ორი უკეპო
"ერთა თასზე" პორტუგალიასთან საპასუხო შებმის წინ "ბორჯღალოსნებს" გამოაკლდათ ხუთი კაცი, ვინც შაბათს, ვაკეში რუმინეთი 22:7 ძლია. "ლობუში" საქართველომ "სტეჟარის" ჯობნაზე ერთი კვირით ადრე, შინვე 31:3 მოსრა, რის შემდეგაც ლუზიტანებმა რაზმი გაიძლიერეს და იქეთა შაბათს ფიცხელ ბრძოლას გაგვიმართავენ.
"ბორჯღალოსნები"
ლისაბონში მატჩამდე ხუთი დღით ადრე დასცემენ ბანაკს, რითაც ნაკრების ახალ,
ავსტრალიელ მწურთნელს, თიმ ლეინს ნაყოფიერად მუშაობის საშუალება მიეცემა. ნაკრებში
ორი უკეპოა - სანდრო თოდუა და სიკო მაისურაძე. პორტუგალიაში წინა სტუმრობაზე, 2006
წლის 25 ნოემბერს, საქართველო საარაკო ფრეს
11:11 გამორჩა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.
საქართველოს "ბორჯღალოსნები"
პორტუგალიის
წინააღმდეგ
შაბ 23/02
ლისაბონი, უნივერსიტეტი 19.00 საქ
(კეპი; * რუმინეთთან რაზმში არ ყოფილა)
(ბეკ) 15/11/14 ოთარ ბარკალაია (27), გიორგი შკინინი (23), ირაკლი ჩხიკვაძე (4); 13/12 დავით კაჭარავა (16), რეზო გიგაური (16), სანდრო თოდუა* (0); 10 ლაშა მალაღურაძე (2), მეკო კვირიკაშვილი (25); 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ (50), ბიძინა სამხარაძე (31) /
(ფორ) 1/3 გოდერძი შველიძე (43), დავით ქუბრიაშვილი (2), ანტონ ფეიქრიშვილი* (1); 2 ირაკლი ნატრიაშვილი (5), დავით დადუნაშვილი (16); 4/5 კახა უჩავა (4), ლევან დათუნაშვილი* (23), გიორგი ნემსაძე* (3); 6/7/8 შალვა სუთიაშვილი (7), რატი ურუშაძე (27), დიმიტრი ბასილაია (2), სიკო მაისურაძე* (0)
გამოგვაკლდნენ: 12 ირაკლი გიორგაძე (31) / 3 დავით ზირაქაშვილი (17), 5 მამუკა გორგოძე (27), 7 გიორგი ჩხაიძე (26) - 19 ზვიად მაისურაძე (23)
ერთა თასი 2007/08
საქართველო 5-1 (219:73), რუსეთი 4-1 (156:76), რუმინეთი 3-3 (155:99), ესპანეთი 3-3 (165:142), პორტუგალია 2-3 (68:96), ჩეხეთი 0-6 (40:317)
20 წლის (1989-2008) მონაგარი: 98 თამაში (37 შინ, 45 გარეთ, 16 ნეიტრალურზე) 57 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე / ქულა 2283:1891 (+392) ლელო 279-209 (+70)
პორტუგალიასთან: 11თ (5შ 6გ) 6-4*1 / 269:174, ლ 35-11
სულ 177 ბორჯღალოსანი: 97 ფორვარდი, 74 ბეკი და 6 უნივერსალი; ფორვარდებმა გაიტანეს 147, ხოლო ბეკებმა 132 ლელო
:::