32 ქულით უსწრებენ

32 ქულით უსწრებენ

ირბ-ის შვიდკაცის 7-გზის ჩემპიონმა ახალი ზელანდიამ მეცხრე სეზონში მეოთხე ტურნირიც მოიგო, რაც სერიის ისტორიაში უმაგალითო ამბავია, სამხრეთი ამერიკის შესარჩევის გამარჯვებული ურუგვაი კი 2009 წლის მსოფლიო თასის მეათე მონაწილე შეიქნა.

კივებს ექვსი წლის წინ, ერიკ რაშის ხანაში, ზედიზედ მოეგოთ 34 თამაში, ამჯერად კი რეკორდი ორით გააუმჯობესეს და უახლოეს მდევარს, სამხრეთ აფრიკას უკვე 32 ქულით უსწრებენ. ბოკემ სეზონში პირველად სან-დიეგოშიღა უწია ფინალს, კენია პირველადვე გავიდა ნახევარფინალში, ხოლო ფიჯი მეორედ დარჩა მოწინავე ოთხეულს მიღმა და დამატებით დროში მოგებით სინსღა დაჯერდა.

"პეტკო პარკში" შოუზე 20 ათასი მოსეირე შეიკრიბა. შარიან ფინალში აფრიკას კაცი რომ გაუსინბინეს, ზელანდია 17 ქულით დაწინაურდა. ტურნირში რვა ლელო გაიტანა "მომავალმა ლომუმ", ვიკტორ ვიტომ, მონდომებულ მასპინძლებს კი ფიალაც აღარ დაანება უელსმა, ვინც ივნისში, ვაკეში უნდა გვეწვიოს.

შესარჩევის ნაწილი

ჩვენი შვიდკაცა 2009 წლის 5-7 მარტს, არაბეთის საამირო დუბაიში დანიშნული მეხუთე მსოფლიო თასის შესარჩევის ნაწილია. საგზურ-დაბევებული სამეულის (ინგლისი საფრანგეთი შოტლანდია) გარდა, ევროპას 24-გუნდა დასში კიდევ ხუთი ვაკანსია ერგება.

ესენი ივლისში, ჰანოვერის ფინალში გათამაშდება. იქ იჩაუქებს 12 გუნდი: ტრადიციული ევროპული სერიის 7 ეტაპის ჯამით გამოვლენილი 11 უკეთესი და მასპინძელი გერმანია. საქართველო ვაკემდე იასპარეზებს პოლონეთში, "თბილისის ფარზე" კი სოც-ბანაკის ერთბაშად ხუთი წევრ-ყოფილი ჩამოგვაკითხავს.

ირბ ლობისტს ქირაობს

ათი არა-ევროპული საგზურიდან სამი ეკუთვნის აფრიკას, ორ-ორი აზიას, ზღვისრეთსა და ჩრდილო ამერიკას და ერთიც სამხრეთ ამერიკას. ამის შესარჩევს პუნტა-დელ-ესტემ სამი კვირის წინ უმასპინძლა და გადამწყვეტ მატჩში მასპინძელმა ურუგვაიმ ჩილე 31:19 ძლია.

ირბ-მა სწორი დასკვნები გააკეთა 2005 წლის მარცხიდან, როცა მავანი არა-სარაგბო ქვეყნების დელეგატებთან სათანადოდ არ წაიმუშავა და შვიდკაცა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაში ვერ ჩაართვევინა.

"დეილი ტელეგრაფის" ცნობით, დუბლინელი მახვშები მალე იქირავებენ ლობისტს, ვინც ნაკლული ხმების მოსაზიდად იმუშავებს, რათა გაისად, 2016 წლის პროგრამის დადგენისას, სამართალმა პური ჭამოს და 1924 წლის ჩათვლით ოლიმპიადებზე 4-გზის წარმოჩინებულმა რაგბმა ჩამორთმეული პრივილეგია დაიბრუნოს.


ირბ-ის შვიდკაცა

IV ეტაპი. 9-10/02 სან-დიეგო (აშშ)

ბოლო პულური რაუნდი (ა) ზელანდია - შოტლანდია 27:0, (Ⴣ) სამოა - ფიჯი 21:17, (გ) არგენტინა - კენია 19:12, (დ) ინგლისი - აფრიკა 14:10

მეოთხედფინალი. ზელანდია (ა1) - ფიჯი (ბ2) 28:5, კენია (გ2) - ინგლისი (დ1) 17:7; აფრიკა (დ2) - არგენტინა (გ1) 24:0, სამოა (ბ1) - შოტლანდია (ა2) 24:12

ნახევარფინალი (სინი) ფიჯი - ინგლისი (4ქ) 21:14, არგენტინა - შოტლანდია (4ქ) 22:14 * (თასი) ზელანდია - კენია (12ქ) 50:10, აფრიკა - სამოა (12ქ) 22:12

ფინალი. ფარი (XIII ადგილი) ავსტრალია - ჩილე 24:12 * ფიალა (IX) უელსი (2ქ) - შტატები 21:19 * სინი (V) ფიჯი (8ქ) - არგენტინა (6ქ) 26:21 დდ * თასი (I) ზელანდია (20ქ) - აფრიკა (16ქ) 27:12

კიბე: ზელანდია 80 (4თ: დუბაი ჯორჯი ველინგტონი სან-დიეგო) აფრიკა 48, ფიჯი 44, სამოა 38, არგენტინა 26, კენია 24, ინგლისი 18, შოტლანდია 16, ავსტრალია 14, ტონგა 12, უელსი 10, შტატები 6

ლელო: 24 ფაბიან იურისი (აფრ); 23 მიკაელე პესამინო (სამ); 20 ვიკტორ ვიტო (ზელ); 18 ემოსი ვუთანგო (ფიჯ) სთივენ იეითსი (ზელ)

ქულა: 146 ნეუმი ნანუკუ (ფიჯ); 120 იურისი ვუთანგო, ტომასი თამა (ზელ); 117 პესამინო; 114 ლოტე რაიკამბულა (ზელ); 105 რენფრედ დეიზელი (აფრ); 100 ვიტო

გასამართია: 28-30/03 ჰონკონგი (ჩინ) 5-6/04 ადელაიდა (ავს); 24-25/05 ლონდონი (ინგ) 31/05-1/06 ედინბურგი (შტლ)

თასი (1999-2008, 72 ტურნირი) ზელანდია 33, ფიჯი 13, ინგლისი 11, აფრიკა 7, ავსტრალია 4, სამოა 2; არგენტინა და საფრანგეთი 1


ევროპის შვიდკაცა 2008

ეტაპები: 10-11/05 ოდენსე (დან), 24-25/05 სოპოტი (პოლ), 31/05-1/06 ზაგრები (ხორ), 7-8/06 თბილისი (საქ), 14-15/06 პრაღა (ჩეხ), 21-22/06 მოსკოვი (რუს) და კორფუ (სბძ) * ფინალი 12-13/07 ჰანოვერი (გერ)

ჩვენი მეტოქეები:

სოპოტი (პულში) მოლდოვა ლიტვა უნგრეთი დანია /
(იქეთ) ირლანდია პოლონეთი ლატვია ჰოლანდია ნორვეგია

ვაკე (პულში) უელსი ბულგარეთი ისრაელი კვიპროსი /
(იქეთ) მოლდოვა უკრაინა ლატვია აზერბაიჯანი საბერძნეთი

:::

Free Web Hosting