6 ერი და ზე 14 მოკლედ

უელსს სამი მოსდევს

ევროპულ "ექვს ერზე" ერთმა ლიდერმა, უელსმა გააბურთავა იტალია, მეორეს, საფრანგეთს კი მისსავე მოედანზე მოუგო ინგლისმა, რის შემდეგაც სამი გამარჯვების მქონე "ურჩხულებს" კვალში ერთბაშად სამი მდევარი უდგას.

ინგლისი ნორჩი ღერძის მყოლსა და უკიკეროდ მოასპარეზე საფრანგეთს მეოთხე წუთიდან უგებდა. რომ დადგა ბოლო მეოთხედი, "ლე ბლე" სამითღა ჩამორჩებოდა (10:13), მაგრამ აქ ჯონი ვილკინსონმა არეკნი დაკრა და ჯარიმაც თავისი ნახევრიდან გაიტანა, ბოლოს კი ბრიტებმა "აიღე-მიეძალეთი" ლელოც შეიტანეს.

ექვსი ერი. მესამე რაუნდი

უელსი 47 (5ლ: ბერნი 2 შენკლინი შ.ვილიამსი 2; 5გ: ჯოუნზი 3 ჰუქი 2; 4ს: ჯოუნზი) -
იტალია 8 (ლ: კასტროჯოვანი; ს: მარკატო  სბ  მაუ.ბერგამასკო)

ირლანდია 34 (5ლ: ვოლესი ქარნი ჰორანი ბოუ 2; 3გ ს: ოგარა) -
შოტლანდია 13 (ლ: ვებსთერი; გ 2ს: პატერსონი)

საფრანგეთი 13 (ლ: ნალე; გ: ტრაი; 2ს: პარა იაშვილი) -
ინგლისი 24 (2ლ: საქი ვიგლსვორსი; გ 3ს ა: ვილკინსონი)

კიბე: უელსი 6(103:42)
ირლანდია 4(71:50), საფრანგეთი 4(66:51), ინგლისი 4(66:58)
იტალია 0(38:86), შოტლანდია 0(34:91)


კრუსეიდერზმა აიწყვიტა

სამხრეთის ზე 14-ის მოქმედმა ჩემპიონმა, აფრიკის "ბულზმა" საწყის ნახევარ საათში მოაშთო და დაზაფრა ზელანდიის "კრუსეიდერზი" და 12:0 დაწინაურდა, მაგრამ კივებმა უცებ აიწყვიტეს, გაშლილად აბურთავდნენ და დარჩენილ 50 წუთში 7-ჯერ დაალელოვეს ზორბა ბურები.

ოთხ მატჩში გამარჯვებული ბოლოსკენ დანიშნულმა ჯარიმამ გამოავლინა. მისი გატანით მოიგეს ფორსმა, ჩიფსმა და შარქსმა, ჰაილენდერზს კი ფეხი მოეცარა და ოთხი ქულა ბრამბიზს ერგო.

ზე 14. მეორე რაუნდი [* პრემია; x-x ლელო]

ჰარიკენზი ზელ - რედსი* ავს   23:18   2-2
ჩიტაზი* აფრ - ფორსი ავს   15:16   2-1
ბულზი აფრ - კრუსეიდერზი* ზელ 19:54   1-7
ჩიფსი ზელ - ვორათაზი* ავს   20:17   3-3
ბრამბიზი ავს - ჰაილენდერზი* ზელ 22:20   3-2
შარქსი აფრ - სტორმერზი* აფრ   12:10   0-1
ლაიონზი აფრ - ბლუზი* ზელ   10:55   1-7

კიბე: კრს ბლუ 10; შრქ 8;
ვრთ რედ ფორ 5; ჰრკ ჩიფ ბულ ბრმ ლნზ 4;
ჩტზ ჰლნ სტო 2

:::

Free Web Hosting