გულის ყურს იპყრობს

გულის ყურს იპყრობს

ნამსოფლიოთასევს საშოვარზე ბევრი ვარსკვლავი წაუვიდათ; სამი ბანაკიდან ორმა საფრანგეთში სასტიკი მარცხიც იგემა, მაგრამ ახალი თაობა რომ მოდის და ნოვატორული წესებიც ამ დონეზე და ამ მასშტაბით პირველად უნდა გამოიცადოს, სამხრეთი აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის საზიარო პირველობა - ზე 14 კვლავ იპყრობს სრულიად რაგბეთის გულის ყურს და მაგარ სეირს გვპირდება.

სეზონი, რომელიც პარასკევს იხსნება, მეცამეტეა. თორმეტიდან ცხრა ტიტული ზელანდიას მოუგია: 6-ჯერ "კრუსეიდერზს" და სამჯერაც "ბლუზს". ოდენ ორგზის ჩემპიონია ავსტრალიის ალამდარი "ბრამბიზი", აფრიკამ კი შარშანღა გატეხა ნავსი - "ბულზმა" ფინალი სტუმრად, წამატებულ დროში მოუგო "შარქსს" და მერე, საფრანგეთში, ამ ორი გუნდის ნაზავმა "ბოკემ" შემართა "ვებ ელის ტროფი".

წესებში არსებითი სიახლე საკმაოდაა: დაცვის მწყობრი შერკინებისას ბოლო ფეხიდან ხუთ მეტრზე უნდა გამწკრივდეს; თუ ბურთს 22-ის გარედან შიგნით უპასებ და აუტში პირდაპირ დაკრავ, მოედანს ვეღარ მოიგებ; თუ (კონტრ-შეტევაზე) შებოჭილი ბურთს ხელს არ გაუშვებ, მეტოქე სითამამისთვის სამი ქულით ვეღარ დაგსჯის, და კუთხეში ლელოს გატანის დროსაც თუ ალამს გაედები, აუტი აღარაა!

ნოვაციები ზოგ მწურთნელს აფრთხობს, ემანდ შარში არ გაეხვიონ მოთამაშეები, მსაჯები და მაყურებლებიცო, მაგრამ უმეტესობა მაინც მიესალმება ცვლილებებს, ხოლო გურუთაგან ყველაზე წარმატებული, "კრუსეიდერზის" მოძღვარი რობი დინსი ეგრეც ბრძანებს, წლევანდელი ზე 14-ით რაგბი ახალ დონეზე ასვლას იწყებს, რადგან იმატებს მოძრაობა, ბურთაობის სუფთა დრო და გატანილ ლელოთა რაოდენობაცო.

კარგად დაღვინებული

ავსტრალიური ტოტალიზატორის, "თების" ვარაუდით, შარშან ფინალს მიღმა დარჩენილი "კრუსეიდერზი" წელს მაინც ფავორიტია იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთში წაუვიდნენ კრის ჯექი, არონ მეიჯერი და რიკო გიარი. ვიდრე ავსტრალიის "ვოლაბიზს" ჩაიბარებდეს, ბოლო სეზონს ჩაატარებს დინსი, სხვაფრივ კი ტრადიციულად ძაან კლასიანმა გუნდმა შეინარჩუნა ლიდერები, რიჩი მაკქოუ და დენ კარტერი, "ბლუზიდან" მიიღო ალი ვილიამსი და 13-კაცა ლიგიდანაც დაიბრუნა ბრედ სორნი.

კივთაგან "კრუსეიდერზის" კონკურენტები იქნებიან ეშხიანი "ბლუზი", ვისაც გაექცნენ ლუკ მაკალისტერი და დაგ ჰაულიტი; ერთბაშად ცხრა "ოლ ბლექის" მყოლი, კარგად დაღვინებული, მაგრამ ძველებურადვე არა-სტაბილური, ტანა უმანგას გარეშე დარჩენილი "ჰარიკენზი" და უკან-მოუხედავად შემტევი, მაგრამ დაცვაში გაუწაფავი "ჩიფსი", ვისაც აღარ ჰყვანან ბაირონ კელეჰერი, მარტი ჰოლა და ქის რობინსონი.

