არა სპეციალისტთა გადამკიდე

არა-სპეციალისტთა გადამკიდე

ელიტარული "ექვსი ერის" შუა, მესამე რაუნდის შემდეგ "დიდი სლემის" აღების შანსი დარჩა მხოლოდ ლაღად მობურთავე უელსს, ამავე ყაიდაზე თამაშის მდომი საფრანგეთი კი გაწაფული შერკინების მყოლმა ინგლისმა სტუმრად მოაშთო და მეოთხე ადგილზე აიწია ირბ-ის რეიტინგში, სადაც პორტუგალიის მეორედ მჯობნი საქართველო მე-14 ადგილზე გამაგრდა.

ბრაიან ეშთონის მიერ დამოძღვრილ ინგლისსა და პირადად ჯონი ვილკინსონს "ლე ბლე" ოთხი თვის წინ, სან დენშივე, მსოფლიო თასის ნახევარფინალში ეძლიათ. ბრიტებმა გალებს ახლაც თავს მოახვიეს მჭიდრო თამაში და გასაქანი მოუსპეს, დიდი მატჩების მოგებაში დახელოვნებულმა კიკერმა კი გადამწყვეტ მომენტში ჯერ არეკნი დაკრა და მერე ჯარიმაც თავისი ნახევრიდან მიაყოლა.

ინგლისს საფრანგეთში "ექვს ერზე" 2000 წლის აქეთ ვერ მოეგო. ნახევარფინალისა არ იყოს, სტუმრები ახლაც თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდნენ ფრანგთა არა-სპეციალისტი 15 ნომრის შეცდომით: ჯემი ნუნი სედრიკ ემონსს მისსავე მეოთხედთან რომ დაეჯახა, ფულბეკმა ბურთი მოისროლა, პოლ საქმა კი ფეხით წინ გაიგდო და ლელოს უკანა ხაზთან ზედ დაახტა.

ფრანგებმა თამაში ჩუბინ კიკერთა გარეშე დაიწყეს და ძაანაც ინანეს, რაღაი დამიან ტრაის მიერ 35 მეტრიდან დარტყმული კარს ორჯერვე (0:10 7:13) აცდა. "ლე ბლემ" ინგლისის დაცვა ერთადერთხელ გააბითურა - დიმიტრი შარჟევსკის მიძალება ახლოდან, ზედახორაში დააგვირგვინა კაპიტანმა ლიონელ ნალემ, მეორე ტაიმში კი ფრანგთა კვაჭი ინგლისელ კოლეგას, მარკ რეგანს წაეკიდა და კივმა რეფმა შეტევაში დააჯარიმა.

ვილკომ პორტას გაუსწრო

ენა-მწარე რეგანის საქციელი (მუდმივი ქილიკი) ნამატჩევს დაგმო ფრანგთა ახალმა გურუმ, მარკ ლივრმონმა. მანვე აღიარა, გუნდმა ჩემი მითითებანი კი შეასრულა, მაგრამ მეტოქის დაცვას მაინც ვერაფერი მოუხერხაო. ნალეც გამოტყდა, დროდადრო ჩვენს უმწეობაში ვრწმუნდებოდიო, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, ლივრმონი კვლავაც მიენდობა ნორჩებს, რათა ესენი დავაჟკაცდნენ და შემტევი, ფრანგული რაგბი ითამაშონ.

ტრაის მაგალითი გადაედო ვილკინსონს და 13:10-ზე 40 მეტრიდან ორი ჯარიმა დაახაია, მაგრამ ნალიგარი ლეზლი ვაინიკოლოს რიგითი მიძალების შემდეგ სხარტი არეკნი დაკრა და კარიერის 29-ე დროპ-გოლით არგენტინელ ლეგენდას, უგო პორტას გაუსწრო. ამასობაში ტრაისგან კიკერობა ჯერ მორგან პარამ, მერე კი დიმიტრი იაშვილმა გადაიბარეს, ხოლო ბოლო ხუთ წუთში ბრიტებმა "აიღე-მიეძალეთი" გაიყვანეს დრო და ლელოც შეიტანეს:

"სეილის" 9 ნომერმა, ნაკრების დებიუტანტმა რიჩარდ ვიგლსვორსმა თანა-კლუბელ ბურჯს, ლიონელ ფორეს ახლოდან ათოხლა და თან შეუკურთხა, რის გამოც უფალმა ვოლშმა სასწრაფოდ დააშოშმინა მოზეიმე ინგლისელი.

