ჯეელებით და უკიკეროდ?!

ჯეელებით და უკიკეროდ?!

ელიტარული "ექვსი ერის" მესამე რაუნდში, ორიდან პირველ "ზე შაბათს", ერთი ლიდერი, საფრანგეთი ინგლისისთვის მსოფლიო თასზე წაგების გამო სამაგიეროს გადახდას გამოუცდელი ღერძით ეცდება, მეორემ, უელსმა კი რაზმი მატჩამდე 11 დღით ადრე დაასახელა და უკიკეროდ დარჩენილ იტალიას იღებს.

ოთხი თვის წინ, სტად დე ფრანსეზევე, ინგლისმა და ჯონი ვილკინსონმა თამაშის ბოლოს აჯობეს ფრანგებს და ნახევარფინალი 14:9 მოუგეს. მას აქეთ "ლე ბლეში" ბევრი რამ შეიცვალა. ახალმა და ახალგაზრდა გურუმ, მარკ ლივრმონმა საფირმო, შამპანური რაგბი ხომ გაახსენა შეგირდებს და უპრინციპულეს მეტოქესთანაც ისე რისკავს, რომ 8, 9 და 10 ნომრებად მთლად ჯეელები დაუყენებია.

შერკინების შემკვრელი ლუი პიკამოლი 22 წლისაა და 13 წუთი უთამაშია ირლანდიასთან. 19 წლის ჰავბეკის, მორგან პარას ნამსახურობა მეტი, 21 წუთია, 21 წლის მგეზავი, პაპით ვიეტნამელი ფრანსუა ტრენდიუკი კი ტოპ 14-ში გამართული ოციოდე მატჩის შემდეგ მესამედ რაგბობს "ლე ბლეში" და სულაც არ უფრთხის 29 წლის ჯონი ვილკინსონს, ვისი მონაგარიც 67 კეპი და 1 056 ქულაა.

ლივრმონს ნორჩთა გაწაფულობისა და სითამამისა სჯერა, მაგრამ ცოტათი თავზეც აუღია ხელი, ვილკოს მყოლ მეტოქეს სპეციალისტი კიკერის გარეშე რომ ეთამაშება. კლასიან დამრტყმელთაგან ჟან-ბაპტისტ ელისალდს წვივი სტკივა და რაზმში საერთოდ ვერაა, დავიდ სკრელა და მოკეთებული დიმიტრი იაშვილი კი მარქაფაში სხედან. ჰოდა, კარში დაკრავს დამიან ტრაი, ვისაც აქამდე მხოლოდ ძაან შორიდან ავალებდნენ ჯარიმების შესრულებას.

ეშთონს მოუფიქრებია

ჰავბეკი გამოცვალა ინგლისმაც: 33 წლის ენდი გომერსოლის მაგივრად 24 წლის რიჩარდ ვიგლსვორსი დაიწყებს, მარქაფაში კი პოლ ჰოჯსონი დაჯდება. ბრიტთა გურუ ბრაიან ეშთონმა იხმო მომჯობინებული ბურჯები, ენდრიუ შერიდანი და კაპიტანი ფილ ვიქერი, და გარემარბადაც დაიტოვა ტონგელ-ზელანდიელი ხვადაგი, რაგბში ლიგიდან გადმოსული ლეზლი ვაინიკოლო, ვისაც, მწურთნელის თქმით, გუნდელები ბურთით არ ამარაგებენ.

მხცოვანი ეშთონი ცოტათი ცუნდრუკი პიროვნებაა. აი, ახლაც ბრძანა, მიხარია, რომ ფრანგები თავიანთ სტილს მიუბრუნდნენ; ჩვენც ცდას არ დავაკლებთ, რომ "ლე ბლეს" ბურთაობაში ვაჯობოთ; რაც შეეხება იმას, რომ პირველ ტაიმში მოპოვებულ უპირატესობას მეორეში ქარს ვატანთ, მაგის წამალი მოფიქრებული მაქვს - შესვენებაზე გასახდელში აღარ შევალ და ამდენად, ბიჭებსაც ვეღარაფერს ვეტყვიო.

