ბურები გააპამპულავეს

ბურები გააპამპულავეს

სამხრეთული ზე 14-ის მეორე რაუნდში სტუმარმა ზელანდიელებმა, კრუსეიდერზმა და ბლუზმა, აფრიკის ზეგანზე სამაგალითოდ გააბურთავეს მოუქნელი ბურები, ბულზი და ლაიონზი; კივეთისვე ჰარიკენზმა კონტრშეტევებზე ძლია ავსტრალიის რედსი, დანარჩენ ოთხ მატჩში კი მოგებული ბოლოსკენ გატანილმა ან აცდენილმა ჯარიმამ გამოავლინა.

ბლუზისგან უვარსკვლავებო ლაიონზის გაპამპულავება თუ მოსალოდნელი იყო, კრუსეიდერზის მიერ მოქმედი ჩემპიონის, ბულზის 7-ჯერ დაალელოვება სენსაციაა იმის გამოც, რომ საწყის ნახევარ საათში კივები არეულნი იყვნენ, მიმხვდურ მეტოქეს ვერ უმკლავდებოდნენ და ეს ყველაფერი ანგარიშშიც (0:12) აისახა.

გარდატეხა უეცრად მოხდა. მეოთხე ჯარიმის გატანის შემდეგ ბურებმა ვერ აიღეს კიკოფი, წყვილ პივოტად შეამხანაგებულებმა, გამოცდილმა დენ კარტერმა და მზარდმა სთივენ ბრეტმა კი ხაზის გაჭრისა და პასაობის შოუ გამართეს. ამას ათმა ნომერმა რვა გოლი დაურთო, ლელო კარის ძელის ძირში ბურთის მიდებით გაიტანა და პირადად მოკრიფა 24 ქულა.

კარტერს არ ჩამორჩა ბლუზში გადასული ნიკ ევანსი, ვინც 25 ქულა მოინაგრა, გუნდმა კი პრემია პირველ ტაიმშივე დაიბევა. როგორც ოკლენდელთა გურუმ, დევიდ ნუსიფორამ ბრძანა, აფრიკელებმა ახალ წესებს ჯერ ვერ აუღეს ალღო და წრთობაც რომ ძაან აკლიათ, სხვა რაღა რჩებათ - ძველებურადზე რაგბობენ.

უშნო ჟესტები და გინება

ამის დასტური დურბანის შეხუთულ გარემოში გამართული ჭიდილი იყო. შარქსს ბურთი მეტად ეპყრა, სტორმერზი კი დაცვაში იდგა. ბოჭვის არეში პარპაშებდა ბოკეს მღლეტელი სხალკ ბერგერი, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში სხვათა ჩხუბში რომ ჩაება და კიდის მსაჯმა ვილი რუსმა კივ რეფთან დაასმინა, ქერა ხვადაგი გაასინბინეს, რასაც ვარსკვლავმა უშნო ჟესტები და გინება მოაყოლა და სასჯელად ორ-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

სტორმერზი 7:0 იგებდა, პიტერ გრანტს ზედ ლელოსთან რომ დაეწია შარქსის ტულუზელი 10 ნომერი ფრედერიკ მიშალაკი. მერე მასპინძლებს დაემტვრათ 9 ნომერი რუან პინარი, მაგრამ 20 წუთი მეტობაზე რომ გაატარეს, რორი ქოქოთმა შეაგდო სამი ჯარიმა, რომელთაგან ბოლო სტუმართა 8 ნომერმა, ლუკ ვოთსონმა კისერში ბოჭვისთვის მიიღო.

თუ სტატისტიკას დაეჯერება, თავქარიანად მორაგბე ჰარიკენზს რედსთან 59 თერნოვერი შეემთხვა. კივთა პირველ ლელოზე ჰოსეა გიარმა გადაკიდებული დაიჭირა და კრის ლეითემთან კონტაქტში ოფლოუდი მიართვა ტეინ ტუიპოლოტუს, მეორედ კი დავარდნილი ბურთი ჰავბეკმა პირი ვეპუმ აიტაცა, კრის მასოიმ და ჯიმი გოპერთმა გამოაქცუნეს და ბოლოს მა ნონუმ გაიჯეჯილა.