პილის შეცვლით ეშველათ

უელსმა პირველი ტაიმი სულ ხუთი ქულით მოიგო, რადგან მეთიუ რისმა თავის ლელოსთან დერეფანში მხტომელს რომ გადააცილა ბურთი, იტალიელმა ბურჯმა მარტინ კასტროჯოვანმა გადათელა 9 ნომერი დვეინ პილი. დარეტიანებულმა კელტმა თამაში ინერციითღა გააგრძელა. ჰოდა, "ურჩხულებს" მაშინღა ეშველათ, მეორე ტაიმის დასაწყისში ჰავბეკი მორიგ ბოჭვაზე უარესად რომ გახდა და მაიკ ფილიპსმა შეცვალა.

ტაფიათა პირველი ლელო შეინ ვილიამსის გარღვევასა და მის მიერვე ჯარიმის უცებ გათამაშებას მოყვა. მეორეზე 50-ე კეპის ამღებმა ტომ შენკლინმა რისკიანი პასი ჩაუჭრა ანდრეა მაზს, ვისაც 10 ნომრობამდე ბევრი უკლია. მერე აძურს გაუსინბინეს მირკო ბერგამასკო, ცქვიტმა ვილიამსმა კი მატჩში ორი ლელო გაიტანა და ერთიღა ჭირდება, რათა ნაკრებს თავ-მინებებულ გარეს თომასს (40) გაუტოლდეს.

მერფი უკუ-იხმეს

უელსის შემდეგი მეტოქეა ირლანდია, ვინც ამჯერად აშკარად უკეთ ირაგბა, ვიდრე მსოფლიო თასზე და "ექვსი ერის" საწყის ორ რაუნდში, მაჩანჩალა შოტლანლიამ კი, თუმც 300 ულელოო წუთის შემდეგ ნავსი გატეხა, მესამედაც ბევრით წააგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა 15 ნომერი ჯორდან მერფი, ვინც სამშაბათს 22-კაცა სიიდან ამოშალეს და კლუბში დააბრუნეს, მაგრამ პარასკევს გირვან დემფსი რომ დაშავდა, დაწუნებული სასწარფოდ უკუ-იხმეს.

ირლანდიამ ხუთი ლელო გაიტანა. პირველზე, კარის წინ გამართულ შერკინებაში, ჯემი ჰიზლიფმა აიტაცა ოვალი და ქელი ბრაუნი განზე გასულ ეოინ რედენს რომ გაყვა, დევიდ ვოლესი შექცეული პასით კარში შებრძანდა. მეორეზე მერფმა აბრაგანი ნახტომით მოხსნა, ბრაიან ოდრისკოლმა კი დაცვა გაარღვია და რობ ქარნი ახეირა. მესამეზე რონან ოგარამ ფრთაზე გადაუკიდა ბურჯ (!) მარკუს ჰორანს, მეოთხეზე კი, თერნოვერიდან, ოგარამ და ენდი თრიმბლმა მომსხეპი პასებით დაგეზეს ტომი ბოუ.

ექვსი ერი. მესამე რაუნდი

უელსი 47:8 იტალია

უელ: ბერნი მ.ჯოუნზი შენკლინი ჰენსონი (პარკერი 71) შ.ვილიამსი (10-9) სთ.ჯოუნზი (ჰუქი 67) პილი (ფილიპსი 44) / ჯენქინსი რისი (ბენეთი 55) რ.თომასი (დკ.ჯოუნზი 67); გოფი ევანსი (დნ.ჯოუნზი 69); ჯ.თომასი (დელვი 70) მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ - 5ლ: ბერნი ორი (1 4) შენკლინი შ.ვილიამსი ორი (3 5); 5გ: სთ.ჯოუნზი 3 ჰუქი 2; 4ს: სთ.ჯოუნზი

იტა: მარკატო სგარბი კანალე მირ.ბერგამასკო  სბ 50  გალონი (10-9) მაზი (ბუზო 54) პიკონე (ტრავალი 58) / პერუჯინი (ლოჩიჩერო 51) გირალდინი (ფესტუჩა 70) კასტროჯოვანი; დელაპე (ბორტოლამი 51) დელფავა; სოული (ძანი 61) მაუ.ბერგამასკო პარისე კაპ - ლ: კასტროჯოვანი; ს: მარკატო

რეფ პირსონი (ინგ) კარდიფი, მილენიუმი (74 305)

3:0(4) 6:0(10) 6:5(12) 13:5(28) 13:8(40) /
20:8(42) 23:8(47) 26:8(50) 33:8(57) 40:8(68) 47:8(74)

