საზღვრები მოვშალოთო

საზღვრები მოოთო

ზე რაგბის უდაო ლიდერის, ახალი ზელანდიის "კრუსეიდერზის" მოძღვარი, რობი დინსი ივნისიდან ავსტრალიის ეროვნული ნაკრების, "ვოლაბიზის" გურუ რომ ხდება, სამხრეთის სამი ბუმბერაზის საზიარო პირველობაზე საზღვრების მოშლას ქადაგებს, რათა ქვეყნებს, მწურთნელთა გარდა, მოთამაშეთა გაცვლაც შეეძლოთ.

დინსი ზე 12/14-ში 12 წელია მოღვაწეობს და "კრუსეიდერზის" ექვსივე (!) ჩემპიონობაში უდევს ლომის წილი. გურუს აზრით, საზღვრების გახსნით შეჯიბრს ინტერესი მოემატება, ნაკრებებს კი არა დაუშავდებათ რა, რადგან კანდიდატები კვლავაც ერთ შეჯიბრში ირაგბებენ და მწურთნელთა ხედვის არეში დარჩებიან.

დინსი ემხრობა მომავალი შეფის, ავსტრალიური რაგბის მამის, ჯონ ონილის წინადადებასაც, რომ ზე რაგბი 2011 წლიდან, ანუ ახალი ტელე-კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ერთის ნაცვლად ორ-წრიანი გახდეს.

რობის თქმით, ტურნირის დასის გამრავალრიცხოვანება და კალენდრის დაგრძელებაც გარდაუვალია, რაღაი ამჟამინდელი სამხრეთული ბაზარი ჩრდილოურზე მომცროა და კივ, ოზ და იაპ ვარსკვლავთა მზარდ მადას რომ ვერ აკმაყოფილებს, ბიჭები საშოვარზე ევროპაში გარბიან.

ეგ მხოლოდ ოზებს ჭირდებათო

დინსს მიაჩნია, რომ სამხრეთელები ადგილზე უნდა დაპურდნენ, ხოლო იმით არაფერი დაშავდება, თუ ზე 14-ში თითო-ოროლა ჩრდილოელიც ითამაშებს.

ამის გამო რაგბის სამხრეთელ მამებს თათბირებზე ბევრჯერ უმსჯელიათ, მაგრამ წლეულს ავსტრალიის არცერთ გუნდში არ თამაშობს უცხოელი, ზელანდიის კლუბებს თითო-ოროლა მულღაზანზრელი თუღა შემორჩათ, აფრიკას კი ზიმბაბველ-ნამიბიელები შეუფარებია და მხოლოდ "შარქსს" უყენია 10 ნომრად ფრანგი ფრედერიკ მიშალაკი.

მეზობელთან და მთავარ კონკურენტთან ალიანსის გადამკიდე დინსს კივები ალმაცერად რომ უცქერენ, ნაფიქრალი ხელაღებით დაუწუნეს. ზელანდიელები საუკუნეთა შესაყარზეც ბრძანებდნენ, ზე 12-ის შემოღებამ სამი პარტნიორიდან მხოლოდ ავსტრალიას არგო, რადგან საკუთარ პირველობას ვერ მართავსო.

კივური რაგბის მამამ, სთივ თიუმ გაიხსენა მივიწყებული მოტივი, ორ-წრიანი ზე X ოდენ ოზებს ჭირდებათ, რათა შინ 13-კაცა ლიგის ნრლ-სა და 18-კაცა რულზის აფლ-ს გაუმკლავდნენ, თორემ ჩვენა და იაპებს მეორე წრის სანაცვლოდ "ეარ ნიუ ზილენდისა" და "ქარრის" თასები ისედაც მოგვეძევება და ჯეელებს "ოლ ბლექსისა" და "ბოკესთვის" მომავალშიც მანდ დავაოსტატებთო.


ზე 14. პირველი რაუნდი [x-x ლელო; * პრემია]

კრუსეიდერზი ზელ* - ბრამბიზი ავს   34: 3 (4-0)
რედსი ავს - ჰაილენდერზი ზელ*   22:16 (3-1)
შარქსი აფრ - ფორსი ავს*   17:10 (2-1)
   
ბლუზი ზელ - ჩიფსი ზელ   შაბ 10.35
ვორათაზი ავს - ჰარიკენზი ზელ   შაბ 12.40
   
სტორმერზი აფრ - ბულზი აფრ   შაბ 19.00
ჩიტაზი აფრ - ლაიონზი აფრ   შაბ 21.05

:::

Free Web Hosting