ტინკუ ტურისტად?

ტინკუ ტურისტად მოდის?

რუმინეთმა ხუთშაბათსღა გამოაცხადა 22-კაცა რაზმი და საქართველოსკენ გამოსწია, რათა "ერთა თასზე" მდგომარეობა გამოიკეთოს და სამეზობლო, "ანთიმოზ ივერიელის თასი" კავკასიიდან კარპატეთში მესამედაც წაიღოს.

>>   რვა ცვლილება

>>   
ბორჯღალოსნები მძლავრობენ!
>>    ლობუშთან გამოიცდება
>>    ახალ გუნდს შექმნის
>>    ლეგიონს ჩამოსვლა უჭირს
>>   
ლეინი ნაღდად ჩამოდის
>>   
ოზი ლეინი გაგვეცნო

მსოფლიო თასის შემდეგ შეიცვალა "სტეჟარის" (მუხები) უფროსობა და კავშირის სანაკრებო პოლიტიკაც. რაკი საფრანგეთში მოღვაწე ვარსკვლავთა კლუბებიდან დახსნა და თამაშზე დაყაბულება ძვირი უჯდებოდათ, კარპატელები შინ მორაგბე ჯეელებს მიენდნენ და "ერთა თასზე" დასაქმების გარდა, შინაურთა, ანუ ულეგიონერებო ნაკრები "ბუქარესტის" სახელით საკლუბო "ჩელენჯ ქაფშიც" ჩააბეს, რითაც ბიჭებმა ზამთარში ექვსი მატჩი გამართეს.

ჩელენჯის პროგრამის მოლევის შემდეგ რუმინეთი უელსში დარჩა, მაგრამ იქაც ავდარმა გააწვალა. ჩვენთან მზადების ბოლო ეტაპი "სტეჟარმა" შინ გაიარა. "ბორჯღალოსანთაგან" პორტუგალიის რბევას რომ უყურა, კარპატელთა შტაბი შეფიქრიანდა და პერპინიანიდან სასწრაფოდ იხმო მარიუს ტინკუ, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა და გამოცდილი კვაჭი მზარდი 10 ნომრის, იონუც დიმოფტეს დარად, თბილისში მარქაფის მარქაფადღა მობრძანდება.

საშაბათო "სტეჟარში" სულ ორი ლეგიონერია, ჩვენს ავსტრალიელ გურუს, თიმ ლეინს კი რუმინელები კივი ტექნიკური დირექტორით, ელის მიჩენით გვიბათილებენ. დამწყებ 15-ეულში ხუთი კაცი ჯარიდანაა (სტეაუა, ანუ ვარსკვლავი) და მხოლოდ ოთხი დინამოდან, მაგრამ კაპიტანი, ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი კოსტიკა მერშოი კი პოლიციას წარმოადგენს.

რუმინეთის "სტეჟარი"

(კეპი; დნ დინამო, კლ კლუჟი, სტ სტეაუა)

(ბეკ) 15 ფლორინ ვლაიკუ (სტ 14), 14 გეორგიცა ბიჯუ (დნ 1), 13 ჩაბა გოლი (კლ 14), 12 კატალინ დასკალუ (სტ 12), 11 შტეფან ჩუნტუ (კლ 3); 10 დან ვლადი (სტ 10), 9 ვალი კალაფეტეანუ (დნ 14) /

(ფორ) 1 რადუ ბაშალაუ (სტ 1), 2 ბოგდან ზებეგა (სტ 18), 3 იონ პაულიკა (ბასი ინგ 23); 4 ვალენტინ პოპირლანი (დნ 1), 5 ალინ კოსტე (ნარბონი სფრ 1); 6 მიხაი მაკოვეი (ბაია მარე 5), 7 სტელიან ბურჩა (დნ 6), 8 კოსტიკა მერშოი კაპ (დნ 30) -