ჩემპიონ "ბულზს" დააკლდებიან კაპიტანი ვიკტორ მეტფილდი და მწურთნელი ჰეინეკე მეიერი. მენცართა ვარაუდით, ძალისმიერად მორაგბე გუნდს გაუჭირდება ახალი წესებისთვის ალღოს აღება. ერთბაშად სამი შემოქმედის - პერსი მონთგომერის, ბუჩ ჯეიმზისა და ჯონ სმიტის გარეშე რომ იასპარეზებს "შარქსი", მძიმე გრაფიკის გადამკიდე შარშანდელ შედეგს ალბათ ვეღარ გაიმეორებს, მაგრამ 10 ნომრად კი ეყენება კოლორიტული ტულუზელი, ფრედერიკ მიშალაკი.

სმითის იმედადღა

ზელანდიისა და აფრიკისგან განსხვავებით, ავსტრალიაში უიმედობას დაუსადგურებია. "ბრამბიზი", წვერ-ცანცარა ლორი ფიშერის ხელქვეით, ზედიზედ სამჯერ დარჩა პლეი-ოფს მიღმა და ყოჩებიც, ჯორჯ გრეგანი, სთივენ ლარქემი და ჯერემი პოლი წაუვიდნენ. იაპონელები საარაკო ჯამაგირს სთავაზობენ ბეჭ-ნატკენ სთერლინგ მორტლოქსაც. ასე რომ, გუნდი ჯორჯ სმითის იმედადღა რჩება.

შარშან უეცრადა და ულოგიკოდ დაჩიავებულმა "ვორათაზმა" ლიგიდან გადმოიბირა ბეკი ტიმანა ტაჰუ და იმის იმედადაა, რომ ნალიგარივე ლოტე ტუნქირი ხელს გამოიღებს. სიდნეის გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი და მღლეტელი ფილ ვოც, მორგან ტურინუი კი წაუვიდა მოშუღარ "რედსში", სადაც წინა სამმა გურუმ (ენდრიუ სლექი, ჯეფ მილერი, ედი ჯოუნზი) მოშალა ჯონ ილზის, თიმ ჰორანისა და ტოუტაი კეფუს ტრადიცია და "რედსი" მაჩანჩალად აქცია.

ოზეთის მეოთხე, უახლეს გუნდს - მეტ გიტოს მყოლ "ფორსს" სკანდალები არ ელევა, მაგრამ მესამე სეზონს ალბათ მაინც წინეებზე უკეთ ჩაატარებს. საფიქრებელია, რომ ბარაქიანი კონტინგენტის პატრონ "სტორმერზს" ხელს დაატყობს რასი ერაზმუსი. რაც შეეხება კივეთის ერთ (ჰაილენდერზი) და იაპეთის ორ (ჩიტაზი ლაიონზი) გუნდს, ეგენი რადიკალურად გადახალისდნენ და თავს ჯიგრით თუ გამოიჩენენ, თორემ სხვა ვერაფრით.


ზე 14. პირველი რაუნდი

პარ 15/02 კრუსეიდერზი (ქრაისთჩერჩი ზელ) - ბრამბიზი (კანბერა ავს) 10.35, რედსი (ბრისბენი ავს) - ჰაილენდერზი (დანიდინი ზელ) 13.05 * შარქსი (დურბანი აფრ) - ფორსი (პერთი ავს) 21.10

შაბ 16/02 ბლუზი (ოკლენდი ზელ) - ჩიფსი (ჰემილტონი ზელ) 10.35, ვორათაზი (სიდნეი ავს) - ჰარიკენზი (ველინგტონი ზელ) 12.40 * სტორმერზი (კეიპტაუნი აფრ) - ბულზი (პრეტორია აფრ) 19.00, ჩიტაზი (ბლუმფონტეინი აფრ) - ლაიონზი (იოჰანესბერგი აფრ) 21.05

ტვ: გლობალის შოუთაიმზე - ცოცხლად, საქართველოს დროით!


დამწყები 15-ეულები

ბულ აფრ (შარშან 1) კირხნერი მამეცა ნელი ოლიფიე ჰაბანა (10-9) ჰუხარდი ფ.დიუპრე კაპ / ხ.სტენკამპი კუნი ხერბერი; როსუ ვ.სტენკამპი; სტეგმანი ფანჰირდენი ვანენბერგი * მწ ლიუდეკე

შრქ აფრ (2) სტეინი მენცი მარი ბარითი პიტერსენი (10-9) მიშალაკი პინარი / მთავარირა ბ.დიუპლესი ბჯ.ბოთა; აკერმანი მულერი კაპ; ბოტესი ფენტერი კანკოვსკი * მწ მიუირი