ჰოილსი კოჭში მიწვდა

ფორსმა რაგბის კავშირის მოთხოვნით აფრიკული ტურნედან გააძევა გამოუსწორებელი ლოთი და შფოთის თავი, 9 ნომერი მეტ ჰენჯექი და კონტრაქტიც გააუქმა. პერთის გუნდს ბლუმფონტეინში ბედმა გაუღიმა: მეტ გიტომ ბოლოსწინა ჯარიმა იმად გაიტანა, რომ კონრად ბარნარდი მოედანზე უნებართვოდ შევიდა, ბოლოსწინა წუთზე კი იმავე ბარნარდმა კარს რომ ააცილა, ოზებმა თავისი ლელოდან შეუტიეს, რაც გიტოს მიერვე გატანილი ჯარიმით დაგვირგვინდა.

იღბლადვე გაიმარჯვა ბრამბიზმა: დასკვნით ათ წუთში სთივენ ჰოილსმა ჯერ ვიზავ სთივენ სეტაფანოს არ დაამიწებინა ბურთი, მერე კი ლელოსკენ გაჭრილ ფეტუკუ ვაინიკოლოს კოჭში მიწვდა. ჰაილენდერზი დააღალატა ჯეიმზ ვილსონმა, ვინც გასატანი ჯარიმა დაახაია. საქმე აქეთკენვე მიდიოდა ჰემილტონში, სადაც ჩიფსმა 17-ქულიანი ფორა გაფლანგა, მაგრამ ჯერ სიდნეელმა ქერთლი ბილმა ააცილა გარდასახვა, სირენამდე ორი წუთით ადრე კი სთივენ დონალდმა გაისწორა სამიზნე.
 

ზე 14. მეორე რაუნდი

ჰარიკენზი 23:18 რედსი

ჰრკ (ველინგტონი) ზელ - 2ლ: 12 ტუიპულოტუ, 11 ნონუ; 2გ 3ს: 10 გოპერთი

რედ (ბრისბენი) ავს - 2ლ: 4 ჰემფრიზი, 8 როუ; გ 2ს: 11 შიფქოფსქი

რეფ მ.ლორენსი აფრ

0:3(10) 0:10(14) 7:10(19) 7:13(31) 10:13(33) / 13:13(57) 20:13(59) 23:13(68) 23:18(77)

ჩიტაზი 15:16 ფორსი

ჩტზ (ბლუმფონტეინი) აფრ - 2ლ: 15 დანილერი, 6 ბრუსო; გ: 10 პოტხიტერი; ს: 22 ბარნარდი

ფორ (პერთი) ავს - გ 3ს: 10 გიტო

რეფ პოლოქი ზელ

7:0(6) 7:7(9) 7:10(16) 12:10(29) / 12:13(54) 15:13(63) 15:16(80)

ბულზი 19:54 კრუსეიდერზი

ბულ (პრეტორია) აფრ - ლ: 13 ნელი; გ: 21 მ.სტეინი; 4ს: 10 ჰუხარდი  სბ  6 სტეხმანი -

კრს (ქრაისთჩერჩი) ზელ - 7ლ: 12 ბრეტი, 9 ელისი, 7 მაკქოუ, 14 პოკი, 19 მანუ, 10 კარტერი, 15 მაკდონალდი; 5გ 3ს: კარტერი

რეფ გოდარდი ავს

3:0(5) 6:0(10) 9:0(26) 12:0(29) 12:7(32) 12:10(34) 12:17(39) / 12:24(47) 12:27(51სბ) 12:30(54) 12:35(60) 12:42(65) 12:49(69) 19:49(76) 19:54(78)