(მრქ) 22 მარინ ალეკსანდრუ (სტ 1), 21 კატალინ ფერკუ (სტ 19), 20 ჩიპრიან კაპლესკუ (დნ 4) / 16 მარჩელ მიხალაკე (სტ 1), 17 მიხაი ადასკალიცეი (დნ 1); 18 ვასილე რუსი (სტ 2), 19 დანიელ კარპო (კონსტანცა 0)

(მწ) ელის მიჩენი ზელ, მარინ მოცი - (მენ) მირჩა პარასკივი


რაც სულიერად გვაკავშირებს

"ანთიმოზ ივერიელის თასი" გარდამავალი ჯილდოა. მისი დაწესება ჩვენმა "რაგბის მეოხთა ლიგამ" 2001 წელს მოიფიქრა, განზრახვა ჟურნალ "რაგბის" პირველსავე ნომერში გაამხილა და საქმეს ერთ წელში დაადგა თავი - ცნობილმა მოქანდაკემ და ძველმა მორაგბემ, გია ჯაფარიძემ თასი ბრინჯაოში ჩამოასხა და მოაოქროვა.

ჯილდოს სახელი შესაფერი ეწოდა: ანთიმოზ ივერიელი, XVII - XVIII საუკუნეთა დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი ქართველებსა და რუმინელებს სულიერად დღემდე გვაკავშირებს.

ტომით ქართველმა ვლახეთის მიტროპოლიტმა შეუწონელი ამაგი დასდო ევროპის აღმოსავლეთ კიდეზე, სხვა ჯურის ხალხთა გარემოცვაში III საუკუნიდან ეულად ჩარჩენილი რომაელი ლეგიონერების ჩამომავალთა ერად ჩამოყალიბებას:

ღვთის მსახურება სლავურიდან დედა ენაზე მიუქცია, სასტამბო მოღვაწეობის გაშლით კი სრულიად აღმოსავლეთი ევროპა და მცირე აზია გაანათლა. მანვე დააწყებინა წიგნის ბეჭდვა ტფილისში და ქართული სახარებაც გამოაცემინა, მაგრამ საკუთარი ღვაწლის წარმოჩინებას ყოველთვის ერიდებოდა.

მარტივი პრინციპით

"ანთიმოზ ივერიელის თასი" სხვა ტრადიციული, სარაგბო, სამეზობლო ჯილდოების ანალოგია. ინგლისი და შოტლანდია 1878 წლიდან ერთურთს ეცილებიან "კალკუტის თასს", ახალი ზელანდია და ავსტრალია კი 1932 წლიდან "ბლედისლოუს თასზე" პაექრობენ.

ამათი მსგავსია ჩვენი თასიც: ჯილდო თამაშდება ყოველთვის, როცაკი საქართველოსა და რუმინეთის კაცთა ნაკრებები ერთი მეორეს ებმიან. ირბ-ის კანონით, აქამდე გამონაკლისი იყო მხოლოდ მსოფლიო თასის ფინალური და შესარჩევი სტადიები. სხვაფრივ, წესი მარტივია: მოცილემ მფლობელს თასი რომ აართვას, მატჩი უნდა მოუგოს, ფრეზე კი ჯილდო მფლობელს რჩება და დამატებითი დრო არ ინიშნება.

ანთიმოზის ივერიელის თასი

წელი

დღ/თვ  

ასპარეზი  

გამარჯვებული  

ანგარიში

ლელო

           
2002

06/04  

თბილისი  

რუმინეთი  

31:23  

3-2

2003

30/03  

თბილისი  

რუმინეთი  

19:  6  

3-0

2004

27/03  

იაში  

რუმინეთი  

25:18  

2-2

2005

12/03  

თბილისი  

საქართველო  

20:13  

2-1

2006

25/02  

ბუქარესტი  

რუმინეთი  

35:10  

4-1

2007

03/02  

ბუქარესტი  

საქართველო  

20:17  

2-1

:::

Free Web Hosting