უელსმა საიტალიოდ მთლიანად გამოცვალა შერკინების წინა ხაზი; 15-ეულში ოსფრიზის შვიდი წევრიღა დაიტოვა და ამ კლუბის ჰავბეკ - პივოტის წყვილიც ჰლანეჰლის უფრო გამოცდილი, იმ დუეტით შეცვალა, ვინც შოტლანდიასთან, თამაშში ჩაბმის თანავე, გარდატეხა მოახდინა. იტალიას ფრანგული კლუბის ვარჯიშზე დაემტვრა 15 ნომერი და კიკერი დავიდ ბორტოლუსი, რის გამოც ორივე პოსტი სათადარიგო ათმა ნომერმა, ანდრეა მარკატომ გადაიბარა, შოტლანდიამ კი 10 ნომრად, როგორც იქნა, დააბრუნა შემოქმედი კრის პატერსონი.
 

ექვსი ერი. მესამე რაუნდი

საქ დროით; $ ლეგიონერი
წინა რაუნდის შემდეგ
* რაზმს დაემატა, ^ მარქაფიდან დააწინაურეს, = მარქაფაში გადასვეს

უელსი - იტალია

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 11 შეინ ვილიამსი, 14 მარკ ჯოუნზი*; 13 ტომ შენკლინი, 12 გევინ ჰენსონი, 10 სთივენ ჯოუნზი^; 9 დვეინ პილი^ /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი^, 2 მეთიუ რისი^, 3 რის თომასი*; 4 იენ გოფი, 5 იენ ევანსი; 6 ჯონათან თომასი, 7 მარტინ ვილიამსი, 8 რაიან ჯოუნზი კაპ

(მრქ) 22 სონი პარკერი, 21 ჯეიმზ ჰუქი=, 20 მაიკ ფილიპსი= / 16 ჰიუ ბენეთი=, 17 დანკან ჯოუნზი=; 18 დეინიოლ ჯოუნზი, 19 გარეს დელვი$ (მწ) ვორენ გეთლენდი ზელ

იტა (ბეკ) 15 ანდრეა მარკატო^, 11 ეციო გალონი, 14 ალბერტო სგარბი^; 13 გონსალო კანალე$, 12 მირკო ბერგამასკო$, 10 ანდრეა მაზი$; 9 სიმონ პიკონე^ /

(ფორ) 1 სალვატორე პერუჯინი$^, 2 ლეონარდო გირალდინი, 3 მარტინ კასტროჯოვანი$; 4 სანტიაგო დელაპე$, 5 კარლო-ანტონიო დელფავა$; 6 ჯოშ სოული, 7 მაურო ბერგამასკო$, 8 სერჯო პარისე$ კაპ

(მრქ) 22 ენრიკო პატრიციო*, 21 პაოლო ბუზო*, 20 პიეტრო ტრავალი= / 16 კარლო ფესტუჩა$, 17 ანდრეა ლოჩიჩერო$=; 18 მარკო ბორტოლამი$* 19 ალესანდრო ძანი (მწ) ნიკ მალითი აფრ

რეფ დეივ პირსონი ინგ; კიდ: ვეინ ბარნსი ინგ / დევიდ ჩენგლენგი შტლ; ვიდ რობ დიბნი ინგ

შაბ 23/02  კარდიფი, მილენიუმი  19.00

1996 წლიდან 14: 11-2*1 (6ე) 8: 5-2*1

ირლანდია - შოტლანდია

ირლ (ბეკ) 15 გირვან დემფსი, 11 რობ ქერნი, 14 ტომი ბოუ*; 13 ბრაიან ოდრისკოლი კაპ, 12 ენდრიუ თრიმბლი, 10 რონან ოგარა; 9 ეოინ რედენი$ /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 ბერნარდ ჯექმენი, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 მიკ ოდრისკოლი^; 6 დენის ლიმი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯემი ჰიზლიფი