ჩიფსი 20:17 ვორათაზი

ჩიფ (ჰემილტონი) ზელ - 3ლ: 6 მესამი, 11 სივივატუ, 13 კაჰუი; გ ს: 10 დონალდი

ვრთ (სიდნეი) ავს - 3ლ: 13 ჯეკობსი, 21 ჰარისი, 11 ტუნქირი; გ: 10 ბილი

რეფ იონკერი აფრ

5:0(14) 12:0(28) / 17:0(43) 17:5(47) 17:12(72) 17:17(76) 20:17(79)

ბრამბიზი 22:20 ჰაილენდერზი

ბრმ (კანბერა) ავს - 3ლ: 12 ე.ფაინგა, საჯ (2 ედმონდსი) 8 ჰოილსი; 2გ ს: 15 ჰაქსლი

ჰლნ (დანიდინი) ზელ - 2ლ: 11 ვაინიკოლო, 17 კინგი; 2გ 2ს: 15 ვილსონი  სბ  4 თრიგსი

რეფ იუბერი აფრ

0:7(4) 7:7(11) 10:7(24) 17:7(31სბ) / 17:10(42) 17:13(49) 22:13(61) 22:20(66)

შარქსი 12:10 სტორმერზი

შრქ (დურბანი) აფრ - 4ს: 9 პინარი, 20 ქოქოთი 3

სტო (კეიპტაუნი) აფრ - ლ: 9 იანარი; გ ს: 10 გრანტი  სბ  6 ბერგერი, 22 დესფორტეინი

რეფ დიკერი ზელ

0:7(23) 0:10(40) / 3:10(49სბ) 6:10(62) 9:10(67სბ) 12:10(72)

ლაიონზი 10:55 ბლუზი

ლნზ (იოჰანესბერგი) აფრ - ლ: 22 ფანსხალკვეიკი; გ: 20 იონკი; ს: 10 სტრეიდომი

ბლუ (ოკლენდი) ზელ - 7ლ: 4 ჰაიუ ორი (1 7) 10 ევანსი, 6 კაინო, 15 ნათევა, 8 ნ.ვილიამსი, 22 ვულფი; 7გ 2ს: ევანსი  სბ  ჰაიუ

რეფ დიკინსონი ავს

0:7(7) 3:7(12) 3:10(20) 3:17(21) 3:24(24) 3:31(33) სბ(36) / 3:38(42) 3:45(47) 3:48(66) 3:55(72) 10:55(79)
 

ზე 14 * 2008       (წინაზე) სხვ გატ:გაშ მ-წ* პრ
               
1   კრუსეიდერზი ზელ (1)   10   +66   88:22   2-0   11-1   2
2   ბლუზი ზელ (2)   10   +63   87:24   2-0   11-2   2
3   შარქსი აფრ (4)   8   +9   29:20   2-0   2-2   0
4   ვორათაზი ავს (3)   5   +14   37:23   1-1   6-3   1
               
5   რედსი ავს (6)   5   +1   40:39   1-1   5-3   1
6   ფორსი ავს (10)   5   -6   26:32   1-1   2-4   1
7   ჰარიკენზი ზელ (12)   4   -12   26:38   1-1   2-5   0
8   ჩიფსი ზელ (13)   4   -15   34:49   1-1   4-7   0
9   ბულზი აფრ (5)   4   -28   35:63   1-1   2-7   0
10   ბრამბიზი ავს (14)   4   -29   25:54   1-1   3-6   0
11   ლაიონზი აფრ (7)   4   -44   33:77   1-1   3-10   0
12   ჩიტაზი აფრ (8)   2   -2   37:39   0-2   5-3   2
13   ჰაილენდერზი ზელ (9)   2   -8   36:44   0-2   3-6   2
14   სტორმერზი აფრ (11)   2   -9   19:28   0-2   1-1   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 ქულა
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

მესამე რაუნდი [საქ დროით]

პარ 29/02    ჰრკ - ჩიფ 10.35, ლნზ - ფორ 20.30, სტო - კრს 22.35

შაბ   1/03    ჰლნ - ვრთ 10.35, ბრმ - რედ 12.40, ჩტზ - ბლუ 19.00, ბულ - შრქ 21.05

:::

Free Web Hosting