სახელიღა დარჩენილა

სახელიღა დარჩენილა

სამხრეთული ზე 14-ის პირველმა რაუნდმა წარმოაჩინა სამივე მონაწილე ქვეყნის ორ-ორი გუნდი, რომელთა იმედიც ფანობას შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ახალ, საცდელ წესებს, მათი გამოისობით იმატა საჰაერო პინგ-პონგმა და ჩქარმა გათამაშებამ, ხოლო ქულიანობა დაეცა.

მეოთხე ლელოს გატანისთვის დაწესებული პრემია მხოლოდ შარშანდელ ნახევარფინალებში ძლეულმა ზელანდიელებმა აიღეს. ზე-რაგბის 6-გზის ჩემპიონმა კრუსეიდერზმა ალაგ-ალაგ დატბორილ მოედანზე ყოველმხრივ დაიბრიყვა ორგზის გამარჯვებული ბრამბიზი, რომლისგანაც შეჯიბრის მე-13 სეზონში სახელიღა დარჩენილა.

კივთაგან ორი ლელო შეიტანა ჯანიანმა მოსე ტუიალიკმა, ვინც ჯერ კეისი ლაულალას მომსხეპი პასის შემდეგ რიჩი მაკქოუს გასწორებულ გეზს მიყვა, მერე კი შერკინებიდან ატაცებული ბურთით ოთხი მბოჭავი დაიფრინა. მიზანს ახლოდან ეწია ლიგიდან დაბრუნებული ბრედ სორნიც, დენ კარტერი კი გაათარხნა ფულბეკმა (15 ნომერი) ლიონ მაკდონალდმა, ვინც მე-100 ზე-მატჩი გამართა.

3-გზის ჩემპიონ ბლუზს პირველ ტაიმში მაგრად დაუდგა ჩიფსი და სამ-სამი სალელოე და საგოლე შანსიც გაანიავა, მაგრამ მეორეში ისე დაიღალა, რომ 80 წუთში 32 გაცუდებული ბოჭვა მოუგროვდა. მატჩის ბედი გადაწყდა საათის თავზე, როცა ბეკმა ჯო როკოთოკომ ხელის კვრით მოიშორა 8 ნომერი სიონე ლაუაკი და კარში შეფრინდა.

საჭოჭმანოები ჩაუთვალეს

ავსტრალიის ძველმა სკოლებმა, ვორათაზმა და რედსმა შარშან ბოლო ორი ადგილი დაიკავეს, ამჯერად კი შინ ძლიეს კივები.

შერკინებაში დაცვის მწყობრის ხუთ მეტრზე უკან დახევით იხეირეს სიდნეელებმა და პირველი ლელო დამუღამებული მოტივით გაიტანეს: ორივე ცენტრმა ჩაირბინა, ლოტე ტუნქირი პივოტისკენ წავიდა და ოფლოუდი მიართვა ნალიგარ ტიმანა ტაჰუს, ამან კი ბურთს წაუტყაპუნა და ლოჰლინ თერნერმა გარედან შემოურბინა მეურვეს.

ვორათაზს დიდძალი ტექნიკური წუნით მორაგბე ჰარიკენზთან პრემიის აღებაც შეეძლო, მაგრამ ბოლოსკენ აურია. რედსმა კი აჯობა ჰაილენდერზს, მაგრამ იმითღა მოიგო, რომ ავსტრალიელმა ტელი-რეფმა, სთივ ლეშჩინსკმა ზედახორაში ორი საჭოჭმანო ლელო ჩაუთვალა, კიდევ ერთმა ექს-ლიგელმა, ბებერმა კლინტონ შიფქოფსქმა კი სირენაზე ჯარიმა შეაგდო.

ჰაბანამ მხარი იტკინა

ჩემპიონ ბულზს საწყის ნახევარ საათში აგრესიით აჯობა სტორმერზმა და სამი ჯარიმაც გაუტანა. შესვენების წინ ძალისმიერი რაგბის მიმდევარმა სტუმრებმა ახლოდან შეუტიეს და 2007 წელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბემ, ბრაიან ჰაბანამ ლელო შეიტანა, მაგრამ მხარიც იტკინა და ერთ თვეს იუქმებს. მეორე ტაიმში ბულზმა მეთოდურად გამოიმუშავა სამი გოლი, სირენაზე კი, ფულბეკ ხიო აპლონის რეიდის შემდეგ, ლელოს გადაურჩა.

ფინალისტმა შარქსმა 10 ნომრად ეგრეც ვერ ათამაშა წვივ-მტკივანი ფრანგი ფრედერიკ მიშალაკი, სტუმარ ფორსს კი გამოაკლდა მოწამლული მეორე ხაზელი ნეითან შარფი. შეხუთული ჰაერის გადამკიდე თამაშმა საცქერად ვერ ივარგა. ბურებმა პირველი ლელო 27 მეტრზე ნაგორები მოლით შეიტანეს, გამარჯვება კი მაშინღა დაიბევეს, ფრანს სტეინმა თავისი ნახევრიდან რომ შეაგდო ჯარიმა.