(მრქ) 22 შეინ ჰორგანი, 21 პედი ვოლესი, 20 პიტერ სთრინგერი / 16 რორი ბესთი, 17 თონი ბაქლი; 18 პოლ ოკონელი*, 19 საიმონ ისთერბი$ (მწ) ედი ოსალივანი

შტლ (ბეკ) 15 ჰუგო საუსველი, 11 რორი ლამონთი$*, 14 ნიკი ვოქერი$; 13 საიმონ ვებსთერი*, 12 ენდრიუ ჰენდერსონი, 10 კრის პატერსონი$; 9 მაიკ ბლერი კაპ /

(ფორ) 1 ალან ჯეკობსენი, 2 როს ფორდი, 3 იუენ მარი$; 4 ნეითან ჰაინსი$, 5 სკოტ მაკლიოდი$^; 6 ალესდერ სთროქოში$*, 7 ალისთერ ჰოგი^, 8 ქელი ბრაუნი

(მრქ) 22 ნიკ დელუკა=, 21 დენ პარკსი=, 20 კრის კაზიტერი$ / 16 ფერგიუს თომსონი, 17 გევინ ქერი; 18 ჯიმ ჰემილტონი$=, 19 როს რენი* (მწ) ფრენკ ჰედენი

რეფ კრისტოფ ბედროზი სფრ; კიდ: ჟოელ ჟიუტჟი სფრ / ჰიუ ვოთქინსი უელ; ვიდ რომენ პუატე სფრ

შაბ 23/02  დუბლინი, ქროუქ პარკი  21.00

1877 წლიდან 121: 53-62*6 (6ე) 8: 7-1

საფრანგეთი - ინგლისი

სფრ (ბეკ) 15 სედრიკ ემონსი, 11 ვენსან კლერკი, 14 ორელიან რუჟრი; 13 დავიდ მარტი, 12 დამიან ტრაი, 10 ფრანსუა ტრენდიუკი^; 9 მორგან პარა^ /

(ფორ) 1 ლიონელ ფორე$, 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 ნიკოლა მა; 4 ლიონელ ნალე კაპ, 5 პასკალ პაპე*; 6 ჟიულიან ბონერი, 7 ტიერი დიუზოტუარი, 8 ლუი პიკამოლი^

(მრქ) 22 ანტონი ფლოში, 21 დავიდ სკრელა=, 20 დიმიტრი იაშვილი* / 16 ვილიამ სერვა, 17 ჟან-ბაპტისტ პუ*; 18 ჟერომ ტიონი*, 19 ფიულჟანს უედრაოგო= (მწ) მარკ ლივრმონი

ინგ (ბეკ) 15 იენ ბოლშოუ, 11 ლეზლი ვაინიკოლო, 14 პოლ საქი; 13 ჯემი ნუნი, 12 ტობი ფლადი, 10 ჯონი ვილკინსონი; 9 რიჩარდ ვიგლსვორსი^ /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი*, 2 მარკ რეგანი, 3 ფილ ვიქერი* კაპ; 4 საიმონ შოუ, 5 სთივ ბორსვიქი; 6 ჯეიმზ ჰესქელი, 7 მაიკ ლიპმენი, 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 მეთიუ ტეიტი, 21 დენი სიპრიანი, 20 პოლ ჰოჯსონი* / 16 ლი მირსი, 17 მეტ სთივენსი=; 18 ბენ ქეი, 19 ტომ კროფტი* (მწ) ბრაიან ეშთონი

რეფ სთივ ვოლში ზელ; კიდ: ალენ როლანი ირლ / კარლო დამასკო იტა; ვიდ ჯორჯ ქლენსი ირლ

შაბ 23/02  სან დენი, სტად დე ფრანსი  24.00

1906 წლიდან 90: 35-48*7 (6ე) 8: 4-4

კიბე

საფრანგეთი 4(53:27), უელსი 4(56:34) -
ირლანდია 2(37:37), ინგლისი 2(42:45) -
იტალია 0(30:39), შოტლანდია 0(21:57)

:::

Free Web Hosting