (პ.ჰოჯსონი 72) / შერიდანი მირსი (შუთერი 76) ვიქერი კაპ (სთივენსი 61); შოუ (ქეი 61) ბორსვიქი; კროფტი ლიპმენი (ჰესქელი 64) ისთერი - 3ლ: საქი ტეიტი ნუნი; 3გ 4ს: სიპრიანი

ირლ: მერფი (ფითსჯერალდი 33) ბოუ თრიმბლი ჰორგანი (პ.ვოლესი 77) ქარნი (10-9) ოგარა კაპ რედენი (სთრინგერი 72) / ჰორანი (ბაქლი 66) ბესთი (ჯექმენი 71) ჰეისი; ოკალაჰენი ოკონელი; ლიმი (ისთერბი 12) დ.ვოლესი (მ.ოდრისკოლი 68) ჰიზლიფი - ლ: ქარნი; გ ს: ოგარა

რეფ დიკინსონი (ავს) ლონდონი, თვიქნემი (82 ათასი)

0:7(3) 0:10(6) 3:10(12) 10:10(19) 13:10(40+) / 20:10(57) 23:10(58) 30:10(68) 33:10(74)

უელსი 29:12 საფრანგეთი

უელ: ბერნი მ.ჯოუნზი შენკლინი ჰენსონი  სბ 40  შ.ვილიამსი (10-9) ჰუქი (სთ.ჯოუნზი 56) ფილიპსი / ჯენქინსი (დკ.ჯოუნზი 50-53) ბენეთი (რისი 56) ად.ჯოუნზი (დკ.ჯოუნზი 72); გოფი (ევანსი 72) ავ.ჯოუნზი; თომასი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ - 2ლ: შ.ვილიამსი მ.ვილიამსი; 2გ: სთ.ჯოუნზი; 5ს: ჰუქი 3 სთ.ჯოუნზი 2

სფრ: ფლოში (ემონსი 67) კლერკი ჟოზიონი ტრაი მალზიო (10-9) სკრელა (ტრენდიუკი 62) ელისალდი (იაშვილი 67) / ბარსელა შარჟევსკი (სერვა 44) მა (პუ 62); ნალე კაპ ტიონი (მელა 75); დიუზოტუარი უედრაოგო (ვერმელენი 62) ბონერი - 4ს: ელისალდი 3 იაშვილი

რეფ იონკერი (აფრ) კარდიფი, მილენიუმი (74 609)

3:0(8) 6:0(19) 6:3(20) 9:3(22) 9:6(40+) / 9:9(49) 16:9(61) 19:9(64) 19:12(71) 22:12(73) 29:12(77)

6 ერი 2008   ქ   გატ:გაშ   სხვ
       
უელსი   10   148: 66   +82
ინგლისი   6   108: 83   +25
საფრანგეთი   6   103: 93   +10
ირლანდია   4    93: 99   -6
შოტლანდია   2    69:123   -54
იტალია   2    74:131   -57

ირბ-ის რეიტინგი

(17/03) 1 სამხრეთი აფრიკა 9081, 2 ახალი ზელანდია 8959, 3 არგენტინა 8742, 4 ავსტრალია 8420 -

5 ინგლისი 8336, 6 უელსი 8012, 7 საფრანგეთი 7961, 8 ირლანდია 7718,

9 ფიჯი 7588, 10 შოტლანდია 7492, 11 იტალია 7357, 12 სამოა 7161, 13 ტონგა 7151

14 საქართველო 6783, 15 კანადა 6725, 16 რუსეთი 6707, 17 რუმინეთი 6617, 18 იაპონია 6535, 19 შტატები 6468, 20 ურუგვაი 6318, 21 ესპანეთი 6101, 22 პორტუგალია 5942, 23 კორეა 5799, 24 ჩილე 5707, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5657

პლუს-მინუსი: უელ 140 სფრ, იტა 105 შტლ, ინგ 18 ირლ * რუს 76 რუმ (12:8 შ)

:::

Free Web Hosting