ზე 14. პირველი რაუნდი

კრუსეიდერზი 34:3 ბრამბიზი

კრს (ქრაისთჩერჩი) ზელ - 4ლ: 8 ტუიალიკი ორი (1 2) 4 ბ.სორნი, 10 კარტერი; 4გ 2ს: კარტერი

ბრმ (კანბერა) ავს - ს: 15 ჰაქსლი

რეფ მ.ლორენსი აფრ

3:0(13) 3:3(18) 10:3(32) / 17:3(50) 20:3(65) 27:3(70) 34:3(79)

რედსი 22:16 ჰაილენდერზი

რედ (ბრისბენი) ავს - 3ლ: 8 როუ ორი (1 3) 11 შიფქოფსქი; 2გ ს: შიფქოფსქი

ჰლნ (დანიდინი) ზელ - ლ: 18 თომსონი; გ: 21 დელანი; 3ს: 10 ბაუდენი, 15 პ.ვილიამსი 2 /  სბ  1 მაკინტოში

რეფ იონკერი აფრ

7:0(15) 12:0(21) 12:3(36) / 12:6(57)  სბ(58)  19:6(59) 19:9(64) 19:16(74) 22:16(80)

შარქსი 17:10 ფორსი

შრქ (დურბანი) აფრ - 2ლ: 6 ბოტესი, 15 ტერბლანშე; 2გ: 9 პინარი; ს: 10 სტეინი

ფორ (პერთი) ავს - ლ: 16 ჰოლმსი; გ: 10 გიტო; ს: 15 შეპარდი

რეფ დიკერი ზელ

0:3(19) 7:3(26) / 14:3(52) 14:10(66) 17:10(77)

ბლუზი 32:14 ჩიფსი

ბლუ (ოკლენდი) ზელ - 4ლ: 9 ლი, 5 ფლეველი, 11 როკოთოკო, 21 ატინგა; 3გ 2ს: 10 ევანსი

ჩიფ (ჰემილტონი) ზელ - ლ: 15 მულიაინა; 3ს: 10 დონალდი

რეფ ბრეი ზელ

5:0(4) 5:3(6) 5:6(14) 8:6(24) 8:11(39) / 15:11(51) 15:14(54) 22:14(59) 25:14(67) 32:14(74)

ვორათაზი 20:3 ჰარიკენზი

ვრთ (სიდნეი) ავს - 3ლ: 15 თერნერი ორი (1 3) 6 ელსომი; გ ს: 10 ბილი

ჰრკ (ველინგტონი) ზელ - ს: 10 გოპერთი /  სბ  11 ნონუ

რეფ იუბერი აფრ

7:0(18) 7:3(22) 10:3(37) / 15:3(43) 20:3(73)  სბ(78)

სტორმერზი 9:16 ბულზი

სტო (კეიპტაუნი) აფრ - 3ს: 10 გრანტი

ბულ (პრეტორია) აფრ - ლ: 11 ჰაბანა; გ 3ს: 10 ჰუხარდი

რეფ რუსი აფრ

3:0(6) 6:0(17) 9:0(27) 9:7(35) / 9:10(48) 9:13(64) 9:16(79)

ჩიტაზი 22:23 ლაიონზი

ჩტზ (ბლუმფონტეინი) აფრ - 3ლ: 14 ფრედრიკსი, 8 ფერმელენი, 4 პიტერსე; 2გ ს: 10 პოტხიტერი /  სბ  2 სტრაუსი

ლნზ (იოჰანესბერგი) აფრ - 2ლ: 7 ფკ.ფანდერმერვე, 12 ლაგრანჟი; 2გ: 10 სტრეიდომი, 21 როუზი; 3ს: სტრეიდომი 2, როუზი

რეფ კაპლანი აფრ

5:0(2) 5:3(16) 5:10(33) 12:10(36) 12:13(39) 19:13(40) / 22:13(48)  სბ(52)  22:20(64) 22:23(74)

 

ზე 14 * 2008       (შარშან) სხვ გატ:გაშ მ-წ* პრ
               
1   კრუსეიდერზი ზელ (3)   5   +31   34: 3   1-0   4-0   1
2   ბლუზი ზელ (4)   5   +18   32:14   1-0   4-1   1
3   ვორათაზი ავს (13)   4   +17   20: 3   1-0   3-0   0
4   შარქსი აფრ (2)   4   +7   17:10   1-0   2-1   0
               
5   ბულზი აფრ (1)   4   +7   16: 9   1-0   1-0   0
6   რედსი ავს (14)   4   +6   22:16   1-0   3-1   0
7   ლაიონზი აფრ (12)   4   +1   23:22   1-0   2-3   0
8   ჩიტაზი აფრ (11)   1   -1   22:23   0-1   3-2   1
9   ჰაილენდერზი ზელ (9)   1   -6   16:22   0-1   1-3   1
10   ფორსი ავს (7)   1   -7   10:17   0-1   1-2   1
11   სტორმერზი აფრ (10)   1   -7   9:16   0-1   0-1   1
12   ჰარიკენზი ზელ (8)   0   -17   3:20   0-1   0-3   0
13   ჩიფსი ზელ (6)   0   -18   14:32   0-1   1-4   0
14   ბრამბიზი ავს (5)   0   -31   3:34   0-1   0-4   0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 ქულა
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

მეორე რაუნდი

პარ 22/02    ჰრკ - რედ 10.35, ჩტზ - ფორ 20.00, ბულ - კრს 22.05

შაბ 23/02    ჩიფ - ვრთ 10.35, ბრმ - ჰლნ 12.40, შრქ - სტო 19.00, ლნზ - ბლუ 21.05

:::

Free Web Hosting