ირლანდია 34:13 შოტლანდია

ირლ: მერფი ბოუ ბ.ოდრისკოლი კაპ (ჰორგანი 70) თრიმბლი ქარნი (10-9) ოგარა (პ.ვოლესი 77) რედენი (სთრინგერი 72) / ჰორანი ჯექმენი (რ.ბესთი 44) ჰეისი (ბაქლი 73); ოკალაჰენი მ.ოდრისკოლი (ოკონელი 55); ლიმი დ.ვოლესი ჰიზლიფი (ისთერბი 70) - 5ლ: დ.ვოლესი ქარნი ჰორანი ბოუ ორი (4 5); 3გ ს: ოგარა

შტლ: საუსველი (პარკსი 67) ვოქერი ვებსთერი ჰენდერსონი (დელუკა 70) რ.ლამონთი (10-9) პატერსონი ბლერი კაპ (კაზიტერი 72) / ჯეკობსენი (ქერი 72) ფორდი (თომსონი 70) მარი; ჰაინსი (ჰემილტონი 64) მაკლიოდი; სთროქოში ჰოგი ბრაუნი (რენი 46) - ლ: ვებსთერი; გ 2ს: პატერსონი

რეფ ბედროზი (სფრ) დუბლინი, ქროუქ პარკი (74 234)

7:0(22) 7:3(25) 14:3(26) 14:6(32) /
19:6(41) 22:6(50) 22:13(54) 29:13(63) 34:13(79)

საფრანგეთი 13:24 ინგლისი

სფრ: ემონსი რუჟრი (ფლოში 66) მარტი ტრაი კლერკი (10-9) ტრენდიუკი (სკრელა 66) პარა (იაშვილი 66) / ფორე შარჟევსკი (სერვა 58) მა (პუ 56); ნალე კაპ პაპე (ტიონი 58); დიუზოტუარი ბონერი პიკამოლი (უედრაოგო 76) - ლ: ნალე; გ: ტრაი; 2ს: პარა იაშვილი

ინგ: ბოლშოუ საქი ნუნი (ტეიტი 70) ფლადი ვაინიკოლო (10-9) ვილკინსონი ვიგლსვორსი / შერიდანი (სთივენსი 71) რეგანი (მირსი 50) ვიქერი კაპ; შოუ (ქეი 70) ბორსვიქი; ჰესქელი (კროფტი 20) ლიფმენი ისთერი - 2ლ: საქი ვიგლსვორსი; გ 3ს ა: ვილკინსონი

რეფ ვოლში (ზელ) სან დენი, სტად დე ფრანსი (80 ათასი)

0:7(5) 0:10(13) 7:10(24) 7:13(28) /
10:13(49) 10:16(65
) 10:19(68) 13:19(74) 13:24(79)

კიბე

უელსი   6   103:42
ირლანდია   4     71:50
საფრანგეთი   4     66:51
ინგლისი   4     66:58
იტალია   0     38:86
შოტლანდია   0     34:91

ბოლო ორი რაუნდი

შაბ 8/03   ირლანდია - უელსი   17.15
   შოტლანდია - ინგლისი   19.15
კვი 9/03   საფრანგეთი - იტალია   19.00
     
შაბ 15/03   იტალია - შოტლანდია   17.00
   ინგლისი - ირლანდია   19.00
   უელსი - საფრანგეთი   21.00

ირბ-ის რეიტინგი

[25/02] 1 სამხრეთი აფრიკა 9081, 2 ახალი ზელანდია 8959, 3 არგენტინა 8742, 4 ინგლისი 8496, 5 ავსტრალია 8420, 6 საფრანგეთი 8100, 7 ირლანდია 7881, 8 უელსი 7727, 9 ფიჯი 7588, 10 შოტლანდია 7419, 11 იტალია 7252, 12 სამოა 7161, 13 ტონგა 7151

14 საქართველო 6783, 15 კანადა 6725, 16 რუმინეთი 6694, 17 რუსეთი 6588, 18 იაპონია 6535, 19 შტატები 6468, 20 ურუგვაი 6318, 21 ესპანეთი 6137, 22 პორტუგალია 5948, 23 კორეა 5799, 24 ჩილე 5707, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5657

პლუს-მინუსი: ინგ 113 სფრ, ირლ 51 შტლ, უელ 48 იტა
რუმ 93 ესპ (17:11 გ)
 საქ 58 პორ (11:6 გ)

:::

Free Web Hosting