შეტევის ხელშესაწყობად

შეტევის ხელშესაწყობად

პარასკევს მეცამეტედ იხსნება აქამდე ყველაზე ეშხიანად ცნობილი, სამხრეთული ზე-რაგბის სეზონი. წინათაგან იგი სამი რამით განსხვავდება.

>> განრიგი 
>> ოლიმპის გვერდი

ერთი რომ, მორჭმულ ვარსკვლავთა გვარიანი წილი (უმანგა გრეგანი ლარქემი ჰეიმანი მონთგომერი სმიტი ჯეიმზი) საშოვარზე ევროპასა და იაპონიაში გადაიხვეწა და ასპარეზი ჯეელებს დაუთმო.

მეორე, შეჯიბრების ორგანიზატორებმა საკუთარი სურვილითა და ირბ-ის დავალებით იკისრეს წესების იმ საცდელ შესწორებათა ნაწილის საფუძვლიანი ტესტრიება, რომელთა მიზანიც თამაშის კიდევ უფრო გაჩქარება და შეტევის ხელშეწყობაა.

და მესამეც, რაგბის ქართველ მოყვარულთა გასახარად, მატჩების გვარიანი წილის ცოცხლად ჭვრეტა შესაძლებელი გახდა პირველი ციფრული ტელევიზიის, "გლობალის" [94 27 27, 94 2715, 94 1011] წყალობით.

ასე რომ, გურმანებს აღარ მოუწევთ ბარში დილა-ადრიან მირბენა და რებეკა ბებოს შეწუხება, თუ ღმერთი გწამს, ზე 14 ჩაგვირთე და პრემიერ ლიგაზე ნაადრევად არ გადაგვირთოო.

:::

Free Web Hosting