რვა ამატებულით

რვა ამატებულით

ვაკეში ორი კვირის წინ მოსრულმა პორტუგალიამ "ერთა თასის" წყვილი საშინაო რკენისთვის რვა კაცი აიმატა და შესვენების შემდეგ დაიბრიყვა ჩეხეთი, ვისაც მეორე ჯგუფში გავარდნისგან ვეღარაფერი დაიფარავს.

"ლობუშმა" (მგლები) 2 თებერვალს, მიხეილ მესხზე "ბორჯღალოსნებთან" 3:31 რომ წააგო, იხმო სამივე უვე (ვესკუ ჟოაუ გონსელუ), ორივე პინტუ (კერდოზუ ჟოზე), ორივე მეტეუში (დიოგუ დევიდი) და პედრუ კებრალიც ათიდან 15 ნომრად გადააყენა.

კავკასიაში ნამყოფთაგან რვამ ძირითადში დაიწყო, კიდევ ხუთი შემცვლელად შევიდა, მაგრამ იტალიის მეორე დივიზიონში (სერია ა; პირველს "სუპერ 10" ჰქვია) რაუნდი რომ იყო, "ლივორნომ" არ გაათავისუფლა ბურჯი ჟუან მურე.

ჩეხებს ჩვენებური ლევან მგელაძის ნაცვლად ნაკრების ყოფილი ბეკი, მარტინ კაფკა წურთნით. გუნდმა საკმაოდ ისევ ვერ ივარჯიშა, საფრანგეთის ფედერალურ დივიზიონებში მოღვაწეთაგან კი ლისაბონში მხოლოდ ოთხნი (იან როჰლიკი, ტომაშ კრეიჩი / რობერტ ვოვესი, იან კურკა) ჩავიდნენ.

საჭირო, მაგრამ უფერული

პირველი ლელო მეორე წუთზევე შეიტანა ჟოაუ უვემ, მაგრამ მერე ჩეხეთი მაგრად დადგა დაცვაში და პირველი ტაიმი მხოლოდ 3:13 წააგო. მეორეში თავი იმავე ფლანკერმა გამოიჩინა, რასაც მერე სხვათა სამი ლელოც მოყვა.

ერთი კია, გაზეთმა "ო ჟოგუმ" (თამაში) მოგება საჭიროდ, მაგრამ უფერულად მოიხსენია და შენიშნა, საქართველოსთან გასამარჯვებლად ბიჭებს "კონტაქტში ბურთის შენარჩუნების გაუმჯობესება" მართებთო.

პორტუგალია 42:6 ჩეხეთი

პორ [* გვერაგბა ვაკეში] კებრალი* ფორუ* დევ.მეტეუში დიო.მეტეუში ეშტევეში* (მირე*) (10-9) კ.პინტუ (გესპარი*) ჟ.პინტუ (კედუში*) / რ.ეგიარი* (ბ.ეგიარი) კორეია* ფიელიუ* (გ.დუარტე*); სევერინუ* (კუნია*) გ.უვე; ვ.უვე ჟ.უვე ჟირეუ* - 5ლ: ჟ.უვე ორი (1 2) კებრალი ფორუ ?; 4გ 3ს: კებრალი

ჩეხ: რუდოლფი კოდერა როჰლიკი ჩამრდა შლანგერი (10-9) კრეიჩი კაპ ირმანი / სკალი კუტილი ჰელერი; ვოვესი კურკა; ბლაჰა ჩერნი ბურიანეკი; (მრქ) იურსიკი პეკარეკი კოტასი / ფაიკუსი მარა ჰოცკე პეშეკი - ა ს: კრეიჩი

რეფ ბესო (სფრ) ლისაბონი, უნივერსიტეტი * Iტ 13:3

ერთა თასი 2007/08

საქართველო 5-1 (219:73), რუსეთი 4-1 (156:76), რუმინეთი 3-3 (155:99), ესპანეთი 3-3 (165:142), პორტუგალია 3-3 (110:102), ჩეხეთი 0-7 (46:359)

წლეულსვე: საქართველო - 23/02 პორტუგალია (გარეთ 19.00 საქ), 29/03 ჩეხეთი (გ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შინ)

სხვათა მატჩები: 23/02 ესპ - რუმ, 1/03 რუს - პორ, 8/03 რუმ - პორ * რუს - ესპ, 15/03 რუს - რუმ, 22/03 რუმ - ჩეხ, 19/04 ჩეხ - რუს, 10/05 ესპ - პორ


ზე 14. პირველი რაუნდი [x-x ლელო; * პრემია]

კრუსეიდერზი ზელ* - ბრამბიზი ავს  

34:  3 (4-0)

რედსი ავს - ჰაილენდერზი ზელ*  

22:16 (3-1)

შარქსი აფრ - ფორსი ავს*  

17:10 (2-1)

ბლუზი ზელ* - ჩიფსი ზელ  

32:14 (4-1)

ვორათაზი ავს - ჰარიკენზი ზელ  

20:  3 (3-0)

სტორმერზი აფრ* - ბულზი აფრ  

  9:16 (0-1)

ჩიტაზი აფრ* - ლაიონზი აფრ  

22:23 (3-2)

კიბე: კრს ბლუ 5; ვრთ შრქ ბულ რედ ლნზ 4 -
ჩტზ ჰლნ ფორ სტო 1; ჰრკ ჩიფ ბრმ 0

:::

Free Web Hosting