კრს ზელ (3) ლ.მაკდონალდი პოკი ლაულალა ბრეტი ჰემილტონი (10-9) დ.კარტერი ფოტუალიკი / ფრენკსი ფლინი სამერვილი; ბ.სორნი ა.ვილიამსი; რიდი მაკქოუ კაპ ტუაილიკი * მწ დინსი

ბლუ ზელ (4) ნათევა ტუიტავაკე ტოიავა სთენლი როკოთოკო (10-9) ევანსი ლი / ვუდქოქი მეალამუ აფოა; ჰაიუ ფლეველი კაპ; კაინო ჯს.კოლინზი ნ.ვილიამსი * მწ ნუსიფორა ავს

ბრმ ავს (5) ჰაქსლი ჯერარდი ეშლი-კუპერი ფერბენქსი პლეიფორდი (10-9) ლეალიფანო ჯ.ჰოლმსი / ჰენდერსონი ედმონდსი შეპარდსონი; ქემფბელი ვოლეს-ჰარისონი; ტავაკე ჯ.სმითი კაპ ჰოილსი * მწ ფიშერი

ჩიფ ზელ (6) მულიაინა ანესი კაჰუი ბრუსი სივივატუ (10-9) დონალდი ნათბრაუნი / დევისონი ვილისი ქასლი; გიბსი კაპ ონილი; მესამი ლატიმერი ლაუაკი * მწ ფოსტერი

ფორ ავს (7) შეპარდი ქამინზი კროსი სტენიფორსი დ.მიჩელი (10-9) გიტო ჰენჯექი / ჰარდი მაკაიზაკი ველი; პიუსი შარფი კაპ; ფეივა პოქოქი ბრაუნი * მწ ჯ.მიჩელი ზელ

ჰრკ ზელ (8) ჯეინი ჰ.გიარი კ.სმითი ელისონი ნონუ (10-9) გოპერთი ვეპუ / ჯ.შვალგერი ჰორი ფეარბრაზერი; სრაში ითონი; ჯრ.კოლინზი მასოი სოიალო კაპ * მწ კ.კუპერი

ჰლნ ზელ (9) პ.ვილიამსი მულიპოლა ტაკაუსო ლეოტა ვაინიკოლო (10-9) ბაუდენი ქოუვანი / მაკინტოში ჯ.მაკდონალდი კაპ ნიულენდი; როსი დონელი; ტრიგსი სოაკაი სეტეფანო * მწ მური

სტო აფრ (10) აპლონი ჩავანხა ბობო დეფილიერსი კაპ ნანქელევუკი (10-9) გრანტი იანარი / მოლერი ლიბენბერხი მუჯათი; ფს.ფანდერმერვე ბეკერი; ბერგერი ლოუ ვოთსონი * მწ ერაზმუსი

ჩტზ აფრ (11) დანილერი ფრედრიკსი იონკერი ბოსმანი პასენსი (10-9) პოტხიტერი ულსხიხი / ვ.დიუპრე სტრაუსი კალდო; დანკანი პიტერსე; ბრიუსო ჟ.სმითი კაპ ფერმელენი * მწ დროცკე

ლნზ აფრ (12) ლიუდიკი ნოუბლი ი.პრეტორიუსი ლაგრანჟი ბენჯემინი (10-9) სტრეიდომი ფერმაკი / ჰ.ფანდერმერვე ვეპენერი ხელდენჰეისი; ფანსეილი მოსტერტი; ხრობელარი კაპ ფკ.ფანდერმერვე კემპერი * მწ ელოფი

ვრთ ავს (13) თერნერი ტაჰუ ჯეკობსი ტ.კარტერი ტუნქირი (10-9) ბილი შიანი / დანინგი ფრაიერი ბაკსტერი; მამი ვიკერმანი; ელსომი ვო კაპ პალუ * მწ მაკქენზი

რედ ავს (14) ლეითემი იოანე ტურინუი სიალე შიფქოფსკი (10-9) ბარნსი ქორდინგლი / გ.ჰოლმსი მური ბლეიქი; ჰამფრიზი ჰორვილი; მაკმენიმენი კროფტი როუ კაპ * მწ მუნი


ჩემპიონობის ფსონები

3.0 კრს, 4.5 ბლუ, 8.0 ბულ ვრთ; 9.0 შრქ ჩიფ; 11 ჰრკ, 21 ფორ, 23 ბრმ, 51 რედ, 67 ჩტზ, 81 სტო, 101 ჰლნ, 151 ლნზ

1.52 ზელ; 4.50 აფრ ავს

:::

Free Web Hosting